სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი სესიაშვილი - ჩვენ მართლაც სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ
ირაკლი სესიაშვილი - ჩვენ მართლაც სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ

ჩვენ მარ­თლაც სხვა­დას­ხვა ენა­ზე ვსა­უბ­რობთ, ვი­ნა­ი­დან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლექ­სი­კა­ში არ არ­სე­ბობს სი­ტყვა "პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა", - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

"სა­ნამ ამ ტრი­ბუ­ნამ­დე მო­ვი­დო­დი, ვფიქ­რობ­დი, რომ მარ­თლაც აღარ ღირს წარ­სულ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა, მაგ­რამ ამ დარ­ბაზ­ში მო­ვის­მი­ნეთ არა­ერ­თი დე­მა­გო­გია. რიგ შემ­თხვე­ვებ­ში თქვენ მო­ის­მი­ნეთ შე­კი­თხვე­ბი, ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, რო­მე­ლიც შორს იყო რე­ა­ლო­ბის­გან, მაგ­რამ თქვენ ის­მენთ შე­კი­თხვებს შე­კი­თხვე­ბის­თვის, იმის­თვის, რომ ეს შე­კი­თხვე­ბი მოხ­ვდეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში და არა თქვე­ნი პა­სუ­ხე­ბი. ჩვენ მარ­თლაც სხვა­დას­ხვა ენა­ზე ვსა­უბ­რობთ და გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ნი­შა­ნია ის, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლექ­სი­კა­ში არ არ­სე­ბობს სი­ტყვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, 2008 წლის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას გა­ცე­მუ­ლი თით­ქმის არც ერთი და­პი­რე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" არ შე­უს­რუ­ლე­ბია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა არც სთხოვ­და, მაგ­რამ დღეს მო­სახ­ლე­ო­ბა პა­სუხს მო­ი­თხოვს და­პი­რე­ბებ­ზე და ეს სწო­რია.

"ჩვენ დღეს გვაქვს ახა­ლი რე­ა­ლო­ბა, ჩვენ ვართ ტრანსფორ­მი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც რე­ა­ლუ­რად ვდგა­ვართ დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას უკვე სჯე­რა, რომ თუ ის მო­ი­თხოვს, მისი კრი­ტი­კა იქ­ნე­ბა სწო­რი და ობი­ექ­ტუ­რი, ამა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ახ­დენს რე­ა­გი­რე­ბას. მე თქვენ­ში ვხე­დავ ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ბა­ტო­ნო ირაკ­ლი და მო­გი­წო­დებთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა მე­დი­ა­რე­ა­ლო­ბა გვექ­ნე­ბა, შე­ვას­რუ­ლოთ ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ირაკლი სესიაშვილი - ჩვენ მართლაც სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ

ირაკლი სესიაშვილი - ჩვენ მართლაც სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ

ჩვენ მართლაც სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, ვინაიდან "ნაციონალური მოძრაობის" ლექსიკაში არ არსებობს სიტყვა "პასუხისმგებლობა", - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

"სანამ ამ ტრიბუნამდე მოვიდოდი, ვფიქრობდი, რომ მართლაც აღარ ღირს წარსულზე ორიენტირება, მაგრამ ამ დარბაზში მოვისმინეთ არაერთი დემაგოგია. რიგ შემთხვევებში თქვენ მოისმინეთ შეკითხვები, ბატონო ირაკლი, რომელიც შორს იყო რეალობისგან, მაგრამ თქვენ ისმენთ შეკითხვებს შეკითხვებისთვის, იმისთვის, რომ ეს შეკითხვები მოხვდეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებად ტელევიზიებში და არა თქვენი პასუხები. ჩვენ მართლაც სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლექსიკაში არ არსებობს სიტყვა პასუხისმგებლობა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, 2008 წლის საარჩევნო კამპანიისას გაცემული თითქმის არც ერთი დაპირება "ნაციონალურ მოძრაობას" არ შეუსრულებია და საზოგადოება არც სთხოვდა, მაგრამ დღეს მოსახლეობა პასუხს მოითხოვს დაპირებებზე და ეს სწორია.

"ჩვენ დღეს გვაქვს ახალი რეალობა, ჩვენ ვართ ტრანსფორმირებულ საქართველოში, სადაც რეალურად ვდგავართ დემოკრატიის განვითარების გზაზე, სადაც მოსახლეობას უკვე სჯერა, რომ თუ ის მოითხოვს, მისი კრიტიკა იქნება სწორი და ობიექტური, ამაზე ხელისუფლება მოახდენს რეაგირებას. მე თქვენში ვხედავ ამ პასუხისმგებლობას, ბატონო ირაკლი და მოგიწოდებთ, მიუხედავად იმისა, რა მედიარეალობა გვექნება, შევასრულოთ ეს პასუხისმგებლობა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."