ვარკეთილში ახალშობილი ნაგავსაყრელზე გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ახალშობილი ერთ-ერთმა მოქალაქემ აღმოაჩინა, რომელმაც ამ ფაქტის შესახებ 112-ს აცნობა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრული პოლიციის თანამშრომლებს ახალშობილი გარდაცვლილი დახვდათ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.