მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ მეტრეველის წერილი გარდაცვლილ დედაზე - ჟურნალისტი რთულ ცხოვრებაზე, რომელზეც საზოგადოებას არაფერი სმენია
მერაბ მეტრეველის წერილი გარდაცვლილ დედაზე - ჟურნალისტი რთულ ცხოვრებაზე, რომელზეც საზოგადოებას არაფერი სმენია

გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მეს" წამ­ყვან­მა, ჟურ­ნა­ლის­ტმა მე­რაბ მეტ­რე­ველ­მა, დე­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, "ფე­ის­ბუქ­ზე" სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლილ დე­დას მი­უ­ძღვნა. გარ­და ამი­სა, ცნო­ბილ­მა ტე­ლე­წამ­ყვან­მა სა­კუ­თარ რთულ ცხოვ­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა. პოსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"დე­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით

მახ­სოვს, დე­და­ჩე­მი რომ გარ­და­იც­ვა­ლა, თით­ქოს ყვე­ლა­ფერ­მა ჩემ­თვის აზრი და­კარ­გა. ძა­ლი­ან დიდ­ხანს არა­ფე­რი მი­ხა­რო­და, რად­გან მინ­დო­და, ჩემს მცი­რე წარ­მა­ტე­ბას მა­ინც მოს­წრე­ბო­და. მე ხომ მისი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ვი­ყა­ვი. ის კი ისე წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან, რომ ჯერ კი­დევ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე ვმუ­შა­ობ­დი.

ოცი წლის ვი­ყა­ვი, დი­ლით ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დავ­დი­ო­დი, ლექ­ცი­ე­ბის მერე კი უკვე მე­სა­მე წე­ლი­წა­დი სრულ­დე­ბო­და, რაც გორ­კის ქუ­ჩა­ზე ბენ­ზინს ვას­ხამ­დი. დე­დაც და მა­მაც პენ­სი­ო­ნე­რე­ბი იყ­ვნენ და ორი­ვეს პენ­სია თვე­ში 28 ლარი გა­მო­დი­ო­და. მა­მა­ჩე­მი, მი­უ­ხა­დავდ სო­ლი­დუ­რი ასა­კი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რის წევ­რის სტა­ტუ­სი­სა, ერთ-ერთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში და­რა­ჯად მუ­შა­ობ­და. დე­და­ჩე­მი, მი­უ­ხე­და­ვად ავად­მყო­ფო­ბი­სა, სახ­ლის წინ ხან­და­ხან მზე­სუმ­ზი­რას ყიდ­და. პრო­ფე­სი­ით ექთა­ნი იყო, მაგ­რამ ჩემი და­ბა­დე­ბის შემ­დეგ აღარ უმუ­შა­ვია. მთლი­ა­ნად შვი­ლის გაზ­რდა­ზე გა­და­ერ­თო. არც ჯან­მრთე­ლო­ბა უწყობ­და ხელს.

თით­ქმის ბავ­შვო­ბი­დან გული აწუ­ხებ­და. დი­აგ­ნო­ზი - პა­რო­ქ­სიზ­მუ­ლი ტა­ხი­კარ­დია. შე­ტე­ვა სა­შუ­ა­ლოდ კვი­რა­ში ერთხელ ემარ­თე­ბო­და. ზოგ­ჯერ თავ­სით გა­უვ­ლი­და, ზოგ­ჯერ სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა მჭირ­დე­ბო­და, ზოგ­ჯერ კი სას­წრა­ფოც ვე­რა­ფერს ახერ­ხებ­და და უკვე სა­ავდმყო­ფო­ში მიგ­ვყავ­და. მთე­ლი ბავ­შვო­ბა ბა­თუ­მის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი .თვე­სი ან ორ თვე­ში ერთხელ ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში დე­და­ჩე­მის პულსს ვდა­რა­ჯობ­დი. დავ­დი­ო­დი დე­რე­ფან­ში და სა­ა­თო­ბით ვე­ლო­დე­ბო­დი, რო­დის გა­უვ­ლი­და შე­ტე­ვა. პარ­კე­ტე­ზე რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი მქონ­და მო­ნიშ­ნი­ლი და თუ იქ დიდ­ხანს გა­უნ­ძრე­ვალდ დავ­დგე­ბო­დი, დარმ­წუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, გა­უვ­ლი­და. ზოგ­ჯერ კარ­თან მივ­პა­რე­ბო­დი და ღრი­ჭო­დან მო­ნი­ტორს ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, რათა მე­ნა­ხა გუ­ლის­ცე­მა ჩად­გა, თუ არა ნორ­მა­ში. მე და დე­და­ჩე­მი ფაქ­ტობ­რი­ვად ერ­თამ­ნეთს ვუვ­ლი­დით; ის - მე, მე- მას. მთა­ვა­რი იყო, როცა ცუ­დად გახ­დებ­და, მას­თან ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რომ სას­წრა­ფო გა­მო­მე­ძა­ხე­ბი­ნა. სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა არ იყო მარ­ტი­ვი საქ­მე. ჩვენს კორ­პუს­ში ტე­ლე­ფო­ნის ხაზი ჯერ მოყ­ვა­ნი­ლი არ იყო. ამი­ტომ და­სა­რე­კად მე­ზო­ბელ კორ­პუს­ში მივ­დი­ო­დი. იქაც სულ რამ­დნე­ი­მე ოჯახს ქონ­და ტე­ლე­ფო­ნი და ყვე­ლა­ნი მიც­ნობ­დნენ. წნე­ვის გა­ზომ­ვა რო­დის ვის­წავ­ლე არც ამ­ხსოვს. ადელ­ფა­ნი, ან კლო­ფე­ლი­ნი და ცხე­ლი წყა­ლი ფე­ხე­ბის­თვის - ეს იყო მა­შინ წნე­ვის და­სა­რე­გულ­რი­ე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვუმკლავ­დე­ბო­დით ამ ყვე­ალ­ფერს, თუმ­ცა ბოლმდე სა­ნი­მუ­შო შვი­ლი მა­ინც ვერ გა­მოვ­დე­ქი. როცა იმ ასაკ­ში შე­ვე­დი, რო­მელ ასაკ­შიც ბი­ჭე­ბი ცოტა ვირ­დე­ბი­ან, ხოლ­მე, ზოგ­ჯერ ვე­ჩხუ­ბე­ბო­დი . რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე. კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ნიჭი არ ქონ­და. ამი­ტომ საჭ­მე­ლი ძირ­თა­დად უგე­მუ­რი, ან დამ­წვა­რი გა­მოს­დი­ო­და და ამა­ზე ვჩხუ­ბობ­დი. ეს ალ­ბათ ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუ­ლე­ლეა, რაც ცხოვ­რე­ბა­ში გა­მი­კე­თე­ბია. ეს რომ მახ­სენ­დე­ბა, სა­შინ­ლად მრცხვე­ნია.

1999 წლის 5 ია­ნავრს კი, როცა მე 20-ის ვი­ყა­ვი, დე­და­ჩე­მი კი 59-ის. გა­ვიღ­ვი­ძე და გვერ­დით სა­წოლ­ში დე­და­ჩემს გა­დავ­ხე­დე... სულ ასე ვა­კე­თებ­დი, თუ მე უფრო ადრე ვიღ­ვი­ძებ­დი, ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, სუნ­თქვა­და, თუ არა. იმ დი­ლით ჩემ­სკენ ზურ­გით იწვა გვერ­დზე სა­წოლ­ზე, ამი­ტომ და­ვუ­ძა­ხე, ერთხელ, ორ­ჯერ, ხმა აღარ გამ­ცა...

ალ­ბათ, ყვე­ლა ასაკ­ში რთუ­ლია დე­დის და­კარ­გვა, მაგ­რამ, როცა 20 წლის ხარ...

და­ახ­ლო­ე­ბით ორ თვე­ში თავი და­ვაღ­წიე ბენ­ზინ­გა­სამ­რთ სად­გურს და ჯურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­ას შე­ვე­ჭი­დე. იყო ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი, ახა­ლი საქ­მე, მაგ­რამ არ იყო სი­ხა­რუ­ლი.

მა­პა­ტი­ეთ, თუ და­გა­სევ­დი­ა­ნეთ" - წერს მეტ­რე­ვე­ლი.

FB-ზე სა­ჯა­როდ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მერაბ მეტრეველის წერილი გარდაცვლილ დედაზე - ჟურნალისტი რთულ ცხოვრებაზე, რომელზეც საზოგადოებას არაფერი სმენია

მერაბ მეტრეველის წერილი გარდაცვლილ დედაზე - ჟურნალისტი რთულ ცხოვრებაზე, რომელზეც საზოგადოებას არაფერი სმენია

გადაცემა "რეზიუმეს" წამყვანმა, ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა, დედის დღესთან დაკავშირებით, "ფეისბუქზე" სტატუსი გამოაქვეყნა, რომელიც გარდაცვლილ დედას მიუძღვნა. გარდა ამისა, ცნობილმა ტელეწამყვანმა საკუთარ რთულ ცხოვრებაზეც ისაუბრა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"დედის დღესთან დაკავშირებით

მახსოვს, დედაჩემი რომ გარდაიცვალა, თითქოს ყველაფერმა ჩემთვის აზრი დაკარგა. ძალიან დიდხანს არაფერი მიხაროდა, რადგან მინდოდა, ჩემს მცირე წარმატებას მაინც მოსწრებოდა. მე ხომ მისი ერთადერთი შვილი ვიყავი. ის კი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ჯერ კიდევ ბენზინგასამართ სადგურზე ვმუშაობდი.

ოცი წლის ვიყავი, დილით ბათუმის უნივერსიტეტში დავდიოდი, ლექციების მერე კი უკვე მესამე წელიწადი სრულდებოდა, რაც გორკის ქუჩაზე ბენზინს ვასხამდი. დედაც და მამაც პენსიონერები იყვნენ და ორივეს პენსია თვეში 28 ლარი გამოდიოდა. მამაჩემი, მიუხადავდ სოლიდური ასაკისა და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის სტატუსისა, ერთ-ერთ პროფილაქტიკაში დარაჯად მუშაობდა. დედაჩემი, მიუხედავად ავადმყოფობისა, სახლის წინ ხანდახან მზესუმზირას ყიდდა. პროფესიით ექთანი იყო, მაგრამ ჩემი დაბადების შემდეგ აღარ უმუშავია. მთლიანად შვილის გაზრდაზე გადაერთო. არც ჯანმრთელობა უწყობდა ხელს.

თითქმის ბავშვობიდან გული აწუხებდა. დიაგნოზი - პაროქსიზმული ტახიკარდია. შეტევა საშუალოდ კვირაში ერთხელ ემართებოდა. ზოგჯერ თავსით გაუვლიდა, ზოგჯერ სასწრაფოს გამოძახება მჭირდებოდა, ზოგჯერ კი სასწრაფოც ვერაფერს ახერხებდა და უკვე საავდმყოფოში მიგვყავდა. მთელი ბავშვობა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მაქვს გატარებული .თვესი ან ორ თვეში ერთხელ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დედაჩემის პულსს ვდარაჯობდი. დავდიოდი დერეფანში და საათობით ველოდებოდი, როდის გაუვლიდა შეტევა. პარკეტეზე რამდენიმე ადგილი მქონდა მონიშნილი და თუ იქ დიდხანს გაუნძრევალდ დავდგებოდი, დარმწუნებული ვიყავი, გაუვლიდა. ზოგჯერ კართან მივპარებოდი და ღრიჭოდან მონიტორს ვაკვირდებოდი, რათა მენახა გულისცემა ჩადგა, თუ არა ნორმაში. მე და დედაჩემი ფაქტობრივად ერთამნეთს ვუვლიდით; ის - მე, მე- მას. მთავარი იყო, როცა ცუდად გახდებდა, მასთან ვყოფილიყავი, რომ სასწრაფო გამომეძახებინა. სასწრაფოს გამოძახება არ იყო მარტივი საქმე. ჩვენს კორპუსში ტელეფონის ხაზი ჯერ მოყვანილი არ იყო. ამიტომ დასარეკად მეზობელ კორპუსში მივდიოდი. იქაც სულ რამდნეიმე ოჯახს ქონდა ტელეფონი და ყველანი მიცნობდნენ. წნევის გაზომვა როდის ვისწავლე არც ამხსოვს. ადელფანი, ან კლოფელინი და ცხელი წყალი ფეხებისთვის - ეს იყო მაშინ წნევის დასარეგულრიებელი საშუალებები. წლების განმავლობაში ვუმკლავდებოდით ამ ყვეალფერს, თუმცა ბოლმდე სანიმუშო შვილი მაინც ვერ გამოვდექი. როცა იმ ასაკში შევედი, რომელ ასაკშიც ბიჭები ცოტა ვირდებიან, ხოლმე, ზოგჯერ ვეჩხუბებოდი . რაღაც სისულელეებზე. კულინარიული ნიჭი არ ქონდა. ამიტომ საჭმელი ძირთადად უგემური, ან დამწვარი გამოსდიოდა და ამაზე ვჩხუბობდი. ეს ალბათ ყველაზე დიდი სისულელეა, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. ეს რომ მახსენდება, საშინლად მრცხვენია.

1999 წლის 5 იანავრს კი, როცა მე 20-ის ვიყავი, დედაჩემი კი 59-ის. გავიღვიძე და გვერდით საწოლში დედაჩემს გადავხედე... სულ ასე ვაკეთებდი, თუ მე უფრო ადრე ვიღვიძებდი, ვაკვირდებოდი, სუნთქვადა, თუ არა. იმ დილით ჩემსკენ ზურგით იწვა გვერდზე საწოლზე, ამიტომ დავუძახე, ერთხელ, ორჯერ, ხმა აღარ გამცა...

ალბათ, ყველა ასაკში რთულია დედის დაკარგვა, მაგრამ, როცა 20 წლის ხარ...

დაახლოებით ორ თვეში თავი დავაღწიე ბენზინგასამრთ სადგურს და ჯურნალისტის პროფესიას შევეჭიდე. იყო ახალი სამსახური, ახალი საქმე, მაგრამ არ იყო სიხარული.

მაპატიეთ, თუ დაგასევდიანეთ" - წერს მეტრეველი.

FB-ზე საჯაროდ გამოქვეყნებული პოსტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია