პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანუკას შემდეგ არჩილ გამზარდიას გოგა ხაჩიძე და დავით პაიჭაძე დასცინიან - ივანიშვილის შოუ და "ნაციონალების" სეირი გრძელდება...
ნანუკას შემდეგ არჩილ გამზარდიას გოგა ხაჩიძე და დავით პაიჭაძე დასცინიან - ივანიშვილის შოუ და "ნაციონალების" სეირი გრძელდება...

გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში, რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­ა­ა­ნონ­სა, რომ მა­ყუ­რე­ბელს სა­ავ­ტო­რო სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექტს შეს­თა­ვა­ზებ­და, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დერ­მა გოგა ხა­ჩი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­კე­თებ­და ივა­ნიშ­ვი­ლის სა­პა­სუ­ხო გა­და­ცე­მას და მას შემ­დეგ, რაც ორი კვი­რის წინ GDS-ზე "20/30"-ის პრე­მი­ე­რა შედ­გა, დე­პუ­ტატ­მა Youtube-ის სა­კუ­თარ არხზე წა­მო­ი­წყო გა­და­ცე­მა­თა ციკ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით "Я помню вашу გა­და­ცე­მუ". გა­და­ცე­მა "კვი­რის 20/30"-ის სარ­კას­ტულ მი­მო­ხილ­ვას ისა­ხავს მიზ­ნად.

ხა­ჩი­ძის რი­გით მე­ო­რე, ივა­ნიშ­ვი­ლის კონ­ტრ-გა­და­ცე­მის სტუ­მა­რი ჟურ­ნა­ლის­ტი და­ვით პა­ი­ჭა­ძეა. გოგა ხა­ჩი­ძემ მას სთხო­ვა, რომ გა­და­ცე­მის სრულ ში­ნა­არსთან ერ­თად წამ­ყვა­ნის, არ­ჩილ გამ­ზარ­დი­ას შე­სა­ხე­ბაც გა­მო­ეთ­ქვა მო­საზ­რე­ბა. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს "კვი­რის 20/30"-ის სარ­კას­ტუ­ლი მი­მო­ხილ­ვი­დან, რო­მელ­შიც, ცხა­დია, გოგა ხა­ჩი­ძეც და და­ვით პა­ი­ჭა­ძეც ხაზ­გას­მით სა­უბ­რო­ბენ "ძლი­ერ და მწვა­ვე კი­თხვებ­ზე", რომ­ლი­თაც არ­ჩილ გამ­ზარ­დია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მი­მარ­თავს.

***

გოგა ხა­ჩი­ძე: წამ­ყვა­ნებ­ზე რას იტყვი? არ­ჩილ გამ­ზარ­დია მუდ­მი­ვი წამ­ყვა­ნია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ნა­წამ­ყვა­ნი და მათ­თან ერ­თად, ყო­ველ კვი­რას "20/30"-ის ორი ახა­ლი წევ­რი ჩნდე­ბა... გა­ო­ცე­ბას არ იწ­ვევს არ­ჩი­ლის თა­მა­მი შე­კი­თხვე­ბი? მისი შე­კი­თხვე­ბი ძა­ლი­ან თა­მა­მია; მე გა­მი­ჭირ­დე­ბო­და ბა­ტონ ბი­ძი­ნას­თვის ასე­თი კი­თხვე­ბის დას­მა...

და­ვით პა­ი­ჭა­ძე: დიახ, მაგ­რამ ამ "სი­თა­მა­მეს" აბა­ლან­სებს ამ შე­კი­თხვე­ბის ფი­ან­და­ზუ­რო­ბა. ეს არის შე­კი­თხვე­ბი, რომ­ლე­ბიც ეფი­ნე­ბა რეს­პო­დენ­ტის წი­ნა­შე, რათა მან თა­ვი­სუფ­ლად გა­ი­ა­როს ამ შე­კი­თხვა­ზე და მან თა­ვი­სუფ­ლად, რაც მის გულ­სა და სულს ეა­მე­ბა, ის უპა­სუ­ხოს. აი­ღეთ მისი ნე­ბის­მი­ე­რი კი­თხვა, ის, მი­უ­ხე­და­ვად სიმწვა­ვი­სა, შე­ი­ცავს რეს­პო­დენ­ტი­სათ­ვის პა­სუ­ხის გა­ი­ო­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. იქ ჩა­დე­ბუ­ლია პა­სუ­ხის "კოდი"...

გოგა ხა­ჩი­ძე: და, სხვა­თა შო­რის, თვა­ლებ­ში უყუ­რებს ბი­ძი­ნას. პრინ­ცი­პუ­ლად, თვალს არ ახამ­ხა­მებს. და­მერ­წმუ­ნე­ბით, ძნე­ლია, ივა­ნიშ­ვილს და­უს­ვა ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­კი­თხვე­ბი და ამავდრო­უ­ლად უყუ­რო თვა­ლებ­ში და და­ე­ლო­დო პა­სუხს...

და­ვით პა­ი­ჭა­ძე: გე­ტყვით, რომ გა­ცი­ლე­ბით ძნე­ლია, არ შე­გე­ტყოს, გეს­მის თუ არა, რას ლა­პა­რა­კობს ივა­ნიშ­ვი­ლი. ანუ, რო­დე­საც გამ­ზარ­დია უყუ­რებს ივა­ნიშ­ვილს და უს­მენს მის ლა­პა­რაკს, ჩვენ ვერ ვხვდე­ბით, ეს­მის გამ­ზარ­დი­ას, რას ამ­ბობს ივა­ნიშ­ვი­ლი, თუ არა...

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ექ­სპერ­ტი და ახლა უკვე "20/30"-ის წევ­რი და საკ­ვი­რაო ანა­ლი­ტი­კუ­რი თოქ­შო­უს წამ­ყვა­ნი არ­ჩილ გამ­ზარ­დია სუს­ტი შე­კი­თხვე­ბის გამო გა­აკ­რი­ტი­კეს. პირ­ვე­ლი კი, ვინც გამ­ზარ­დია წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში სა­ხალ­ხოდ და­ი­წუ­ნა, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი იყო, რო­მე­ლიც გამ­ზარ­დი­ას მსგავ­სად, თა­ვა­დაც, თით­ქმის ყვე­ლა გა­და­ცე­მის შემ­დეგ ხდე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არა­ერ­თი ნე­გა­ტი­უ­რი პოს­ტის ინ­სპი­რა­ტო­რი.

იხი­ლეთ ვი­დეო

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| "ხელ­ფასს მი­შაც მიხ­დი­და, შე­მო­გევ­ლე" - ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი-გამ­ზარ­დი­ას და­პი­რის­პი­რე­ბა და სე­ი­რი "ფე­ის­ბუქ­ზე" ივა­ნიშ­ვი­ლის შოუს შემ­დეგ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ნანუკას შემდეგ არჩილ გამზარდიას გოგა ხაჩიძე და დავით პაიჭაძე დასცინიან - ივანიშვილის შოუ და "ნაციონალების" სეირი გრძელდება...

ნანუკას შემდეგ არჩილ გამზარდიას გოგა ხაჩიძე და დავით პაიჭაძე დასცინიან - ივანიშვილის შოუ და "ნაციონალების" სეირი გრძელდება...

გასული წლის ივლისში, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა, რომ მაყურებელს საავტორო სატელევიზიო პროექტს შესთავაზებდა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გოგა ხაჩიძემ განაცხადა, რომ ის აუცილებლად გააკეთებდა ივანიშვილის საპასუხო გადაცემას და მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ GDS-ზე "20/30"-ის პრემიერა შედგა, დეპუტატმა Youtube-ის საკუთარ არხზე წამოიწყო გადაცემათა ციკლი სახელწოდებით "Я помню вашу გადაცემუ". გადაცემა "კვირის 20/30"-ის სარკასტულ მიმოხილვას ისახავს მიზნად.

ხაჩიძის რიგით მეორე, ივანიშვილის კონტრ-გადაცემის სტუმარი ჟურნალისტი დავით პაიჭაძეა. გოგა ხაჩიძემ მას სთხოვა, რომ გადაცემის სრულ შინაარსთან ერთად წამყვანის, არჩილ გამზარდიას შესახებაც გამოეთქვა მოსაზრება. გთავაზობთ ფრაგმენტს "კვირის 20/30"-ის სარკასტული მიმოხილვიდან, რომელშიც, ცხადია, გოგა ხაჩიძეც და დავით პაიჭაძეც ხაზგასმით საუბრობენ "ძლიერ და მწვავე კითხვებზე", რომლითაც არჩილ გამზარდია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

***

გოგა ხაჩიძე: წამყვანებზე რას იტყვი? არჩილ გამზარდია მუდმივი წამყვანია, ბიძინა ივანიშვილი თანაწამყვანი და მათთან ერთად, ყოველ კვირას "20/30"-ის ორი ახალი წევრი ჩნდება... გაოცებას არ იწვევს არჩილის თამამი შეკითხვები? მისი შეკითხვები ძალიან თამამია; მე გამიჭირდებოდა ბატონ ბიძინასთვის ასეთი კითხვების დასმა...

დავით პაიჭაძე: დიახ, მაგრამ ამ "სითამამეს" აბალანსებს ამ შეკითხვების ფიანდაზურობა. ეს არის შეკითხვები, რომლებიც ეფინება რესპოდენტის წინაშე, რათა მან თავისუფლად გაიაროს ამ შეკითხვაზე და მან თავისუფლად, რაც მის გულსა და სულს ეამება, ის უპასუხოს. აიღეთ მისი ნებისმიერი კითხვა, ის, მიუხედავად სიმწვავისა, შეიცავს რესპოდენტისათვის პასუხის გაიოლების შესაძლებლობას. იქ ჩადებულია პასუხის "კოდი"...

გოგა ხაჩიძე: და, სხვათა შორის, თვალებში უყურებს ბიძინას. პრინციპულად, თვალს არ ახამხამებს. დამერწმუნებით, ძნელია, ივანიშვილს დაუსვა ასეთი მნიშვნელოვანი შეკითხვები და ამავდროულად უყურო თვალებში და დაელოდო პასუხს...

დავით პაიჭაძე: გეტყვით, რომ გაცილებით ძნელია, არ შეგეტყოს, გესმის თუ არა, რას ლაპარაკობს ივანიშვილი. ანუ, როდესაც გამზარდია უყურებს ივანიშვილს და უსმენს მის ლაპარაკს, ჩვენ ვერ ვხვდებით, ესმის გამზარდიას, რას ამბობს ივანიშვილი, თუ არა...

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ექსპერტი და ახლა უკვე "20/30"-ის წევრი და საკვირაო ანალიტიკური თოქშოუს წამყვანი არჩილ გამზარდია სუსტი შეკითხვების გამო გააკრიტიკეს. პირველი კი, ვინც გამზარდია წამყვანის ამპლუაში სახალხოდ დაიწუნა, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იყო, რომელიც გამზარდიას მსგავსად, თავადაც, თითქმის ყველა გადაცემის შემდეგ ხდება სოციალურ ქსელებში არაერთი ნეგატიური პოსტის ინსპირატორი.

იხილეთ ვიდეო

დაგაინტერესებთ| "ხელფასს მიშაც მიხდიდა, შემოგევლე" - ჟორჟოლიანი-გამზარდიას დაპირისპირება და სეირი "ფეისბუქზე" ივანიშვილის შოუს შემდეგ

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები