პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უბნები თბილისში, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ელის - გეომორფოლოგი დედაქალაქში მოსალოდნელ საფრთხეებზე
უბნები თბილისში, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ელის - გეომორფოლოგი დედაქალაქში მოსალოდნელ საფრთხეებზე

თბი­ლის­ში, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე (ყო­ფი­ლი ელ­ბა­ქი­ძის დაღ­მარ­თი) მომ­ხდარ­მა შემ­თხვე­ვამ, სა­დაც მან­ქა­ნის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი ჩა­მო­ინ­გრა, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ელ­ბა­ქი­ძის აღ­მარ­თი მან­ქა­ნე­ბით საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი მო­ნაკ­ვე­თია და სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, რომ გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის ჩა­მონ­გრე­ვას მსხვერ­პლის გა­რე­შე არ ჩა­ევ­ლო.

კი­დევ არის თუ არა სხვა ად­გი­ლე­ბი თბი­ლის­ში, რომ­ლე­ბიც პო­ტენ­ცი­უ­რად იგი­ვე საფრ­თხეს ატა­რე­ბენ, ამ თე­მა­ზე გე­ო­მორ­ფო­ლო­გი მე­რაბ გონ­გა­ძე გვე­სა­უბ­რა.

"იმის გამო, რომ თბი­ლი­სი რე­ლი­ე­ფუ­რი ქა­ლა­ქია, ქვა­ბუ­ლია, ყო­ველ­თვის მი­დის ფერ­დო­ბებ­თან მუ­შა­ო­ბა, რაც იწ­ვევს სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბებს, ანუ გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი ის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბია, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქის ქვეშ გა­დის. გან­სა­კუთ­რე­ბით წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­სე­ბურ დარ­ღვე­ვებს იწ­ვევს.

წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბე­ბი და კა­ნა­ლი­ზა­ცი­ე­ბი, სა­დაც არის გა­ჟონ­ვე­ბი, იწ­ვე­ვენ სწო­რედ გრუნ­ტე­ბის გა­მო­რე­ცხვას. ამას ემა­ტე­ბა ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი გრუნ­ტის წყლე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის რე­გი­ო­ნებ­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. ელ­ბა­ქი­ძის აღ­მარ­თიც, სა­დაც ნა­ყა­რი მიწა იყო, ჩა­მო­ი­შა­ლა. იქ წყა­ლი ჟო­ნავ­და და მოხ­და ნი­ა­და­გის გა­მო­რე­ცხვა, ეს არის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი. სა­დაც ბა­დე­ე­ბია გა­კე­თე­ბუ­ლი, ეს არის დრო­ე­ბი­თი შე­ჩე­რე­ბა, ამო­ივ­სე­ბა მა­სით და ახა­ლი ბა­დის გა­კე­თე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. ასე­თი მო­წყვლა­დი ად­გი­ლე­ბი მუდ­მი­ვად მო­ი­თხოვს ყუ­რა­დღე­ბა­სა და დაკ­ვირ­ვე­ბას, ის მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის ქვეშ უნდა იყოს.

ძა­ლი­ან რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა სო­ლო­ლა­კის ხევ­სა და წყნე­თის­კენ მიმვალ მე­წყრულ სა­ფე­ხურ­ზე, მთაწ­მინ­დის პან­თე­ო­ნი­დან ქვე­მოთ. 1974-ში მო­წყდა ვე­ე­ბერ­თე­ლა მასა, იმის გამო, რომ მი­დი­ო­და წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის თხრი­ლის გაჭ­რა, ამან გა­მო­იწ­ვია დარ­ღვე­ვა გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი წო­ნას­წო­რო­ბი­სა, მო­წყდა უზარ­მა­ზა­რი მასა და და­ი­ღუპ­ნენ ის მუ­შე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ მუ­შა­ობ­დნენ. 2003 წელს, იმა­ვე ქუ­ჩა­ზე, ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურს სა­დაც აშე­ნებ­დნენ, იქაც მო­წყდა მიწა და კი­დევ ოთხი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ამ ჩა­მოჭ­რებ­მა გა­მო­იწ­ვი­ეს ამოძ­რა­ვე­ბა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ, სა­ჭი­როა მცე­ნა­რე­უ­ლი სა­ფა­რი გა­ვა­შე­ნოთ მოჭ­რილ ფერ­დო­ბებ­თან, რომ შე­ა­კა­ვოს ეს პრო­ცე­სე­ბი. ეს არის ყვე­ლა­ზე ნა­ყო­ფი­ე­რი გა­მო­სა­ვა­ლი.

დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვე საფრ­თხე არის ვე­რის ხე­ო­ბა­ში; მთაწ­მინ­და­ზე; თა­მარ მე­ფის გამ­ზირ­ზე, ცირ­კის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს; ვარ­კე­თი­ლის მე­სა­მე მა­სივ­ში, რო­გო­რიც აქამ­დე იყო ელ­ბა­ქი­ძის აღ­მარ­თზე და იქაც ყვე­ლა­ფე­რი კა­პი­ტა­ლურ სა­მუ­შა­ო­ებს სა­ჭი­რო­ებს.

ჩემი რე­კო­მენ­და­ცია იქ­ნე­ბა, რომ ცოტა გამ­კაცრ­დეს სა­კი­თხი ქე­დის მოჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე უთავ­ბო­ლოდ მოვ­ჭრათ ქედი, არ შე­იძ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მე­რაბ გონ­გა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლის­ში, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე (ყო­ფი­ლი ელ­ბა­ქი­ძის დაღ­მარ­თი) მიმ­დი­ნა­რე აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მარ­შრუ­ტი დრო­ე­ბით შე­იც­ვა­ლა.

იხი­ლეთ| რო­გორ შეც­ვლის ელ­ბა­ქი­ძე­ზე გზის ჩა­მონ­გრე­ვა თბი­ლის­ში სატ­რან­სპორ­ტო მარ­შრუტს - გადაადგი­ლე­ბის ახა­ლი სქე­მა

გი­ორ­გი ხარ­ში­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

უბნები თბილისში, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ელის - გეომორფოლოგი დედაქალაქში მოსალოდნელ საფრთხეებზე

უბნები თბილისში, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ელის - გეომორფოლოგი დედაქალაქში მოსალოდნელ საფრთხეებზე

თბილისში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) მომხდარმა შემთხვევამ, სადაც მანქანის სავალი ნაწილი ჩამოინგრა, მოსახლეობაში შეშფოთება გამოიწვია. ელბაქიძის აღმართი მანქანებით საკმაოდ დატვირთული მონაკვეთია და სრულიად შესაძლებელი იყო, რომ გზის სავალი ნაწილის ჩამონგრევას მსხვერპლის გარეშე არ ჩაევლო.

კიდევ არის თუ არა სხვა ადგილები თბილისში, რომლებიც პოტენციურად იგივე საფრთხეს ატარებენ, ამ თემაზე გეომორფოლოგი მერაბ გონგაძე გვესაუბრა.

"იმის გამო, რომ თბილისი რელიეფური ქალაქია, ქვაბულია, ყოველთვის მიდის ფერდობებთან მუშაობა, რაც იწვევს სხვადასხვა გართულებებს, ანუ გრავიტაციული პროცესების განვითარებას. კიდევ ერთი ფაქტორი ის კომუნიკაციებია, რომლებიც  ქალაქის ქვეშ გადის. განსაკუთრებით წყალგაყვანილობა, რომელიც  თავისებურ დარღვევებს იწვევს.

წყალგაყვანილობები და კანალიზაციები, სადაც არის გაჟონვები, იწვევენ სწორედ გრუნტების გამორეცხვას. ამას ემატება ძალიან აგრესიული გრუნტის წყლები, რომლებიც თბილისის რეგიონებში ძალიან აქტიურად არის განვითარებული. ელბაქიძის აღმართიც, სადაც ნაყარი მიწა იყო, ჩამოიშალა. იქ წყალი ჟონავდა და მოხდა ნიადაგის გამორეცხვა, ეს არის მთავარი მიზეზი. სადაც ბადეებია გაკეთებული, ეს არის დროებითი შეჩერება, ამოივსება მასით და ახალი ბადის გაკეთება იქნება საჭირო. ასეთი მოწყვლადი ადგილები მუდმივად მოითხოვს ყურადღებასა და დაკვირვებას, ის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს.

ძალიან რთული სიტუაციაა სოლოლაკის ხევსა და წყნეთისკენ მიმვალ მეწყრულ საფეხურზე, მთაწმინდის პანთეონიდან ქვემოთ. 1974-ში მოწყდა ვეებერთელა მასა, იმის გამო, რომ მიდიოდა წყალგაყვანილობის თხრილის გაჭრა, ამან გამოიწვია დარღვევა გრავიტაციული წონასწორობისა, მოწყდა უზარმაზარი მასა და დაიღუპნენ ის მუშები, რომლებიც აქ მუშაობდნენ. 2003 წელს, იმავე ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურს სადაც აშენებდნენ, იქაც მოწყდა მიწა და კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ამ ჩამოჭრებმა გამოიწვიეს ამოძრავება.

ეს ყველაფერი რომ თავიდან ავიცილოთ, საჭიროა მცენარეული საფარი გავაშენოთ მოჭრილ ფერდობებთან, რომ შეაკავოს ეს პროცესები. ეს არის ყველაზე ნაყოფიერი გამოსავალი.

დღეს, დაახლოებით ისეთივე საფრთხე არის ვერის ხეობაში; მთაწმინდაზე; თამარ მეფის გამზირზე, ცირკის მოპირდაპირე მხარეს; ვარკეთილის მესამე მასივში, როგორიც აქამდე იყო ელბაქიძის აღმართზე და იქაც ყველაფერი კაპიტალურ სამუშაოებს საჭიროებს.

ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ ცოტა გამკაცრდეს საკითხი ქედის მოჭრასთან დაკავშირებით, ასე უთავბოლოდ მოვჭრათ ქედი, არ შეიძლება", - განაცხადა მერაბ გონგაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით შეიცვალა.

იხილეთ| როგორ შეცვლის ელბაქიძეზე გზის ჩამონგრევა თბილისში სატრანსპორტო მარშრუტს - გადაადგილების ახალი სქემა

გიორგი ხარშილაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"