სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მამაკაცი, რომელმაც პოლიციელი მოკლა: აუცილებელი ინფორმაცია, რაც მოქალაქეებმა მის შესახებ უნდა იცოდნენ
ვინ არის მამაკაცი, რომელმაც პოლიციელი მოკლა: აუცილებელი ინფორმაცია, რაც მოქალაქეებმა მის შესახებ უნდა იცოდნენ

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო შალ­ვა აბუ­ლა­ძის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და აფრ­თხი­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გა­მო­ი­ჩი­ნოს სიფრ­თხი­ლე, ვი­ნა­ი­დან შალ­ვა აბუ­ლა­ძე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთხოვთ, თუ გა­აჩ­ნი­ათ ინ­ფორ­მა­ცია შალ­ვა აბუ­ლა­ძის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ, დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ ცხე­ლი ხა­ზის მეშ­ვე­ო­ბით (2405222), კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

შსს-ს ისან-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს მე-8 გან­ყო­ფი­ლე­ბის უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ბექა მარ­გიშ­ვი­ლი და დე­ტექ­ტი­ვის თა­ნა­შემ­წე - გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ვა­ლე­რი­ან გრძე­ლიშ­ვი­ლი 4 აპ­რილს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, თბი­ლის­ში, ვარ­კე­თი­ლის მეტ­როს­თან, ჯა­ვა­ხე­თის ქუ­ჩა­ზე, სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­დნენ, რა დრო­საც მათ გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით შალ­ვა აბუ­ლა­ძე შე­ა­ჩე­რეს. შალ­ვა აბუ­ლა­ძემ მო­უ­ლოდ­ნე­ლად პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გახ­სნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. სრო­ლის შე­დე­გად ორი­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი და­იჭ­რა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ბექა მარ­გიშ­ვი­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ვა­ლე­რი­ან გრძე­ლიშ­ვილს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა პირ­ველ კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უტარ­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შალ­ვა აბუ­ლა­ძის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით. გა­მო­ძი­ე­ბას ქა­ლაქ თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა აწარ­მო­ებს.

მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"2015 წლის 04 აპ­რილს, ისა­ნი–სამ­გო­რის შს სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა – ვახ­ტანგ გუ­ლი­აშ­ვილ­მა, ვა­ლე­რი­ან გრძე­ლიშ­ვილ­მა და ბექა მარ­გიშ­ვილ­მა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით გა­ჩე­რე­ბი­სა­კენ მო­უ­წო­დეს მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც გა­და­ად­გილ­დე­ბო­და თბი­ლის­ში, ჯა­ვა­ხე­თის ქუ­ჩა­ზე ვარ­კე­თი­ლის მეტ­რო­სად­გუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­ჩე­რე­ბის მო­წო­დე­ბის­თა­ნა­ვე, ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ­მა მო­ქა­ლა­ქემ გახ­სნა ცე­ცხლი მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან პო­ლი­ცი­ელ­თა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რის შე­დე­გა­დაც ბექა მარ­გიშ­ვი­ლი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ვა­ლე­რი­ან გრძე­ლიშ­ვი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით მო­თავ­სე­ბუ­ლი იქნა N1 კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა" და "ვ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დამ­სხმე­ლი პი­რის ვი­ნა­ო­ბა. იგი 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შალ­ვა აბუ­ლა­ძეა, რო­მე­ლიც 2015 წლის 23 იან­ვარს, ქ. ბორ­ჯომ­ში, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის – გი­ორ­გი ბე­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბი­სა და გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის იძებ­ნე­ბო­და. იგი წარ­სულ­ში არა­ერ­თგზი­საა ნა­სა­მარ­თლე­ვი, მათ შო­რის ყა­ჩა­ღო­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის.

2015 წლის 05 აპ­რილს, გამ­თე­ნი­ი­სას, და­ახ­ლო­ე­ბით 06 სა­ათ­ზე, შალ­ვა აბუ­ლა­ძის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის მიზ­ნით გა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სას, ეს უკა­ნას­კნე­ლი შემ­ჩნე­ულ იქნა ქ. თბი­ლის­ში, წუ­ლუ­კი­ძის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ, რა დრო­საც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მან კვლავ გახ­სნა ცე­ცხლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და შეძ­ლო მი­მალ­ვა. სა­ბედ­ნი­ე­როდ ამ შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა აქ­ვეყ­ნებს შალ­ვა აბუ­ლა­ძის ფო­ტოს და აფრ­თხი­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­მო­ი­ჩი­ნოს სიფრ­თხი­ლე, ვი­ნა­ი­დან შალ­ვა აბუ­ლა­ძე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლია, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთხოვთ თუ გა­აჩ­ნი­ათ ინ­ფორ­მა­ცია შალ­ვა აბუ­ლა­ძის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ, დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ ცხე­ლი ხა­ზის მეშ­ვე­ო­ბით (2 40 52 22), კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა.

მო­ცე­მუ­ლი ეტა­პის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ–სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შ.აბუ­ლა­ძის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა" და "ვ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 16 წლი­დან 20 წლამ­დე ვა­დით, ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას", - ნათ­ქვა­მია მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ვინ არის მამაკაცი, რომელმაც პოლიციელი მოკლა: აუცილებელი ინფორმაცია, რაც მოქალაქეებმა მის შესახებ უნდა იცოდნენ

ვინ არის მამაკაცი, რომელმაც პოლიციელი მოკლა: აუცილებელი ინფორმაცია, რაც მოქალაქეებმა მის შესახებ უნდა იცოდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შალვა აბულაძის ფოტოს აქვეყნებს და აფრთხილებს საზოგადოებას, გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან შალვა აბულაძე შეიარაღებულია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი.

"ასევე საზოგადოებას ვთხოვთ, თუ გააჩნიათ ინფორმაცია შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის მეშვეობით (2405222), კონფიდენციალურობა დაცული იქნება", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"2015 წლის 04 აპრილს, ისანი–სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა – ვახტანგ გულიაშვილმა, ვალერიან გრძელიშვილმა და ბექა მარგიშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, შემოწმების მიზნით გაჩერებისაკენ მოუწოდეს მოქალაქეს, რომელიც გადაადგილდებოდა თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ვარკეთილის მეტროსადგურის მიმართულებით. შეჩერების მოწოდებისთანავე, ზემოაღნიშნულმა მოქალაქემ გახსნა ცეცხლი მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელთა მიმართულებით, რის შედეგადაც ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, ხოლო ვალერიან გრძელიშვილი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით მოთავსებული იქნა N1 კლინიკურ საავადმყოფოში.

აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" და "ვ" ქვეპუნქტებით, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა პოლიციელებზე თავდამსხმელი პირის ვინაობა. იგი 1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძეა, რომელიც 2015 წლის 23 იანვარს, ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლების – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. იგი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის.

2015 წლის 05 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 06 საათზე, შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარებული სამძებრო ღონისძიებებისას, ეს უკანასკნელი შემჩნეულ იქნა ქ. თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცავების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების მიმართულებით და შეძლო მიმალვა. საბედნიეროდ ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

პროკურატურა აქვეყნებს შალვა აბულაძის ფოტოს და აფრთხილებს საზოგადოებას გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან შალვა აბულაძე შეიარაღებულია, ასევე საზოგადოებას ვთხოვთ თუ გააჩნიათ ინფორმაცია შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის მეშვეობით (2 40 52 22), კონფიდენციალურობა დაცული იქნება.

მოცემული ეტაპისთვის მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები შ.აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" და "ვ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ