სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად იმყოფება, სად სწავლობს და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ კირკიტაძის საქმეზე
სად იმყოფება, სად სწავლობს და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ კირკიტაძის საქმეზე

და­ვით კირ­კი­ტა­ძე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სას­წავ­ლებ­ლად იმ­ყო­ფე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბას თავს არ არი­დებს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ­მა, ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი კონ­და­ხაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც კონ­და­ხაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, გა­მო­ძი­ე­ბას ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია კირ­კი­ტა­ძის ამე­რი­კა­ში ყოფ­ნის შე­სა­ხებ.

"იგი ოფი­ცი­ა­ლუ­რად იმ­ყო­ფე­ბა ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სას­წავ­ლებ­ლად. მას გა­მო­ძი­ე­ბას­თა­ნაც ჰქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია. უკევ რამ­დე­ნი­მე თვეა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის. ორ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ამ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან იგი ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა და­ბა­რე­ბა მოხ­და მას შემ­დეგ, რაც იგი ამე­რი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა. და­ვით კირ­კი­ტა­ძე გა­მო­ძი­ე­ბას თავს არ არი­დებს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" კირ­კი­ტა­ძის სას­წავ­ლო ვი­ზი­სა და არი­ზო­ნის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თის ფოტო მო­ი­პო­ვა.

დღეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ქვე­მო ქარ­თლის ყო­ფილ რწმუ­ნე­ბულს, და­ვით კირ­კი­ტა­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო - 10 ათა­სი ლარი შე­უ­ფარ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ვით კირ­კი­ტა­ძის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა ქვე­მო ქარ­თლის ყო­ფი­ლი რწმუ­ნე­ბულ-გუ­ბერ­ნა­ტო­რი და­ვით კირ­კი­ტა­ძე.

გა­მო­ძი­ე­ბი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2011-2012 წლებ­ში, და­ვით კირ­კი­ტა­ძის მი­თი­თე­ბით, ქვე­მო ქარ­თლის გუ­ბერ­ნი­ის კუთ­ვნილ­მა სპეც-ტექ­ნი­კამ, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვით, უსას­ყიდ­ლოდ შე­ას­რუ­ლა სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ვით კირ­კი­ტა­ძის ძმის, ირაკ­ლი კირ­კი­ტა­ძი­სა და ყო­ფი­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლის, გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნის ერ­თობ­ლი­ვი კომ­პა­ნი­ე­ბის, შპს "ავ­ტო­ჰა­უს-რუს­თა­ვი 2011"-ისა და შპს "ტი­ტა­ნი 2011"-ის სა­სარ­გებ­ლოდ, თბი­ლი­სი-რუს­თა­ვის

გზატ­კე­ცილ­ზე ავ­ტო­ბაზ­რო­ბის მშე­ნებ­ლო­ბის დროს, რი­თაც სა­ხელ­წი­ფოს მი­ად­გა 248 400 ლა­რის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი.

ამას­თან, კირ­კი­ტა­ძე წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას არ აღი­ა­რებს.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი იგი თავს არი­დებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბას. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლით. სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გეგ­მავს, რომ და­ვით კირ­კი­ტა­ძე­ზე ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­დოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

სად იმყოფება, სად სწავლობს და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ კირკიტაძის საქმეზე

სად იმყოფება, სად სწავლობს და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ კირკიტაძის საქმეზე

დავით კირკიტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად იმყოფება და გამოძიებას თავს არ არიდებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განუცხადა. როგორც კონდახაშვილმა აღნიშნა, გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია კირკიტაძის ამერიკაში ყოფნის შესახებ.

"იგი ოფიციალურად იმყოფება ერთ-ერთ უნივერსიტეტში სასწავლებლად. მას გამოძიებასთანაც ჰქონდა კომუნიკაცია. უკევ რამდენიმე თვეა, საქართველოში არ არის. ორწელიწადნახევარი ამ გამოძიების დაწყებიდან იგი ქვეყანაში იმყოფებოდა, თუმცა დაბარება მოხდა მას შემდეგ, რაც იგი ამერიკაში იმყოფება. დავით კირკიტაძე გამოძიებას თავს არ არიდებს", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

"ინტერპრესნიუსმა" კირკიტაძის სასწავლო ვიზისა და არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთის ფოტო მოიპოვა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ქვემო ქართლის ყოფილ რწმუნებულს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - 10 ათასი ლარი შეუფარდა.

პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულ-გუბერნატორი დავით კირკიტაძე.

გამოძიებიების ინფორმაციით, 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეც-ტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების, შპს "ავტოჰაუს-რუსთავი 2011"-ისა და შპს "ტიტანი 2011"-ის სასარგებლოდ, თბილისი-რუსთავის

გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი.

ამასთან, კირკიტაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კი იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით. საგამოძიებო სამსახური აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, გეგმავს, რომ დავით კირკიტაძეზე ძებნა გამოაცხადოს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ