სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"X ფაქტორის" თვითკრიტიკული კონკურსანტი საკუთარ ცხოვრებასა და მომენტზე, როდესაც მაყურებელი აატირა
"X ფაქტორის" თვითკრიტიკული კონკურსანტი საკუთარ ცხოვრებასა და მომენტზე, როდესაც მაყურებელი აატირა

სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლი მე­გა­შოუ "X ფაქ­ტო­რის" კონ­კურ­სან­ტია, მო­რიგ ტურ­ზე საკ­მა­ოდ კარ­გად წარ­მო­ა­ჩი­ნა თავი, ჟი­უ­რის და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და ცხა­დია, დარ­ჩა კი­დეც კონ­კურ­სში. მო­დით, ახ­ლოს გა­ვიც­ნოთ ეს ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც, რო­გორც მას­თან სა­უბ­რი­სას გა­ვარ­კვიე, საკ­მა­ოდ თვითკრი­ტი­კუ­ლია...

- ჩემი ბოლო ნომ­რით მა­ინ­ცდა­მა­ინც კმა­ყო­ფი­ლი არ ვარ იმი­ტომ, რომ რა­ღა­ცე­ბის უკეთ შეს­რუ­ლე­ბა შე­მეძ­ლო.

- ვი­თომ იმა­ზე უკეთ? ხალ­ხს თვალებ­ზე ცრემ­ლი მო­ად­გა.

- ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ასე მა­ფა­სებთ, მაგ­რამ როცა გა­და­ცე­მა გა­და­ვახ­ვიე და ჩემი გა­მოს­ვლა ვნა­ხე, ვიგ­რძე­ნი, რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი ისე არ იყო, რომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა ზო­გა­დად თუ ვიმ­სჯე­ლებთ, არ­ცთუ უკ­მა­ყო­ფი­ლო დავ­რჩი...

- კარ­გია, როცა სა­კუ­თარ თავ­ში მუდ­მი­ვად ნაკლს ეძებ. ეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თად გაზ­რდა­ში და­გეხ­მა­რე­ბა... რას ელო­დე­ბი პრო­ექ­ტის­გან. პრინ­ციპ­ში, ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი კი გყავს. გა­არ­ღვევ ამ ტალ­ღას?

- კონ­კუ­რენ­ცია დი­დია, მაგ­რამ კონ­კურ­სან­ტე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან მე­გობ­რუ­ლად ვართ გან­წყო­ბი­ლი და კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერც კი ვგრძნობთ. მე იმას ვფიქ­რობ, რომ ჩემი მაქ­სი­მუ­მი გა­ვა­კე­თო და არა­ვის ვე­ჯიბ­რე­ბი...

მარ­თა­ლია, სა­ბო­ლო­ოდ ერ­თმა­ნეთს კი ვე­ჯიბ­რე­ბით, მაგ­რამ ამა­ზე სა­ერ­თოდ არ ვფიქ­რობ. ჩემი მი­ზა­ნია, ჩემი თავი წარ­მო­ვა­ჩი­ნო და სა­კუ­თა­რი ნაშ­რო­მი სცე­ნა­ზე გად­მო­ვი­ტა­ნო.

- ჟი­უ­რის წევ­რე­ბის­გან ყვე­ლა­ზე მე­ტად ვისი გე­ში­ნია?

- არც ერ­თის არ მე­ში­ნია, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბით ვე­ლო­დე­ბი ხოლ­მე გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას შე­ფა­სე­ბას. მა­გა­ლი­თად, წინა ტურ­ში მხა­რი არ და­მი­ჭი­რა, მი­აჩ­ნდა, რომ კონ­კურ­სი უნდა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. ამი­ტომ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ამ­ჯე­რად რას ფიქ­რობ­და. მან თქვა, რომ ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის­თვის ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტი ვარ, რომ ეს და­ვამ­ტკი­ცე და ვიმ­სა­ხუ­რებ შემ­დეგ ტურ­ში გა­დაყ­ვა­ნას.

- ანრი ჯო­ხა­ძე შენი მენ­ტო­რია. მგო­ნია, რომ ის ამ შო­უ­ში კონ­კურ­სან­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ცოტა სხვა რა­კურ­სით ჩანს. რას იტყვი? რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ­დი მას?

- ჩვე­ნი მენ­ტო­რი, პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლია, გვი­ყუ­რებს რო­გორც თა­ნას­წო­რებს. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ვერც კი შე­ამ­ჩნევთ, რომ ის უფ­რო­სია, ჩვენ კი უმ­ცრო­სე­ბი. ჭკვი­ა­ნუ­რი გათ­ვლე­ბი აქვს. ჩემი აზ­რით, ობი­ექ­ტუ­რი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნია. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი შე­მიძ­ლია, რომ მას­ზე ვთქვა. ამ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან შე­მაყ­ვა­რა თავი. სხვა­თა შო­რის, არ მე­გო­ნა, თუ ასე­თი კარ­გი იქ­ნე­ბო­და...მისი სა­ხე­ლი და გვა­რი პა­ტა­რა­ო­ბი­დან სულ მეს­მო­და, რომ სცე­ნა­ზე იდგა და კარ­გად მღე­რო­და. მოკ­ლედ, მას­ზე სა­ერ­თოდ სხვა­ნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა მქონ­და, მაგ­რამ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­მიქ­მნა.

- კადრს მიღ­მა რას გე­უბ­ნე­ბა ხოლ­მე. გაგ­ვიმ­ხელ ამ სა­ი­დუმ­ლოს?

- ხომ ვამ­ბობ, კადრს მიღ­მა მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. გარ­და იმი­სა, რომ სა­ქე­ბარ სი­ტყვებს მე­უბ­ნე­ბა, მე­ტად შე­ნიშ­ვნებ­ზე მი­მი­თი­თებს...

- რო­გორც ვიცი, სკო­ლის მოს­წავ­ლე ხარ... მო­მა­ვალ­ში მუ­სი­კო­სო­ბას აპი­რებ, თუ სხვა მიზ­ნე­ბი გაქვს?

- 83-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე­ა­თეკ­ლა­სე­ლი ვარ. 15 წლის ვარ. აქამ­დე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არც ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო კონ­კურ­სში არ მი­მი­ღია. სიმ­ღე­რა თა­ვი­დან ხალ­ხუ­რი ნი­მუ­შე­ბის შეს­წავ­ლი­თა და შეს­რუ­ლე­ბით და­ვი­წყე. ფოლკ­ლო­რულ ან­სამ­ბლში ვმღე­რო­დი, რაც შემ­დეგ­ში ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. 2-3 წე­ლია, რაც მივ­ხვდი, რომ ცოტა სხვა ჟან­რი მი­ტა­ცებ­და.

- გი­ტა­ცებ­და თუ მო­და­შია და მო­დას აჰ­ყე­ვი?

- არა, ჩემი კლა­სე­ლე­ბი თუ რი­ა­ნას უს­მენ­დნენ, მე უფრო სხვა მუ­სი­კის­კენ ვიხ­რე­ბო­დი. რა­ტომ­ღაც ამ მუ­სი­კა­ში ჩემი თავი და­ვი­ნა­ხე და ემო­ცი­უ­რად კარ­გად გა­მოვ­ხა­ტავ­დი მას. ვწერ სიმ­ღე­რებს პი­ა­ნი­ნოს­თან, ინ­გლი­სურ ტექ­სტებ­ზე. 4 თვის წინ ვო­კა­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თან მი­ვე­დი. ჩემი პე­და­გო­გი ელე­ნე კა­ლან­და­ძეა, პრო­ექ­ტის - "ერთი ერ­თში" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. ის ჩემ­თან ძი­რი­თა­დად შე­ნიშ­ვნებ­ზე მუ­შა­ობს და იმ მი­მარ­თუ­ლე­ბის მუ­სი­კას მაძ­ლევს, რა­შიც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ. თა­ვი­სუფ­ლე­ბას მა­ნი­ჭებს, მას­წავ­ლის სწო­რად რო­გორ ვიმ­ღე­რო.

- მუ­სი­კის გარ­და, კი­დევ რა გი­ტა­ცებს?

- ისევ და ისევ სიმ­ღე­რა და მუ­სი­კაა. თა­ვი­სუ­ფალ დროს სულ ამ საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. დავ­ჯდე­ბი ხოლ­მე და კონ­ცერ­ტებს, მომ­ღერ­ლებს ვუს­მენ, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.

- მო­მა­ვალ­ში მუ­სი­კო­სო­ბა გინ­და?

- კი, მუ­სი­კო­სო­ბას ვა­პი­რებ. სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა ამე­რი­კა­ში, კერ­ძოდ, ბერკლის სას­წავ­ლე­ბელ­ში მინ­და. შე­იძ­ლე­ბა სა­კომ­პო­ზი­ციო გან­ხრით წა­ვი­დე, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რობთ კონ­კრე­ტუ­ლად ეს დე­ტა­ლე­ბი არ მაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი. თუმ­ცა ის ვიცი, რომ მუ­სი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაგ­რძე­ლებ.

- შეყ­ვა­რებლი არ ხარ?

- არა (იცი­ნის).

- თუმ­ცა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი საკ­მა­ოდ გყავს.

- ნუ, კი (იცი­ნის), მყავს.

- რო­გო­რი შე­დე­გი­თაც უნდა დამ­თავ­რდეს ეს კონ­კურ­სი შენ­თვის, რა ად­გილს და­ი­კა­ვებს ის შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ეს კონ­კურ­სი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გახ­და პა­ტა­რა სახ­ლი, მე იქ ვი­პო­ვე ად­გი­ლი, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მსი­ა­მოვ­ნებს ყოფ­ნა. ჩემ­თვის იმ ადა­მი­ა­ნებ­თან და იმ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. "X ფაქ­ტო­რის" შემ­დეგ ალ­ბათ, ეს კონ­კურ­სი ჩემ­თვის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ახალ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან, ახალ მე­გობ­რებ­თან (არა მარ­ტო კონ­კურ­სში დარ­ჩე­ნილ ბავ­შვებ­თან ვმე­გობ­რობ, არა­მედ, მათ­თა­ნაც, ვინც შოუს უკვე გა­მო­ე­თი­შა) და მა­გარ პე­და­გო­გებ­თან, ახალ გა­მოც­დი­ლე­ბას­თან და ვო­კა­ლურ წინსვლას­თან.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"X ფაქტორის" თვითკრიტიკული კონკურსანტი საკუთარ ცხოვრებასა და მომენტზე, როდესაც მაყურებელი აატირა

"X ფაქტორის" თვითკრიტიკული კონკურსანტი საკუთარ ცხოვრებასა და მომენტზე, როდესაც მაყურებელი აატირა

სოფო ბათილაშვილი მეგაშოუ "X ფაქტორის" კონკურსანტია, მორიგ ტურზე საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი, ჟიურის დადებითი შეფასება დაიმსახურა და ცხადია, დარჩა კიდეც კონკურსში. მოდით, ახლოს გავიცნოთ ეს ნიჭიერი გოგონა, რომელიც, როგორც მასთან საუბრისას გავარკვიე, საკმაოდ თვითკრიტიკულია...

- ჩემი ბოლო ნომრით მაინცდამაინც კმაყოფილი არ ვარ იმიტომ, რომ რაღაცების უკეთ შესრულება შემეძლო.

- ვითომ იმაზე უკეთ? ხალხს თვალებზე ცრემლი მოადგა.

- ძალიან მიხარია, რომ ასე მაფასებთ, მაგრამ როცა გადაცემა გადავახვიე და ჩემი გამოსვლა ვნახე, ვიგრძენი, რაღაც-რაღაცები ისე არ იყო, რომ უნდა ყოფილიყო. თუმცა ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, არცთუ უკმაყოფილო დავრჩი...

- კარგია, როცა საკუთარ თავში მუდმივად ნაკლს ეძებ. ეს შემოქმედებითად გაზრდაში დაგეხმარება... რას ელოდები პროექტისგან. პრინციპში, ძლიერი კონკურენტები კი გყავს. გაარღვევ ამ ტალღას?

- კონკურენცია დიდია, მაგრამ კონკურსანტები ერთმანეთთან მეგობრულად ვართ განწყობილი და კონკურენციას ვერც კი ვგრძნობთ. მე იმას ვფიქრობ, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და არავის ვეჯიბრები...

მართალია, საბოლოოდ ერთმანეთს კი ვეჯიბრებით, მაგრამ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ჩემი მიზანია, ჩემი თავი წარმოვაჩინო და საკუთარი ნაშრომი სცენაზე გადმოვიტანო.

- ჟიურის წევრებისგან ყველაზე მეტად ვისი გეშინია?

- არც ერთის არ მეშინია, მაგრამ ყურადღებით ველოდები ხოლმე გიორგი გაბუნიას შეფასებას. მაგალითად, წინა ტურში მხარი არ დამიჭირა, მიაჩნდა, რომ კონკურსი უნდა დამეტოვებინა. ამიტომ მაინტერესებდა, ამჯერად რას ფიქრობდა. მან თქვა, რომ ყველა კატეგორიისთვის ძლიერი კონკურენტი ვარ, რომ ეს დავამტკიცე და ვიმსახურებ შემდეგ ტურში გადაყვანას.

- ანრი ჯოხაძე შენი მენტორია. მგონია, რომ ის ამ შოუში კონკურსანტებთან ურთიერთობისას ცოტა სხვა რაკურსით ჩანს. რას იტყვი? როგორ დაახასიათებდი მას?

- ჩვენი მენტორი, პირველ რიგში, ძალიან მეგობრულია, გვიყურებს როგორც თანასწორებს. მასთან ურთიერთობისას ვერც კი შეამჩნევთ, რომ ის უფროსია, ჩვენ კი უმცროსები. ჭკვიანური გათვლები აქვს. ჩემი აზრით, ობიექტური და თბილი ადამიანია. მოკლედ, ყველაფერი კარგი შემიძლია, რომ მასზე ვთქვა. ამ მოკლე პერიოდში ძალიან შემაყვარა თავი. სხვათა შორის, არ მეგონა, თუ ასეთი კარგი იქნებოდა...მისი სახელი და გვარი პატარაობიდან სულ მესმოდა, რომ სცენაზე იდგა და კარგად მღეროდა. მოკლედ, მასზე საერთოდ სხვანაირი შეხედულება მქონდა, მაგრამ განსხვავებული შთაბეჭდილება შემიქმნა.

- კადრს მიღმა რას გეუბნება ხოლმე. გაგვიმხელ ამ საიდუმლოს?

- ხომ ვამბობ, კადრს მიღმა მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. გარდა იმისა, რომ საქებარ სიტყვებს მეუბნება, მეტად შენიშვნებზე მიმითითებს...

- როგორც ვიცი, სკოლის მოსწავლე ხარ... მომავალში მუსიკოსობას აპირებ, თუ სხვა მიზნები გაქვს?

- 83-ე საჯარო სკოლის მეათეკლასელი ვარ. 15 წლის ვარ. აქამდე მონაწილეობა არც ერთ სატელევიზიო კონკურსში არ მიმიღია. სიმღერა თავიდან ხალხური ნიმუშების შესწავლითა და შესრულებით დავიწყე. ფოლკლორულ ანსამბლში ვმღეროდი, რაც შემდეგში ძალიან დამეხმარა. 2-3 წელია, რაც მივხვდი, რომ ცოტა სხვა ჟანრი მიტაცებდა.

- გიტაცებდა თუ მოდაშია და მოდას აჰყევი?

- არა, ჩემი კლასელები თუ რიანას უსმენდნენ, მე უფრო სხვა მუსიკისკენ ვიხრებოდი. რატომღაც ამ მუსიკაში ჩემი თავი დავინახე და ემოციურად კარგად გამოვხატავდი მას. ვწერ სიმღერებს პიანინოსთან, ინგლისურ ტექსტებზე. 4 თვის წინ ვოკალის მასწავლებელთან მივედი. ჩემი პედაგოგი ელენე კალანდაძეა, პროექტის - "ერთი ერთში" გამარჯვებული. ის ჩემთან ძირითადად შენიშვნებზე მუშაობს და იმ მიმართულების მუსიკას მაძლევს, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ. თავისუფლებას მანიჭებს, მასწავლის სწორად როგორ ვიმღერო.

- მუსიკის გარდა, კიდევ რა გიტაცებს?

- ისევ და ისევ სიმღერა და მუსიკაა. თავისუფალ დროს სულ ამ საქმით ვარ დაკავებული. დავჯდები ხოლმე და კონცერტებს, მომღერლებს ვუსმენ, რაც სიამოვნებას მანიჭებს.

- მომავალში მუსიკოსობა გინდა?

- კი, მუსიკოსობას ვაპირებ. სწავლის გაგრძელება ამერიკაში, კერძოდ, ბერკლის სასწავლებელში მინდა. შეიძლება საკომპოზიციო განხრით წავიდე, მაგრამ ჯერჯერობთ კონკრეტულად ეს დეტალები არ მაქვს გადაწყვეტილი. თუმცა ის ვიცი, რომ მუსიკის მიმართულებას აუცილებლად გავაგრძელებ.

- შეყვარებლი არ ხარ?

- არა (იცინის).

- თუმცა თაყვანისმცემლები საკმაოდ გყავს.

- ნუ, კი (იცინის), მყავს.

- როგორი შედეგითაც უნდა დამთავრდეს ეს კონკურსი შენთვის, რა ადგილს დაიკავებს ის შენს ცხოვრებაში?

- ეს კონკურსი ჩემს ცხოვრებაში გახდა პატარა სახლი, მე იქ ვიპოვე ადგილი, სადაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს ყოფნა. ჩემთვის იმ ადამიანებთან და იმ გარემოში ყოფნა ძალიან საინტერესოა. "X ფაქტორის" შემდეგ ალბათ, ეს კონკურსი ჩემთვის დაკავშირებული იქნება ახალ ურთიერთობებთან, ახალ მეგობრებთან (არა მარტო კონკურსში დარჩენილ ბავშვებთან ვმეგობრობ, არამედ, მათთანაც, ვინც შოუს უკვე გამოეთიშა) და მაგარ პედაგოგებთან, ახალ გამოცდილებასთან და ვოკალურ წინსვლასთან.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება