სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რესპუბლიკელების" ლანძღვა-გინების აკომპანიმენტით მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე - რა შეემთხვა ზურაბიშვილს ტაქსით მგზავრობისას
"რესპუბლიკელების" ლანძღვა-გინების აკომპანიმენტით მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე - რა შეემთხვა ზურაბიშვილს ტაქსით მგზავრობისას

"რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ხა­ლი­სო სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს.

"სა­ერ­თოდ მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მცნო­ბენ, რო­გორც წესი, კე­თილ­გან­წყო­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ. სულ ორი ტიპი ვიცი, ვინც ჩემს და­ნახ­ვა­ზე იჯაგ­რე­ბა და აგ­რე­სი­უ­ლად გად­მო­დის შე­ტე­ვა­ზე: ერთი მი­შის­ტია და ფიქ­რის­გო­რა­ზე ცხოვ­რობს, მე­ო­რე მგო­ნი სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტი უნდა იყოს და ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის მი­და­მო­ებ­ში და­ი­ა­რე­ბა. თუმ­ცა, საქ­მე რომ ცოტა უფრო რთუ­ლა­დაა, დღეს დავ­რწმუნ­დი.

დი­ლით ვჯდე­ბი ტაქსში. ტაქ­სის­ტი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლად მე­სალ­მე­ბა, "რო­გორ ბრძან­დე­ბით ბა­ტო­ნო და­ვით" და ა.შ. თან რა­დიო აქვს ჩარ­თუ­ლი ხმა­მაღ­ლა, აშ­კა­რად "ობი­ექ­ტი­ვი", სა­დაც იმ მო­მენ­ტის­თვის არის რეზო ამა­შუ­კე­ლის სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩარ­თვა, ჰოდა, და­ვი­ძა­რით თუ არა, დიდ­მა პო­ეტ­მა ჯერ ალა­სა­ნია და­ლან­ძღა უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით, მერე ირაკ­ლი ვა­ჭა­რა­ძე გა­მო­ა­ცხა­და ამე­რი­კის ელ­ჩად – ეგაა რე­ა­ლუ­რი ელჩი და არა ნორ­ლან­დიო, მერე გა­და­ვი­და ზო­გა­დად რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ა­ზე, მერე მის­დგა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლებს, მერე არც უსუ­ფაშ­ვი­ლი და­ინ­დო და ბო­ლოს თინა ხი­და­შე­ლიც მი­ა­ყო­ლა. ეს ჩემი მძღო­ლი კი უს­მენს კმა­ყო­ფი­ლე­ბით, ში­გა­და­შიგ იღი­მე­ბა და სა­ხე­ზე აწე­რია "მიდი-მი­ა­წე­ქი." მეც ჩუ­მად ვზი­ვარ და ვე­ლო­დე­ბი, ჩემი გი­ნე­ბის ჯერი რო­დის მოვა (არ ვუ­გი­ნე­ბი­ვარ თუ რა?), მა­ინ­ტე­რე­სებს მძღო­ლის რე­აქ­ცია რა იქ­ნე­ბა.

თუმ­ცა ამ­ჯე­რად ამა­შუ­კე­ლის რის­ხვას პი­როვ­ნუ­ლად გა­დავ­რჩი და ასე, რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის ლან­ძღვა-გი­ნე­ბის აკომ­პა­ნი­მენ­ტით მი­ვაღ­წიე და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე. მძღო­ლი ცო­ტას მე­ჭი­და­ვა, ჩაბ­რძან­დით, არ გინ­დათ გა­დახ­დაო, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც გა­მო­მარ­თვა დიდი მად­ლო­ბე­ბით.

ახლა, რა მო­რა­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ტა­ნოთ აქე­დან? ჩე­მის აზ­რით, არც არა­ნა­ი­რი. რო­გორც მარ­თლა დიდი პო­ე­ტი ამ­ბობს: "Их либе жизнь и обожаю хаос", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"რესპუბლიკელების" ლანძღვა-გინების აკომპანიმენტით მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე - რა შეემთხვა ზურაბიშვილს ტაქსით მგზავრობისას

"რესპუბლიკელების" ლანძღვა-გინების აკომპანიმენტით მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე - რა შეემთხვა ზურაბიშვილს ტაქსით მგზავრობისას

"რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე სახალისო სტატუსს აქვეყნებს.

"საერთოდ მიჩვეული ვარ, რომ ადამიანები, რომლებიც მცნობენ, როგორც წესი, კეთილგანწყობას გამოხატავენ. სულ ორი ტიპი ვიცი, ვინც ჩემს დანახვაზე იჯაგრება და აგრესიულად გადმოდის შეტევაზე: ერთი მიშისტია და ფიქრისგორაზე ცხოვრობს, მეორე მგონი სასულიერო აკადემიის სტუდენტი უნდა იყოს და ლესელიძის ქუჩაზე და თავისუფლების მოედნის მიდამოებში დაიარება. თუმცა, საქმე რომ ცოტა უფრო რთულადაა, დღეს დავრწმუნდი.

დილით ვჯდები ტაქსში. ტაქსისტი კეთილგანწყობილად მესალმება, "როგორ ბრძანდებით ბატონო დავით" და ა.შ. თან რადიო აქვს ჩართული ხმამაღლა, აშკარად "ობიექტივი", სადაც იმ მომენტისთვის არის რეზო ამაშუკელის სატელეფონო ჩართვა, ჰოდა, დავიძარით თუ არა, დიდმა პოეტმა ჯერ ალასანია დალანძღა უშვერი სიტყვებით, მერე ირაკლი ვაჭარაძე გამოაცხადა ამერიკის ელჩად – ეგაა რეალური ელჩი და არა ნორლანდიო, მერე გადავიდა ზოგადად რესპუბლიკურ პარტიაზე, მერე მისდგა ბერძენიშვილებს, მერე არც უსუფაშვილი დაინდო და ბოლოს თინა ხიდაშელიც მიაყოლა. ეს ჩემი მძღოლი კი უსმენს კმაყოფილებით, შიგადაშიგ იღიმება და სახეზე აწერია "მიდი-მიაწექი." მეც ჩუმად ვზივარ და ველოდები, ჩემი გინების ჯერი როდის მოვა (არ ვუგინებივარ თუ რა?), მაინტერესებს მძღოლის რეაქცია რა იქნება.

თუმცა ამჯერად ამაშუკელის რისხვას პიროვნულად გადავრჩი და ასე, რესპუბლიკელების ლანძღვა-გინების აკომპანიმენტით მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე. მძღოლი ცოტას მეჭიდავა, ჩაბრძანდით, არ გინდათ გადახდაო, მაგრამ ბოლოს მაინც გამომართვა დიდი მადლობებით.

ახლა, რა მორალი შეიძლება გამოვიტანოთ აქედან? ჩემის აზრით, არც არანაირი. როგორც მართლა დიდი პოეტი ამბობს: "Их либе жизнь и обожаю хаос", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს