პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილის თქმით, პუტინი აზერბაიჯანსა და საქართველოში შემოჭრას გეგმავს
სააკაშვილის თქმით, პუტინი აზერბაიჯანსა და საქართველოში შემოჭრას გეგმავს

"სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოჭ­რის­თვის რუ­სე­თი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით აგებს გზას. ეს გზა პუ­ტინს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, უმოკ­ლეს დრო­ში და­ი­წყოს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ინ­ტერ­ვენ­ცია", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პორ­ტალ New Eastern Europe-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა მას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პოს­ტი შეს­თა­ვა­ზა. მი­უ­ხე­და­ვად ამ წი­ნა­და­დე­ბის მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბი­სა, ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე უარი თქვა. სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სურს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს. ის დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებს ორ­გა­ნი­ზე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­ზე, რო­მელ­საც შე­უძ­ლია მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი მო­ი­გოს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კარ­გავს სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას ქვე­ყა­ნა­ში და ეს აუ­ცი­ლებ­ლად და­აჩ­ქა­რებს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის თა­რიღს. სა­ა­კაშ­ვილ­მა თქვა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში შემ­დე­გი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის დაბ­რუნ­დე­ბა. ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ქარ­თვე­ლი ოლი­გარ­ქი რუ­სულ ბიზ­ნეს­თან კავ­შირ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და "ეფეს­ბეს" აგენ­ტი უწო­და.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, პუ­ტი­ნი გა­აგ­რძე­ლებს უკ­რა­ი­ნა­ზე ზე­წო­ლას, რათა მი­ი­ღოს კო­რი­დო­რი ყი­რიმ­ში. მისი აზ­რით, ზუს­ტად ეს გახ­და მი­ზე­ზი დონ­ბას­ში შე­ტა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის­თვის. სა­ა­კაშ­ვი­ლი აგ­რეთ­ვე თვლის, რომ რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას აგ­რე­სი­უ­ლი გეგ­მე­ბი აქვს სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამი­ტომ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­საჭ­რელ გზას იშე­ნებს.

სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის ბა­ზარ­ზე რუ­სე­თის მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტია. სა­ო­მა­რი ექ­სპან­სია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სრუ­ლად და­პყრო­ბის­კენ არ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი. რუ­სე­თი კონ­ტროლ­ქვეშ მო­აქ­ცევს ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ კავ­ში­რებს და მილ­სა­დე­ნებს. სა­ა­კაშ­ვი­ლის აზ­რით, სწო­რედ ამ მიზ­ნე­ბის­თვის იგე­ბა გზა და­ღეს­ტან­ში, რომ­ლის­თვი­საც რუ­სულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ სამი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­მო­ყო. სა­ა­კა­შილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამ გზის 16 კი­ლო­მეტ­რი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ივ­ლის და ამა­ზე თან­ხმო­ბა ქარ­თულ­მა მთავ­რო­ბამ გა­ნა­ცხა­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია haqqin.az-ს მი­ხედ­ვით.

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, გა­მო­ი­წე­რეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

სააკაშვილის თქმით, პუტინი აზერბაიჯანსა და საქართველოში შემოჭრას გეგმავს

სააკაშვილის თქმით, პუტინი აზერბაიჯანსა და საქართველოში შემოჭრას გეგმავს

"საქართველოში შემოჭრისთვის რუსეთი დაჩქარებული ტემპით აგებს გზას. ეს გზა პუტინს საშუალებას მისცემს, უმოკლეს დროში დაიწყოს აზერბაიჯანის ინტერვენცია", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პორტალ New Eastern Europe-სთან ინტერვიუში.

სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა მას პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოსტი შესთავაზა. მიუხედავად ამ წინადადების მომხიბვლელობისა, ქართველმა პოლიტიკოსმა თანამდებობაზე უარი თქვა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ სურს საქართველოს მოქალაქეობა შეინარჩუნოს და ქართულ პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. ის დიდ იმედებს ამყარებს ორგანიზებულ პოლიტიკურ ძალაზე, რომელსაც შეუძლია მომავალი არჩევნები მოიგოს საქართველოში.

საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი კარგავს საკუთარ პოზიციას ქვეყანაში და ეს აუცილებლად დააჩქარებს ყოფილი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების თარიღს. სააკაშვილმა თქვა, რომ ის საქართველოში შემდეგი არჩევნებისთვის დაბრუნდება. ყოფილმა პრეზიდენტმა ქართველი ოლიგარქი რუსულ ბიზნესთან კავშირში დაადანაშაულა და "ეფესბეს" აგენტი უწოდა.

სააკაშვილის თქმით, პუტინი გააგრძელებს უკრაინაზე ზეწოლას, რათა მიიღოს კორიდორი ყირიმში. მისი აზრით, ზუსტად ეს გახდა მიზეზი დონბასში შეტაკებების დაწყებისთვის. სააკაშვილი აგრეთვე თვლის, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას აგრესიული გეგმები აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანთან მიმართებაში. ამიტომ რუსეთი საქართველოში შემოსაჭრელ გზას იშენებს.

სააკაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანი ენერგორესურსების ბაზარზე რუსეთის მთავარი კონკურენტია. საომარი ექსპანსია აზერბაიჯანის სრულად დაპყრობისკენ არ იქნება მიმართული. რუსეთი კონტროლქვეშ მოაქცევს ინფრასტრუქტურულ კავშირებს და მილსადენებს. სააკაშვილის აზრით, სწორედ ამ მიზნებისთვის იგება გზა დაღესტანში, რომლისთვისაც რუსულმა სახელმწიფომ სამი მილიარდი დოლარი გამოყო. სააკაშილმა აღნიშნა, რომ ამ გზის 16 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის და ამაზე თანხმობა ქართულმა მთავრობამ განაცხადა.

მომზადებულია haqqin.az-ს მიხედვით.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, გამოიწერეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

კახა კალაძე ე.წ. ზეემკას დასახლებაში ნახევრად დაგებულ გზაზე - ადამიანების ჯგუფმა დახაზვითი სამუშაოები ჩაატარა, რომ გამოეყვანათ, როგორი უნიათოა მერია

"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ" - ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ ხაზარაძეს, ჩხარტიშვილსა და ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა

"ბავშვები არ შიმშილობენ... თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი ოპოზიციამ აშიმშილა" - "ოცნების" დეპუტატი