პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოჩა აბულაძის ოცნების ასახდენად გაყიდული ბინა და რისკი, რომელიც წარმატებად იქცა
გოჩა აბულაძის ოცნების ასახდენად გაყიდული ბინა და რისკი, რომელიც წარმატებად იქცა

ქარ­თვე­ლი ბა­რი­ტო­ნი გოჩა აბუ­ლა­ძე გერ­მა­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობს. ქა­ლაქ მაგ­დე­ბურ­გის თე­ატ­რის ყო­ველ­წლი­ურ გა­ლა­კონ­ცერ­ტზე, რო­მელ­მაც წელს სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღი აღ­ნიშ­ნა და მე­ო­ცედ გა­ი­მარ­თა 1-ელ მარტს, 30 წლის ბა­რი­ტონს სა­უ­კე­თე­სო მომ­ღერ­ლის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს. მომ­ღე­რალს გა­და­ე­ცა ფუ­ლა­დი ჯილ­დო, ოქ­როს მე­და­ლი, მომ­ზად­და სტა­ტი­ე­ბი გერ­მა­ნულ პრე­სა­ში და ჰამ­ბურ­გელ­მა რე­ჟი­სორ­მა მას­ზე პორ­ტრე­ტუ­ლი ხა­სი­ა­თის რამ­დე­ნი­მე­წუ­თი­ა­ნი სი­უ­ჟე­ტიც გა­და­ი­ღო. აქ­ტი­უ­რი დღის რე­ჟი­მის მი­უ­ხე­და­ვად, მაგ­დე­ბურ­გის თე­ატ­რის საგ­რი­მი­ო­რო­ში, რე­პე­ტი­ცი­ებს შო­რის შეს­ვე­ნე­ბა­ზე, გო­ჩამ დრო ჩვენ­თან სა­სა­უბ­რო­დაც გა­მო­ნა­ხა.

- დე­და­ჩე­მი ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რის, მისი ოც­ნე­ბა იყო, მომ­ღე­რა­ლი გამ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ ჩა­ნა­ფიქ­რი ვერ აიხ­დი­ნა. მე და ჩემს ძმას ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი დე­დი­კომ შეგ­ვას­წავ­ლა და დღეს ხში­რად აღ­ნიშ­ნავს, ჩემი ოც­ნე­ბა თქვენ­ში ახ­დაო. ქუ­თა­ი­სის "აია­ში" რაგ­ბის ვთა­მა­შობ­დით და ეს სპორ­ტი დღემ­დე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, მუხ­ლზე მე­ნის­კი და­მი­ზი­ან­და და სპორ­ტს ჩა­მოვ­შორ­დი.

დედა და დე­ი­დე­ბი ფი­ლო­ლო­გე­ბი არი­ან, მეც ვფიქ­რობ­დი ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბას, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად სიმ­ღე­რა მიყ­ვარ­და, ეს გზა ავირ­ჩიე. მი­მაჩ­ნია, რომ ჩემი ძმა უჩა ჩემ­ზე გა­ცი­ლე­ბით ნი­ჭი­ე­რია. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ნო­დარ ან­დღუ­ლა­ძის ჯგუფ­ში ვსწავ­ლობ­დით. ჩა­ბა­რე­ბი­სას ოთხი უფა­სო ად­გი­ლი­დან ორი მე და უჩამ და­ვი­კა­ვეთ. ექ­ვსი წელი ვსწავ­ლობ­დით, საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ვი­ყა­ვით და და იმ პე­რი­ოდ­ში 25 სპექ­ტაკლში მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- ძმე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა ვისი იდეა იყო?

- როცა დრო დად­გა, ჩვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­მო­მავ­ლო ნა­ბი­ჯი გა­დაგ­ვედ­გა, ორი­ვემ იტა­ლი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. იტა­ლი­უ­რი ენის ცოდ­ნა და ამ ენა­ზე სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოპე­რის მომ­ღერ­ლის­თვის. ეს ჩემი ოც­ნე­ბა იყო. ჩემი ოჯა­ხი არ არის მდი­და­რი, ამი­ტომ ჩვე­ნი ფი­ნან­სე­ბით ვერ გავ­წვდე­ბო­დით. სპონ­სორს დიდ­ხანს ვე­ძებ­დით, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­გა­ნაც ვე­ლო­დით და­ფი­ნან­სე­ბას, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში ვერ მი­ვი­ღეთ და ვა­ლის აღე­ბა მოგ­ვიხ­და.

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ და­ფი­ნან­სე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­მოგ­ვი­ყო, მაგ­რამ ვა­ლის პრო­ცენ­ტე­ბი იზ­რდე­ბო­და და მა­მი­კომ გა­და­წყვი­ტა, გაგ­ვე­ყი­და ერ­თა­დერ­თი ბინა ქუ­თა­ის­ში, სა­დაც და­ვი­ბა­დეთ და გა­ვი­ზარ­დეთ. მოკ­ლედ, იტა­ლი­ა­ში ჩვენ გამ­გზავ­რე­ბას ბინა შე­ე­წი­რა. ახლა სახ­ლი გვაქვს სო­ფელ სი­მო­ნეთ­ში, სა­დაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩას­ვლა. უჩა თბი­ლის­ში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. ის ჩემ­თვის ძმა­ზე მე­ტია. ბავ­შვო­ბი­დან ერთი საძ­მა­კა­ცო გვყავს და სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი გვაქვს. დღეს მას ულა­მა­ზე­სი ოჯა­ხი აქვს.

ჩემს ძმის­შვილ ეფე­მი­ას 24 თე­ბერ­ვალს პირ­ვე­ლი და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და და ძა­ლი­ან ცუდი ბი­ძია ვარ, რომ მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვერ ჩა­მო­ვე­დი. აქ კი, ღვთის წყა­ლო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის და ვი­მე­დოვ­ნებ, მალე გვექ­ნე­ბა თბი­ლის­ში ჩვე­ნი ბინა წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

გოჩა აბულაძის ოცნების ასახდენად გაყიდული ბინა და რისკი, რომელიც წარმატებად იქცა

გოჩა აბულაძის ოცნების ასახდენად გაყიდული ბინა და რისკი, რომელიც წარმატებად იქცა

ქართველი ბარიტონი გოჩა აბულაძე გერმანიაში მოღვაწეობს. ქალაქ მაგდებურგის თეატრის ყოველწლიურ გალაკონცერტზე, რომელმაც წელს საიუბილეო თარიღი აღნიშნა და მეოცედ გაიმართა 1-ელ მარტს, 30 წლის ბარიტონს საუკეთესო მომღერლის წოდება მიანიჭეს. მომღერალს გადაეცა ფულადი ჯილდო, ოქროს მედალი, მომზადდა სტატიები გერმანულ პრესაში და ჰამბურგელმა რეჟისორმა მასზე პორტრეტული ხასიათის რამდენიმეწუთიანი სიუჟეტიც გადაიღო. აქტიური დღის რეჟიმის მიუხედავად, მაგდებურგის თეატრის საგრიმიოროში, რეპეტიციებს შორის შესვენებაზე, გოჩამ დრო ჩვენთან სასაუბროდაც გამონახა.

- დედაჩემი ძალიან კარგად მღერის, მისი ოცნება იყო, მომღერალი გამხდარიყო, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ აიხდინა. მე და ჩემს ძმას ხალხური სიმღერები დედიკომ შეგვასწავლა და დღეს ხშირად აღნიშნავს, ჩემი ოცნება თქვენში ახდაო. ქუთაისის "აიაში" რაგბის ვთამაშობდით და ეს სპორტი დღემდე ძალიან მიყვარს. სკოლა რომ დავამთავრე, მუხლზე მენისკი დამიზიანდა და სპორტს ჩამოვშორდი.

დედა და დეიდები ფილოლოგები არიან, მეც ვფიქრობდი ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარებას, მაგრამ ვინაიდან ყველაზე მეტად სიმღერა მიყვარდა, ეს გზა ავირჩიე. მიმაჩნია, რომ ჩემი ძმა უჩა ჩემზე გაცილებით ნიჭიერია. კონსერვატორიაში ნოდარ ანდღულაძის ჯგუფში ვსწავლობდით. ჩაბარებისას ოთხი უფასო ადგილიდან ორი მე და უჩამ დავიკავეთ. ექვსი წელი ვსწავლობდით, საკმაოდ წარმატებული სტუდენტები ვიყავით და და იმ პერიოდში 25 სპექტაკლში მივიღეთ მონაწილეობა.

- ძმების საზღვარგარეთ გამგზავრება ვისი იდეა იყო?

- როცა დრო დადგა, ჩვენი განვითარებისთვის სამომავლო ნაბიჯი გადაგვედგა, ორივემ იტალიაში გამგზავრება გადავწყვიტეთ. იტალიური ენის ცოდნა და ამ ენაზე სიმღერა ძალიან მნიშვნელოვანია ოპერის მომღერლისთვის. ეს ჩემი ოცნება იყო. ჩემი ოჯახი არ არის მდიდარი, ამიტომ ჩვენი ფინანსებით ვერ გავწვდებოდით. სპონსორს დიდხანს ვეძებდით, კულტურის სამინისტროსგანაც ველოდით დაფინანსებას, მაგრამ იმ პერიოდში ვერ მივიღეთ და ვალის აღება მოგვიხდა.

კულტურის სამინისტრომ დაფინანსება მოგვიანებით კი გამოგვიყო, მაგრამ ვალის პროცენტები იზრდებოდა და მამიკომ გადაწყვიტა, გაგვეყიდა ერთადერთი ბინა ქუთაისში, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ. მოკლედ, იტალიაში ჩვენ გამგზავრებას ბინა შეეწირა. ახლა სახლი გვაქვს სოფელ სიმონეთში, სადაც ძალიან მიყვარს ჩასვლა. უჩა თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ის ჩემთვის ძმაზე მეტია. ბავშვობიდან ერთი საძმაკაცო გვყავს და საერთო ინტერესები გვაქვს. დღეს მას ულამაზესი ოჯახი აქვს.

ჩემს ძმისშვილ ეფემიას 24 თებერვალს პირველი დაბადების დღე ჰქონდა და ძალიან ცუდი ბიძია ვარ, რომ მის დაბადების დღეზე ვერ ჩამოვედი. აქ კი, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად მიდის და ვიმედოვნებ, მალე გვექნება თბილისში ჩვენი ბინა წაიკითხეთ ვრცლად

10 რჩეული ქართული სიმღერის განსხვავებული ვერსია გოჩა აბულაძისგან - მსოფლიო დონის ოპერის ვარსკვლავმა ახალი ალბომი გამოსცა

"კავეა Drive-in ლისის" გახსნაზე ყველა ბილეთი გაყიდულია - ერეკლე დეისაძის კონცერტი და "უარყოფითი რიცხვების" ჩვენება 10 ივლისს დაემატა!

"ვაპირებ რაჭაში, სვანეთში დასვენებას, იმ ადგილების მონახულებას, რაც აქამდე არ მინახავს" - როგორ ატარებს ზაფხულს პანდემიის დროს ლელა მებურიშვილი