კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები

მსოფლიოს 7 ყველაზე გამორჩეული ნაძვის ხე

მსოფლიოს 7 ყველაზე გამორჩეული ნაძვის ხე

ნიუ-იორკი, როკფელერ ცენტრი

როკფელერ ცენტრში მდგომი ნაძვის ხე, ნიუ-იორკის საშობაო სეზონის დაწყების ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს. იგი განსაკუთრებით პოპულარული კინოფილმ "მარტო სახლშის" შემდეგ გახდა. ნაძვის ხე 3 იანვარს დაიდგა და 2015 წლის 7 იანვრამდე გაახარებს დამთვალიერებელს.

გაერთიანებული ემირატები, აბუ-დაბი

15 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროს ამშვენებს. ხე რამდენიმე წლის, წინ ნამდვილ ქარ-ცეცხლში მოექცა, საკუთარი მდიდრული დეკორაციების გამო, რომლებიც ოქროს, ბრილიანტებისა და ფირუზისგანაა დამზადებული.

"გინზა ტანაკას" საიუველირო მაღაზია, იაპონია

დიზაინერი გინზა ტანაკა ცნობილი საკუთარი მდიდრული დიზაინით გახდა. წლების წინ, მან მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი საახალწლო ნაძვის ხე შექმნა. თუმცა, წელს ტანაკამ საკუთარ თავსაც კი აჯობა და დისნეის საახალწლო ნაძვის ხე შექმნა, რომლის ღირებულებაც 2 მილიონ ევროს უტოლდება. 2,6 მეტრის და 31 კილოგრამის ნაძვის ხე დისნეის გმირების გამოსახულებებითაა მორთული. იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს ნაძვის ხე ძალიან ძვირია, მისი მინი მოდელის შეძენაც შუძლიათ, რომლის ღირებულება 3200 ევროა.

სიდნეი, ავსტრალია

წელს სიდნეი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ლეგო ნაძვის ხის სამშობლოა. ნაძვის ხე ქალაქს 26 დეკემბრიდან ამშვენებს. მისი სიმაღლე 10 მეტრია, ხოლო წონა 3,5 ტონა. კონსტრუქტორებმა მის აწყობაზე 6 თვე დახარჯეს.

რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია

მსოფლიოში ყველაზე დიდი მცურავი ნაძვის ხე 85 მეტრის სიმაღლისაა და 542 ტონას იწონის. 1996 წლიდან მისი დადგმა ერთგვარ ტრადიციად იქცა. ნაძვის ხის წყალში გაშვების ცერემონიალი ყოველი წლის, 29 ნოემბერს იმართება.

პარიზი, საფრანგეთი

ლაფაეტის გალერეაში გამოფენილი ნაძვის ხე, პარიზის საშობაო სიმბოლოდ მიიჩნევა. 2014 წელიც არ აღმოჩნდა გამონაკლისი, თუმცა, ელეგანტური და ექსტრავაგანტული ფრანგული ნაძვის ხე ამჯერად უკუღმა ჩამოკიდეს. ნაძვის ხე ყოველ საათში, საკუთარ დამთვალიერებელს სინათლის შოუთი და საახალწლო კომპოზიციებით ართობს.

ლონდონი, გაერთიანებული სამეფო

ტრაფალგარზე ლონდონის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ნაძვის ხემ იპოვა საკუთარი ნავსაყუდელი. ნორვეგიული ნაძვის ხე ნორვეგიის მთავრობამ დიდ ბრიტანეთს მეორე მსოფლიო ომის დროს აჩუქა და 1947 წლიდან მისი დადგმა უკვე ტრადიციად იქცა. წელს ნაძვის ხე 4 დეკემბერს ვესმინსტერისა და ოსლოს მერებმა, ნორვეგიის ელჩთან ერთად გახსნეს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს