კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გახდა ლაშა პაპაშვილი მულტიმილიონერი - ბიზნესმენის წარსული, აწმყო და წარმატების საიდუმლო
როგორ გახდა ლაშა პაპაშვილი მულტიმილიონერი - ბიზნესმენის წარსული, აწმყო და წარმატების საიდუმლო

მარ­თა­ლია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, კერ­ძო სექ­ტო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და, მაგ­რამ ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ხე­ლის შემ­შლე­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჯერ კი­დევ რჩე­ბა. რო­გორ კეთ­დე­ბა ბიზ­ნე­სი დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­გორ ვი­თარ­დე­ბა, ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე "რე­დიქს­ ჯგუ­ფის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ლაშა პა­პაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა TV"-ის გა­და­ცე­მა ბიზ­ნეს-PRESS-ში­ ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ეთერ­ში 4 მა­ისს, 20:00-ზე გავა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს შე­მოკ­ლე­ბულ ვა­რი­ანტს.

- თქვე­ნი ბიზ­ნე­სის სლო­გა­ნია არის­ტო­ტე­ლე ონა­სი­სის სი­ტყვე­ბი: "იცო­დე ის, რაც არა­ვინ იცის". რა იცით ისე­თი, რაც არ იცის სხვამ?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი. არა მგო­ნია, ონა­სის­საც რამე ისე­თი სცოდ­ნო­და. ამ ადა­მი­ანს მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა და ძა­ლის­ხმე­ვა ჰქონ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. ეს ბიზ­ნეს­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- ანუ თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო თქვენს მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა­შია?

- დიდი წილი ამა­შია, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბა სხვა ბევ­რი კომ­პო­ნენ­ტის­გან შედ­გე­ბა.

- რო­დის გა­გიჩ­ნდათ ამ­ბი­ცია, რომ ბიზ­ნე­სი თქვე­ნი საქ­მე იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბიზ­ნე­სის გა­ნათ­ლე­ბა არ გქონ­დათ?

- ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე 4 წე­ლი­წადს ვის­წავ­ლე და შემ­დეგ იუ­რი­დი­ულ­ზე გა­და­ვე­დი. 80-იანი წლე­ბის ბოლო იყო, როცა პირ­ვე­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­მოჩ­ნდა. მა­შინ არ არ­სე­ბობ­და რამე სექ­ტო­რუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი, სივ­რცე ჯერ კი­დევ ჩა­კე­ტი­ლი იყო. გაჩ­ნდნენ მცი­რე კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და იყო ვაჭ­რო­ბა.

- რით ვაჭ­რობ­დით?

- სა­ქარ­თვე­ლო­დან ვაწ­ვდი­დით სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტებს ციმ­ბირ­ში, იქი­დან ბარ­ტე­რით ქვა­ნახ­შირს ვი­ღებ­დით.

- ერთ-ერთი პირ­ვე­ლი პრო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც გა­სა­ყი­დად გა­ი­ტა­ნეთ, არა­ყი იყო...

- ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა ჩვენ­თან უფრო ადრე და­ი­წყო. რუ­სეთ­ში ჯერ კი­დევ სა­ხელ­მწი­ფო­სი იყო ყვე­ლა­ფე­რი და ად­ვი­ლი იყო პრო­დუქ­ცი­ა­ზე მა­ღა­ლი მარ­ჟის და­ჭე­რა. ფოთ­ში გად­მოტვირ­თუ­ლი ქვა­ნახ­ში­რი 3 დო­ლა­რი ჯდე­ბო­და, ჩვენ კი მას 30 დო­ლა­რად და მე­ტად ვყიდ­დით.

ქარ­თუ­ლი ღვი­ნო და არა­ყი მთელ პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში გა­დი­ო­და და რიგ­ში მო­მი­წია ჩად­გო­მამ, რომ ნა­ფა­რე­უ­ლის ღვი­ნის ქარ­ხნის­გან პრო­დუქ­ცია მი­მე­ღო. სეს­ხიც ავი­ღე ბან­კი­დან. ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­მაც მა­სეს­ხეს, ორი მე­სა­მე­დი კი ბან­კში ვი­სეს­ხე. სხვა­თა შო­რის, ბანკ "რეს­პუბ­ლი­კა­ში" გა­ნუ­ზომ­ლად მა­ღა­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი იყო სეს­ხზე, და­ახ­ლო­ე­ბით 60%. მთე­ლი თან­ხით ნა­ფა­რე­უ­ლის ღვი­ნის ქარ­ხა­ნას არა­ყი შე­ვუკ­ვე­თე, ფული წი­ნას­წარ გა­და­ვი­ხა­დე, მაგ­რამ პრო­დუქ­ცი­ის მო­წო­დე­ბას არ და­ად­გა საშ­ვე­ლი. ქარ­ხნის ხელ­მძღვა­ნე­ლი ტი­პუ­რი კა­ხე­ლი იყო. ვე­კი­თხე­ბი, რას აპი­რებთ, უკვე გა­და­ა­ცი­ლეთ ერთ თვეს, ბან­კში სეს­ხი მაქვს-მეთ­ქი. არც მის­მენს და მპა­სუ­ხობს, შენა, ბიჭო, აქ ამე­რი­კა ხომ არა გგო­ნი­აო? არ დავ­ნებ­დი, ჯერ კვი­რა­ში ერთხელ ჩავ­დი­ო­დი თე­ლავ­ში, შემ­დეგ ორ­ჯერ, სამ­ჯერ და ბო­ლოს იქ გა­და­ვე­დი და სას­ტუმ­რო­ში დავ­ბი­ნავ­დი. დი­რექ­ტორ­მა მი­თხრა: ვერ მო­გი­შო­რე და ერეკ­ლეს ძეგლ­თან მო­ვალ ამა და ამ დროს, თან­ხას და­გიბ­რუ­ნე­ბო. რას ჰქვია, თან­ხას და­მიბ­რუ­ნებ, ამ­დე­ნი ვალი მრჩე­ბა-მეთ­ქი. მი­თხრა: ისე და­გიბ­რუ­ნებ, არ წა­ა­გე­ბო. ცე­მენ­ტის ტომ­რე­ბი იყო მა­შინ, ქა­ღალ­დის და იმით მო­ი­ტა­ნა ფული. ტო­მა­რა­ში წი­თე­ლი ათ­მა­ნე­თი­ა­ნე­ბი და მუქი შინ­დის­ფე­რი 25-ია­ნე­ბი ეწყო. თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლამ­დე არ და­მით­ვლია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, იმ­დე­ნი­ვე თან­ხა იქ­ნე­ბო­და, რაც პრო­დუქ­ცი­ის­თვის გა­და­ვუ­ხა­დე, ან ნაკ­ლე­ბი...

- რამ­დე­ნი და­გიბ­რუ­ნათ?

- მი­ლი­ონ-ნა­ხე­ვა­რი...

იხი­ლეთ ვი­დეო

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

როგორ გახდა ლაშა პაპაშვილი მულტიმილიონერი - ბიზნესმენის წარსული, აწმყო და წარმატების საიდუმლო

როგორ გახდა ლაშა პაპაშვილი მულტიმილიონერი - ბიზნესმენის წარსული, აწმყო და წარმატების საიდუმლო

მართალია, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კერძო სექტორი პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებაზე ალაპარაკდა, მაგრამ ბიზნესის განვითარებისთვის ხელის შემშლელი პრობლემები ჯერ კიდევ რჩება. როგორ კეთდება ბიზნესი დღეს საქართველოში და როგორ ვითარდება, ამ და სხვა საკითხებზე "რედიქს­ ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა "პალიტრა TV"-ის გადაცემა ბიზნეს-PRESS-ში­ ისაუბრა, რომელიც ეთერში 4 მაისს, 20:00-ზე გავა. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს.

- თქვენი ბიზნესის სლოგანია არისტოტელე ონასისის სიტყვები: "იცოდე ის, რაც არავინ იცის". რა იცით ისეთი, რაც არ იცის სხვამ?

- განსაკუთრებული არაფერი. არა მგონია, ონასისსაც რამე ისეთი სცოდნოდა. ამ ადამიანს მიზანდასახულობა და ძალისხმევა ჰქონდა განსაკუთრებული. ეს ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია.

- ანუ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს მიზანდასახულობაშია?

- დიდი წილი ამაშია, მაგრამ წარმატება სხვა ბევრი კომპონენტისგან შედგება.

- როდის გაგიჩნდათ ამბიცია, რომ ბიზნესი თქვენი საქმე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის განათლება არ გქონდათ?

- ისტორიის ფაკულტეტზე 4 წელიწადს ვისწავლე და შემდეგ იურიდიულზე გადავედი. 80-იანი წლების ბოლო იყო, როცა პირველი კომერციული დაწესებულებები გამოჩნდა. მაშინ არ არსებობდა რამე სექტორული არჩევანი, სივრცე ჯერ კიდევ ჩაკეტილი იყო. გაჩნდნენ მცირე კომერციული ორგანიზაციები და იყო ვაჭრობა.

- რით ვაჭრობდით?

- საქართველოდან ვაწვდიდით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს ციმბირში, იქიდან ბარტერით ქვანახშირს ვიღებდით.

- ერთ-ერთი პირველი პროდუქცია, რომელიც გასაყიდად გაიტანეთ, არაყი იყო...

- ბიზნესის კეთება ჩვენთან უფრო ადრე დაიწყო. რუსეთში ჯერ კიდევ სახელმწიფოსი იყო ყველაფერი და ადვილი იყო პროდუქციაზე მაღალი მარჟის დაჭერა. ფოთში გადმოტვირთული ქვანახშირი 3 დოლარი ჯდებოდა, ჩვენ კი მას 30 დოლარად და მეტად ვყიდდით.

ქართული ღვინო და არაყი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში გადიოდა და რიგში მომიწია ჩადგომამ, რომ ნაფარეულის ღვინის ქარხნისგან პროდუქცია მიმეღო. სესხიც ავიღე ბანკიდან. ჩემი ოჯახის წევრებმაც მასესხეს, ორი მესამედი კი ბანკში ვისესხე. სხვათა შორის, ბანკ "რესპუბლიკაში" განუზომლად მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო სესხზე, დაახლოებით 60%. მთელი თანხით ნაფარეულის ღვინის ქარხანას არაყი შევუკვეთე, ფული წინასწარ გადავიხადე, მაგრამ პროდუქციის მოწოდებას არ დაადგა საშველი. ქარხნის ხელმძღვანელი ტიპური კახელი იყო. ვეკითხები, რას აპირებთ, უკვე გადააცილეთ ერთ თვეს, ბანკში სესხი მაქვს-მეთქი. არც მისმენს და მპასუხობს, შენა, ბიჭო, აქ ამერიკა ხომ არა გგონიაო? არ დავნებდი, ჯერ კვირაში ერთხელ ჩავდიოდი თელავში, შემდეგ ორჯერ, სამჯერ და ბოლოს იქ გადავედი და სასტუმროში დავბინავდი. დირექტორმა მითხრა: ვერ მოგიშორე და ერეკლეს ძეგლთან მოვალ ამა და ამ დროს, თანხას დაგიბრუნებო. რას ჰქვია, თანხას დამიბრუნებ, ამდენი ვალი მრჩება-მეთქი. მითხრა: ისე დაგიბრუნებ, არ წააგებო. ცემენტის ტომრები იყო მაშინ, ქაღალდის და იმით მოიტანა ფული. ტომარაში წითელი ათმანეთიანები და მუქი შინდისფერი 25-იანები ეწყო. თბილისში ჩამოსვლამდე არ დამითვლია. დარწმუნებული ვიყავი, იმდენივე თანხა იქნებოდა, რაც პროდუქციისთვის გადავუხადე, ან ნაკლები...

- რამდენი დაგიბრუნათ?

- მილიონ-ნახევარი...

იხილეთ ვიდეო

განაგრძეთ კითხვა