სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უპრეცედენტო მოვლენა თბილისში - წიგნის რიგში მდგარი ასობით ადამიანი
უპრეცედენტო მოვლენა თბილისში - წიგნის რიგში მდგარი ასობით ადამიანი

ვინც ფიქ­რობს, რომ თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი წიგ­ნებს არ კი­თხუ­ლო­ბენ, ძა­ლი­ან ცდე­ბა. უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდა, ვინც ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბულ "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ას­თან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იდგა, სწო­რედ წიგ­ნის შე­ძე­ნის სურ­ვილ­მა გა­ა­ერ­თი­ა­ნა. მა­ღა­ზი­ას­თან იმ­დე­ნი ახალ­გაზ­რდა შე­იკ­რი­ბა, რომ სი­ტუ­ა­ცი­ის და­რე­გუ­ლი­რე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს მო­უხ­დათ.

"პა­ლიტ­რა L"-ის პრო­ექტ LiberTeens ფარ­გლებ­ში ქარ­თულ ენა­ზე ნა­თარ­გმნი ბესტსე­ლე­რი, "ლა­ბი­რინთში მორ­ბე­ნა­ლი" პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­და გა­ყიდ­ვა­ში. 9,95 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნის შე­ძე­ნა მკი­თხვე­ლებს ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბულ "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­ში 2 ლა­რად შე­ეძ­ლოთ. მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აქ­ცია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ერთ სა­ათს უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, გა­ხან­გრძლივ­და და წიგ­ნის ყიდ­ვა რიგ­ში მდგომ­მა ყვე­ლა მსურ­ველ­მა შეძ­ლო.

"წიგნს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ლო­დი. დღეს მარ­თა­ლია დიდ რიგ­ში ვი­დე­ქი, მაგ­რამ შევ­ძე­ლი და შე­ვი­ძი­ნე "ლა­ბი­რინთში მორ­ბე­ნა­ლი" 2 ლა­რად. წიგნს აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვი­კი­თხავ, - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა მყიდ­ველ­მა ანა კი­ლა­სო­ნი­ამ.

"გი­ლო­ცავ, ფილ­მის ნახ­ვის შემ­დეგ, ახლა უკვე შეგ­ვეძ­ლე­ბა წიგ­ნის ქარ­თულ ენა­ზე წა­კი­თხვაც", - ასე მი­მარ­თავ­დნენ ერ­თმა­ნეთს ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბაც წიგ­ნი შე­ი­ძი­ნეს.

"ლა­ბი­რინთში მორ­ბე­ნა­ლი" ქარ­თულ ენა­ზეა და მი­ხა­რია, რომ წიგნს ქარ­თუ­ლად გა­ვეც­ნო­ბი", - აღ­ნიშ­ნა ერთ-ერ­თმა მყიდ­ველ­მა თა­მარ ჩიხ­რა­ძემ.

პრო­ექ­ტი LiberTeens გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყო და მას­ში უამ­რა­ვი თი­ნე­ი­ჯე­რია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

"გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ჯგუ­ფი, სა­დაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბოდ­ნენ ბავ­შვე­ბი და თვი­თონ მი­ი­ღებ­დნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თუ რო­მე­ლი წიგ­ნი უნდა გა­მო­ცე­მუ­ლი­ყო. მათი სურ­ვი­ლით, ისი­ნი ეც­ნო­ბი­ან წიგ­ნებს, არ­ჩე­ვენ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ უცხო­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას, თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რას, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რუ­ლია მსოფ­ლი­ო­ში. შემ­დეგ ვიკ­რი­ბე­ბით ერ­თად, ძა­ლი­ან ხში­რად ვხვდე­ბით გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში და ერ­თად ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლი წიგ­ნი გა­მო­ი­ცეს და რო­მე­ლი არა. ჯე­იმზ დაშ­ნე­რის "ლა­ბი­რინთში მორ­ბე­ნა­ლი", სწო­რედ მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით არის გა­მო­სუ­ლი და დღეს ამ აქ­ცი­ა­ზე ასე­თი ხალ­ხმრავ­ლო­ბა ჩვენ­თვის დიდი სი­ხა­რუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის პრო­ქ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­მა თი­ნა­თინ ფე­იქ­რიშ­ვილ­მა.

LiberTeens -ის წევ­რი ბაია იჩ­ვა­ი­ძე ამ­ბობს, რომ ამ წიგ­ნის შერ­ჩე­ვა მოხ­და იმი­ტომ, რომ "ლა­ბი­რინთში მორ­ბე­ნა­ლი" დღეს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

"ეს წიგ­ნი ამ ჯგუ­ფის წევ­რებ­მა წა­ვი­კი­თხეთ ინ­გლი­სუ­რად და ვფიქ­რობთ სა­ინ­ტე­რე­სოა არა მარ­ტო თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის, არა­მედ უფ­რო­სი თა­ო­ბის­თვი­საც", - გა­ნა­ცხა­და LiberTeens -ის წევ­რმა თათა გო­გო­ხი­ამ.

პრო­ექტ LiberTeens-ის წევ­რე­ბი მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლე­ბენ წიგ­ნე­ბის შერ­ჩე­ვას, რო­მე­ლიც მათი სურ­ვი­ლით გა­მო­ი­ცე­მა. ნე­ბის­მი­ერ ახალ­გაზ­რდას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩა­ერ­თოს ამ პრო­ექ­ტში.

შემ­დე­გი წიგ­ნი ტოლ­კი­ნის "სილ­მა­რი­ლი­ო­ნი" იქ­ნე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო +ფო­ტო­გა­ლე­რეა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

უპრეცედენტო მოვლენა თბილისში - წიგნის რიგში მდგარი ასობით ადამიანი

უპრეცედენტო მოვლენა თბილისში - წიგნის რიგში მდგარი ასობით ადამიანი

ვინც ფიქრობს, რომ თინეიჯერები წიგნებს არ კითხულობენ, ძალიან ცდება. უამრავი ახალგაზრდა, ვინც ბახტრიონის ქუჩაზე არსებულ "ბიბლუსის" მაღაზიასთან რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა, სწორედ წიგნის შეძენის სურვილმა გააერთიანა. მაღაზიასთან იმდენი ახალგაზრდა შეიკრიბა, რომ სიტუაციის დარეგულირება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოუხდათ.

"პალიტრა L"-ის პროექტ LiberTeens ფარგლებში ქართულ ენაზე ნათარგმნი ბესტსელერი, „ლაბირინთში მორბენალი“ პირველად გამოვიდა გაყიდვაში. 9,95 ლარის ღირებულების წიგნის შეძენა მკითხველებს ბახტრიონის ქუჩაზე არსებულ "ბიბლუსის" მაღაზიაში 2 ლარად შეეძლოთ. მოთხოვნიდან გამომდინარე აქცია, რომელიც მხოლოდ ერთ საათს უნდა გაგრძელებულიყო, გახანგრძლივდა და წიგნის ყიდვა რიგში მდგომმა ყველა მსურველმა შეძლო.

"წიგნს დიდი ხნის განმავლობაში ველოდი. დღეს მართალია დიდ რიგში ვიდექი, მაგრამ შევძელი და შევიძინე „ლაბირინთში მორბენალი" 2 ლარად. წიგნს აუცილებლად წავიკითხავ, - განაცხადა ერთ-ერთმა მყიდველმა ანა კილასონიამ.

"გილოცავ, ფილმის ნახვის შემდეგ, ახლა უკვე შეგვეძლება წიგნის ქართულ ენაზე წაკითხვაც", - ასე მიმართავდნენ ერთმანეთს ახალგაზრდები, რომლებაც წიგნი შეიძინეს.

"ლაბირინთში მორბენალი" ქართულ ენაზეა და მიხარია, რომ წიგნს ქართულად გავეცნობი“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მყიდველმა თამარ ჩიხრაძემ.

პროექტი LiberTeens გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ინიციატივით დაიწყო და მასში უამრავი თინეიჯერია გაერთიანებული.

"გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ჯგუფი, სადაც გაერთიანებული იქნებოდნენ ბავშვები და თვითონ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, თუ რომელი წიგნი უნდა გამოცემულიყო. მათი სურვილით, ისინი ეცნობიან წიგნებს, არჩევენ მსოფლიოში ცნობილ უცხოურ ლიტერატურას, თანამედროვე ლიტერატურას, რომელიც პოპულარულია მსოფლიოში. შემდეგ ვიკრიბებით ერთად, ძალიან ხშირად ვხვდებით გამომცემლობაში და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი წიგნი გამოიცეს და რომელი არა. ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი", სწორედ მათი გადაწყვეტილებით არის გამოსული და დღეს ამ აქციაზე ასეთი ხალხმრავლობა ჩვენთვის დიდი სიხარულია", - განაცხადა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროქტების მენეჯემა თინათინ ფეიქრიშვილმა.

LiberTeens -ის წევრი ბაია იჩვაიძე ამბობს, რომ ამ წიგნის შერჩევა მოხდა იმიტომ, რომ "ლაბირინთში მორბენალი" დღეს ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში.

"ეს წიგნი ამ ჯგუფის წევრებმა წავიკითხეთ ინგლისურად და ვფიქრობთ საინტერესოა არა მარტო თინეიჯერებისთვის, არამედ უფროსი თაობისთვისაც", - განაცხადა LiberTeens -ის წევრმა თათა გოგოხიამ.

პროექტ LiberTeens-ის წევრები მომავალშიც გააგრძელებენ წიგნების შერჩევას, რომელიც მათი სურვილით გამოიცემა. ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს ამ პროექტში.

შემდეგი წიგნი ტოლკინის "სილმარილიონი" იქნება.

იხილეთ ვიდეო +ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია