თბილისში, ნუცუბიძის მესამე პლატოზე წყლის მილი გასკდა. ფაქტის ამსახველი ფოტო ადგილობრივმა მაცხოვრებელმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
"ასეთი მოცეკვავე შადრევანი გვაქვს სახლთან...", -წერს ინტერნეტმომხმარებელი.
ამ დროისათვის ადგილზე პროფილაქტიკური სამუშაოები მიმდინარეობს.
ფოტო ქვეყნდება ავტორის ნებართვით