პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კუბის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს სავაჭრო ემბარგოს გაუქმებისკენ მოუწოდა
კუბის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს სავაჭრო ემბარგოს გაუქმებისკენ მოუწოდა

კუ­ბის პრე­ზი­დენ­ტმა რაულ კას­ტრომ აშშ-ის პრე­ზი­დენტს სა­ვაჭ­რო ემ­ბარ­გოს გა­უქ­მე­ბის­კენ მო­უ­წო­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ "ბი­ბი­სი" ავ­რცე­ლებს. კუ­ბის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, 50-წლი­ან­მა ემ­ბარ­გომ უდი­დე­სი ადა­მი­ა­ნუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი გა­მო­იწ­ვია. რო­გორც გუ­შინ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მი­მარ­თვა­ში კუ­ბის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში დი­ა­ლო­გი და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უკე­თე­სია, ვიდ­რე კონფრონ­ტა­ცია.

"მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ არ­ჩე­ვის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან არა­ერ­თხელ ვი­მე­ო­რებ­დი, რომ მზად ვართ, აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან დი­ა­ლო­გის­თვის. ეს დი­ა­ლო­გი სუ­ვე­რე­ნულ თა­ნას­წო­რო­ბა­სა და ჩვე­ნი ხალ­ხის თვით­გა­მო­ხატ­ვის ნე­ბა­ზე უნდა იყოს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და კუ­ბის ლი­დერ­მა.

თა­ვის მხრივ, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი გა­მო­ყო. მისი გან­ცხა­დე­ბით, აშშ-ი კუ­ბა­ში სა­ელ­ჩოს გახ­სნის, აშშ ასე­ვე მო­ლა­პა­რა­კე­ბებს წარ­მარ­თავს კუ­ბას­თან ისე­თი პრობ­ლე­მა­ტუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რა­ზე, რო­გო­რიც არის მიგ­რა­ცი­ის, ნარ­კო­ვაჭ­რო­ბის, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ. ობა­მას გან­ცხა­დე­ბით, აშშ-ის მო­ქალ­ქე­ებს კუ­ბა­ში თა­ვი­სუფ­ლად მოგ­ზა­უ­რო­ბა შე­ეძ­ლე­ბათ, თუმ­ცა ამ აკ­რძალ­ვის გა­უქ­მე­ბა სა­ბო­ლო­ოდ კონ­გრესს შე­უძ­ლია; გა­ფარ­თოვ­დე­ბა ქვეყ­ნებს შო­რის ვაჭ­რო­ბა, ამე­რი­კულ ბან­კებს კუ­ბა­ში სა­კუ­თა­რი ოფი­სე­ბის გახ­სნა შე­ეძ­ლე­ბათ.

გუ­შინ­ვე კუ­ბა­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე ალან გრო­სი, რო­მე­ლიც 2009 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სას­ჯელს იხ­დი­და ჰა­ვა­ნას ცი­ხე­ში ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით. სა­პა­სუ­ხოდ, ფლო­რი­და­ში ასე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს იმა­ვე ბრალ­დე­ბით და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი სამი კუ­ბე­ლი. აშშ-სა და კუ­ბას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ა­კე­თა. ორ ქვე­ყა­ნას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა 1961 წლი­დან არის შე­წყვე­ტი­ლი.

"ბი­ბი­სის" ცნო­ბით, გუ­შინ­ვე ბა­რაკ ობა­მა­სა და რაულ კას­ტროს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი თით­ქმის ერთ სა­ათს გაგ­რძელ­და, რაც 1959 წლის კუ­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ პირ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რია ორი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტე­ბის დო­ნე­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

კუბის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს სავაჭრო ემბარგოს გაუქმებისკენ მოუწოდა

კუბის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს სავაჭრო ემბარგოს გაუქმებისკენ მოუწოდა

კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ აშშ-ის პრეზიდენტს სავაჭრო ემბარგოს გაუქმებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს. კუბის პრეზიდენტის განცხადებით, 50-წლიანმა ემბარგომ უდიდესი ადამიანური და ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. როგორც გუშინ მოსახლეობისთვის მიმართვაში კუბის პრეზიდენტმა განაცხადა, თანამედროვე სამყაროში დიალოგი და თანამშრომლობა უკეთესია, ვიდრე კონფრონტაცია.

"მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის პირველივე დღიდან არაერთხელ ვიმეორებდი, რომ მზად ვართ, აშშ-ის ხელისუფლებასთან დიალოგისთვის. ეს დიალოგი სუვერენულ თანასწორობასა და ჩვენი ხალხის თვითგამოხატვის ნებაზე უნდა იყოს დაფუძნებული", - განაცხადა კუბის ლიდერმა.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა ოფიციალურად გაკეთებულ განცხადებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო. მისი განცხადებით, აშშ-ი კუბაში საელჩოს გახსნის, აშშ ასევე მოლაპარაკებებს წარმართავს კუბასთან ისეთი პრობლემატური საკითხების გადაჭრაზე, როგორიც არის მიგრაციის, ნარკოვაჭრობის, გარემოს დაცვისა და ადამიანებით ვაჭრობის შესახებ. ობამას განცხადებით, აშშ-ის მოქალქეებს კუბაში თავისუფლად მოგზაურობა შეეძლებათ, თუმცა ამ აკრძალვის გაუქმება საბოლოოდ კონგრესს შეუძლია; გაფართოვდება ქვეყნებს შორის ვაჭრობა, ამერიკულ ბანკებს კუბაში საკუთარი ოფისების გახსნა შეეძლებათ.

გუშინვე კუბაში გაათავისუფლეს აშშ-ის მოქალაქე ალან გროსი, რომელიც 2009 წლიდან მოყოლებული სასჯელს იხდიდა ჰავანას ციხეში ჯაშუშობის ბრალდებით. საპასუხოდ, ფლორიდაში ასევე გაათავისუფლეს იმავე ბრალდებით დაპატიმრებული სამი კუბელი. აშშ-სა და კუბას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ ოფიციალური განცხადება გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა გააკეთა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1961 წლიდან არის შეწყვეტილი.

"ბიბისის" ცნობით, გუშინვე ბარაკ ობამასა და რაულ კასტროს შორის სატელეფონო საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა, რაც 1959 წლის კუბის რევოლუციის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარია ორი ქვეყნის პრეზიდენტების დონეზე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა