სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობა "ქამრების შემოჭერის" გეგმას მომავალ კვირას წარადგენს
მთავრობა "ქამრების შემოჭერის" გეგმას მომავალ კვირას წარადგენს

მთავ­რო­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის 12 პრო­ცენ­ტით შემ­ცი­რე­ბას აპი­რებს, - ამის შე­სა­ხებ ვიცე პრე­მი­ერ­მა, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" გა­და­ცე­მა "იმე­დის კვი­რა­ში" ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა სწო­რედ "ქამ­რე­ბის შე­მო­ჭე­რის" ფარ­გლებ­ში გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა. "ქამ­რე­ბის შე­მო­ჭე­რა პირ­ვე­ლი ადეკ­ვა­ტუ­რი ნა­ბი­ჯია, რო­დე­საც ხე­დავ, რომ შენი მო­სახ­ლე­ო­ბა საკ­მა­ოდ და­ზა­რალ­და კურ­სის ცვლი­ლე­ბის გამო. რა თქმა უნდა, პირ­ვე­ლად მთავ­რო­ბა ვალ­დე­ბუ­ლია, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბის კუ­თხით გა­დად­გას ნა­ბი­ჯე­ბი. ჩვენ ამ კვი­რა­ში დე­ტა­ლი­ზე­ბულ შემ­ცი­რე­ბის გეგ­მას წარ­მო­ვად­გენთ. სა­უ­ბა­რია და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე პრო­ცენ­ტით შემ­ცი­რე­ბა­ზე, რაც მოხ­და დე­ვალ­ვა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში. და­ახ­ლო­ე­ბით 12 პრო­ცენ­ტი­ა­ნი დე­ვალ­ვა­ცი­აა და ამა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბას მო­ვახ­დენთ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მელ­საც მთავ­რო­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი გეგ­მავს, ხელ­შე­სა­ხებ შე­დეგს მო­ი­ტანს. "ჩვენ ძა­ლი­ან კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებ­ზე გათ­ვლი­ლი გეგ­მა გვაქვს, რაც მო­ი­ტანს ხელ­შე­სა­ხებ შე­დეგს. არ უნდა ვი­ყოთ პე­სი­მის­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლი. პირ­ველ რიგ­ში ეს არის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. რაც ყვე­ლა­ზე მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი შე­დე­გია. ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ობი­ე­ტე­ბის, რო­მელ­თა პრი­ვა­ტი­ზა­ცი­აც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მოხ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე ობი­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­პარტნი­ო­რო ფნდმა და­ას­რუ­ლა, ეს არის თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი გარ­და­ბან­ში, სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი გა­მო­ვა ამ პრო­ექ­ტი­დან და იმ წუ­თას­ვე და­ი­წყებს ახალ პრო­ექ­ტებს ამ თან­ხით და ეს იქ­ნე­ბა სა­ვა­ლუ­ტო შე­მო­დი­ნე­ბა. მარ­ტო ორი ობი­ექ­ტი­დან შე­მო­სა­ვა­ლი 250-დან 300 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზეა სა­უ­ბა­რი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მთავრობა "ქამრების შემოჭერის" გეგმას მომავალ კვირას წარადგენს

მთავრობა "ქამრების შემოჭერის" გეგმას მომავალ კვირას წარადგენს

მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების 12 პროცენტით შემცირებას აპირებს, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედის კვირაში" ჩართვისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება სწორედ "ქამრების შემოჭერის" ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებაა. "ქამრების შემოჭერა პირველი ადეკვატური ნაბიჯია, როდესაც ხედავ, რომ შენი მოსახლეობა საკმაოდ დაზარალდა კურსის ცვლილების გამო. რა თქმა უნდა, პირველად მთავრობა ვალდებულია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების კუთხით გადადგას ნაბიჯები. ჩვენ ამ კვირაში დეტალიზებულ შემცირების გეგმას წარმოვადგენთ. საუბარია დაახლოებით იმავე პროცენტით შემცირებაზე, რაც მოხდა დევალვაციის პირობებში. დაახლოებით 12 პროცენტიანი დევალვაციაა და ამავე რაოდენობის ხარჯების შემცირებას მოვახდენთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ის ღონისძიებები, რომელსაც მთავრობა და ეკონომიკური გუნდი გეგმავს, ხელშესახებ შედეგს მოიტანს. "ჩვენ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებზე გათვლილი გეგმა გვაქვს, რაც მოიტანს ხელშესახებ შედეგს. არ უნდა ვიყოთ პესიმისტურად განწყობილი. პირველ რიგში ეს არის პრივატიზაციის გააქტიურება. რაც ყველაზე მოკლევადიანი შედეგია. ჩამონათვალია იმ ობიეტების, რომელთა პრივატიზაციაც უახლოეს დღეებში მოხდება. მაგალითად, რამდენიმე ობიექტი, რომელიც საპარტნიორო ფნდმა დაასრულა, ეს არის თბოელექტროსადგური გარდაბანში, საპარტნიორო ფონდი გამოვა ამ პროექტიდან და იმ წუთასვე დაიწყებს ახალ პროექტებს ამ თანხით და ეს იქნება სავალუტო შემოდინება. მარტო ორი ობიექტიდან შემოსავალი 250-დან 300 მილიონ დოლარზეა საუბარი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"