სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძიმე იყო ამ მომენტის გადალახვა" - ვინ არის გიგო "X ფაქტორიდან" და რას ყვება დედა მის შესახებ
"მძიმე იყო ამ მომენტის გადალახვა" - ვინ არის გიგო "X ფაქტორიდან" და რას ყვება დედა მის შესახებ

მე­გა­შოუ "X ფაქ­ტორ­ში" "და­მა­ტე­ბით ოთახ­ში" ორი ახა­ლი წამ­ყვა­ნი და­ე­მა­ტა - თა­თუ­კა ნატ­როშ­ვი­ლი და გიგო ში­უ­კაშ­ვი­ლი. ამ სტა­ტი­ა­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ­სა და მხი­ა­რულ გი­გოს გა­გაც­ნობთ (VIDEO)

მას ორი დღის წინ 20 წელი შე­უს­რულ­და და ეს თა­რი­ღი პირ­და­პირ ეთერ­ში შე­სა­ბა­მი­სად აღი­ნიშ­ნა. Ambebi.ge გიგო ში­უ­კაშ­ვი­ლის დე­დას, ინგა სარ­ჯე­ლა­ძეს ესა­უბ­რა.

- თქვენ შვილს სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მე მი­ან­დვეს - გრან­დი­ო­ზულ შო­უ­ში თა­ნა­წამ­ყვა­ნია და თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლით მა­ყუ­რე­ბელს უკვე ძა­ლი­ან შე­აყ­ვა­რა თავი...

- გი­გოს 20 წელი შე­უს­რულ­და. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თა­რი­ღი იყო. წლი­დან წლამ­დე გა­მორ­ჩე­უ­ლად ელო­დე­ბა სა­კუ­თარ იუ­ბი­ლეს და უბედ­ნი­ე­რე­სია ხოლ­მე იმ დღეს, რო­დე­საც გაჩ­ნდა. მეც სულ ვფიქ­რობ, რომ მის­თვის საყ­ვა­რე­ლი დღე სი­ურპრი­ზე­ბით იყოს ხოლ­მე სავ­სე. წელ­საც რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ახა­ლი მინ­დო­და, თან, იმა­საც ვფიქ­რობ­დი, რაღა უნდა გა­ვა­კე­თო, თით­ქმის ამოვ­წუ­რე იდე­ე­ბი-მეთ­ქი. ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დით, თუ ასე­თი მას­შტა­ბუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბო­და ამ თა­რი­ღის აღ­ნიშ­ვნა. ორ­შა­ბათს, პირ­და­პირ ეთერ­ში, თა­ვის საყ­ვა­რელ საქ­მეს აკე­თებ­და, მარ­თლა დიდი ემო­ცი­ე­ბით იყო დატ­ვირ­თუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი...

- პრო­ექ­ტში რო­გორ მოხ­ვდა?

- "X ფა­ტ­ქო­რი­დან" და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ სურ­ვი­ლი ჰქონ­დათ, გიგო წამ­ყვა­ნად მი­ეწ­ვი­ათ, ოღონდ, ჯერ ბო­ლომ­დე არ ჰქონ­დათ ეს გა­და­წყვე­ტი­ლი. შემ­დეგ "და­მა­ტე­ბი­თი ოთა­ხის­თვის" სინ­ჯი ჩა­ი­წე­რა. მერე კი უკვე შე­მეხ­მი­ან­ნენ, - მობ­რძან­დით, ჩვენ ვი­წყებთ მუ­შა­ო­ბა­სო. ეს მის ცხოვ­რე­ბა­ში ბედ­ნი­ე­რი დღე იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი 20 წე­ლი­წა­დია, გი­გოს­თან სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მით ვმუ­შა­ობ.

- რო­გორც ჩანს, დიდი შრო­მა გაქვთ ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩა­დე­ბუ­ლი...

- ძა­ლი­ან დიდი შრო­მა გვაქვს ჩა­დე­ბუ­ლი... ახლა რომ ვიხ­სე­ნებ, ბავ­შვო­ბი­დან, ყო­ველ­თვის მიკრო­ფო­ნი ეჭი­რა ხელ­ში, მა­ში­ნაც კი, როცა სი­ა­რუ­ლი ჯერ არ იცო­და და ფორ­თხავ­და. სულ რა­ღა­ცებს ასა­ხი­ე­რებ­და, დიდი სურ­ვი­ლი ჰქონ­და, მსა­ხი­ო­ბი გა­მო­სუ­ლი­ყო. 2 წლის წინ კი გა­და­წყვი­ტა, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით წამ­ყვა­ნო­ბა უნდა. აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, ყო­ველ­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი გრა­ფი­კი აქვს, - არ გვაქვს დრო, რომ რა­ი­მე­ში დავ­კარ­გოთ. სა­კუ­თარ თავ­ზე ბევ­რს მუ­შა­ობს, რამ­დე­ნი­მე საქ­მე­ში პა­რა­ლე­ლუ­რად არის მუდ­მი­ვად ჩარ­თუ­ლი.

12 წლი­სა სცე­ნა­ზე იდგა. ყვე­ლა­ზე კარ­გად ეს საქ­მე გა­მოს­დის. აქვს კარ­გი გარ­და­სახ­ვის უნა­რი და ძა­ლი­ან უყ­ვარს, ხომ გი­თხა­რით, მიკრო­ფო­ნი. ასე­ვე კა­მე­რა, ობი­ექ­ტი­ვი. ამ ყვე­ლა­ფერ­თან მშვე­ნივ­რად იხ­სნე­ბა. მისი ოც­ნე­ბაა მსა­ხი­ო­ბო­ბა, წამ­ყვა­ნო­ბა. ყვე­ლა­ნა­ი­რად მონ­დო­მე­ბუ­ლია, რომ ამ გზა­ზე არა­ფერ­მა ხელი არ შე­უ­შა­ლოს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­ფე­რი და­აბ­რკო­ლებს.

- რა დი­აგ­ნო­ზით და­ი­ბა­და?

- და­უ­ნის სინ­დრო­მი... მაგ­რამ ჩვენ შო­რის ბევ­რი მსგავ­სე­ბაა, ვიდ­რე გან­სხვა­ვე­ბა... ეს ყვე­ლა­ფე­რი წლე­ბის მერე მო­დის... თა­ვი­დან, როცა ბავ­შვი ამ დი­აგ­ნო­ზით ჩნდე­ბა, დე­დას არ აქვს ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია. ეს პრობ­ლე­მა ხომ ყვე­ლა ეტაპ­ზე სტიგ­მა­ტი­ზე­ბუ­ლია და მით უფრო, ად­რე­ულ წლებ­ში. ნაკ­ლე­ბად იძ­ლე­ოდ­ნენ ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას.

- თქვენ შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ მოხ­და?

- არ ვი­ცო­დი, თუმ­ცა ეჭვი მა­შინ­ვე გაჩ­ნდა, რაც მერე ანა­ლიზ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ და­უ­ნის სინ­დრო­მი ჰქონ­და. მძი­მე იყო ამ მო­მენ­ტის გა­და­ლახ­ვა, მით უფრო, რომ სა­ხელ­მწი­ფოს­გან მხარ­და­ჭე­რა არა­ფე­რი იყო.

უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თლა, რომ გიგო მოს­კოვ­ში გაჩ­ნდა, სა­დაც არ­სე­ბობ­და ასო­ცი­ა­ცია, ცენ­ტრი, რომ­ლებ­მაც იმ პე­რი­ო­დის­თვის დიდი დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წი­ეს. აქ მა­შინ მსგავ­სი არა­ფე­რი იყო. ახლა კი­დევ რა­ღაც ცენ­ტრე­ბი არ­სე­ბობს. მოს­კოვ­ში კი სპე­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი უმ­თავ­რე­სად მშობ­ლებს ამ­ზა­დებ­დნენ, რომ ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბა შეძ­ლე­ბო­დათ. მერე გაგ­ვიჩ­ნდა პრე­ტენ­ზია, რომ გიგო სა­ქარ­თვე­ლო­ში გაზ­რდი­ლი­ყო და აქეთ წა­მო­ვე­დით. იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, დღემ­დე ჩემს შვილს მაქ­სი­მა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა აქვს.

- რო­გორც ეკ­რან­ზე ვხე­დავთ, გი­გოს ყვე­ლა­ფე­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეს­მის, ყვე­ლა­ფერ­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი აქვს... ძი­რი­თა­დად, რაში მდგო­მა­რე­ობს მისი პრობ­ლე­მა?

- ჩვენ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში დავ­დი­ვართ... სა­ერ­თოდ, დიდი ბრძო­ლა გვი­წევ­და და დაგ­ვჭირ­და იმის­თვის, რომ რაც გვე­კუთ­ვნო­და, ის მიგ­ვე­ღო (რას ვი­ზამთ, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნელ-ნელა ვი­თარ­დე­ბა). მოკ­ლედ, იმას მი­ვაღ­წი­ეთ, რომ გიგო მე­ექ­ვსე კლა­სი­დან სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე გახ­და. მა­ნამ­დე ბაღ­სა და დღის ცენ­ტრში და­დი­ო­და.

- სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე რო­დის გახ­და?

- მა­შინ, როცა ჩვენ­ში უკვე ინ­კლუ­ზია და­ი­ნერ­გა. გი­გოს თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა და და­ვა­ლე­ბე­ბი აქვს, რა­საც ისე­ვე ამ­ზა­დებს, რო­გორც თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი, უბ­რა­ლოდ მისი შე­სა­ფე­რი­სი პროგ­რა­მით.

- ე.ი. თავ­სუფ­ლად ან­გა­რი­შობს, კი­თხუ­ლობს...

- რა თქმა უნდა. ახლა მე­თერ­თმე­ტე კლას­შია, გარ­კვე­ულ საგ­ნებს არ გა­დის ისე და იმ დო­ნე­ზე, რო­გორც მისი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი, მაგ­რამ საგ­ნებ­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა აქვს. მისი სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი ადაპ­ტა­ცია არ არის. მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ადაპ­ტა­ცი­ის გარ­და, რაც გე­ნი­ა­ლუ­რად გა­მოს­დის, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია კლას­ში, სკო­ლა­ში და სა­ერ­თოდ ყვე­ლა­გან. მის­თვის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბაც ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვე­ნე­ლო­ვა­ნე­სი მო­მენ­ტია და ამ მხრი­ვაც ჩვე­ნი მიღ­წე­ვე­ბი და შე­დე­გე­ბი გვაქვს. გი­გოს გეგ­მა­ში აქვს, რომ აი­ღოს ატეს­ტა­ტი, ჩა­ა­ბა­როს სას­წავ­ლე­ბელ­ში და გა­მო­ვი­დეს მსა­ხი­ო­ბი.

- პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მნე­ბა?

- აქაც პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს, თუმ­ცა ზუს­ტად ვიცი, რომ ამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას დაძ­ლევს და მა­ინც მი­აღ­წევს იმას, რაც უნდა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ჩვენ­ნა­ი­რი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის 12 წლის ატეს­ტა­ტის გა­ცე­მას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. გვაქვს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი, მაგ­რამ არ გვაქვს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი. ამა­ზეც მოგ­ვი­წევს მათ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა. ალ­ბათ და­ი­ნა­ხა­ვენ სი­მარ­თლეს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კვე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა.

- მეტი შვი­ლი არ გყავთ?

- არა.

- და მთლი­ა­ნად მო­ცუ­ლი ხართ ამ ადა­მი­ან­ზე ზრუნ­ვით, ხომ?

- სხვა­ნა­ი­რად გა­მო­რი­ცხუ­ლია, მაგ­რამ უნდა გი­თხრათ, რომ ცხოვ­რე­ბის არც ერთ ეტაპ­ზე, ისე არ ყო­ფი­ლა, რომ მთე­ლი ენერ­გია მხო­ლოდ ამ ბავ­შვში ჩა­მე­დო და მეტი არა­ფე­რი მე­კე­თე­ბი­ნა. იმის­თვის, რომ ბავ­შვი იყოს ჯან­სა­ღი და ჯან­მრთე­ლი, გვერ­დით ყვე­ლა­ნა­ი­რად რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი დედა სჭირ­დე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ჯა­რო სტრუქ­ტუ­რა­ში ვმუ­შა­ობ, მაქვს საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი სამ­სა­ხუ­რი. მთა­ვა­რია, მონ­დო­მე­ბა და ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერს მო­ას­წრებს. ისე კი, ამ ძა­ლას ეს ბავ­შვე­ბი თა­ვად გაძ­ლე­ვენ.

- რო­გორც ჩანს, გიგო მუ­სი­კა­ლუ­რიც არის.

- ძა­ლი­ან. ამ ეტაპ­ზე ფოლკ­ლორ­მა გა­ი­ტა­ცა. ფან­დურ­ზე დაკ­ვრას სწავ­ლობს, ფოლკ­ლო­რის იმპრო­ვი­ზა­ცია იზი­დავს - დოლი, ტამ­ტა­მი, ფა­ნუ­რი. უნდა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აით­ვი­სოს. მუ­სი­კო­სი ვა­ლე­რი­ან ში­უ­კაშ­ვი­ლი მისი ბი­ძაა და კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა ფოლკ­ლორ­თან ერ­თად მან შე­აყ­ვა­რა. მოკ­ლედ, მას­ში ესეც აღ­მო­ჩე­ნაა. ისე, ეს ბავ­შვე­ბი ყვე­ლა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რე­ბი არი­ან და არა ერ­თმა­ნე­თის მსგავ­სე­ბი. მხო­ლოდ გიგო არ არის მათ შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მას საკ­მა­ოდ დიდი სა­მე­გობ­რო წრე ჰყავს, და­ნარ­ჩე­ნე­ბიც კარ­გე­ბი არი­ან, მერ­წმუ­ნეთ...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო: რო­გორ მი­უ­ლო­ცეს და­ბა­დე­ბის დღე გი­გოს "X ფაქ­ტო­რის" პირ­და­პირ ეთერ­ში

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"მძიმე იყო ამ მომენტის გადალახვა" - ვინ არის გიგო "X ფაქტორიდან" და რას ყვება დედა მის შესახებ

"მძიმე იყო ამ მომენტის გადალახვა" - ვინ არის გიგო "X ფაქტორიდან" და რას ყვება დედა მის შესახებ

მეგაშოუ "X ფაქტორში" "დამატებით ოთახში" ორი ახალი წამყვანი დაემატა - თათუკა ნატროშვილი და გიგო შიუკაშვილი. ამ სტატიაში ძალიან აქტიურსა და მხიარულ გიგოს გაგაცნობთ (VIDEO)

მას ორი დღის წინ 20 წელი შეუსრულდა და ეს თარიღი პირდაპირ ეთერში შესაბამისად აღინიშნა. Ambebi.ge გიგო შიუკაშვილის დედას, ინგა სარჯელაძეს ესაუბრა.

- თქვენ შვილს სერიოზული საქმე მიანდვეს - გრანდიოზულ შოუში თანაწამყვანია და თავისი საქციელით მაყურებელს უკვე ძალიან შეაყვარა თავი...

- გიგოს 20 წელი შეუსრულდა. განსხვავებული თარიღი იყო. წლიდან წლამდე გამორჩეულად ელოდება საკუთარ იუბილეს და უბედნიერესია ხოლმე იმ დღეს, როდესაც გაჩნდა. მეც სულ ვფიქრობ, რომ მისთვის საყვარელი დღე სიურპრიზებით იყოს ხოლმე სავსე. წელსაც რაღაც განსხვავებული, ახალი მინდოდა, თან, იმასაც ვფიქრობდი, რაღა უნდა გავაკეთო, თითქმის ამოვწურე იდეები-მეთქი. ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი აღმოჩნდებოდა ამ თარიღის აღნიშვნა. ორშაბათს, პირდაპირ ეთერში, თავის საყვარელ საქმეს აკეთებდა, მართლა დიდი ემოციებით იყო დატვირთული და ბედნიერი...

- პროექტში როგორ მოხვდა?

- "X ფატქორიდან" დამირეკეს და მითხრეს, რომ სურვილი ჰქონდათ, გიგო წამყვანად მიეწვიათ, ოღონდ, ჯერ ბოლომდე არ ჰქონდათ ეს გადაწყვეტილი. შემდეგ "დამატებითი ოთახისთვის" სინჯი ჩაიწერა. მერე კი უკვე შემეხმიანნენ, - მობრძანდით, ჩვენ ვიწყებთ მუშაობასო. ეს მის ცხოვრებაში ბედნიერი დღე იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი 20 წელიწადია, გიგოსთან სხვადასხვა პროგრამით ვმუშაობ.

- როგორც ჩანს, დიდი შრომა გაქვთ ამ ყველაფერში ჩადებული...

- ძალიან დიდი შრომა გვაქვს ჩადებული... ახლა რომ ვიხსენებ, ბავშვობიდან, ყოველთვის მიკროფონი ეჭირა ხელში, მაშინაც კი, როცა სიარული ჯერ არ იცოდა და ფორთხავდა. სულ რაღაცებს ასახიერებდა, დიდი სურვილი ჰქონდა, მსახიობი გამოსულიყო. 2 წლის წინ კი გადაწყვიტა, რომ ჯერჯერობით წამყვანობა უნდა. აქტიური ადამიანია, ყოველთვის სერიოზული გრაფიკი აქვს, - არ გვაქვს დრო, რომ რაიმეში დავკარგოთ. საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს, რამდენიმე საქმეში პარალელურად არის მუდმივად ჩართული.

12 წლისა სცენაზე იდგა. ყველაზე კარგად ეს საქმე გამოსდის. აქვს კარგი გარდასახვის უნარი და ძალიან უყვარს, ხომ გითხარით, მიკროფონი. ასევე კამერა, ობიექტივი. ამ ყველაფერთან მშვენივრად იხსნება. მისი ოცნებაა მსახიობობა, წამყვანობა. ყველანაირად მონდომებულია, რომ ამ გზაზე არაფერმა ხელი არ შეუშალოს. დარწმუნებული ვარ, არაფერი დააბრკოლებს.

- რა დიაგნოზით დაიბადა?

- დაუნის სინდრომი... მაგრამ ჩვენ შორის ბევრი მსგავსებაა, ვიდრე განსხვავება... ეს ყველაფერი წლების მერე მოდის... თავიდან, როცა ბავშვი ამ დიაგნოზით ჩნდება, დედას არ აქვს ამაზე ინფორმაცია. ეს პრობლემა ხომ ყველა ეტაპზე სტიგმატიზებულია და მით უფრო, ადრეულ წლებში. ნაკლებად იძლეოდნენ ამაზე ინფორმაციას.

- თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა?

- არ ვიცოდი, თუმცა ეჭვი მაშინვე გაჩნდა, რაც მერე ანალიზმაც დაადასტურა, რომ დაუნის სინდრომი ჰქონდა. მძიმე იყო ამ მომენტის გადალახვა, მით უფრო, რომ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა არაფერი იყო.

უბრალოდ, ძალიან გაგვიმართლა, რომ გიგო მოსკოვში გაჩნდა, სადაც არსებობდა ასოციაცია, ცენტრი, რომლებმაც იმ პერიოდისთვის დიდი დახმარება გაგვიწიეს. აქ მაშინ მსგავსი არაფერი იყო. ახლა კიდევ რაღაც ცენტრები არსებობს. მოსკოვში კი სპეციალური ორგანიზაციები უმთავრესად მშობლებს ამზადებდნენ, რომ ბავშვებთან მუშაობა შეძლებოდათ. მერე გაგვიჩნდა პრეტენზია, რომ გიგო საქართველოში გაზრდილიყო და აქეთ წამოვედით. იქიდან მოყოლებული, დღემდე ჩემს შვილს მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს.

- როგორც ეკრანზე ვხედავთ, გიგოს ყველაფერი შესანიშნავად ესმის, ყველაფერზე ადეკვატური რეაქციები აქვს... ძირითადად, რაში მდგომარეობს მისი პრობლემა?

- ჩვენ საჯარო სკოლაში დავდივართ... საერთოდ, დიდი ბრძოლა გვიწევდა და დაგვჭირდა იმისთვის, რომ რაც გვეკუთვნოდა, ის მიგვეღო (რას ვიზამთ, ქართული საზოგადოება ნელ-ნელა ვითარდება). მოკლედ, იმას მივაღწიეთ, რომ გიგო მეექვსე კლასიდან საჯარო სკოლის მოსწავლე გახდა. მანამდე ბაღსა და დღის ცენტრში დადიოდა.

- საჯარო სკოლის მოსწავლე როდის გახდა?

- მაშინ, როცა ჩვენში უკვე ინკლუზია დაინერგა. გიგოს თავისი ინდივიდუალური პროგრამა და დავალებები აქვს, რასაც ისევე ამზადებს, როგორც თანაკლასელები, უბრალოდ მისი შესაფერისი პროგრამით.

- ე.ი. თავსუფლად ანგარიშობს, კითხულობს...

- რა თქმა უნდა. ახლა მეთერთმეტე კლასშია, გარკვეულ საგნებს არ გადის ისე და იმ დონეზე, როგორც მისი თანაკლასელები, მაგრამ საგნებში ინდივიდუალური პროგრამა აქვს. მისი სკოლაში სიარული მხოლოდ სოციალური ადაპტაცია არ არის. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სოციალური ადაპტაციის გარდა, რაც გენიალურად გამოსდის, არაჩვეულებრივია კლასში, სკოლაში და საერთოდ ყველაგან. მისთვის განათლების მიღებაც ერთ-ერთი უმნიშვენელოვანესი მომენტია და ამ მხრივაც ჩვენი მიღწევები და შედეგები გვაქვს. გიგოს გეგმაში აქვს, რომ აიღოს ატესტატი, ჩააბაროს სასწავლებელში და გამოვიდეს მსახიობი.

- პრობლემები არ შეექმნება?

- აქაც პრობლემები გვაქვს, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ამ წინააღმდეგობას დაძლევს და მაინც მიაღწევს იმას, რაც უნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი განათლების სისტემა ჩვენნაირი ახალგაზრდებისთვის 12 წლის ატესტატის გაცემას არ ითვალისწინებს. გვაქვს ინდივიდუალური პროგრამები, მაგრამ არ გვაქვს ინდივიდუალური საატესტატო გამოცდები. ამაზეც მოგვიწევს მათთან ერთად მუშაობა. ალბათ დაინახავენ სიმართლეს და ამ მიმართულებით გარკვეული რეფორმები ჩატარდება.

- მეტი შვილი არ გყავთ?

- არა.

- და მთლიანად მოცული ხართ ამ ადამიანზე ზრუნვით, ხომ?

- სხვანაირად გამორიცხულია, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ცხოვრების არც ერთ ეტაპზე, ისე არ ყოფილა, რომ მთელი ენერგია მხოლოდ ამ ბავშვში ჩამედო და მეტი არაფერი მეკეთებინა. იმისთვის, რომ ბავშვი იყოს ჯანსაღი და ჯანმრთელი, გვერდით ყველანაირად რეალიზებული დედა სჭირდება. წლების განმავლობაში საჯარო სტრუქტურაში ვმუშაობ, მაქვს საკმაოდ დატვირთული სამსახური. მთავარია, მონდომება და ადამიანი ყოველთვის ყველაფერს მოასწრებს. ისე კი, ამ ძალას ეს ბავშვები თავად გაძლევენ.

- როგორც ჩანს, გიგო მუსიკალურიც არის.

- ძალიან. ამ ეტაპზე ფოლკლორმა გაიტაცა. ფანდურზე დაკვრას სწავლობს, ფოლკლორის იმპროვიზაცია იზიდავს - დოლი, ტამტამი, ფანური. უნდა, რომ ეს ყველაფერი კარგად აითვისოს. მუსიკოსი ვალერიან შიუკაშვილი მისი ბიძაა და კლასიკური მუსიკა ფოლკლორთან ერთად მან შეაყვარა. მოკლედ, მასში ესეც აღმოჩენაა. ისე, ეს ბავშვები ყველანი ინდივიდუალურები არიან და არა ერთმანეთის მსგავსები. მხოლოდ გიგო არ არის მათ შორის გამორჩეული, ამ მიმართულებით მას საკმაოდ დიდი სამეგობრო წრე ჰყავს, დანარჩენებიც კარგები არიან, მერწმუნეთ...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: როგორ მიულოცეს დაბადების დღე გიგოს "X ფაქტორის" პირდაპირ ეთერში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია