პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია პატრიარქის მდივნის სახელით გავრცელებულ სტატუსში, რომლის გამო საპატრიარქოს სპეციალური განმარტების გაკეთება მოუწია
რა წერია პატრიარქის მდივნის სახელით გავრცელებულ სტატუსში, რომლის გამო საპატრიარქოს სპეციალური განმარტების გაკეთება მოუწია

რამ­დე­ნი­მე დღის წინ პატ­რი­არ­ქის მდივ­ნის, შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩა­ნა­წე­რი გავ­რცელ­და, რო­მელ­შიც თით­ქოს ის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­თმე­ულ მი­წებ­ზე სა­უბ­რობ­და და რუ­სეთს ოკუ­პან­ტად მო­იხ­სე­ნი­ებ­და. ტექ­სტი სა­ქარ­თვე­ლოს ახალ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრსაც ეხე­ბო­და. კერ­ძოდ, მას­ში თავ­დაც­ვის უწყე­ბის ახ­ლად­და­ნიშ­ნუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი იყო, რო­გორც "გა­ურ­კვე­ვე­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის დი­ა­ცი", რო­მე­ლიც "კი­დევ უფრო ბუნ­დო­ვანს გახ­დის ჩვენს ისე­დაც სა­ვა­ლა­ლო მო­მა­ვალს".

"სა­ო­ცარ აზ­რებს ვკი­თხუ­ლობ.... პირ­და­პირ გე­ტყვით - გუ­ლი­სამ­რე­ვია ჩემ­თვის დღეს აქ გა­მო­ფე­ნი­ლი მო­რალ- ფი­ლო­სო­ფი­ე­ბი... ნი­ან­გის ცრემ­ლე­ბით პირ­და­ბა­ნი­ლი რუ­სე­თუ­მე­ე­ბის ლო­გი­კა... ახლა მო­მის­მი­ნეთ და არ გა­გიკ­ვირ­დეთ ჩემ­გან - რუ­სე­თი ჩემი სამ­შობ­ლოს მტე­რია!!!...რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია!!! რუ­სეთ­მა წა­მარ­თვა ჩემი სამ­შობ­ლოს სხე­უ­ლის დიდი ნა­წი­ლი... და­მი­ხო­ცა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი... გა­მი­ძარ­ცვა და და­მინ­გრია ეკ­ლე­სი­ე­ბი... პი­რი­დან ამომ­გლი­ჯა მშობ­ლი­უ­რი ენა... და ამას აკე­თებ­და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე... მე რუსს მად­ლო­ბას ვერ გა­და­ვუხ­დი იმის გამო, რომ " ჯა­რის­კა­ცის მა­მას" უყუ­რებს... არც რუ­სის ნამ­ღე­რი " ჩიტო- გვრი­ტო" აღ­მაფრ­თო­ვა­ნებს... არც იმი­სი და­ლე­უ­ლი ღვი­ნო მინ­და და მერე ნა­ბა­ხუ­სევ­ზე - " ბორ­ჯო­მი"...მე ჩემი ქვე­ყა­ნა მინ­და... ჩემი მიწა მინ­და მთლი­ა­ნი... იმ ხა­ლი­სის დაბ­რუ­ნე­ბა მინ­და, როცა მეც მო­მინ­დე­ბა გუ­ლი­ა­ნი სიმ­ღე­რა... როცა შუ­ა­ზე აღარ გა­და­მი­წყვე­ტენ და­ვით- გა­რეჯს... როცა ჩემი მი­წის შე­მო­სავ­ლე­ლად სა­ზღვარ­გა­რე­თის პას­პორ­ტი აღარ დამ­ჭირ­დე­ბა!... უფრო მე­ტიც - პას­პორ­ტი­თაც რომ აღარ შე­მიშ­ვე­ბენ! მოდი და იცხოვ­რე ახლა მშვი­დად... მოდი და უკა­რი ახლა ტაში გა­ურ­კვე­ვე­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის დი­აცს, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად რომ მო­გევ­ლი­ნე­ბა და კი­დევ უფრო ბუნ­დო­ვანს გახ­დის ჩვენს ისე­დაც სა­ვა­ლა­ლო მო­მა­ვალს... ვერ ვა­ღი­ა­რებ ვერც ერთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც რუსს, ჩემს დარ­ჩე­ნილ მი­წა­ზე, ასე­თი გაშ­ლი­გი­ნე­ბის უფ­ლე­ბას მის­ცემს! და­მიბ­რუ­ნე, რაც წა­მარ­თვი და მერე მობ­რძან­დი, ბა­ტო­ნო! მერე ნახე, რო­გო­რი სტუ­მარ - მას­პინ­ძლო­ბა შე­მიძ­ლია!.. და­მიბ­რუ­ნე ჩემი მიწა და მერე შენს მოყვრად მი­ღე­ბას ჩემი წი­ნაპ­რე­ბიც მო­მი­წო­ნე­ბენ... უფ­ლის­თვი­საც სათ­ნო იქ­ნე­ბა....

არ გა­გიკ­ვირ­დეთ - მეთ­ქი....ზე­მოთ ვთქვი... არ გა­გიკ­ვირ­დეთ, რომ დღეს, გი­ორ­გო­ბის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­ზე, ვა­ღი­ა­რებ ერთ რა­მეს - ორი დღის წინ, როცა რუ­სუ­ლი სიმ­ბო­ლი­კე­ბით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი ბა­ი­კე­რე­ბი ვე­ლუ­რი ყი­ჟი­ნით წინ მივ­ლიდ­ნენ, და­ახ­ლო­ე­ბით, იმა­ვეს გა­კე­თე­ბა მო­მინ­და, რაც დოდო აბა­ში­ძის გმირ­მა გა­ა­კე­თა "ფეს­ვებ­ში"... მარ­ტო რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ალ­ბათ, თავს ვერ შე­ვი­კა­ვებ­დი! ეს იყო სა­ო­ცა­რი გან­ცდა - გან­ცდა ჩემი მი­წის კვნე­სა- ტკი­ვი­ლი­სა, რო­მე­ლიც პი­რად ტკი­ვილ­ზე ბევ­რად უფრო მე­ტად მა­წუ­ხებს... გი­ორ­გო­ბას გი­ლო­ცავ, ერო! ქრის­ტი­ა­ნო­ბის ერ­თგუ­ლე­ბი­სა და კერ­პე­ბის დამ­ხო­ბი­სათ­ვის აწა­მეს დიდ­მო­წა­მე! იქ­ნებ, ჩვენც და­ვამ­სხვრი­ოთ ოდეს­მე ჩვენს გულ­სა და გო­ნე­ბა­ში აღ­ზე­ვე­ბუ­ლი ყომ­რა­ლი კერ­პე­ბი! იქ­ნებ, ისევ და­ვი­ნა­ხოთ მზე!", - ნათ­ქვა­მი იყო სტა­ტუს­ში, რო­მე­ლიც პატ­რი­არ­ქის მდივ­ნის, შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლით გავ­რცელ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მდივ­ნის სა­ხე­ლით ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ კო­მენ­ტარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

იხი­ლეთ | სა­პატ­რი­არ­ქოს სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რა წერია პატრიარქის მდივნის სახელით გავრცელებულ სტატუსში, რომლის გამო საპატრიარქოს სპეციალური განმარტების გაკეთება მოუწია

რა წერია პატრიარქის მდივნის სახელით გავრცელებულ სტატუსში, რომლის გამო საპატრიარქოს სპეციალური განმარტების გაკეთება მოუწია

რამდენიმე დღის წინ პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის სახელით სოციალურ ქსელში ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც თითქოს ის საქართველოს წართმეულ მიწებზე საუბრობდა და რუსეთს ოკუპანტად მოიხსენიებდა. ტექსტი საქართველოს ახალ თავდაცვის მინისტრსაც ეხებოდა. კერძოდ, მასში თავდაცვის უწყების ახლადდანიშნული ხელმძღვანელი მოხსენიებული იყო, როგორც "გაურკვეველი მსოფლმხედველობის დიაცი", რომელიც "კიდევ უფრო ბუნდოვანს გახდის ჩვენს ისედაც სავალალო მომავალს".

"საოცარ აზრებს ვკითხულობ.... პირდაპირ გეტყვით - გულისამრევია ჩემთვის დღეს აქ გამოფენილი მორალ- ფილოსოფიები... ნიანგის ცრემლებით პირდაბანილი რუსეთუმეების ლოგიკა... ახლა მომისმინეთ და არ გაგიკვირდეთ ჩემგან - რუსეთი ჩემი სამშობლოს მტერია!!!...რუსეთი ოკუპანტია!!! რუსეთმა წამართვა ჩემი სამშობლოს სხეულის დიდი ნაწილი... დამიხოცა თანამემამულეები... გამიძარცვა და დამინგრია ეკლესიები... პირიდან ამომგლიჯა მშობლიური ენა... და ამას აკეთებდა საუკუნეების მანძილზე... მე რუსს მადლობას ვერ გადავუხდი იმის გამო, რომ " ჯარისკაცის მამას" უყურებს... არც რუსის ნამღერი " ჩიტო- გვრიტო" აღმაფრთოვანებს... არც იმისი დალეული ღვინო მინდა და მერე ნაბახუსევზე - " ბორჯომი"...მე ჩემი ქვეყანა მინდა... ჩემი მიწა მინდა მთლიანი... იმ ხალისის დაბრუნება მინდა, როცა მეც მომინდება გულიანი სიმღერა... როცა შუაზე აღარ გადამიწყვეტენ დავით- გარეჯს... როცა ჩემი მიწის შემოსავლელად საზღვარგარეთის პასპორტი აღარ დამჭირდება!... უფრო მეტიც - პასპორტითაც რომ აღარ შემიშვებენ! მოდი და იცხოვრე ახლა მშვიდად... მოდი და უკარი ახლა ტაში გაურკვეველი მსოფლმხედველობის დიაცს, თავდაცვის მინისტრად რომ მოგევლინება და კიდევ უფრო ბუნდოვანს გახდის ჩვენს ისედაც სავალალო მომავალს... ვერ ვაღიარებ ვერც ერთ ხელისუფლებას, რომელიც რუსს, ჩემს დარჩენილ მიწაზე, ასეთი გაშლიგინების უფლებას მისცემს! დამიბრუნე, რაც წამართვი და მერე მობრძანდი, ბატონო! მერე ნახე, როგორი სტუმარ - მასპინძლობა შემიძლია!.. დამიბრუნე ჩემი მიწა და მერე შენს მოყვრად მიღებას ჩემი წინაპრებიც მომიწონებენ... უფლისთვისაც სათნო იქნება....

არ გაგიკვირდეთ - მეთქი....ზემოთ ვთქვი... არ გაგიკვირდეთ, რომ დღეს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ვაღიარებ ერთ რამეს - ორი დღის წინ, როცა რუსული სიმბოლიკებით დამშვენებული ბაიკერები ველური ყიჟინით წინ მივლიდნენ, დაახლოებით, იმავეს გაკეთება მომინდა, რაც დოდო აბაშიძის გმირმა გააკეთა "ფესვებში"... მარტო რომ ვყოფილიყავი, ალბათ, თავს ვერ შევიკავებდი! ეს იყო საოცარი განცდა - განცდა ჩემი მიწის კვნესა- ტკივილისა, რომელიც პირად ტკივილზე ბევრად უფრო მეტად მაწუხებს... გიორგობას გილოცავ, ერო! ქრისტიანობის ერთგულებისა და კერპების დამხობისათვის აწამეს დიდმოწამე! იქნებ, ჩვენც დავამსხვრიოთ ოდესმე ჩვენს გულსა და გონებაში აღზევებული ყომრალი კერპები! იქნებ, ისევ დავინახოთ მზე!", - ნათქვამი იყო სტატუსში, რომელიც პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის სახელით გავრცელდა.

საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის სახელით ინტერნეტში გავრცელებულ კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

იხილეთ | საპატრიარქოს სპეციალური განცხადება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია