პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე არ მომწონს, რომ ნატოა ჩვენი გეზი" - გოგი თოფაძის სკანდალური განცხადება და შენიშვნა ხელისუფლებას
"მე არ მომწონს, რომ ნატოა ჩვენი გეზი" - გოგი თოფაძის სკანდალური განცხადება და შენიშვნა ხელისუფლებას

მე არ მომ­წონს, რომ ნა­ტოა ჩვე­ნი გეზი, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გოგი თო­ფა­ძემ "პა­ლიტ­რატვ"-ის გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, "ნა­ტომ არ მიგ­ვი­ღო და არც მიგ­ვი­ღებს". "რაც არ მომ­წონს არ ვმა­ლავ. თქვენ გგო­ნი­ათ ის მომ­წონს, რომ ნა­ტო­ში შე­ვალთ? - ნა­ტო­ში ვინ გვიშ­ვებს ერთი ეს მი­თხა­რით. ნა­ტო­ში შეს­ვლა არ უნ­დო­დათ ჩვენ წი­ნა­მორ­ბე­დებს? - 10 წელი ოც­ნე­ბად იყო. არ მიგ­ვი­ღო ამ ნა­ტომ, არც მიგ­ვი­ღებს, არ შეგ­ვიშ­ვე­ბენ ნა­ტო­ში. მე არ მომ­წონს, რომ ნა­ტოა ჩვე­ნი გეზი. არ გვი­ღებს ნატო. გა­ირ­კვა ყვე­ლა­ფე­რი ხომ? ხან მაპ-ი მო­ი­გო­ნეს, ხან ის. 15 წე­ლია ვცდი­ლობთ? რამ­დე­ნი ხანი?!", - გა­ნა­ცხა­და თო­ფა­ძემ.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის აზ­რით, ნატო არ გვი­ღებს იმი­ტომ, რომ "იცის ამას მოჰ­ყვე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი". "ნა­ტოს­გან ნა­ხე­ი­რე­ბი ქვე­ყა­ნა მე ჯერ არ ვიცი", - დას­ძი­ნა დე­პუ­ტატ­მა.

გარ­და ამი­სა, გოგი თო­ფა­ძე მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დის მუ­შა­ო­ბით "ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია".

რო­გორც თო­ფა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ნუ­სი ისაა, რომ ვერ გა­ა­პი­ა­რა ის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­კეთ­და.

"კმა­ყო­ფი­ლი ვარ ყვე­ლაფ­რით, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­კეთ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი მი­ნუ­სი ისაა, რომ ვერ გა­ვა­პი­ა­რეთ ის, რაც გა­ვა­კე­თეთ. მე უამ­რა­ვი ახა­ლი წარ­მო­ე­ბა ვნა­ხე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით, კომ­პი­უ­ტე­რი­ზე­ბუ­ლი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე - ღვი­ნის ქარ­ხნე­ბი ვნა­ხე, ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი სას­ტუმ­რო ვნა­ხე. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა სა­ხელ­მწი­ფომ. და­მი­სა­ხე­ლეთ ქვე­ყა­ნა, სა­დაც ეკო­ნო­მი­კის აღორ­ძი­ნე­ბა 2 წე­ლი­წად­ში მოხ­და", - აღ­ნიშ­ნა თო­ფა­ძემ.

ამას­თან, თო­ფა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ლა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს გუ­შინ სთხო­ვა, რიგ­გა­რე­შე სხდო­მა არ მო­ეწ­ვია. მან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა იმის გამო, რომ პრე­ზი­დენ­ტმა მათი თხოვ­ნა "რა­ტომ­ღაც არ გა­ი­ზი­ა­რა".

"დი­ლით 11 სა­ათ­ზე შე­ვიკ­რი­ბეთ ფრაქ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი. გა­მო­ირ­კვა, რომ პარ­ლა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გუ­შინ სთხო­ვა პრე­ზი­დენტს, იქ­ნებ არ გა­მო­ა­ცხა­დო რიგ­გა­რე­შე სხდო­მის მოწ­ვე­ვა, რად­გან პა­რას­კევს ქუ­თა­ის­ში უნდა ვი­ყოთ, მერე სამ­შა­ბათ­საც იქ უნდა ვი­ყოთ. არც ასე­თი ად­ვი­ლია წახ­ვი­დე-წა­მოხ­ვი­დე. ამი­ტომ სთხო­ვა იქ­ნებ გა­და­ვი­ტა­ნო­თო. ეს რა­ტომ­ღაც არ გა­ი­ზი­ა­რა პრე­ზი­დენ­ტმა. ჩვენ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­საც ცოტა ეწყი­ნა - ვთხო­ვეთ ნუ გა­მო­ა­ცხა­დებ ჯერ, ხვალ შევ­ხვდე­ბით და მერე დავთქვათ რიგ­გა­რე­შე სხდო­მის მოწ­ვე­ვის სა­კი­თხიო და მა­ინც და მა­ინც არ გა­უ­წია ან­გა­რი­ში", - გა­ნა­ცხა­და თო­ფა­ძემ, რი­თაც ის მი­ზე­ზი ახ­სნა, რის გა­მოც უმ­რავ­ლე­სო­ბამ პრე­ზი­დენ­ტთან დღეს და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რა გა­და­დო.

ამას­თან, თო­ფა­ძემ უარ­ყო ოპო­ნენ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბა, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დი პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუს პა­ტივს არ სცემს და აღ­ნიშ­ნა, რომ "ეს ასე არ არის". "ერთი თუ ორი კვი­რის მერე როცა მო­ი­ნა­ხე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, შევ­ხვდე­ბით პრე­ზი­დენტს", - დას­ძი­ნა თო­ფა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"მე არ მომწონს, რომ ნატოა ჩვენი გეზი" - გოგი თოფაძის სკანდალური განცხადება და შენიშვნა ხელისუფლებას

"მე არ მომწონს, რომ ნატოა ჩვენი გეზი" - გოგი თოფაძის სკანდალური განცხადება და შენიშვნა ხელისუფლებას

მე არ მომწონს, რომ ნატოა ჩვენი გეზი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გოგი თოფაძემ "პალიტრატვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

მისივე შეფასებით, "ნატომ არ მიგვიღო და არც მიგვიღებს". "რაც არ მომწონს არ ვმალავ. თქვენ გგონიათ ის მომწონს, რომ ნატოში შევალთ? - ნატოში ვინ გვიშვებს ერთი ეს მითხარით. ნატოში შესვლა არ უნდოდათ ჩვენ წინამორბედებს? - 10 წელი ოცნებად იყო. არ მიგვიღო ამ ნატომ, არც მიგვიღებს, არ შეგვიშვებენ ნატოში. მე არ მომწონს, რომ ნატოა ჩვენი გეზი. არ გვიღებს ნატო. გაირკვა ყველაფერი ხომ? ხან მაპ-ი მოიგონეს, ხან ის. 15 წელია ვცდილობთ? რამდენი ხანი?!", - განაცხადა თოფაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის აზრით, ნატო არ გვიღებს იმიტომ, რომ "იცის ამას მოჰყვება ძალიან სერიოზული პრობლემები". "ნატოსგან ნახეირები ქვეყანა მე ჯერ არ ვიცი", - დასძინა დეპუტატმა.

გარდა ამისა, გოგი თოფაძე მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობით "ძალიან კმაყოფილია".

როგორც თოფაძემ განაცხადა, ხელისუფლების მთავარი მინუსი ისაა, რომ ვერ გააპიარა ის, რაც საქართველოში გაკეთდა.

"კმაყოფილი ვარ ყველაფრით, რაც საქართველოში გაკეთდა. სამწუხაროდ, ჩვენი მინუსი ისაა, რომ ვერ გავაპიარეთ ის, რაც გავაკეთეთ. მე უამრავი ახალი წარმოება ვნახე საქართველოში, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, კომპიუტერიზებული თავიდან ბოლომდე - ღვინის ქარხნები ვნახე, ძალიან ბევრი კარგი სასტუმრო ვნახე. ეს ყველაფერი გააკეთა სახელმწიფომ. დამისახელეთ ქვეყანა, სადაც ეკონომიკის აღორძინება 2 წელიწადში მოხდა", - აღნიშნა თოფაძემ.

ამასთან, თოფაძის ინფორმაციით, პარლამენტის ხელმძღვანელობამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გუშინ სთხოვა, რიგგარეშე სხდომა არ მოეწვია. მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პრეზიდენტმა მათი თხოვნა "რატომღაც არ გაიზიარა".

"დილით 11 საათზე შევიკრიბეთ ფრაქციის ხელმძღვანელები. გამოირკვა, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობამ გუშინ სთხოვა პრეზიდენტს, იქნებ არ გამოაცხადო რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რადგან პარასკევს ქუთაისში უნდა ვიყოთ, მერე სამშაბათსაც იქ უნდა ვიყოთ. არც ასეთი ადვილია წახვიდე-წამოხვიდე. ამიტომ სთხოვა იქნებ გადავიტანოთო. ეს რატომღაც არ გაიზიარა პრეზიდენტმა. ჩვენ ხელმძღვანელობასაც ცოტა ეწყინა - ვთხოვეთ ნუ გამოაცხადებ ჯერ, ხვალ შევხვდებით და მერე დავთქვათ რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხიო და მაინც და მაინც არ გაუწია ანგარიში", - განაცხადა თოფაძემ, რითაც ის მიზეზი ახსნა, რის გამოც უმრავლესობამ პრეზიდენტთან დღეს დაგეგმილი შეხვედრა გადადო.

ამასთან, თოფაძემ უარყო ოპონენტების შეფასება, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინსტიტუს პატივს არ სცემს და აღნიშნა, რომ "ეს ასე არ არის". "ერთი თუ ორი კვირის მერე როცა მოინახება საშუალება, შევხვდებით პრეზიდენტს", - დასძინა თოფაძემ.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"