სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თოფჩიკას" მკვლელობა  - 80-იანი წლების თბილისური "ელიტარული ოჯახების" სისხლიანი ქრონიკა
"თოფჩიკას" მკვლელობა  - 80-იანი წლების თბილისური "ელიტარული ოჯახების" სისხლიანი ქრონიკა

დე­და­ქა­ლა­ქის უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­ში არ­სე­ბობს ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც თბი­ლი­სი ვერ ივი­წყებს.1986 წლის 13 ივ­ლისს წყნეთ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას 19 წლის ლე­ვან თოფ­ჩიშ­ვი­ლის ("თოფ­ჩი­კას") სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა ე.წ. მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს აგა­რა­კებ­ზე მოხ­და. ლე­ვან თოფ­ჩიშ­ვი­ლი, იგი­ვე "თოფ­ჩი­კა" ღია კი­ნო­თე­ატრთან ახ­ლოს ორ მე­გო­ბარ ბი­ჭთან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და და დე­ი­დაშ­ვი­ლის სა­ნა­ხა­ვად მი­დი­ო­და. და­პი­რის­პი­რე­ბა ბი­ჭებს შო­რის მომ­ხდარ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას მოჰ­ყვა, თოფ­ჩი­კას ერთ-ერ­თმა ბიჭ­მა რა­ღაც უთხრა, რის გა­მოც ლე­ვან­მა მას მზე­სუმ­ზი­რა შე­ა­ყა­რა. ბი­ჭებს შო­რის მომ­ხდა­რი სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რის შე­დე­გა­დაც ლე­ვან თოფ­ჩი­კაშ­ვილს 6 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს.

ინ­ცი­დენ­ტში ე.წ. "ელი­ტუ­რი ოჯა­ხე­ბის" შვი­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, უმე­ტე­სო­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მშობ­ლებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, თა­ვი­ანთ შვი­ლებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან თავი რომ აე­რი­დე­ბი­ნათ, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი ცი­ხე­ში ჩაჯ­და.

და­პი­რის­პი­რე­ბა ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, ერ­თმა­ნეთს ვე­რის და ვა­კის "ჯგუ­ფე­ბი" გა­და­ე­კი­და. მათ შო­რის ხში­რად ხდე­ბო­და ჩხუ­ბი და ხმა­უ­რი­ა­ნი გარ­ჩე­ვე­ბი. ამას და­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის და­წყე­ბა, ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე მთა­ვა­რი პი­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღემ­დე ცო­ცხა­ლია, მათ შო­რის ლერი სუ­ლა­ბე­რი­ძე. და­პი­რის­პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე დათო ჯა­ყე­ლი და ლაშა სუ­ლა­ბე­რი­ძე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლნენ. ისი­ნი ვა­კე­ში, ჩაის სახ­ლთან ცხოვ­რობ­დნენ. ბი­ჭე­ბი სახ­ლში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც ბულ­გა­რე­თის ელჩი მან­ქა­ნით და­ე­ჯა­ხა და ორი­ვე მათ­გა­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ამ­ბო­ბენ, რომ შემ­თხვე­ვის დროს ელჩი ნას­ვა­მი იყო და მე­გო­ბარ გო­გოს­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, თბი­ლის­ში მა­შინ ძა­ლი­ან ცოტა მან­ქა­ნა და­დი­ო­და, მაგ­რამ არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ელჩი სა­ჭეს გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მარ­თავ­და. სკან­და­ლის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით ელჩი ქვეყ­ნი­დან გა­ა­პა­რეს და ეს საქ­მე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი დარ­ჩა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბულ­გა­რეთ­ში იკარ­გე­ბა გოგა ტყა­ვა­ძის და გიგი იო­სე­ლი­ა­ნის კვა­ლი. ბი­ჭე­ბი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ "მხედ­რი­ო­ნის" რი­გებ­ში გა­წევ­რი­ან­დნენ და მათ "ბულ­გა­რეთ­ში და­კარ­გულ მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბად" მი­იჩ­ნე­ვენ. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე კი­დევ ერთი ბი­ჭის, ლე­ვან წუ­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, ის ძმას­თან ერ­თად რუ­სეთ­ში წა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ერთ სა­ღა­მოს, მას აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა სა­ზამ­თროს გამ­ყიდ­ველ­მა დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა, უთხრა მა­ყა­ჩა­ღე­ბენ, იქ­ნებ და­მეხ­მა­როო და დახ­მა­რე­ბა­ზე წუ­ლა­ძეს უარი არ უთ­ქვამს. ბო­როტ­მოქ­მედ­მა მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა...

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"თოფჩიკას" მკვლელობა  - 80-იანი წლების თბილისური "ელიტარული ოჯახების" სისხლიანი ქრონიკა

"თოფჩიკას" მკვლელობა  - 80-იანი წლების თბილისური "ელიტარული ოჯახების" სისხლიანი ქრონიკა

დედაქალაქის უახლოეს ისტორიაში არსებობს ტრაგიკული ამბები, რომლებსაც თბილისი ვერ ივიწყებს.1986 წლის 13 ივლისს წყნეთში მომხდარ ტრაგედიას 19 წლის ლევან თოფჩიშვილის ("თოფჩიკას") სიცოცხლე შეეწირა. სისხლიანი გარჩევა ე.წ. მინისტრთა საბჭოს აგარაკებზე მოხდა. ლევან თოფჩიშვილი, იგივე "თოფჩიკა" ღია კინოთეატრთან ახლოს ორ მეგობარ ბიჭთან ერთად იმყოფებოდა და დეიდაშვილის სანახავად მიდიოდა. დაპირისპირება ბიჭებს შორის მომხდარ სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა, თოფჩიკას ერთ-ერთმა ბიჭმა რაღაც უთხრა, რის გამოც ლევანმა მას მზესუმზირა შეაყარა. ბიჭებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ლევან თოფჩიკაშვილს 6 ჭრილობა მიაყენეს.

ინციდენტში ე.წ. "ელიტური ოჯახების" შვილები მონაწილეობდნენ, უმეტესობა არასრულწლოვანი იყო. შესაბამისად, როგორც ამბობენ, მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, თავიანთ შვილებს პასუხისმგებლობიდან თავი რომ აერიდებინათ, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად რამდენიმე მათგანი ციხეში ჩაჯდა.

დაპირისპირება ამით არ დასრულებულა, ერთმანეთს ვერის და ვაკის "ჯგუფები" გადაეკიდა. მათ შორის ხშირად ხდებოდა ჩხუბი და ხმაურიანი გარჩევები. ამას დაერთო ეროვნული მოძრაობის დაწყება, ინციდენტში მონაწილე მთავარი პირებიდან რამდენიმე დღემდე ცოცხალია, მათ შორის ლერი სულაბერიძე. დაპირისპირების მონაწილე დათო ჯაყელი და ლაშა სულაბერიძე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ. ისინი ვაკეში, ჩაის სახლთან ცხოვრობდნენ. ბიჭები სახლში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ბულგარეთის ელჩი მანქანით დაეჯახა და ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

ამბობენ, რომ შემთხვევის დროს ელჩი ნასვამი იყო და მეგობარ გოგოსთან ერთად იმყოფებოდა, თბილისში მაშინ ძალიან ცოტა მანქანა დადიოდა, მაგრამ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ელჩი საჭეს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა. სკანდალის თავიდან არიდების მიზნით ელჩი ქვეყნიდან გააპარეს და ეს საქმე გამოუძიებელი დარჩა.

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთში იკარგება გოგა ტყავაძის და გიგი იოსელიანის კვალი. ბიჭები სკოლის დამთავრების შემდეგ "მხედრიონის" რიგებში გაწევრიანდნენ და მათ "ბულგარეთში დაკარგულ მხედრიონელებად" მიიჩნევენ. რაც შეეხება ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი ბიჭის, ლევან წულაძის გარდაცვალებას, ის ძმასთან ერთად რუსეთში წავიდა საცხოვრებლად. ერთ საღამოს, მას აზერბაიჯანელმა საზამთროს გამყიდველმა დახმარება სთხოვა, უთხრა მაყაჩაღებენ, იქნებ დამეხმაროო და დახმარებაზე წულაძეს უარი არ უთქვამს. ბოროტმოქმედმა მას ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა...

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"საქართველოს ბანკის" ორ თანამშრომელს, რომლებიც "დონაში" იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩაქვში, "ოაზისში" გამოკვლეულ 900-ზე მეტ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და სასტუმრო გაიხსნა

LIVE - "360 გრადუსის" სტუმრები არიან კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და ხატია დეკანოიძე