სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილის დედა, გიული ალასანია თვითონ ითხოვდა წილებს"
"სააკაშვილის დედა, გიული ალასანია თვითონ ითხოვდა წილებს"

"ამ საქ­მე­ში მოწ­მის სა­ხით ჩვე­ნე­ბა მის­ცა ბრი­ტა­ნე­თის იმ­ჟა­მინ­დელ­მა ელჩმა"

"მალე ყვე­ლა გა­ი­გებს, თუ რა მე­თო­დე­ბით ცდი­ლობ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის­თვის ბიზ­ნე­სის "ახე­ვას"

"ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის მრჩე­ვე­ლი ეკო­ნო­მი­ურ სა­კი­თხებ­ში გიგა ბე­დი­ნე­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ამ­ბობ­და, რომ ჩვენ გვჭირ­დე­ბა ამ­დე­ნი ფული და 51%, ანუ სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტიო."

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლე­ბებს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ახ­ლა­ხან შექ­მნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი გა­მო­ი­ძი­ებს, საქ­მე ძი­რი­თა­დად შე­ე­ხე­ბა სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ამ ტი­პის საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა აქამ­დეც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვილ­მა ერთ-ერთი ასე­თი საქ­მის გახ­სნა უახ­ლო­ე­სი მო­მავ­ლის­თვის და­ა­ა­ნონ­სა. ლა­პა­რა­კია ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ა­სა" და ზო­გა­დად, კომ­პა­ნია "ომე­გა­ზე". "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში, მე­დი­ა­ზე შე­ტე­ვას ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რია" ემსხვერ­პლა. ტე­ლე­ვი­ზია და­ი­ხუ­რა... მა­შინ­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მფლო­ბე­ლის­გან ტე­ლე­ვი­ზი­ის წი­ლის დათ­მო­ბას და სხვა­ზე გა­ფორ­მე­ბას ითხოვ­დნენ.

გვე­სა­უბ­რე­ბა ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ამ საქ­მე­ში ერთ-ერთი მოწ­მეა:

- სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მოს­ვლის­თა­ნა­ვე, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებს და­ე­რია. მათი მი­ზა­ნი ყვე­ლა მათ­გა­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბა იყო. ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რია" იყო პირ­ვე­ლი, რომ­ლის ხელ­ში ჩაგ­დე­ბაც მო­ინ­დო­მეს. "იბე­რია" იყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­ლე­ვი­ზია, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ა­კაშ­ვილს არ აწყობ­და. გე­მახ­სოვ­რე­ბათ, რომ "იბე­რი­ის" მერე, ტე­ლე­კომ­პა­ნია "202" და­ხუ­რეს, შე­ვარ­დნენ "იმედ­ში..." ეს იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის სტი­ლი და ამას არც მა­ლავ­და. სა­ხელ­მწი­ფო რე­კე­ტის პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი იყო ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რია" და ზო­გა­დად კომ­პა­ნია "ომე­გა", რო­მე­ლიც იყო დიდი ჰოლ­დინ­გი (მას­ში შე­დი­ო­და: ფაბ­რი­კა, სტამ­ბა და სხვ).

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თქვე­ნი და­კი­თხვა?

- ჩემს გარ­და ალ­ბათ კი­დევ ბევრ სხვა­საც და­კი­თხა­ვენ. რო­გორც ვიცი, "ომე­გას" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბა­ტო­ნი ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლიც უკვე და­კი­თხეს. პრო­კუ­რა­ტუ­რას უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი მა­სა­ლა აქვს შეგ­რო­ვი­ლი. მე ვი­ყა­ვი ბევ­რი რა­მის უშუ­ა­ლო მოწ­მე. ბა­ტო­ნი ზაზა და მისი ოჯა­ხი ჩემი დიდი ხნის ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან, ამი­ტომ იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც "იბე­რი­ის" წი­ნა­აღ­მდეგ ეს პრო­ცე­სი და­ი­წყო, მუდ­მი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და ზა­ზას­თან და ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში ვი­ყა­ვი. მომსწრე გავ­ხდი ერთ-ერთი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის და ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის სა­უბ­რის. ის პი­როვ­ნე­ბა ჩემს იქ ყოფ­ნას არ ელო­და და ძა­ლი­ან შეც­ბა რო­დე­საც და­მი­ნა­ხა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"სააკაშვილის დედა, გიული ალასანია თვითონ ითხოვდა წილებს"

"სააკაშვილის დედა, გიული ალასანია თვითონ ითხოვდა წილებს"

"ამ საქმეში მოწმის სახით ჩვენება მისცა ბრიტანეთის იმჟამინდელმა ელჩმა"

"მალე ყველა გაიგებს, თუ რა მეთოდებით ცდილობდა "ნაციონალური მოძრაობა" ზაზა ოქუაშვილისთვის ბიზნესის "ახევას"

"ამ პროცესში ჩართული იყო სააკაშვილის მრჩეველი ეკონომიურ საკითხებში გიგა ბედინეიშვილი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენ გვჭირდება ამდენი ფული და 51%, ანუ საკონტროლო პაკეტიო."

მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებებს პროკურატურაში ახლახან შექმნილი სპეციალური დეპარტამენტი გამოიძიებს, საქმე ძირითადად შეეხება საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევებს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ ტიპის საქმეების გამოძიება აქამდეც მიმდინარეობდა. ამ რამდენიმე დღის წინ ირაკლი ბათიაშვილმა ერთ-ერთი ასეთი საქმის გახსნა უახლოესი მომავლისთვის დააანონსა. ლაპარაკია ტელეკომპანია "იბერიასა" და ზოგადად, კომპანია "ომეგაზე". "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში, მედიაზე შეტევას ერთ-ერთი პირველი ტელეკომპანია "იბერია" ემსხვერპლა. ტელევიზია დაიხურა... მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მფლობელისგან ტელევიზიის წილის დათმობას და სხვაზე გაფორმებას ითხოვდნენ.

გვესაუბრება ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ამ საქმეში ერთ-ერთი მოწმეა:

- სააკაშვილის ხელისუფლება, ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე, ტელეკომპანიებს დაერია. მათი მიზანი ყველა მათგანის გაკონტროლება იყო. ტელეკომპანია "იბერია" იყო პირველი, რომლის ხელში ჩაგდებაც მოინდომეს. "იბერია" იყო დამოუკიდებელი და არაკონტროლირებადი ტელევიზია, რაც ბუნებრივია, სააკაშვილს არ აწყობდა. გემახსოვრებათ, რომ "იბერიის" მერე, ტელეკომპანია "202" დახურეს, შევარდნენ "იმედში..." ეს იყო სააკაშვილის სტილი და ამას არც მალავდა. სახელმწიფო რეკეტის პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო ტელეკომპანია "იბერია" და ზოგადად კომპანია "ომეგა", რომელიც იყო დიდი ჰოლდინგი (მასში შედიოდა: ფაბრიკა, სტამბა და სხვ).

- რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ თქვენი დაკითხვა?

- ჩემს გარდა ალბათ კიდევ ბევრ სხვასაც დაკითხავენ. როგორც ვიცი, "ომეგას" ხელმძღვანელი, ბატონი ზაზა ოქუაშვილიც უკვე დაკითხეს. პროკურატურას უკვე ძალიან ბევრი მასალა აქვს შეგროვილი. მე ვიყავი ბევრი რამის უშუალო მოწმე. ბატონი ზაზა და მისი ოჯახი ჩემი დიდი ხნის ახლობლები არიან, ამიტომ იმ პერიოდში, როდესაც "იბერიის" წინააღმდეგ ეს პროცესი დაიწყო, მუდმივი ურთიერთობა მქონდა ზაზასთან და ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი. მომსწრე გავხდი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ადამიანის და ზაზა ოქუაშვილის საუბრის. ის პიროვნება ჩემს იქ ყოფნას არ ელოდა და ძალიან შეცბა როდესაც დამინახა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია