მამაკაცები იშვიათად საუბრობენ თავის გასაჭირზე. წარმოიდგინეთ რა საშინელმა სასოწარკვეთილებამ უნდა მოიცვას კაცი, რომ რჩევისთვის სრულიად უცხო ადამიანებს მიმართოს. გიორგი, რომლის ცხოვრებისეული ტრაგედიის შესახებაც დღეს წაიკითხავთ 30 წლის სტომატოლოგია, თბილისში ცოლთან და ცოლის ნაშვილებ ბიჭთან ერთად ცხოვრობს.
- ბელა სამედიცინო კონფერენციაზე გავიცანი. არც მაღალი იყო, არც ძალიან გამხდარი ან ცისფერთვალა, მაგრამ ისეთი ენერგიულობით, სილაღითა და თავდაჯერებულობით გამოირჩეოდა მომენტალურად მომხიბლა. კონფერენციის შემდეგ ალაფურშეტზე მივედი და გამოველაპარაკე. საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა. ნომერი გამოვართვი.
რამდენჯერმე შევხვდით. გული გადამიშალა, რომ ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ შეყვარებულს ღალატის გამო დაშორებულა.
ორი წლის შემდეგ ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. მალე ცოლადაც მოვიყვანე.
მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო... ერთხელ სიდედრ-სიმამრის სახლში დავრჩით, ღამე არ დამეძინა და მათ ბიბლიოთეკაში შევედი. შემთხვევით საშუალო ზომის, ძველებურ ზარდახშას წავაწყდი, საკეტი გაფუჭებული ჰქონდა, ამიტომ შიგნით ჩავიხედე...
ბელას დღიურები აღმოვაჩინე. ალბათ წარსულში ქექვა არ უნდა დამეწყო, მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი. გათენებამდე ვკითხულობდი, მისი ყოფილი შეყვარებული, ვაჟა, ძალიან ჰყვარებია. ეჭვი შემეპარა, რომ ჩემზე მეტადაც კი.
გავარკვიე, რომ პლატონური სიყვარული არ ჰქოიათ, თუმცა ლოგინამდე არ მისულა საქმე... ეს არასდროს მოუყოლია ჩემს ცოლს. თავი მოტყუებულად ვიგრძენი იმის მიუხედავად, რომ არასდროს მიკითავს ჰქონია თუ არა ინტიმური ურთიერთობა ყოფილთან.