მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ჯაბუა: გერლფრენდ-ბოიფრენდობის ინსტიტუტს დადებითად ვუყურებ
მაია ჯაბუა: გერლფრენდ-ბოიფრენდობის ინსტიტუტს დადებითად ვუყურებ

"სხვა ქარ­თუ­ლი ოჯა­ხე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცი­ე­ბი არ გვაქვს. სამ­ზა­დი­სი ამ დღე­სას­წა­უ­ლის­თვის ნაძ­ვის ხის მორ­თვით იწყე­ბა, მე და ჩემი უმ­ცრო­სი შვი­ლი ნი­კუ­შა ერ­თად ვა­წყობთ ნაძ­ვის ხეს და ყო­ველ წელს ახალ მო­სარ­თავს ვა­მა­ტებთ, ვუ­წერთ წე­რილს თოვ­ლის ბა­ბუ­ას და კონ­ვერ­ტით ვდებთ ნაძ­ვის ხეს­თან. თან, მთე­ლი წელი მე­კი­თხე­ბა, მარ­თლა არ­სე­ბობს თოვ­ლის ბა­ბუო, მეც ვპა­სუ­ხობ, არ­სე­ბობს მათ­თვის, ვი­საც მისი სჯე­რა, ჰოდა, მე მჯე­რაო, - ამ­ბობს (იცი­ნის).

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­რე­უ­ლოს, არა­ფე­რი ორი­გი­ნა­ლუ­რი, ინ­და­უ­რი, სა­ცი­ვი, გო­ზი­ნა­ყი ჩვენ­თა­ნაც კეთ­დე­ბა. ტრა­დი­ცი­აა ის, რომ თით­ქმის ყვე­ლა ახალ წელს ბავ­შვე­ბი კონ­ცერ­ტზე მიმ­ყავს, ხან ვას­წრებთ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას და ახა­ლი წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას სახ­ლში ვხვდე­ბით, ხან - ვერა, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ერ­თად ვართ და სა­დაც მოგ­ვი­წევს იმ დროს ყოფ­ნა, იქ ვე­გე­ბე­ბით ახალ წელს. მა­გა­ლი­თად, შარ­შან მე და ეკა კა­ხი­ანს შვი­ლებ­თან ერ­თად ძველ მე­რი­ას­თან, დიდ ნაძ­ვის ხეს­თან მოგ­ვი­წია ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რამ, გა­ვა­ჩე­რეთ მან­ქა­ნა და ბავ­შვე­ბი ისე გა­ერ­თნენ, რომ მარ­თლა გა­მორ­ჩე­უ­ლად და­მა­მახ­სოვ­რდა", - გვი­თხრა მაია ჯა­ბუ­ამ, რო­მელ­თა­ნაც ინ­ტერ­ვიუ ტრა­დი­ცი­ე­ბის თე­მა­ზე ჩავ­წე­რეთ.

- ვერ ვი­ტყვი, მა­ინ­ცდა­მა­ინც ტრა­დი­ცი­ე­ბის მიმ­დე­ვა­რი ვარ, ზოგი ტრა­დი­ცია მომ­წონს, ზოგი - არა. სუფ­რის ტრა­დი­ცია, თა­მა­და, გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი, დი­დად არ მხიბ­ლავს, ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლი და მო­სა­წყე­ნია. სი­მარ­თლე გი­თხრა, ასეთ სუფ­რა­ზე კარ­გა ხა­ნია არ ვყო­ფილ­ვარ, თუმ­ცა კი ბევრ ისეთ სა­ინ­ტე­რე­სო სუფ­რა­ზე ვარ მოხ­ვედ­რი­ლი, რო­მე­ლიც ალ­ბათ სა­მუ­და­მოდ მეხ­სო­მე­ბა. გა­აჩ­ნია იმა­საც, რა სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­იკ­რი­ბე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო ხალ­ხთან ყვე­ლა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სოა.

- მე­ზობ­ლო­ბის ინ­სტი­ტუტ­ზე გკი­თხავთ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო ჩვენს ქა­ლაქ­ში, მაგ­რამ თით­ქოს იკარ­გე­ბა.

- ამ ინ­სტი­ტუტს თა­ვი­სი ხიბ­ლი ჰქონ­და, მე ისეთ სახ­ლში გა­ვი­ზარ­დე, რო­მელ­საც უზარ­მა­ზა­რი ეზო და სტა­დი­ო­ნი ჰქონ­და, მთე­ლი უბა­ნი ჩვენს ეზო­ში იკ­რი­ბე­ბო­და და უსას­რუ­ლოდ ვთა­მა­შობ­დით. დღეს აშე­ნე­ბენ უდი­დეს კორ­პუ­სებს და ძა­ლი­ან პა­ტა­რა ად­გი­ლიც კი არაა იმის­თვის, რომ ბავ­შვმა ითა­მა­შოს. ჩვენს დროს ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობ­დით, მეტი სიმ­შვი­დე და მეტი თა­ნად­გო­მა იყო, და­ცუ­ლე­ბიც ვი­ყა­ვით, დღეს კი ხალ­ხი თით­ქოს უფრო მე­ტად ჩა­ი­კე­ტა, თბი­ლი­სი აღარ არის ისე­თი, რო­გო­რიც იყო, გარ­და ამი­სა, გა­ი­ზარ­და მო­სახ­ლე­ო­ბა, ბევ­რი შე­მო­ე­მა­ტა ქა­ლაქს და ნელ-ნელა ხალ­ხი გა­უ­ცხოვ­და, ერ­თმა­ნეთს აღარ იც­ნო­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, მე­ზობ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბაც აღარ არის ისე­თი.

- ქალ­ბა­ტო­ნო მაია, თქვენ­თვის ოჯ­ახის უფ­რო­სო­ბა რას ნიშ­ნავს?

- ჩვენს ოჯახ­ში ასე­თი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და იერ­არ­ქია არ დაგ­ვი­წე­სე­ბია. ძა­ლი­ან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ოჯა­ხი გვაქვს, ერ­თი­მე­ო­რის აზრს ვის­მენთ, ერ­თად ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და მშვი­დო­ბი­ა­ნად ვა­ხერ­ხებთ ურ­თი­ერ­თო­ბას.

- რაც შე­ე­ხე­ბა გერლფ­რენდ-ბო­იფ­რენ­დის ინ­სტი­ტუტს…...

- ნიშ­ნო­ბა, ხე­ლის თხო­ვა, გა­და­პა­ტი­ჟე­ბა-გად­მო­პა­ტი­ჟე­ბა არას­დროს მომ­წონ­და, თუმ­ცა ვინც ამას იცავ­და, არ გან­ვი­კი­თხავ­დი. არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე რომ დავ­მდგა­რი­ყა­ვი, ამ ყვე­ლა­ფერს ავე­რი­დე­ბო­დი. ქორ­წი­ლებ­ზეც არ ვგიჟ­დე­ბი. ყო­ველ­თვის ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და, ახალ­გაზ­რდო­ბა­შიც და ახ­ლაც, პომ­პე­ზუ­რო­ბა არ მომ­წონს. ვი­ღა­ცას უყ­ვარს, ოც­ნე­ბობს თეთრ კა­ბა­ზე და უნდა ჰქონ­დეს კი­დეც, ვი­საც რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია ქორ­წი­ლი, ისე­თი უნდა ჰქონ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა გერლფ­რენდ-ბო­იფ­რენ­დის ინ­სტი­ტუტს, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან ნორ­მა­ლუ­რი და ორ­გა­ნუ­ლია, ჩემი აზ­რით, კარ­გად უნდა იც­ნობ­დე ადა­მი­ანს, ზუს­ტად უნდა იცო­დე, რომ ამ ადა­მი­ან­თან გინ­და ცხოვ­რე­ბა და მერე უნდა გა­დად­გა ეს ნა­ბი­ჯი. ოჯა­ხი ძა­ლი­ან რთუ­ლია, ცხოვ­რე­ბა ბევრ გა­მოც­დას გვიმ­ზა­დებს, ამი­ტომ შენ გვერ­დით მყოფ ადა­მი­ან­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა იყო. მარ­ტო სიყ­ვა­რუ­ლი საკ­მა­რი­სი არ არის. არა­ვის არა­ფერს მო­ვუ­წო­დებ, მაგ­რამ მე ამ ინ­სტი­ტუტს და­დე­ბი­თად ვუ­ყუ­რებ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

მაია ჯაბუა: გერლფრენდ-ბოიფრენდობის ინსტიტუტს დადებითად ვუყურებ

მაია ჯაბუა: გერლფრენდ-ბოიფრენდობის ინსტიტუტს დადებითად ვუყურებ

''სხვა ქართული ოჯახებისგან განსხვავებული და გამორჩეული საახალწლო ტრადიციები არ გვაქვს. სამზადისი ამ დღესასწაულისთვის ნაძვის ხის მორთვით იწყება, მე და ჩემი უმცროსი შვილი ნიკუშა ერთად ვაწყობთ ნაძვის ხეს და ყოველ წელს ახალ მოსართავს ვამატებთ, ვუწერთ წერილს თოვლის ბაბუას და კონვერტით ვდებთ ნაძვის ხესთან. თან, მთელი წელი მეკითხება, მართლა არსებობს თოვლის ბაბუო, მეც ვპასუხობ, არსებობს მათთვის, ვისაც მისი სჯერა, ჰოდა, მე მჯერაო, - ამბობს (იცინის).

რაც შეეხება საახალწლო სამზარეულოს, არაფერი ორიგინალური, ინდაური, საცივი, გოზინაყი ჩვენთანაც კეთდება. ტრადიციაა ის, რომ თითქმის ყველა ახალ წელს ბავშვები კონცერტზე მიმყავს, ხან ვასწრებთ სახლში დაბრუნებას და ახალი წლის შემობრძანებას სახლში ვხვდებით, ხან - ვერა, მაგრამ მთავარია, ერთად ვართ და სადაც მოგვიწევს იმ დროს ყოფნა, იქ ვეგებებით ახალ წელს. მაგალითად, შარშან მე და ეკა კახიანს შვილებთან ერთად ძველ მერიასთან, დიდ ნაძვის ხესთან მოგვიწია ახალი წლის შეხვედრამ, გავაჩერეთ მანქანა და ბავშვები ისე გაერთნენ, რომ მართლა გამორჩეულად დამამახსოვრდა'', - გვითხრა მაია ჯაბუამ, რომელთანაც ინტერვიუ ტრადიციების თემაზე ჩავწერეთ.

- ვერ ვიტყვი, მაინცდამაინც ტრადიციების მიმდევარი ვარ, ზოგი ტრადიცია მომწონს, ზოგი - არა. სუფრის ტრადიცია, თამადა, განსხვავებულები, დიდად არ მხიბლავს, ძალიან დამღლელი და მოსაწყენია. სიმართლე გითხრა, ასეთ სუფრაზე კარგა ხანია არ ვყოფილვარ, თუმცა კი ბევრ ისეთ საინტერესო სუფრაზე ვარ მოხვედრილი, რომელიც ალბათ სამუდამოდ მეხსომება. გააჩნია იმასაც, რა საზოგადოება შეიკრიბება, საინტერესო ხალხთან ყველაფერი საინტერესოა.

- მეზობლობის ინსტიტუტზე გკითხავთ, რომელიც ძალიან აქტუალური იყო ჩვენს ქალაქში, მაგრამ თითქოს იკარგება.

- ამ ინსტიტუტს თავისი ხიბლი ჰქონდა, მე ისეთ სახლში გავიზარდე, რომელსაც უზარმაზარი ეზო და სტადიონი ჰქონდა, მთელი უბანი ჩვენს ეზოში იკრიბებოდა და უსასრულოდ ვთამაშობდით. დღეს აშენებენ უდიდეს კორპუსებს და ძალიან პატარა ადგილიც კი არაა იმისთვის, რომ ბავშვმა ითამაშოს. ჩვენს დროს ყველა ერთმანეთს ვიცნობდით, მეტი სიმშვიდე და მეტი თანადგომა იყო, დაცულებიც ვიყავით, დღეს კი ხალხი თითქოს უფრო მეტად ჩაიკეტა, თბილისი აღარ არის ისეთი, როგორიც იყო, გარდა ამისა, გაიზარდა მოსახლეობა, ბევრი შემოემატა ქალაქს და ნელ-ნელა ხალხი გაუცხოვდა, ერთმანეთს აღარ იცნობენ, შესაბამისად, მეზობლების ურთიერთობაც აღარ არის ისეთი.

- ქალბატონო მაია, თქვენთვის ოჯ­ახის უფროსობა რას ნიშნავს?

- ჩვენს ოჯახში ასეთი თანამდებობები და იერარქია არ დაგვიწესებია. ძალიან დემოკრატიული ოჯახი გვაქვს, ერთიმეორის აზრს ვისმენთ, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და მშვიდობიანად ვახერხებთ ურთიერთობას.

- რაც შეეხება გერლფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტს…...

- ნიშნობა, ხელის თხოვა, გადაპატიჟება-გადმოპატიჟება არასდროს მომწონდა, თუმცა ვინც ამას იცავდა, არ განვიკითხავდი. არჩევანის წინაშე რომ დავმდგარიყავი, ამ ყველაფერს ავერიდებოდი. ქორწილებზეც არ ვგიჟდები. ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება მქონდა, ახალგაზრდობაშიც და ახლაც, პომპეზურობა არ მომწონს. ვიღაცას უყვარს, ოცნებობს თეთრ კაბაზე და უნდა ჰქონდეს კიდეც, ვისაც როგორ წარმოუდგენია ქორწილი, ისეთი უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხება გერლფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტს, ვფიქრობ, ძალიან ნორმალური და ორგანულია, ჩემი აზრით, კარგად უნდა იცნობდე ადამიანს, ზუსტად უნდა იცოდე, რომ ამ ადამიანთან გინდა ცხოვრება და მერე უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. ოჯახი ძალიან რთულია, ცხოვრება ბევრ გამოცდას გვიმზადებს, ამიტომ შენ გვერდით მყოფ ადამიანში დარწმუნებული უნდა იყო. მარტო სიყვარული საკმარისი არ არის. არავის არაფერს მოვუწოდებ, მაგრამ მე ამ ინსტიტუტს დადებითად ვუყურებ.

იხილეთ გაგრძელება

თურქი მსახიობი, რომელმაც აქამდე ცნობილი ყველა თურქი ვარსკვლავი დაჩრდილა - ვინ არის ქართველი ქალების ახალი გულთამპყრობელი აქინ აქინოზუ

10 ცნობილი ქართველი ქალი, რომელმაც სამჯერ და მეტჯერ იქორწინა

ნახევრად შიშველი მადონას ფოტოებმა სოციალური ქსელი "ააფეთქა" - ფანები ფიქრობენ, რომ 61 წლის პოპვარსკვლავმა უკანალი გაიდიდა