მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ემოციები "X ფაქტორის" კულუარებიდან და გიორგი გაბუნია კონკურსანტზე, რომელიც საქმის გასარჩევად ფილარმონიასთან ელოდებოდა
ემოციები "X ფაქტორის" კულუარებიდან და გიორგი გაბუნია კონკურსანტზე, რომელიც საქმის გასარჩევად ფილარმონიასთან ელოდებოდა

"Xფაქ­ტო­რის" მე­ო­რე ეპი­ზო­დი ეთერ­ში გუ­შინ გა­ვი­და. მა­ყუ­რე­ბელ­მა ახა­ლი ნი­ჭი­ე­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­იც­ნო და ეთერ­ში ბევ­რი სა­ხა­ლი­სო შეს­რუ­ლე­ბაც მოხ­ვდა. მა­ყუ­რე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეკა ბე­სე­ლი­ას პა­რო­დის­ტი და­ა­მახ­სოვ­რდა, რო­მე­ლიც კონ­კურ­სის მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე ვერ გა­და­ვი­და. დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ორე­ულ­მაც, ასე­ვე ჯგუფ­მა "ვა­ნი­ლა ქეი". პრო­ექ­ტის შემ­ქმნე­ლებ­მა და კონ­კურ­სან­ტებ­მა შოუს ერ­თად უყუ­რეს. "იქს ფაქ­ტო­რი" შე­ა­ფა­სა მსა­ხი­ობ­მა ია ფა­რუ­ლა­ვა­მაც. რო­მელ­მაც კონ­კურ­სან­ტებს შოუს შემ­ქმნე­ლებ­თან ერ­თად ერთ-ერთ ლა­უნ­ჯში უგულ­შე­მატ­კივ­რა.

ია ფა­რუ­ლა­ვა:

- დღე­ვან­დელ ტურ­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო კონ­კურ­სან­ტი გა­მო­ვი­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­მე­წო­ნა პა­ტა­რა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც დე­დი­კოს გა­რე­შე მო­ვი­და კას­ტინგზე. სხვე­ბიც მო­მე­წო­ნა. ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი გა­მოჩ­ნდა, სა­სა­ცი­ლო ნომ­რე­ბიც იყო, რაც შოუს სჭირ­დე­ბა. შემ­დეგ ტურ­ში უფრო მა­გარ რა­ღა­ცებს უნდა ვე­ლო­დოთ. მა­გა­რი "X ფაქ­ტო­რია" და ამას რე­ი­ტინ­გიც მოწ­მობს.

- ჯო­ბია "ნი­ჭი­ერს"?

- "ნი­ჭი­ე­რი" სულ სხვაა, იქ სხვა ტა­ლან­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნა ხდე­ბა.

- ჟი­უ­რის რო­გორ შე­ა­ფა­სებთ?

- ან­რიმ ყვე­ლა­ფერს გა­და­ა­ჭარ­ბა, მო­უხ­და "რუს­თა­ვი 2"-ს, სო­ფოც მომ­წონს, გიოც, თამ­თაც, მაგ­რამ ანრი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. იმ­დე­ნი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი რეპ­ლი­კა აქვს, უნდა ჩა­მე­წე­რა.

პრო­ექ­ტის ერთ-ერთი კონ­კურ­სან­ტი, რო­მე­ლიც შემ­დეგ ტურ­ში ვერ გა­და­ვი­და, ტე­ლე­წამ­ყვან გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას და­ე­მუქ­რა. ეს ჟურ­ნა­ლის­ტის­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

გი­ორ­გი გა­ბუ­ნია:

- ახლა გა­ვი­გე რა­ტომ მე­მუქ­რე­ბო­და, ესეც რუს­თა­ვი­დან იყო, ცოტა ხან­ში ალ­ბათ ვე­ღარ ჩა­ვალ. მტრებს ვაგ­რო­ვებ რუს­თა­ვი­დან. გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­მახ­სოვ­რა "ვა­ნი­ლა კე­ი­ჯი". იყო რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სან­ტი, ვი­საც "კი" ვუ­თხა­რი და ახლა მირ­ჩევ­ნია, "არა" მეთ­ქვა.

მე­ო­რე გა­და­ცე­მის ფა­ვორ­ტე­ბი გახ­დნენ ჯგუ­ფი "ვა­ნი­ლა კე­ი­ჯი". მა­რი­ა­მი და ნენ­სი თა­ვი­დან­ვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ თა­ვი­ანთ წარ­მა­ტე­ბა­ში, თუმ­ცა ასეთ შე­დეგს არ ელოდ­ნენ.

"ვა­ნი­ლა კე­ი­ჯი":

- გო­გო­ნე­ბის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც უკ­რავს მე­ტალს, რო­კენ­როლს, ჰევი მე­ტალს, არ არ­სე­ბობს. ამი­ტომ ვე­ლო­დით, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბო­დით. ობი­ექ­ტუ­რია ჟი­უ­რი; ცოტა გაგ­ვიკ­ვირ­და, უფრო ნაკ­ლებს ვე­ლო­დით ჟი­უ­რის­გან.

მონ­დო­მე­ბა გვაქვს. მთა­ვა­რია, ხალ­ხს მო­ვე­წო­ნოთ და მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რონ. ახა­ლი ხი­ლია ხალ­ხის­თვის ეს მუ­სი­კა და გვინ­და, ისე მი­ვა­წო­დოთ, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა არ გა­მო­იწ­ვი­ოს. უნდა და­ვამ­ტკი­ცოთ, რომ ქალ­საც შე­უძ­ლია აკე­თოს კარ­გი მუ­სი­კა და რო­კენ­რო­ლის ენა­ზე რომ ვთქვათ, და­დოს დონე.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ემოციები "X ფაქტორის" კულუარებიდან და გიორგი გაბუნია კონკურსანტზე, რომელიც საქმის გასარჩევად ფილარმონიასთან ელოდებოდა

ემოციები "X ფაქტორის" კულუარებიდან და გიორგი გაბუნია კონკურსანტზე, რომელიც საქმის გასარჩევად ფილარმონიასთან ელოდებოდა

"Xფაქტორის" მეორე  ეპიზოდი ეთერში გუშინ გავიდა. მაყურებელმა ახალი ნიჭიერი მონაწილეები გაიცნო და ეთერში ბევრი სახალისო შესრულებაც მოხვდა. მაყურებელს განსაკუთრებულად ეკა ბესელიას პაროდისტი დაამახსოვრდა, რომელიც კონკურსის მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდა. დიდი ყურადღება მიიქცია გიორგი გაბუნიას ორეულმაც, ასევე ჯგუფმა "ვანილა ქეი". პროექტის შემქმნელებმა და კონკურსანტებმა შოუს ერთად უყურეს. "იქს ფაქტორი" შეაფასა მსახიობმა ია ფარულავამაც. რომელმაც კონკურსანტებს შოუს შემქმნელებთან ერთად ერთ-ერთ ლაუნჯში უგულშემატკივრა.

ია ფარულავა:

- დღევანდელ ტურში ბევრი საინტერესო კონკურსანტი გამოვიდა, განსაკუთრებით მომეწონა პატარა გოგონა, რომელიც დედიკოს გარეშე მოვიდა კასტინგზე. სხვებიც მომეწონა. ბევრი ნიჭიერი გამოჩნდა, სასაცილო ნომრებიც იყო, რაც შოუს სჭირდება. შემდეგ ტურში უფრო მაგარ რაღაცებს უნდა ველოდოთ. მაგარი "X ფაქტორია" და ამას რეიტინგიც მოწმობს.

- ჯობია "ნიჭიერს"?

- "ნიჭიერი" სულ სხვაა, იქ სხვა ტალანტების აღმოჩენა ხდება.

- ჟიურის როგორ შეაფასებთ?

- ანრიმ ყველაფერს გადააჭარბა, მოუხდა "რუსთავი 2"-ს, სოფოც მომწონს, გიოც, თამთაც, მაგრამ ანრი განსაკუთრებულია. იმდენი დასამახსოვრებელი რეპლიკა აქვს, უნდა ჩამეწერა.

პროექტის ერთ-ერთი კონკურსანტი, რომელიც შემდეგ ტურში ვერ გადავიდა, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას დაემუქრა. ეს ჟურნალისტისთვისაც მოულოდნელი იყო.

გიორგი გაბუნია:

- ახლა გავიგე რატომ მემუქრებოდა, ესეც რუსთავიდან იყო, ცოტა ხანში ალბათ ვეღარ ჩავალ. მტრებს ვაგროვებ რუსთავიდან. განსაკუთრებით დამამახსოვრა "ვანილა კეიჯი". იყო რამდენიმე კონკურსანტი, ვისაც "კი" ვუთხარი და ახლა მირჩევნია, "არა" მეთქვა.

მეორე გადაცემის ფავორტები გახდნენ ჯგუფი "ვანილა კეიჯი". მარიამი და ნენსი თავიდანვე დარწმუნებულები იყვნენ თავიანთ წარმატებაში, თუმცა ასეთ შედეგს არ ელოდნენ.

"ვანილა კეიჯი":

- გოგონების ჯგუფი, რომელიც უკრავს მეტალს, როკენროლს, ჰევი მეტალს, არ არსებობს. ამიტომ ველოდით, რომ გამორჩეულები ვიქნებოდით. ობიექტურია ჟიური; ცოტა გაგვიკვირდა, უფრო ნაკლებს ველოდით ჟიურისგან.

მონდომება გვაქვს. მთავარია, ხალხს მოვეწონოთ და მხარი დაგვიჭირონ. ახალი ხილია ხალხისთვის ეს მუსიკა და გვინდა, ისე მივაწოდოთ, გაღიზიანება არ გამოიწვიოს. უნდა დავამტკიცოთ, რომ ქალსაც შეუძლია აკეთოს კარგი მუსიკა და როკენროლის ენაზე რომ ვთქვათ, დადოს დონე.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები