სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ძალიან ახლოს ვიცნობდი ბატონ იურის" - რას ამბობს ქვეყნის პრემიერი იური ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტზე
"მე ძალიან ახლოს ვიცნობდი ბატონ იურის" - რას ამბობს ქვეყნის პრემიერი იური ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო მის ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს კი­დევ ერთხელ უსამ­ძიმ­რებს. კო­მენ­ტა­რი მომ­ხდარ­ზე პრე­მი­ერ­მა და­ვოს­ში გა­ა­კე­თა, სა­დაც მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მთე­ლი მისი ყუ­რა­დღე­ბა მი­მარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე. "რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მძი­მე იყო იმ ამ­ბის მოს­მე­ნა, რო­მე­ლიც ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად შე­ვი­ტყვეთ. ეს არის მარ­თლაც შემ­ზა­რა­ვი, შო­კის­მომ­გვრე­ლი ფაქ­ტი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის და პი­რა­დად ჩემ­თვის, ვი­ნა­ი­დან მე ძა­ლი­ან ახ­ლოს ვიც­ნობ­დი ბა­ტონ იუ­რის. არ მინ­და მოვ­ლე­ნებს და­ვას­წრო, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საკ­მა­ოდ გა­ი­წე­ლა მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად ბო­ლომ­დე არის მიყ­ვა­ნი­ლი გა­მო­ძი­ე­ბა", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მომ­ხდა­რის სწრა­ფად გა­მო­ძი­ე­ბის­კენ კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ მიზ­ნით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო. "მო­ვუ­წო­დებ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად გა­მო­ი­ძი­ონ აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა და სწრა­ფად და­ას­რუ­ლონ ზურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"მე ძალიან ახლოს ვიცნობდი ბატონ იურის" - რას ამბობს ქვეყნის პრემიერი იური ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტზე

"მე ძალიან ახლოს ვიცნობდი ბატონ იურის" - რას ამბობს ქვეყნის პრემიერი იური ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს. კომენტარი მომხდარზე პრემიერმა დავოსში გააკეთა, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთელი მისი ყურადღება მიმართულია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. "რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო იმ ამბის მოსმენა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად შევიტყვეთ. ეს არის მართლაც შემზარავი, შოკისმომგვრელი ფაქტი თითოეული ჩვენგანისთვის და პირადად ჩემთვის, ვინაიდან მე ძალიან ახლოს ვიცნობდი ბატონ იურის. არ მინდა მოვლენებს დავასწრო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გაიწელა მისი შვილის მკვლელობის გამოძიება, პრაქტიკულად ბოლომდე არის მიყვანილი გამოძიება", - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცავებს მომხდარის სწრაფად გამოძიებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ მიზნით მობილიზებულია პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. "მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული სასტიკი მკვლელობა და სწრაფად დაასრულონ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა