ოქროყანის გზაზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავარიის შედეგად 19 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან აცნობეს, "მიცუბიშის" მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღო მანქანაში მსხდომმა ოთხმა მგზავრმა. რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ.