სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პრეზიდენტების სიყვარულის ისტორიები
საქართველოს პრეზიდენტების სიყვარულის ისტორიები

პირ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ხვედ­რი, ისე­ვე რო­გორც ზო­გი­ერ­თი გვირ­გვი­ნოს­ნის თა­ნა­მე­ცხედ­რის, შე­საძ­ლოა, უმ­ძი­მე­სი იყოს, გმი­რის მან­ტი­აც კი მო­ირ­გოს და ის­ტო­რი­ამ პირ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი უფრო დიდი შა­რა­ვან­დე­დით შე­მო­სოს, ვიდ­რე მისი მე­უღ­ლე, სა­ხელ­მწი­ფოს პირ­ვე­ლი პირი. ის ქა­ლე­ბი, ისე­ვე რო­გორც სხვა, რი­გი­თი მოკ­ვდა­ვე­ბი, ერთ დღეს არ­ჩე­ვანს აკე­თე­ბენ და ცო­ლად მიჰ­ყვე­ბი­ან მა­მა­კა­ცებს, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ არა მხო­ლოდ ცო­ლე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი ოჯა­ხე­ბის, მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ბედ­საც გან­სა­ზღვრა­ვენ. უბ­რა­ლოდ, ამის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ არც ერ­თმა ქალ­მა არ იცის. ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ­მა ქალ­ბა­ტო­ნებ­მა არ იცოდ­ნენ, რას უმ­ზა­დებ­და ბედი. უბ­რა­ლოდ, მათ არ­ჩე­ვა­ნი იმ მა­მა­კა­ცებ­ზე შე­ა­ჩე­რეს, ვინც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერის რჩე­უ­ლი გახ­და.

"ვერ შევ­ძე­ლი, მზე­რა გა­მეს­წო­რე­ბი­ნა"

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ და მა­ნა­ნა არჩვა­ძემ ერ­თმა­ნე­თი ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბის გამო გა­იც­ნეს, ორი­ვეს დედა მძი­მე სე­ნით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ზვი­ა­დის ოჯახს ჰქონ­და წამ­ლე­ბი, რო­მე­ლიც მდგო­მა­რე­ო­ბას უმ­სუ­ბუ­ქებ­და ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენ­ტებს, თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ იყი­დე­ბო­და. მა­ნა­ნამ და მის­მა დამ დახ­მა­რე­ბა სთხო­ვეს გამ­სა­ხურ­დი­ებს. პირ­ვე­ლად სწო­რედ წამ­ლის ანო­ტა­ცი­ის გა­საც­ნო­ბად მი­ად­გა კოლ­ხურ კოშკს მა­ნა­ნა არჩვა­ძე, მა­შინ გა­იც­ნო ზვი­ა­დი.

"ზვი­ად­მა გა­ა­ღო კარი, ლა­ბა­და ჰქონ­და მოს­ხმუ­ლი და თავ­ზე სვა­ნუ­რი ქუდი ეხუ­რა. ისე მო­მა­შე­შა თვა­ლე­ბი, ვერ შევ­ძე­ლი მზე­რა გა­მეს­წო­რე­ბი­ნა, ცოტა შიშ­მა ამი­ტა­ნა, თვა­ლე­ბი დავ­ხა­რე. მე გა­ჭირ­ვე­ბის გამო მი­ვე­დი, ის კი არც მო­მე­სალ­მა, არც გა­მეც­ნო, ისე გა­მი­ყა­რა თვა­ლი თვალ­ში", - იხ­სე­ნებს მა­ნა­ნა არჩვა­ძე.

იმი­სათ­ვის, რომ შე­უღ­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ, ოთხი წელი დას­ჭირ­დათ. მა­ნა­ნა არჩვა­ძე ამ­ბობს, რომ პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან­ვე, მათ ურ­თი­ერ­თო­ბას უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ობ­და, რაც უამ­რავ სირ­თუ­ლეს უქ­მნი­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც შე­უყ­ვარ­და. "არა­და, ხში­რად ვე­მა­ლე­ბო­დი, მაგ­რამ ერთ დღე­საც მალ­ვა ლო­დინ­ში გა­და­ვი­და, ვე­ლო­დე­ბო­დი, რო­დის გა­მოჩ­ნდე­ბო­და ზვი­ა­დი. გამ­სა­ხურ­დი­ამ ის და­გეგ­მა, რო­გორ და­ემ­ხო საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და მა­ნა­ნა რო­გორ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბი­ნა, ამას ვერ და­გეგ­მავ­და?" - ღი­მი­ლით იხ­სე­ნებს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლე, რო­მელ­საც ქმა­რი მო­ფე­რე­ბით ტუ­გუ­ნას ეძახ­და.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

საქართველოს პრეზიდენტების სიყვარულის ისტორიები

საქართველოს პრეზიდენტების სიყვარულის ისტორიები

პირველი ქალბატონის ხვედრი, ისევე როგორც ზოგიერთი გვირგვინოსნის თანამეცხედრის, შესაძლოა, უმძიმესი იყოს, გმირის მანტიაც კი მოირგოს და ისტორიამ პირველი ქალბატონი უფრო დიდი შარავანდედით შემოსოს, ვიდრე მისი მეუღლე, სახელმწიფოს პირველი პირი. ის ქალები, ისევე როგორც სხვა, რიგითი მოკვდავები, ერთ დღეს არჩევანს აკეთებენ და ცოლად მიჰყვებიან მამაკაცებს, რომლებიც შემდგომ არა მხოლოდ ცოლებისა და საკუთარი ოჯახების, მთელი სახელმწიფოს ბედსაც განსაზღვრავენ. უბრალოდ, ამის შესახებ წინასწარ არც ერთმა ქალმა არ იცის. ისევე როგორც საქართველოს პირველმა ქალბატონებმა არ იცოდნენ, რას უმზადებდა ბედი. უბრალოდ, მათ არჩევანი იმ მამაკაცებზე შეაჩერეს, ვინც მოგვიანებით ერის რჩეული გახდა.

"ვერ შევძელი, მზერა გამესწორებინა"

საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და მანანა არჩვაძემ ერთმანეთი ტრაგიკული ამბის გამო გაიცნეს, ორივეს დედა მძიმე სენით იყო დაავადებული. ზვიადის ოჯახს ჰქონდა წამლები, რომელიც მდგომარეობას უმსუბუქებდა ონკოლოგიურ პაციენტებს, თუმცა, საქართველოში ოფიციალურად არ იყიდებოდა. მანანამ და მისმა დამ დახმარება სთხოვეს გამსახურდიებს. პირველად სწორედ წამლის ანოტაციის გასაცნობად მიადგა კოლხურ კოშკს მანანა არჩვაძე, მაშინ გაიცნო ზვიადი.

"ზვიადმა გააღო კარი, ლაბადა ჰქონდა მოსხმული და თავზე სვანური ქუდი ეხურა. ისე მომაშეშა თვალები, ვერ შევძელი მზერა გამესწორებინა, ცოტა შიშმა ამიტანა, თვალები დავხარე. მე გაჭირვების გამო მივედი, ის კი არც მომესალმა, არც გამეცნო, ისე გამიყარა თვალი თვალში", - იხსენებს მანანა არჩვაძე.

იმისათვის, რომ შეუღლებულიყვნენ, ოთხი წელი დასჭირდათ. მანანა არჩვაძე ამბობს, რომ პირველი დღეებიდანვე, მათ ურთიერთობას უშიშროების სამსახური მეთვალყურეობდა, რაც უამრავ სირთულეს უქმნიდა. მიუხედავად ამისა, მაინც შეუყვარდა. "არადა, ხშირად ვემალებოდი, მაგრამ ერთ დღესაც მალვა ლოდინში გადავიდა, ველოდებოდი, როდის გამოჩნდებოდა ზვიადი. გამსახურდიამ ის დაგეგმა, როგორ დაემხო საბჭოთა კავშირი და მანანა როგორ დაემორჩილებინა, ამას ვერ დაგეგმავდა?" - ღიმილით იხსენებს ექსპრეზიდენტის მეუღლე, რომელსაც ქმარი მოფერებით ტუგუნას ეძახდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია