კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცი, რომელსაც ქართველებმა აგინეს - ვინ დგას სერიალ "ტიფლისის" უკან
კაცი, რომელსაც ქართველებმა აგინეს - ვინ დგას სერიალ "ტიფლისის" უკან

ტე­ლე­სე­რი­ა­ლი "ტიფ­ლი­სი" მა­ყუ­რებ­ლის მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს, კრი­ტი­კა მისი მი­სა­მარ­თით ნაკ­ლე­ბად გა­მო­ით­ქმის. პრო­ექ­ტზე ლე­ვან დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლი შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­თან ერ­თად მუ­შა­ობს. ეს ის ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ ლა­მის ანა­თე­მა­ზე გა­დას­ცეს იმის გამო, რომ "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ერთი ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბა გა­და­წყვი­ტა: რო­გორ გა­ბე­დაო! თუმ­ცა მა­შინ (და არც ახლა) ბევ­რმა არ იცო­და, რომ ლე­ვა­ნი თვით­ნას­წავ­ლი რე­ჟი­სო­რია, თო­რემ ალ­ბათ მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა­საც ჩა­მო­არ­თმევ­დნენ...

"ამ­ბე­ბი.გე" ლე­ვან დაბ­რუნ­დაშ­ვილს გა­ე­სა­უბ­რა.

- "ტიფ­ლის­ში" რა­ტომ აი­ღეთ სა­მუ­შა­ოდ წარ­სუ­ლი დრო, როცა სე­რი­ალს ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ზე იღებს. მგო­ნი, რის­კი იყო, არა?

- სა­ერ­თოდ, მი­მაჩ­ნია, ცხოვ­რე­ბა­ში რაც მეტ რისკს გას­წევ, მით უფრო ამარ­თლებს, ამას პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვამ­ბობ, - ჩემი ცხოვ­რე­ბა ასე მი­დის. თუ რა­ტომ ავირ­ჩი­ეთ ეს თემა, ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რიც არ უნდა იყოს, ეს ჟან­რი, თე­მა­ტი­კა აკ­ლია ტე­ლე­სივ­რცეს და რის­კი ამარ­თლებს, თუ ისეთ პრო­დუქტს შექ­მნი, რო­მე­ლიც ბა­ზარ­ზე არ არის. რთუ­ლია გა­სა­კე­თებ­ლად, მაგ­რამ იმის ხარ­ჯზე, რომ ერთი გუნ­დი ვართ და კარ­გი გუნ­დი, გვი­ხა­რია, რომ ხალ­ხს მოს­წონს ჩვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი.

- სცე­ნარს ვინ წერს?

- ერ­თად მო­ვი­ფიქ­რეთ. თა­ვი­დან კი­ნოს­ცე­ნა­რი იყო.

- იქ­ნებ კონ­კრე­ტუ­ლად გვი­თხრა, სცე­ნა­რის­ტე­ბი ვინ არი­ან?

- ივა ფე­ზუ­აშ­ვი­ლი, ალექ­სი ჩიღ­ვი­ნა­ძე და სან­დრო ნა­ვე­რი­ა­ნი. ამ ყვე­ლა­ფერს პა­რა­ლე­ლუ­რად ვწერთ. უკვე ბო­ლო­შიც გა­ვე­დით, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბოლო სე­რი­ას ვი­ღებთ. პირ­ველ სე­ზონს და­ვამ­თავ­რებთ და მე­ო­რეს და­ვი­წყებთ.

ვე­ცა­დეთ. მსა­ხი­ო­ბე­ბის კარ­გი ჯგუ­ფიც გვყო­ლო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცოტა გვი­ჭირს ქარ­თვე­ლებს, რად­გან მსა­ხი­ო­ბებს კი­ნო­გა­მოც­დი­ლე­ბა თით­ქმის არ აქვთ, მაგ­რამ გაგ­ვი­მარ­თლა.

- სა­ბო­ლო­ოდ, ამ პრო­ექ­ტით რისი თქმა გინ­დათ?

- ბევ­რი რა­ღა­ცის თქმა შე­იძ­ლე­ბა: თუ მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბა, მო­ის­მენს ტექ­სტებს და ღრმად ჩას­წვდე­ბა, ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლია ნათ­ქვა­მი. მა­გა­ლი­თად, ერთ ფრა­ზას მო­ვი­ტან: "ამ ქვე­ყა­ნას ქარ­თვე­ლებ­ზე კა­რა­გად ვე­რა­ვინ და­ი­პყრობს". ამა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი რა­ღა­ცე­ბი იგუ­ლის­ხმე­ბა. თუ ჩვენ თავ­თან, ქვე­ყა­ნას­თან, ხალ­ხთან, ეთ­მა­ნეთ­თან არ ვიქ­ნე­ბით ახ­ლოს და ერ­თმა­ნეთ­ზე არ ვიზ­რუ­ნებთ, რო­გორც ფილ­მის მთა­ვა­რი 5 პერ­სო­ნა­ჟი, ტყე­ში გა­ვარ­დნი­ლი აბ­რა­გე­ბი იბ­რძვი­ან, არას­დროს არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა. ეს სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თვე­ლებს გვაკ­ლია და ახლა ამ ეტაპ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა. წინსვლა ამის გა­რე­შე არ გა­მო­ვა.

- ისე, სე­რი­ალ­ში მა­მა­კა­ცი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ჭარ­ბო­ბენ...

- ამ ეტაპ­ზე სი­უ­ჟე­ტუ­რი ხაზი ასე გან­ვი­თარ­და. მერე და მერე ქალ­ბა­ტო­ნე­ბიც შე­მო­დი­ან და მე­ო­რე სე­ზონ­ში პრო­ექ­ტი ცოტა სხვა­ნა­ი­რი იქ­ნე­ბა.

მთელ ჯგუფ­ში გან­წყო­ბა ოპ­ტი­მის­ტუ­რია იმის გამო, რომ თვი­თონ ხალ­ხის შე­ფა­სე­ბამ დიდი სტი­მუ­ლი მის­ცა ყვე­ლას და რა თქმა უნდა, მეც. ბევ­რად მე­ტის გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია, ცოტა ქარ­თუ­ლად მივ­დი­ვართ, - ვჩ­ქა­რობთ, სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­დის. არ გვაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ასე­თი პრო­ექ­ტე­ბი ერთი წლით ადრე ვა­კე­თოთ, რო­გორც ამ სფე­რო­ში სხვა ქვეყ­ნებ­ში ხდე­ბა.

- სე­რი­ალს ეტყო­ბა, რომ მის გა­და­სა­ღე­ბად თან­ხა და­უ­ნა­ნებ­ლად არის გა­ღე­ბუ­ლი. ეს გა­სა­გე­ბიც არის, მის უკან ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი დგა­ნან. თან­ხე­ბი ხომ დიდ­წი­ლად გან­სა­ზღვრავს ხა­რისხს...

- თუ პრო­ექტს კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბით, ეს არ არის ფუ­ლის ხარ­ჯზე მიღ­წე­უ­ლი ვი­ზუ­ა­ლი. ეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, თუმ­ცა მად­ლო­ბა ერთ-ერთ კერ­ძო კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც დე­კო­რა­ცი­ის 50%-ის გა­კე­თე­ბა, ანუ შე­ნო­ბე­ბი სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო. აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსას­ყიდ­ლოდ, სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა ამ სფე­როს დახ­მა­რე­ბო­და. იქ­ნებ მას სხვა კომ­პა­ნი­ებ­მაც მიჰ­ბა­ძონ.

- პრო­ექ­ტის მთავ­რი პრო­დი­უ­სე­რი არის ბერა. რამ­დე­ნად ერე­ვა შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში და რა როლი აქვს მას ამ შემ­თხვე­ვა­ში?

- არ­ხის გახ­სნის დღი­დან აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ეს გა­სა­გე­ბია, რად­გა­ნაც ტე­ლე­ვი­ზია მი­სია. თა­ვი­დან­ვე ერთი მარ­ტი­ვი პრინ­ცი­პი გვქონ­და, ამა თუ იმ პრო­ექ­ტში არ იდე­ბო­და ფი­ნან­სე­ბი, სა­ნამ არ დავ­დებ­დით სა­პი­ლო­ტე ვა­რი­ანტს. რო­დე­საც ამ სე­რი­ალ­ზე ვმსჯე­ლობ­დით, იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვე­დით, რომ გვე­მუ­შა­ვა ისეთ მა­სა­ლა­ზე, ბა­ზარ­ზე რისი ნაკ­ლე­ბო­ბაც არის და სა­ერ­თოდ, ნე­ბის­მი­ერ პრო­ექ­ტში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­დი­ვართ.

- ამ­დენ საქ­მეს აკე­თებ და რო­გორც მი­თხა­რი, სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მეტი არ გაქვს. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი ამ­ბა­ვია...

- ჰო (სი­ცი­ლით ამ­ბობს). 16 წლი­სა რა­ღაც ორ­თვი­ან სა­ო­პე­რა­ტო­რო კურ­სებ­ზე მი­ვე­დი, სა­დაც და­ფა­ზე და­ხა­ტუ­ლი კა­მე­რის მეტი ვე­რა­ფე­რი ვნა­ხე. იქი­დან რომ წა­მო­ვე­დი, "რუს­თა­ვი 2"-ში მოვ­ხვდი, სა­დაც ოპე­რა­ტო­რო­ბა ვის­წავ­ლე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­კუ­თარ თავს დღემ­დე ოპე­რა­ტორს ვუ­წო­დებ... 6 წლის წინ კი ზო­მი­ე­რი ამ­ბი­ცია გა­მიჩ­ნდა, თავი რე­ჟი­სუ­რა­ში მო­მე­სინ­ჯა. მა­ნამ­დე თომა ჩა­გე­ლიშ­ვილ­თან დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, მერე "შუა ქა­ლა­ქის" დამ­დგმე­ლი ოპე­რა­ტო­რი ვი­ყა­ვი.

- სე­რი­ო­ზუ­ლი ეტა­პე­ბი გა­გივ­ლია.

- კი, კა­რი­ე­რა­ში სა­ინ­ტე­რე­სო სვლა მქონ­და, სხვა­დას­ხვა სტი­ლის გა­და­ცე­მა­ზე, დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მსა თუ სე­რი­ლა­ზე ვი­მუ­შა­ვე. ამ ყვე­ლა­ფერ­ში კი ერთი ასე­თი ნა­ბი­ჯიც იყო, როცა ქარ­თვე­ლებ­მა მა­გი­ნეს, რო­გორ შე­ე­ხე "ვე­ფხის­ტყა­ო­სან­სო". სა­სა­ცი­ლო ხალ­ხი ვართ ქარ­თვე­ლე­ბი... არა­და, მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ვცა­დეთ, რო­გორ გა­მოგ­ვი­ვი­დო­და კადრში ზღაპ­რუ­ლი გა­რე­მოს გა­კე­თე­ბა. თვი­თონ, სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით ავა­შე­ნეთ პა­ვი­ლი­ო­ნი, გა­და­ვი­ღეთ სცე­ნა და ის ნა­მუ­შე­ვა­რი წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის შემ­დეგ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ავ­ტვირ­თეთ და გვა­გი­ნეს...

- "GDS"-ზე რო­გორ მოხ­ვდი?

- სა­რეკ­ლა­მო სფე­რო­შიც ვსაქ­მი­ა­ნობ­დი და იმის მერე გა­მოჩ­ნდა "GDS", სა­დაც აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რად მი­ვე­დი. საქ­მე რა­ღაც ეტა­პამ­დე მი­ვიყ­ვა­ნე, ანუ გა­ვა­კე­თე, რაც შევ­ძე­ლი ჩემი ცოდ­ნით, რე­სურ­სით და მერე და­ვუბ­რუნ­დი პრო­ფე­სი­ას, ანუ იმას, რაც მიყ­ვარს. ახლა არ­ხის არტდი­რექ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი ვარ. მოკ­ლედ, რა­საც ვას­წრებ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ღებ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

ალექსი
0

წავიკითხე ყველა კომენტარი და არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ კრიტიკული კომენტარი არ უნდა გაკეთდეს. ეს ხომ თვით ფილმის შემქმნელებსაც სამომავლოდ წაადგებათ და თვითონაც კარგად იციან, თუ რა მინუსები აქვს ფილმს. ისე, ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელი იყო თანამედროვე კილოთი საუბარი ზოგიერთი მსახიობისა. თუმცა, მთლიანობაში ფილმი მომენწონა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

კაცი, რომელსაც ქართველებმა აგინეს - ვინ დგას სერიალ "ტიფლისის" უკან

კაცი, რომელსაც ქართველებმა აგინეს - ვინ დგას სერიალ "ტიფლისის" უკან

ტელესერიალი "ტიფლისი" მაყურებლის მოწონებას იმსახურებს, კრიტიკა მისი მისამართით ნაკლებად გამოითქმის. პროექტზე ლევან დაბრუნდაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მუშაობს. ეს ის ადამიანია, რომელიც რამდენიმე წლის წინ ლამის ანათემაზე გადასცეს იმის გამო, რომ "ვეფხისტყაოსნის" ერთი ეპიზოდის გადაღება გადაწყვიტა: როგორ გაბედაო! თუმცა მაშინ (და არც ახლა) ბევრმა არ იცოდა, რომ ლევანი თვითნასწავლი რეჟისორია, თორემ ალბათ მუშაობის უფლებასაც ჩამოართმევდნენ...

"ამბები.გე" ლევან დაბრუნდაშვილს გაესაუბრა.

- "ტიფლისში" რატომ აიღეთ სამუშაოდ წარსული დრო, როცა სერიალს ყველა თანამედროვეობაზე იღებს. მგონი, რისკი იყო, არა?

- საერთოდ, მიმაჩნია, ცხოვრებაში რაც მეტ რისკს გასწევ, მით უფრო ამართლებს, ამას პირადი გამოცდილებიდან ვამბობ, - ჩემი ცხოვრება ასე მიდის. თუ რატომ ავირჩიეთ ეს თემა, ძნელი მისახვედრიც არ უნდა იყოს, ეს ჟანრი, თემატიკა აკლია ტელესივრცეს და რისკი ამართლებს, თუ ისეთ პროდუქტს შექმნი, რომელიც ბაზარზე არ არის. რთულია გასაკეთებლად, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ ერთი გუნდი ვართ და კარგი გუნდი, გვიხარია, რომ ხალხს მოსწონს ჩვენი ნამუშევარი.

- სცენარს ვინ წერს?

- ერთად მოვიფიქრეთ. თავიდან კინოსცენარი იყო.

- იქნებ კონკრეტულად გვითხრა, სცენარისტები ვინ არიან?

- ივა ფეზუაშვილი, ალექსი ჩიღვინაძე და სანდრო ნავერიანი. ამ ყველაფერს პარალელურად ვწერთ. უკვე ბოლოშიც გავედით, ფაქტობრივად, ბოლო სერიას ვიღებთ. პირველ სეზონს დავამთავრებთ და მეორეს დავიწყებთ.

ვეცადეთ. მსახიობების კარგი ჯგუფიც გვყოლოდა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა გვიჭირს ქართველებს, რადგან მსახიობებს კინოგამოცდილება თითქმის არ აქვთ, მაგრამ გაგვიმართლა.

- საბოლოოდ, ამ პროექტით რისი თქმა გინდათ?

- ბევრი რაღაცის თქმა შეიძლება: თუ მაყურებელი კარგად დააკვირდება, მოისმენს ტექსტებს და ღრმად ჩასწვდება, ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია ნათქვამი. მაგალითად, ერთ ფრაზას მოვიტან: "ამ ქვეყანას ქართველებზე კარაგად ვერავინ დაიპყრობს". ამაში სერიოზული რაღაცები იგულისხმება. თუ ჩვენ თავთან, ქვეყანასთან, ხალხთან, ეთმანეთთან არ ვიქნებით ახლოს და ერთმანეთზე არ ვიზრუნებთ, როგორც ფილმის მთავარი 5 პერსონაჟი, ტყეში გავარდნილი აბრაგები იბრძვიან, არასდროს არაფერი გვეშველება. ეს სამწუხაროდ, ქართველებს გვაკლია და ახლა ამ ეტაპზე განსაკუთრებით გვესაჭიროება. წინსვლა ამის გარეშე არ გამოვა.

- ისე, სერიალში მამაკაცი პერსონაჟები ჭარბობენ...

- ამ ეტაპზე სიუჟეტური ხაზი ასე განვითარდა. მერე და მერე ქალბატონებიც შემოდიან და მეორე სეზონში პროექტი ცოტა სხვანაირი იქნება.

მთელ ჯგუფში განწყობა ოპტიმისტურია იმის გამო, რომ თვითონ ხალხის შეფასებამ დიდი სტიმული მისცა ყველას და რა თქმა უნდა, მეც. ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია, ცოტა ქართულად მივდივართ, - ვჩქარობთ, სხვანაირად არ გამოდის. არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ასეთი პროექტები ერთი წლით ადრე ვაკეთოთ, როგორც ამ სფეროში სხვა ქვეყნებში ხდება.

- სერიალს ეტყობა, რომ მის გადასაღებად თანხა დაუნანებლად არის გაღებული. ეს გასაგებიც არის, მის უკან ივანიშვილები დგანან. თანხები ხომ დიდწილად განსაზღვრავს ხარისხს...

- თუ პროექტს კარგად დააკვირდებით, ეს არ არის ფულის ხარჯზე მიღწეული ვიზუალი. ეს შემოქმედებითი ჯგუფის დამსახურებაა, თუმცა მადლობა ერთ-ერთ კერძო კომპანიას, რომელმაც დეკორაციის 50%-ის გაკეთება, ანუ შენობები საკუთარ თავზე აიღო. აბსოლუტურად უსასყიდლოდ, სურვილი გამოთქვა ამ სფეროს დახმარებოდა. იქნებ მას სხვა კომპანიებმაც მიჰბაძონ.

- პროექტის მთავრი პროდიუსერი არის ბერა. რამდენად ერევა შემოქმედებით პროცესში და რა როლი აქვს მას ამ შემთხვევაში?

- არხის გახსნის დღიდან აქტიურად იყო ჩართული ტელევიზიის საქმიანობაში და ეს გასაგებია, რადგანაც ტელევიზია მისია. თავიდანვე ერთი მარტივი პრინციპი გვქონდა, ამა თუ იმ პროექტში არ იდებოდა ფინანსები, სანამ არ დავდებდით საპილოტე ვარიანტს. როდესაც ამ სერიალზე ვმსჯელობდით, იმ მიმართულებით წავედით, რომ გვემუშავა ისეთ მასალაზე, ბაზარზე რისი ნაკლებობაც არის და საერთოდ, ნებისმიერ პროექტში ამ მიმართულებით მივდივართ.

- ამდენ საქმეს აკეთებ და როგორც მითხარი, საშუალო განათლების მეტი არ გაქვს. ეს სერიოზული ამბავია...

- ჰო (სიცილით ამბობს). 16 წლისა რაღაც ორთვიან საოპერატორო კურსებზე მივედი, სადაც დაფაზე დახატული კამერის მეტი ვერაფერი ვნახე. იქიდან რომ წამოვედი, "რუსთავი 2"-ში მოვხვდი, სადაც ოპერატორობა ვისწავლე. სიმართლე გითხრათ, საკუთარ თავს დღემდე ოპერატორს ვუწოდებ... 6 წლის წინ კი ზომიერი ამბიცია გამიჩნდა, თავი რეჟისურაში მომესინჯა. მანამდე თომა ჩაგელიშვილთან დოკუმენტურ ფილმებზე ვმუშაობდი, მერე "შუა ქალაქის" დამდგმელი ოპერატორი ვიყავი.

- სერიოზული ეტაპები გაგივლია.

- კი, კარიერაში საინტერესო სვლა მქონდა, სხვადასხვა სტილის გადაცემაზე, დოკუმენტურ ფილმსა თუ სერილაზე ვიმუშავე. ამ ყველაფერში კი ერთი ასეთი ნაბიჯიც იყო, როცა ქართველებმა მაგინეს, როგორ შეეხე "ვეფხისტყაოსანსო". სასაცილო ხალხი ვართ ქართველები... არადა, მე და ჩემმა მეგობარმა ვცადეთ, როგორ გამოგვივიდოდა კადრში ზღაპრული გარემოს გაკეთება. თვითონ, საკუთარი ხარჯებით ავაშენეთ პავილიონი, გადავიღეთ სცენა და ის ნამუშევარი წელიწად-ნახევრის შემდეგ ინტერნეტსივრცეში ავტვირთეთ და გვაგინეს...

- "GDS"-ზე როგორ მოხვდი?

- სარეკლამო სფეროშიც ვსაქმიანობდი და იმის მერე გამოჩნდა "GDS", სადაც აღმასრულებელ დირექტორად მივედი. საქმე რაღაც ეტაპამდე მივიყვანე, ანუ გავაკეთე, რაც შევძელი ჩემი ცოდნით, რესურსით და მერე დავუბრუნდი პროფესიას, ანუ იმას, რაც მიყვარს. ახლა არხის არტდირექტორი და მთავარი რეჟისორი ვარ. მოკლედ, რასაც ვასწრებ, მაქსიმალურად ვიღებ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

თემურ წიკლაური 2 კვირაზე მეტია კოვიდინფექციას ებრძვის, მომღერლის მდგომარეობა მძიმეა -  "ყველაფერი ისე უნდა დამთავრდეს, როგორც საჭიროა - თემური მალე უნდა გამოჯანმრთელდეს"

"როგორი კარგი ნახტომიც არ უნდა გქონდეს წარსულში, ძნელია ასეთ დისტანციაზე მართო ორი თეატრი" - დათო ტურაშვილი ნინო ანანიაშვილზე

"ამ ადამიანს სიფრთხილე უნდა გამოეჩინა... როგორც ჩანს, გარკვეული საცდურიც იყო" - როგორ აფასებენ ხელოვანები ნინო ანანიაშვილი გადაწყვეტილებას?