პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით 30-მდე პირია დაკითხული
იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით 30-მდე პირია დაკითხული

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტა­პის­თვის იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით და­კი­თხუ­ლია 30-მდე პირი. ამის შე­სა­ხებ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენ­ტი­დან უწყვეტ რე­ჟიმ­ში ატა­რებს ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბელ სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბებს მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის და­სად­გე­ნად.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და თა­ნაგ­რძნო­ბას უცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით, რაც გუ­ლის­ხმობს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც გან­ზრახ უქ­მნის საფრ­თხეს სხვა­თა სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას.

გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე სწრა­ფი და ეფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად შე­იქ­მნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლი­სა და შიდა ქარ­თლის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი ი.ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენ­ტი­დან უწყვეტ რე­ჟიმ­ში ატა­რებს ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბელ სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბებს მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის და­სად­გე­ნად. გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლია შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლი ი. ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გვა­მი, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან და გვა­მი­დან აღე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ნი­მუ­შე­ბი, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლია გარ­დაც­ვლი­ლის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა, და­ნიშ­ნუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი ი.ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის სა­ხე­ო­ბის, მო­დე­ლის და მდე­ბა­რე­ო­ბის, ასე­ვე საქ­მის სხვა ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის და­სად­გე­ნად. ამ ეტა­პის­თის საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით და­კი­თხუ­ლია 30-მდე პირი. მი­უ­ხე­და­ვად მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთხოვთ, გა­გე­ბით მო­ე­კი­დონ იმ ფაქტს, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამ ეტაპ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ მომ­ხდა­რის შე­საძ­ლო სა­გა­მო­ძი­ე­ბო ვერ­სი­ებ­სა და საქ­მის გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებ­ზე, ვი­ნა­ი­დან ამან შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი. ამ ეტაპ­ზე შეგ­ვიძ­ლია მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით ვთქვათ, რომ ი.ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი უნდა გამ­ხდა­რი­ყო ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, თუმ­ცა გა­დაჭ­რით აღ­ნიშ­ნულ­ზე, ასე­ვე სხვა დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ყვე­ლა ექ­სპერ­ტი­ზის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, რომ­ლის შე­დე­გებ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გა­აც­ნობს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. საქ­მე­ზე ამ ეტაპ­ზე ინ­ტენ­სი­უ­რად გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა", - ნათ­ქვა­მია მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით 30-მდე პირია დაკითხული

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით 30-მდე პირია დაკითხული

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით დაკითხულია 30-მდე პირი. ამის შესახებ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო ჯგუფი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების მომენტიდან უწყვეტ რეჟიმში ატარებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს მომხდარი შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად.

"საქართველოს მთავარი პროკურატურა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

გამოძიების დაწყებისთანავე სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლების მონაწილეობით. საგამოძიებო ჯგუფი ი.ვაზაგაშვილის გარდაცვალების მომენტიდან უწყვეტ რეჟიმში ატარებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს მომხდარი შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. გამოძიების ამ ეტაპზე დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი, გარდაცვლილი ი. ვაზაგაშვილის გვამი, შემთხვევის ადგილიდან და გვამიდან აღებულია შესაბამისი ნიმუშები, დათვალიერებულია გარდაცვლილის კუთვნილი ავტომანქანა, დანიშნულია სხვადასხვა სახის აუცილებელი ექსპერტიზები ი.ვაზაგაშვილის გარდაცვალების მიზეზის, ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობის, მოდელის და მდებარეობის, ასევე საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. ამ ეტაპისთის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულია 30-მდე პირი. მიუხედავად მაღალი ინტერესისა, საზოგადოებას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდონ იმ ფაქტს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ მომხდარის შესაძლო საგამოძიებო ვერსიებსა და საქმის გარკვეულ დეტალებზე, ვინაიდან ამან შეიძლება დააზიანოს გამოძიების ინტერესები. ამ ეტაპზე შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვთქვათ, რომ ი.ვაზაგაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა გამხდარიყო ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად მიყენებული დაზიანებები, თუმცა გადაჭრით აღნიშნულზე, ასევე სხვა დეტალებზე საუბარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ ყველა ექსპერტიზის დასრულების შემდგომ, რომლის შედეგებსაც პროკურატურა დასრულებისთანავე გააცნობს საზოგადოებას. საქმეზე ამ ეტაპზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ