სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერგეი ბაბოიანი: "სამხარეოში ჯერ მცემეს, მერე მუხლებზე და ხელებზე დამაყენეს, მატარეს და მაყეფეს"
სერგეი ბაბოიანი: "სამხარეოში ჯერ მცემეს, მერე მუხლებზე და ხელებზე დამაყენეს, მატარეს და მაყეფეს"

სერ­გეი ბა­ბო­ი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს­თან ერ­თად, 80 წლის ანა ბა­ბო­ე­ვას მკვლე­ლო­ბა­ში იყო ბრალ­დე­ბუ­ლი და ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­ა­მარ­თლეს, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებს ცე­მა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ყო­ფი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი აცხა­დებს, რომ იგი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­კა­ვე­ბის დღეს, 16 თე­ბერ­ვალს, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში სცე­მეს. ამ დღეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მკვლე­ლის მიგ­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

"დო­მი­ნოს ვთა­მა­შობ­დი სო­ფელ­ში რომ მი­თხრეს, პო­ლი­ცია გე­ძა­ხი­სო. მი­ვე­დი ჩავ­ჯე­ქი მან­ქა­ნა­ში და სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან რომ სამ­მარ­თვე­ლოა, იქ წა­მიყ­ვა­ნეს. და­ახ­ლო­ე­ბით დღის სამი სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და", - იხ­სე­ნებს ბა­ბო­ი­ა­ნი.

ბა­ბო­ი­ა­ნის თქმით, ის და­სა­კითხ ოთახ­ში შე­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ძი­რი­თა­დად სამი პირი იყო, სხვე­ბი შე­დი­ოდ­ნენ და გა­მო­დი­ოდ­ნენ, პო­ლი­ცი­ის ფორ­მა არ­ცერ­თს ეცვა.

"ცემა და­მი­წყეს, ჯერ სა­ხე­ზე და მერე გულ­მკერ­დზე ფეხ­საც­მლის ქუს­ლი მირ­ტყეს, ფე­ხებ­შიც მირ­ტყამ­დნენ. სა­ხე­ზე სის­ხლი მდი­ო­და. მერე თავ­ზე წყა­ლი და­მას­ხეს, რომ მოვ­სუ­ლი­ე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ აღი­ა­რეო. რა უნდა ვა­ღი­ა­რო, არა­ფე­რი ვიცი-მეთ­ქი. მა­შინ ის თქვი, ვინ მოკ­ლაო. ვე­უბ­ნე­ბო­დი, არც ეგ ვიცი ვისი გა­კე­თე­ბუ­ლია-მეთ­ქი", - ამ­ბობს ბა­ბო­ი­ა­ნი.

ამის შემ­დეგ ბა­ბო­ი­ა­ნი სა­პირ­ფა­რე­შო­ში გა­იყ­ვა­ნეს და პი­რი­დან სის­ხლი მო­ა­ბა­ნი­ნეს, თუმ­ცა, მისი თქმით, მას­ზე ძა­ლა­დო­ბა ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

"მუხ­ლებ­ზე და­მა­ყე­ნეს, ხე­ლე­ბიც და­დეო მი­თხრეს, მერე მი­თხრეს ია­რეო, ვი­ა­რე ეგრე, მერე მი­თხრეს: იყე­ფეო, და­ვი­ყე­ფე. ოთხზე დავ­დე­ქი, მუხ­ლებ­ზე და ხე­ლებ­ზე დავ­დი­ო­დი და თან ვყეფ­დი. მა­გი­და­ზე ცა­რი­ე­ლი ნა­ხე­ვარ­ლიტ­რი­ა­ნი ბოთ­ლი იდო, ჩა­აგ­დეს ძირ­ზე ერთი ხუთ­ჯერ და აი­ღეო მი­თხრეს. ხე­ლით დავ­წვდი რომ ამე­ღო, ხე­ლე­ბით არა, პი­რი­თო. იმის ნე­ბაც არ მომ­ცეს ხე­ლე­ბით "პოლს" დავ­ყრდნო­ბო­დი და ისე ამე­ღო. მუხ­ლე­ბით იყა­ვი და პი­რით ისე აი­ღეო. მერე ერ­თმა თქვა, სირ­ცხვი­ლია ბიჭო რას აკე­თებ, მა­მა­შე­ნის ტო­ლი­აო და ამის შემ­დეგ ასე­თი რა­ღა­ცა აღარ გა­მი­კე­თეს" - ყვე­ბა ყო­ფი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ცე­მი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქტს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ.

"ცე­მას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, ასე­თი რამ არ ყო­ფი­ლა, მით უმე­ტეს კა­ლან­და­ძე (სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი) იქ მაგ დღეს არ ყო­ფი­ლა", - გა­ნუ­ცხა­და "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭეს" შსს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ეკა­ტე­რი­ნე ათოშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

სერგეი ბაბოიანი: "სამხარეოში ჯერ მცემეს, მერე მუხლებზე და ხელებზე დამაყენეს, მატარეს და მაყეფეს"

სერგეი ბაბოიანი: "სამხარეოში ჯერ მცემეს, მერე მუხლებზე და ხელებზე დამაყენეს, მატარეს და მაყეფეს"

სერგეი ბაბოიანი, რომელიც საჯარო მოხელესთან ერთად, 80 წლის ანა ბაბოევას მკვლელობაში იყო ბრალდებული და ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

ყოფილი ბრალდებული აცხადებს, რომ იგი სამართალდამცავებმა დაკავების დღეს, 16 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში სცემეს. ამ დღეს სამართალდამცავები მკვლელის მიგნებას ცდილობდნენ.

"დომინოს ვთამაშობდი სოფელში რომ მითხრეს, პოლიცია გეძახისო. მივედი ჩავჯექი მანქანაში და საავადმყოფოსთან რომ სამმართველოა, იქ წამიყვანეს. დაახლოებით დღის სამი საათი იქნებოდა", - იხსენებს ბაბოიანი.

ბაბოიანის თქმით, ის დასაკითხ ოთახში შეიყვანეს, სადაც ძირითადად სამი პირი იყო, სხვები შედიოდნენ და გამოდიოდნენ, პოლიციის ფორმა არცერთს ეცვა.

"ცემა დამიწყეს, ჯერ სახეზე და მერე გულმკერდზე ფეხსაცმლის ქუსლი მირტყეს, ფეხებშიც მირტყამდნენ. სახეზე სისხლი მდიოდა. მერე თავზე წყალი დამასხეს, რომ მოვსულიერებულიყავი. მეუბნებოდნენ აღიარეო. რა უნდა ვაღიარო, არაფერი ვიცი-მეთქი. მაშინ ის თქვი, ვინ მოკლაო. ვეუბნებოდი, არც ეგ ვიცი ვისი გაკეთებულია-მეთქი", - ამბობს ბაბოიანი.

ამის შემდეგ ბაბოიანი საპირფარეშოში გაიყვანეს და პირიდან სისხლი მოაბანინეს, თუმცა, მისი თქმით, მასზე ძალადობა ამით არ დასრულებულა.

"მუხლებზე დამაყენეს, ხელებიც დადეო მითხრეს, მერე მითხრეს იარეო, ვიარე ეგრე, მერე მითხრეს: იყეფეო, დავიყეფე. ოთხზე დავდექი, მუხლებზე და ხელებზე დავდიოდი და თან ვყეფდი. მაგიდაზე ცარიელი ნახევარლიტრიანი ბოთლი იდო, ჩააგდეს ძირზე ერთი ხუთჯერ და აიღეო მითხრეს. ხელით დავწვდი რომ ამეღო, ხელებით არა, პირითო. იმის ნებაც არ მომცეს ხელებით "პოლს" დავყრდნობოდი და ისე ამეღო. მუხლებით იყავი და პირით ისე აიღეო. მერე ერთმა თქვა, სირცხვილია ბიჭო რას აკეთებ, მამაშენის ტოლიაო და ამის შემდეგ ასეთი რაღაცა აღარ გამიკეთეს" - ყვება ყოფილი ბრალდებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.

"ცემას ადგილი არ ჰქონია, ასეთი რამ არ ყოფილა, მით უმეტეს კალანდაძე (სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი) იქ მაგ დღეს არ ყოფილა", - განუცხადა "სამხრეთის კარიბჭეს" შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ეკატერინე ათოშვილმა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”