კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ როგორ შოულობს ფულს - ქართველი მომღერლების ცნობილი და უცნობი შემოსავლები
ვინ როგორ შოულობს ფულს - ქართველი მომღერლების ცნობილი და უცნობი შემოსავლები

არ­სე­ბობს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში შოუ-ბიზ­ნე­სი ამა­ზე წლე­ბია და­ვო­ბენ, თით­ქოს ქვე­ყა­ნა­ში აღარც კონ­ცერ­ტე­ბი ტარ­დე­ბა, აღარც მუ­სი­კა­ლუ­რი არ­ხე­ბია და არც ქარ­თველ მომ­ღერ­ლებს უს­მენს ვინ­მე, მაგ­რამ გა­და­ცე­მე­ბი და პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი შოუ-ბიზ­ნეს­ზე ყო­ველ­თვის რე­ი­ტინ­გუ­ლია. ბოლო წლებ­ში ქარ­თულ შოუ-ბიზ­ნეს­ში მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო გა­უ­ა­რეს­და. ინ­ტე­რე­სიც და­ი­კარ­გა, თუმ­ცა არ­სე­ბო­ბენ მომ­ღერ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც შოუ-ბიზ­ნე­სის არარ­სე­ბო­ბა ხელს არ უშ­ლით.

ანრი ჯო­ხა­ძე

სკან­და­ლუ­რი ანრი ჯო­ხა­ძე მსმე­ნელს სულ ანე­ბივ­რებს ახა­ლი კლი­პე­ბით, რო­მელ­საც თა­ვად იღებს. მომ­ღე­რა­ლი, რო­მელ­მაც სა­ხე­ლი სკან­და­ლე­ბით და კონ­კურ­სებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბით გა­ით­ქვა, ბოლო წლებ­ში სკან­და­ლუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი რგო­ლე­ბის­გან თავს იკა­ვებს. მის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი კლი­პი "მი­ე­ცი", რომ­ლის ნახ­ვაც ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში 18 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვი­საა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თა­მა­მი კად­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სხვა ნა­მუ­შევ­რე­ბი­ვით პო­პუ­ლა­რუ­ლი ვერ გახ­და. მომ­ღე­რალს არ აქვს სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი და მისი ოჯა­ხის მთა­ვა­რი შე­მო­სავ­ლის წყა­რო სიმ­ღე­რაა. ანრი ჯო­ხა­ძეს ხში­რად იწ­ვე­ვენ კორ­პო­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, კონ­ცერ­ტებ­ზე რე­გი­ო­ნებ­ში, არც ერთი სა­ა­ხალ­წლო თუ სა­დღე­სას­წა­უ­ლო კონ­ცერ­ტი ანრი ჯო­ხა­ძის გა­რე­შე არ ტარ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, თავს აქე­დან მი­ღე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რით ირ­ჩენს.

ლელა წურ­წუ­მია

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ლელა წურ­წუ­მია ყვე­ლა­ზე შრო­მის­მოყ­ვა­რე მომ­ღე­რა­ლია. სა­კუ­თა­რი საქ­მე წურ­წმი­ამ ოჯა­ხურ ბიზ­ნე­სად აქ­ცია. დიდი ხა­ნია კლი­პი არ გა­და­უ­ღია და ე.წ. შავ სი­ა­შიც მოხ­ვდა, მაგ­რამ კონ­ცერ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არ უჩი­ვის. მას ხში­რად იწ­ვე­ვენ კორ­პო­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, ძა­ლი­ან უყ­ვართ ემიგ­რან­ტებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ის­რა­ელ­ში, ამე­რი­კა­ში და რუ­სეთ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზღვრებს გა­რეთ ხში­რად უწევს სიმ­ღე­რა და შე­მო­სა­ვა­ლიც სწო­რედ აქე­დან აქვს.

ნინო ჩხე­ი­ძე

ამ­ბო­ბენ, რომ მან კა­რი­ე­რა ბიზ­ნეს­მე­ნი მე­უღ­ლის წყა­ლო­ბით და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ოჯახ­თან ახ­ლობ­ლო­ბით მო­ი­წყო, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ნინო ჩხე­ი­ძე ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლია. ყვე­ლა კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ნინო არ იღებს, მას დიდი ხა­ნია აღარ გა­და­უ­ღია ახა­ლი კლი­პე­ბი. ნი­ნოს ხში­რად იწ­ვე­ვენ კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი. მას სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სიც აქვს - მა­ღა­ზია "პიერ კარ­დე­ნის" და რა­დიო "დარ­დი­მან­დის" მფლო­ბე­ლია.

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი

სკან­და­ლუ­რი ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი ბევ­რი კლი­პით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, ზარ­მა­ციც არის, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, მუდ­მი­ვად ხვდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ის თა­მამ ნა­ბი­ჯებს არ ერი­დე­ბა, ნი­ნას ახა­ლი კლი­პი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­ვი­და. იშ­ვი­ა­თად შეხ­ვდე­ბით ქალს, რო­მე­ლიც თა­ვის ნა­მუ­შე­ვარ­ში მე­ო­რე ლა­მაზ მან­დი­ლო­სანს მი­ა­ღე­ბი­ნებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მაგ­რამ ნი­ნამ ამ მხრი­ვაც და­არ­ღვია სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და კლიპ­ში შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი გა­და­ი­ღო. შო­რე­ნას და ნი­ნას კლიპს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, მას ლეს­ბო კლი­პი შე­არ­ქვეს. ცნო­ბი­ლია, რომ ნი­ნას მდი­და­რი მამა ჰყავს, რო­მე­ლიც შვილს ფი­ნან­სუ­რად ხში­რად ეხ­მა­რე­ბა, ნინა ასე­ვე მღე­რის კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზე და ტე­ლე­წამ­ყვა­ნია "მა­რა­ო­ზე". მომ­ღე­რალს სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი სცე­ნი­დან და ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან აქვს.

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლია. ახალ სიმ­ღე­რებს და კლი­პებს იშ­ვი­ა­თად აკე­თებს, თუმ­ცა ბოლო დროს ამ მხრივ გა­აქ­ტი­ურ­და. ნი­ნის შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­რო სიმ­ღე­რაა, მას ხში­რად იწ­ვე­ვენ კონ­ცერ­ტებ­ზე, ასე­ვე თა­კოს­თან და ქრის­ტი­ნეს­თან ერ­თად მღე­რის სხვა­დას­ხვა კლუბ­ში. ცოტა ხნის წინ, ნი­ნიმ კახა კუ­ხი­ა­ნი­ძეს­თან ერ­თად მუ­სი­კა­ლუ­რი სტუ­დი­აც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა და სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას ბავ­შვებს უზი­ა­რებს. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" წინა სე­ზონ­ზე ის "იმედ­ში" მუ­შა­ობ­და, ორ­სუ­ლო­ბის დროს კი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ჟი­უ­რი­ში იყო და მისი შე­მო­სავ­ლის წყა­როც "რუს­თა­ვი 2" იყო სიმ­ღე­რას­თან ერ­თად.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ვინ როგორ შოულობს ფულს - ქართველი მომღერლების ცნობილი და უცნობი შემოსავლები

ვინ როგორ შოულობს ფულს - ქართველი მომღერლების ცნობილი და უცნობი შემოსავლები

არსებობს თუ არა საქართველოში შოუ-ბიზნესი ამაზე წლებია დავობენ, თითქოს ქვეყანაში აღარც კონცერტები ტარდება, აღარც მუსიკალური არხებია და არც ქართველ მომღერლებს უსმენს ვინმე, მაგრამ გადაცემები და პუბლიკაციები შოუ-ბიზნესზე ყოველთვის რეიტინგულია. ბოლო წლებში ქართულ შოუ-ბიზნესში მდგომარეობა უფრო გაუარესდა. ინტერესიც დაიკარგა, თუმცა არსებობენ მომღერლები, რომლებსაც შოუ-ბიზნესის არარსებობა ხელს არ უშლით.

ანრი ჯოხაძე

სკანდალური ანრი ჯოხაძე მსმენელს სულ ანებივრებს ახალი კლიპებით, რომელსაც თავად იღებს. მომღერალი, რომელმაც სახელი სკანდალებით და კონკურსებზე გამარჯვებით გაითქვა, ბოლო წლებში სკანდალური მუსიკალური რგოლებისგან თავს იკავებს. მის მიერ გადაღებული კლიპი "მიეცი", რომლის ნახვაც ინტერნეტ სივრცეში 18 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვისაა შესაძლებელი, თამამი კადრების მიუხედავად, სხვა ნამუშევრებივით პოპულარული ვერ გახდა. მომღერალს არ აქვს საკუთარი ბიზნესი და მისი ოჯახის მთავარი შემოსავლის წყარო სიმღერაა. ანრი ჯოხაძეს ხშირად იწვევენ კორპორატიულ ღონისძიებებზე, კონცერტებზე რეგიონებში, არც ერთი საახალწლო თუ სადღესასწაულო კონცერტი ანრი ჯოხაძის გარეშე არ ტარდება. შესაბამისად, თავს აქედან მიღებული ჰონორარით ირჩენს.

ლელა წურწუმია

შეიძლება ითქვას, ლელა წურწუმია ყველაზე შრომისმოყვარე მომღერალია. საკუთარი საქმე წურწმიამ ოჯახურ ბიზნესად აქცია. დიდი ხანია კლიპი არ გადაუღია და ე.წ. შავ სიაშიც მოხვდა, მაგრამ კონცერტების ნაკლებობას არ უჩივის. მას ხშირად იწვევენ კორპორატიულ ღონისძიებებზე, ძალიან უყვართ ემიგრანტებს, განსაკუთრებით კი ისრაელში, ამერიკაში და რუსეთში. შესაბამისად, საზღვრებს გარეთ ხშირად უწევს სიმღერა და შემოსავალიც სწორედ აქედან აქვს.

ნინო ჩხეიძე

ამბობენ, რომ მან კარიერა ბიზნესმენი მეუღლის წყალობით და ვანო მერაბიშვილის ოჯახთან ახლობლობით მოიწყო, მაგრამ ფაქტია, რომ ნინო ჩხეიძე ყველაზე გაყიდვადი ქართველი მომღერალია. ყველა კონცერტში მონაწილეობას ნინო არ იღებს, მას დიდი ხანია აღარ გადაუღია ახალი კლიპები. ნინოს ხშირად იწვევენ კორპორატიულ საღამოებზე, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში მცხოვრები ქართველები. მას საკუთარი ბიზნესიც აქვს - მაღაზია "პიერ კარდენის" და რადიო "დარდიმანდის" მფლობელია.

ნინა წკრიალაშვილი

სკანდალური ნინა წკრიალაშვილი ბევრი კლიპით არ გამოირჩევა, ზარმაციც არის, მაგრამ ამის მიუხედავად, მუდმივად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ის თამამ ნაბიჯებს არ ერიდება, ნინას ახალი კლიპი რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. იშვიათად შეხვდებით ქალს, რომელიც თავის ნამუშევარში მეორე ლამაზ მანდილოსანს მიაღებინებს მონაწილეობას, მაგრამ ნინამ ამ მხრივაც დაარღვია სტერეოტიპები და კლიპში შორენა ბეგაშვილი გადაიღო. შორენას და ნინას კლიპს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მას ლესბო კლიპი შეარქვეს. ცნობილია, რომ ნინას მდიდარი მამა ჰყავს, რომელიც შვილს ფინანსურად ხშირად ეხმარება, ნინა ასევე მღერის კორპორატიულ საღამოებზე და ტელეწამყვანია "მარაოზე". მომღერალს საკუთარი შემოსავალი სცენიდან და ტელევიზიიდან აქვს.

ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი ყველაზე პოპულარული ქართველი მომღერალია. ახალ სიმღერებს და კლიპებს იშვიათად აკეთებს, თუმცა ბოლო დროს ამ მხრივ გააქტიურდა. ნინის შემოსავლის ძირითადი წყარო სიმღერაა, მას ხშირად იწვევენ კონცერტებზე, ასევე თაკოსთან და ქრისტინესთან ერთად მღერის სხვადასხვა კლუბში. ცოტა ხნის წინ, ნინიმ კახა კუხიანიძესთან ერთად მუსიკალური სტუდიაც ჩამოაყალიბა და საკუთარ გამოცდილებას ბავშვებს უზიარებს. "ცეკვავენ ვარსკვლავების" წინა სეზონზე ის "იმედში" მუშაობდა, ორსულობის დროს კი "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიში იყო და მისი შემოსავლის წყაროც "რუსთავი 2" იყო სიმღერასთან ერთად.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება