კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ჯანელიძე 14 წლის შვილს: თუ დავიღუპები, შენ რუსეთის წინააღმდეგ უნდა განაგრძო ბრძოლა
გიორგი ჯანელიძე 14 წლის შვილს: თუ დავიღუპები, შენ რუსეთის წინააღმდეგ უნდა განაგრძო ბრძოლა

"ამ ადა­მი­ა­ნის სი­ტყვე­ბი იმ­დე­ნად გულ­ში ჩამ­წვდა, რომ მო­მინ­და მის შე­სა­ხებ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა მა­რი­უ­პო­ლის მა­ცხოვ­რე­ბელ­მა გა­ი­გოს, რომ­ლებ­შიც სი­ტყვა "მო­ბი­ლი­ზა­ცია" პა­ნი­კურ შიშს იწ­ვევს", - ამ სი­ტყვე­ბით აქ­ვეყ­ნებს უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა newmariupol.org-ი და­ღუ­პუ­ლი გმი­რის გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძის მოკ­ლე ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც მის და­ღუპ­ვამ­დე თვე ნა­ხევ­რის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში.

ამო­ნა­რი­დი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

newmariupol.org: გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძე, ეროვ­ნე­ბით ქარ­თვე­ლი, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად ჩა­მო­ვი­და. 10 წელი ეს ადა­მი­ა­ნი ოჯახ­თან ერ­თად თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა მან ყოყ­მა­ნის გა­რე­შე და­ტო­ვა აწყო­ბი­ლი ცხოვ­რე­ბა, მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი და პირ­და­პირ იმ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის­გან იტან­ჯე­ბა, ისე­ვე რო­გორც მისი სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლო.

-როცა მე 16 წლის ვი­ყა­ვი, ჩემს სამ­შობ­ლო­ში ომი და­ი­წყო. მა­შინ რუ­სეთ­თან ომში ჩვენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ამი­ტო­მაც მე დღეს ჩემს ძმებს ვალი უნდა და­ვუბ­რუ­ნო.

-ეს თქვე­ნი პირ­ვე­ლი ომია?

-არა, მე ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ცხინ­ვა­ლის, აფხა­ზე­თის, სი­რი­ის და ავ­ღა­ნე­თის სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტებ­ში. ამი­ტო­მაც რუსი აგ­რე­სო­რის მიერ ომის მარ­თვის მე­თო­დებს კარ­გად ვიც­ნობ. თა­ვად ვიცი, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან.

-რო­გორ მი­ი­ღეს თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­მა?

-ოჯახ­მა მხა­რი და­მი­ჭი­რა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე უკვე ვერ დავ­ბრუნ­დე­ბი, ვი­ნა­ი­დან ჩემს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ღა­ლა­ტად ჩათ­ვლი­ან (თუმ­ცა მე აქ სა­ქარ­თვე­ლოს მტერს ვებ­რძვი, ჩვენს სა­ერ­თო მტერს). მე ჩემს 14 წლის შვილს ვუ­თხა­რი: თუ და­ვი­ღუ­პე­ბი, შენ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ უნდა გა­ნაგ­რძო ბრძო­ლა.

ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი: Tzona.org

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

გიორგი ჯანელიძე 14 წლის შვილს: თუ დავიღუპები, შენ რუსეთის წინააღმდეგ უნდა განაგრძო ბრძოლა

გიორგი ჯანელიძე 14 წლის შვილს: თუ დავიღუპები, შენ რუსეთის წინააღმდეგ უნდა განაგრძო ბრძოლა

"ამ ადამიანის სიტყვები იმდენად გულში ჩამწვდა, რომ მომინდა მის შესახებ რაც შეიძლება მეტმა მარიუპოლის მაცხოვრებელმა გაიგოს, რომლებშიც სიტყვა "მობილიზაცია" პანიკურ შიშს იწვევს", - ამ სიტყვებით აქვეყნებს უკრაინული გამოცემა newmariupol.org-ი დაღუპული გმირის გიორგი ჯანელიძის მოკლე ინტერვიუს, რომელიც მის დაღუპვამდე თვე ნახევრის წინ გამოქვეყნდა უკრაინულ მედიაში.

ამონარიდი ინტერვიუდან:

newmariupol.org: გიორგი ჯანელიძე, ეროვნებით ქართველი, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩამოვიდა. 10 წელი ეს ადამიანი ოჯახთან ერთად თურქეთში ცხოვრობდა, თუმცა მან ყოყმანის გარეშე დატოვა აწყობილი ცხოვრება, მეუღლე და სამი შვილი და პირდაპირ იმ ქვეყანაში ჩამოვიდა, რომელიც რუსეთის აგრესიისგან იტანჯება, ისევე როგორც მისი სამშობლო საქართველო.

-როცა მე 16 წლის ვიყავი, ჩემს სამშობლოში ომი დაიწყო. მაშინ რუსეთთან ომში ჩვენ უკრაინელები გვეხმარებოდნენ. ამიტომაც მე დღეს ჩემს ძმებს ვალი უნდა დავუბრუნო.

-ეს თქვენი პირველი ომია?

-არა, მე ვმონაწილეობდი ცხინვალის, აფხაზეთის, სირიის და ავღანეთის სამხედრო კონფლიქტებში. ამიტომაც რუსი აგრესორის მიერ ომის მართვის მეთოდებს კარგად ვიცნობ. თავად ვიცი, საკუთარი გამოცდილებიდან.

-როგორ მიიღეს თქვენი გადაწყვეტილება ოჯახის წევრებმა?

-ოჯახმა მხარი დამიჭირა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მე უკვე ვერ დავბრუნდები, ვინაიდან ჩემს ამ გადაწყვეტილებას საქართველოში ღალატად ჩათვლიან (თუმცა მე აქ საქართველოს მტერს ვებრძვი, ჩვენს საერთო მტერს). მე ჩემს 14 წლის შვილს ვუთხარი: თუ დავიღუპები, შენ რუსეთის წინააღმდეგ უნდა განაგრძო ბრძოლა.

ქართული თარგმანი: Tzona.org

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია