პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ბერძენიშვილი - პენსიონერს 10 ლარს უმატებ და საკრებულოს თანამდებობის პირები დეპუტატებზე მაღალი ხელფასის მქონენი აღმოჩნდნენ
დავით ბერძენიშვილი - პენსიონერს 10 ლარს უმატებ და საკრებულოს თანამდებობის პირები დეპუტატებზე მაღალი ხელფასის მქონენი აღმოჩნდნენ

რო­დე­საც ქვეყ­ნის რი­გით მე­ო­რე წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ორ­გა­ნო­ში არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ ადა­მი­ა­ნებს შე­იყ­ვან და ასეთ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო შე­დე­გებს იღებ, ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მათ წარმდგენ პარ­ტი­ებს, მათ შო­რის ჩვენს პო­ლი­ტი­კურ პარტნი­ო­რებ­საც ეკის­რე­ბათ, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტი­დან "რეს­პუბ­ლი­კელ­თა" ერთ-ერთი ლი­დე­რი, დე­პუ­ტა­ტი და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბის მი­ცე­მის თა­ო­ბა­ზე საკ­რე­ბუ­ლოს ბი­უ­როს მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

რო­გორც ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ეს არის შე­დე­გი იმი­სა, როცა მათ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პარტნი­ო­რებ­მა თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში არა პო­ლი­ტი­კით და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­კი­თხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იყ­ვა­ნეს, არა­მედ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი გახ­დნენ პი­რე­ბი, ვინც თვლის, რომ სამ­სა­ხუ­რი იშო­ვეს.

"თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო შეკ­რე­ბის­თა­ნა­ვე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მის გა­რე­შე ფრაქ­ცია "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" თავ­მჯდო­მა­რეს ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძეს და­ე­თან­ხმა, რომ არ აი­ღებ­დნენ პრე­მი­ებს, რა­საც ზარ-ზე­ი­მით მო­ა­წე­რეს ხელი. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა იყო, რეგ­ლა­მენ­ტში ჩა­წე­რი­ლი­ყო, რომ საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი - ფრაქ­ცი­ე­ბის, კო­მი­სი­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი და სპი­კე­რა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მა­ღალ შე­მო­სა­ვალს და­ყა­ბულ­დე­ბოდ­ნენ. გარ­და ხელ­ფა­სი­სა, მათ ემ­სა­ხუ­რე­ბათ მან­ქა­ნა, აქვთ ბენ­ზი­ნი, არის სხვა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი – თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს შრო­მის კარ­გი პი­რო­ბე­ბი აქვთ. პერ­მა­ნენ­ტუ­ლად გრძელ­დე­ბო­და მცდე­ლო­ბა იმი­სა, რომ რაკი პრე­მი­ა­ზე უარი ვთქვით, მოდი და­ნა­მა­ტე­ბი მი­ვი­ღოთ. ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში არის ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო ვი­თა­რე­ბა, როცა ყვე­ლა ფრაქ­ცია, გარ­და "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი­სა", ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­სუ­ლად მიჩ­ნე­უ­ლი "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი", რომ­ლებ­მაც ბი­უ­ჯეტს ხმა მის­ცეს, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან, და­ნა­მა­ტე­ბი აი­ღონ და პრაქ­ტი­კუ­ლად ხელ­ფა­სი გა­ი­ორ­მა­გონ. იყო მცდე­ლო­ბე­ბი, რომ რაც შე­მო­სა­ვა­ლი აქვთ 100%-ით მეტი ჰქონ­დეთ, კი­დევ სამ თვე­ში ერთხელ მი­ი­ღონ პრე­მია - მოკ­ლედ, რე­ა­ლუ­რად დე­პუ­ტა­ტის და თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი დე­პუ­ტა­ტის შე­მო­სა­ვალ­ზე მეტი ჰქონ­დეთ. მა­შინ ამ მცდე­ლო­ბის გა­ჩე­რე­ბა მო­ხერ­ხდა - ჩვე­ნი აქ­ტი­უ­რო­ბით ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და სხვა პარტნი­ო­რი ფრაქ­ცი­ე­ბის მხრი­დან, გა­ვა­ჩე­რეთ. იმე­დი გვქონ­და, რომ სა­კი­თხი ხე­ლახ­ლა აღარ წა­მო­ი­წე­ო­და, მაგ­რამ ბი­უ­როს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე "შე­მო­ა­პა­რეს". საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე თა­ვად ვერ იღებს პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და უნდა ბი­უ­როს თან­ხმო­ბა. პენ­სი­ო­ნერს 10 ლარს უმა­ტებ და თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ისე­დაც კარ­გად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი დე­პუ­ტა­ტებ­ზე მა­ღა­ლი ხელ­ფა­სის მქო­ნე­ნი აღ­მოჩ­ნდნენ, რაც მათ არც პო­ლი­ტი­კურ და არც მო­რა­ლურ პრობ­ლე­მას არ უქ­მნის", - აცხა­დებს და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ანა­ლო­გი­უ­რი რამ ხდე­ბა ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლო­შიც, "მაგ­რამ ბა­თუმ­ში შე­და­რე­ბით უკე­თე­სად იქ­ცე­ვი­ან იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ "რეს­პუბ­ლი­კელ­თა" თან­ხმო­ბა არ აქვთ".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

დავით ბერძენიშვილი - პენსიონერს 10 ლარს უმატებ და საკრებულოს თანამდებობის პირები დეპუტატებზე მაღალი ხელფასის მქონენი აღმოჩნდნენ

დავით ბერძენიშვილი - პენსიონერს 10 ლარს უმატებ და საკრებულოს თანამდებობის პირები დეპუტატებზე მაღალი ხელფასის მქონენი აღმოჩნდნენ

როდესაც ქვეყნის რიგით მეორე წარმომადგენლობით ორგანოში არაკვალიფიციურ ადამიანებს შეიყვან და ასეთ უპასუხისმგებლო შედეგებს იღებ, ამაზე პასუხისმგებლობა მათ წარმდგენ პარტიებს, მათ შორის ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებსაც ეკისრებათ, - ასე ეხმაურება პარლამენტიდან "რესპუბლიკელთა" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დავით ბერძენიშვილი საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის სახელფასო დანამატების მიცემის თაობაზე საკრებულოს ბიუროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის შედეგი იმისა, როცა მათმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა თბილისის საკრებულოში არა პოლიტიკით და თვითმმართველობის საკითხებით დაინტერესებული ადამიანები შეიყვანეს, არამედ საკრებულოს წევრები გახდნენ პირები, ვინც თვლის, რომ სამსახური იშოვეს.

"თბილისის საკრებულო შეკრებისთანავე, განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს დაეთანხმა, რომ არ აიღებდნენ პრემიებს, რასაც ზარ-ზეიმით მოაწერეს ხელი. ჩვენი მოთხოვნა იყო, რეგლამენტში ჩაწერილიყო, რომ საკრებულოს თანამდებობის პირები - ფრაქციების, კომისიების თავმჯდომარეები და სპიკერატის წარმომადგენლები მაღალ შემოსავალს დაყაბულდებოდნენ. გარდა ხელფასისა, მათ ემსახურებათ მანქანა, აქვთ ბენზინი, არის სხვა პრივილეგიები – თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირებს შრომის კარგი პირობები აქვთ. პერმანენტულად გრძელდებოდა მცდელობა იმისა, რომ რაკი პრემიაზე უარი ვთქვით, მოდი დანამატები მივიღოთ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისის საკრებულოში არის ძალიან უსიამოვნო ვითარება, როცა ყველა ფრაქცია, გარდა "რესპუბლიკელებისა", ასევე ოპოზიციაში გადასულად მიჩნეული "თავისუფალი დემოკრატები", რომლებმაც ბიუჯეტს ხმა მისცეს, დაინტერესებული არიან, დანამატები აიღონ და პრაქტიკულად ხელფასი გაიორმაგონ. იყო მცდელობები, რომ რაც შემოსავალი აქვთ 100%-ით მეტი ჰქონდეთ, კიდევ სამ თვეში ერთხელ მიიღონ პრემია - მოკლედ, რეალურად დეპუტატის და თანამდებობის პირი დეპუტატის შემოსავალზე მეტი ჰქონდეთ. მაშინ ამ მცდელობის გაჩერება მოხერხდა - ჩვენი აქტიურობით ეს განსაკუთრებული მოთხოვნა ფრაქცია "ქართული ოცნებისა" და სხვა პარტნიორი ფრაქციების მხრიდან, გავაჩერეთ. იმედი გვქონდა, რომ საკითხი ხელახლა აღარ წამოიწეოდა, მაგრამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე "შემოაპარეს". საკრებულოს თავმჯდომარე თავად ვერ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და უნდა ბიუროს თანხმობა. პენსიონერს 10 ლარს უმატებ და თბილისის საკრებულოს ისედაც კარგად უზრუნველყოფილი თანამდებობის პირები დეპუტატებზე მაღალი ხელფასის მქონენი აღმოჩნდნენ, რაც მათ არც პოლიტიკურ და არც მორალურ პრობლემას არ უქმნის", - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, ანალოგიური რამ ხდება ბათუმის საკრებულოშიც, "მაგრამ ბათუმში შედარებით უკეთესად იქცევიან იმის გათვალისწინებით, რომ "რესპუბლიკელთა" თანხმობა არ აქვთ".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"