მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ყინვასთან დაკავშირებით "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოსახლეობას აფრთხილებს
თბილისში ყინვასთან დაკავშირებით "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოსახლეობას აფრთხილებს

კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" მი­მარ­თავს აბო­ნენ­ტებს, შე­ფუ­თონ ან და­ათ­ბუ­ნონ თა­ვი­ან­თი კუთ­ვნი­ლი წყალ­სა­დე­ნის მი­წის­ზე­და ქსე­ლე­ბი.

თბი­ლის­ში მო­სა­ლოდ­ნელ ყინ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მო­სა­ლოდ­ნელ ყინ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კომ­პა­ნია გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს პროგ­ნო­ზე­ბის ბი­უ­როს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, თბი­ლი­სელ აბო­ნენ­ტებს ხე­ლახ­ლა მი­მარ­თავს რე­კო­მენ­და­ცი­ით. კერ­ძოდ, კომ­პა­ნია თბი­ლი­სე­ლებს სთხოვს, თა­და­რი­გი და­ი­ჭი­რონ და შე­ფუ­თონ ან და­ათ­ბუ­ნონ თა­ვი­ან­თი კუთ­ვნი­ლი წყალ­სა­დე­ნის მი­წის­ზე­და ქსე­ლე­ბი, რომ­ლი­თაც მათ ონ­კა­ნამ­დე წყა­ლი მი­ე­წო­დე­ბათ. "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი", ასე­ვე თხოვ­ნით მი­მარ­თავს აბო­ნენ­ტებს, შე­ფუ­თონ ის აღ­რი­ცხვის კვან­ძე­ბი, რო­მე­ლიც და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია მათ ეზო­ებ­სა და ღია ტი­პის ნა­გე­ბო­ბებ­ში.

"ამით, კომ­პა­ნი­ის აბო­ნენ­ტე­ბი შეძ­ლე­ბენ თა­ვი­დან აი­ცი­ლონ რიგი პრობ­ლე­მე­ბი და შე­ფერ­ხე­ბე­ბი წყლის მი­წო­დე­ბა­ში, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს მი­ლებ­ში წყლის გა­ყინ­ვამ, მრი­ცხვე­ლის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლამ და ლო­კა­ლურ­მა ავა­რი­ულ­მა და­ზი­ა­ნე­ბამ მომ­ხმა­რებ­ლის კუთ­ვნილ ქსელ­ზე. მსგავ­სი ტი­პის პრობ­ლე­მებ­მა, შე­საძ­ლე­ბე­ლია არა მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი აბო­ნენ­ტე­ბის, არა­მედ მიმ­დე­ბა­რედ მცხოვ­რე­ბი სხვა აბო­ნე­ნე­ტე­ბის წყალ­მო­მა­რა­გე­ბა­შიც გა­მო­იწ­ვი­ოს შე­ფერ­ხე­ბე­ბი", _ ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, კომ­პა­ნი­ის რე­კო­მენ­და­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სურ­ვე­ლია გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და კო­მერ­ცი­უ­ლი სექ­ტო­რის იმ ნა­წილ­მა, რო­მე­ლიც ცხოვ­რობს ან საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა ისეთ კერ­ძო სახ­ლებ­ში, თბი­ლი­სურ ეზო­ებ­სა და მრა­ვალ­ბი­ნი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებ­ში, რო­მელ­საც სას­მე­ლი წყა­ლი ღია კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბით მი­ე­წო­დე­ბა და აღ­რი­ცხვის კვან­ძე­ბი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი აქვს ეზო­ებ­სა და ღია ტი­პის ნა­გე­ბო­ბებ­ში. კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლის მო­ძი­ე­ბა თბი­ლი­სე­ლებს შე­უძ­ლი­ათ "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" ვებგ­ვერ­დზე - www.georgianwater.com da feisbuqis gverdze - Georgian Water and Power - GWP LTD, Official.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ერ­მა", ზამ­თრის სე­ზო­ნის დად­გო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თბი­ლი­სელ აბო­ნენ­ტებს სარ­ე­კო­მენ­და­ციო გან­ცხა­დე­ბით პირ­ვე­ლად ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში მი­მარ­თა, რის შემ­დე­გაც თბი­ლი­სის მას­შტა­ბით 5000-ზე მეტ აბო­ნენტს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, სარ­ე­კო­მენ­და­ციო წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა.

"კომ­პა­ნი­ამ ზამ­თრის­თვის მზა­დე­ბა გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბრი­დან და­ი­წყო და ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ტექ­ნი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ა­ტა­რა. ამას­თან, კომ­პა­ნი­ამ მკაც­რი კონ­ტრო­ლი და­ა­წე­სა დე­და­ქა­ლა­ქის იმ ქუ­ჩებ­ზე, სა­დაც მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი თუ ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი ქსე­ლე­ბია და სა­დაც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ზამ­თრში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ყინ­ვი­სას თავი იჩი­ნოს ავა­რი­ულ­მა და­ზი­ა­ნე­ბებ­მა, რო­მელ­თა ოპე­რა­ტი­უ­ლად ლიკ­ვი­და­ცი­ას კომ­პა­ნი­ის ცხე­ლი ხა­ზის - 293 11 11, ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დი­სა და ვებგ­ვერ­დის ონ­ლა­ინ-ჩე­თის მეშ­ვე­ო­ბით, სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" ტექ­ნი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი", _ აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

თბილისში ყინვასთან დაკავშირებით "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოსახლეობას აფრთხილებს

თბილისში ყინვასთან დაკავშირებით "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოსახლეობას აფრთხილებს

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მიმართავს აბონენტებს, შეფუთონ ან დაათბუნონ თავიანთი კუთვნილი წყალსადენის მიწისზედა ქსელები.

თბილისში მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, კომპანია გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების ბიუროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, თბილისელ აბონენტებს ხელახლა მიმართავს რეკომენდაციით. კერძოდ, კომპანია თბილისელებს სთხოვს, თადარიგი დაიჭირონ და შეფუთონ ან დაათბუნონ თავიანთი კუთვნილი წყალსადენის მიწისზედა ქსელები, რომლითაც მათ ონკანამდე წყალი მიეწოდებათ. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", ასევე თხოვნით მიმართავს აბონენტებს, შეფუთონ ის აღრიცხვის კვანძები, რომელიც დამონტაჟებულია მათ ეზოებსა და ღია ტიპის ნაგებობებში.

"ამით, კომპანიის აბონენტები შეძლებენ თავიდან აიცილონ რიგი პრობლემები და შეფერხებები წყლის მიწოდებაში, რაც შესაძლებელია გამოიწვიოს მილებში წყლის გაყინვამ, მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლამ და ლოკალურმა ავარიულმა დაზიანებამ მომხმარებლის კუთვნილ ქსელზე. მსგავსი ტიპის პრობლემებმა, შესაძლებელია არა მხოლოდ კონკრეტული აბონენტების, არამედ მიმდებარედ მცხოვრები სხვა აბონენეტების წყალმომარაგებაშიც გამოიწვიოს შეფერხებები", _ ნათქვამია განცხადებაში.

ასევე განცხადების თანახმად, კომპანიის რეკომენდაცია განსაკუთრებით სასურველია გაითვალისწინოს თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორის იმ ნაწილმა, რომელიც ცხოვრობს ან საქმიანობას ეწევა ისეთ კერძო სახლებში, თბილისურ ეზოებსა და მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, რომელსაც სასმელი წყალი ღია კომუნიკაციებით მიეწოდება და აღრიცხვის კვანძები დამონტაჟებული აქვს ეზოებსა და ღია ტიპის ნაგებობებში. კომპანიის ინფორმაციით, რეკომენდაციების შესაბამისი ვიზუალური მასალის მოძიება თბილისელებს შეუძლიათ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ვებგვერდზე - www.georgianwater.com da feisbuqis gverdze - Georgian Water and Power - GWP LTD, Official.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, თბილისელ აბონენტებს სარეკომენდაციო განცხადებით პირველად ნოემბრის დასაწყისში მიმართა, რის შემდეგაც თბილისის მასშტაბით 5000-ზე მეტ აბონენტს, ინდივიდუალურად, სარეკომენდაციო წერილი გაუგზავნა.

"კომპანიამ ზამთრისთვის მზადება გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და ყველა აუცილებელი ტექნიკური ღონისძიება გაატარა. ამასთან, კომპანიამ მკაცრი კონტროლი დააწესა დედაქალაქის იმ ქუჩებზე, სადაც მოძველებული თუ ამორტიზებული ქსელებია და სადაც არ არის გამორიცხული, ზამთრში მოსალოდნელი ყინვისას თავი იჩინოს ავარიულმა დაზიანებებმა, რომელთა ოპერატიულად ლიკვიდაციას კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11, ფეისბუქის გვერდისა და ვებგვერდის ონლაინ-ჩეთის მეშვეობით, საგანგებო რეჟიმში მოემსახურება "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური სამსახურები", _ აცხადებენ კომპანიაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია