სამხედრო
მოზაიკა
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუკიმ ყველაფერი გაამხილა - სექსსიმბოლოს თავის მოვლის ყველა მეთოდი და გამომწვევი ფოტოები
ნუკიმ ყველაფერი გაამხილა - სექსსიმბოლოს თავის მოვლის ყველა მეთოდი და გამომწვევი ფოტოები

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის ფორ­მა­შია. რო­გორ ახერ­ხებს ამას, თა­ვად ნუკი გი­ამ­ბობთ.

- ნუკი, რო­გორ ახერ­ხებთ მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში ყოფ­ნას?

- ეს თქვენ გეჩ­ვე­ნე­ბათ ალ­ბათ ასე, თო­რემ მეც ვი­მა­ტებ და ვიკ­ლებ წო­ნა­ში. ძა­ლი­ან კარ­გია უზ­მო­ზე შვრი­ის ფაფა ხილ­თან ერ­თად. ჯან­მრთე­ლო­ბის­თვი­საც სა­სარ­გებ­ლოა. სა­ხის კა­ნის­თვის ძა­ლი­ან კარ­გია მჭა­დის ფქვი­ლის სკრა­ბი, ბევ­რი ხალ­ხუ­რი მე­თო­დით მი­სარ­გებ­ლია. ჩემს გარ­და ჩემი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი წიწკვია, მე ვარ ისე­თი, გან­ში გავ­დი­ვარ. რო­გორც კი მო­ვი­მა­ტებ, გან­ტვირ­თვის დღე­ებს ვა­წყობ. ცუ­დია უკი­დუ­რე­სო­ბა­ში გა­და­ვარ­დნა. ჯო­ბია თა­ვი­დან­ვე რე­ჟიმ­ში ვი­ყოთ და სწო­რად ვიკ­ვე­ბოთ, ვიდ­რე სას­ტიკ დი­ე­ტა­ზე. მე ხორ­ცის­ტი ვარ, ხორ­ცის გა­რე­შე არ შე­მიძ­ლია, გან­ტვირ­თვის დღე­ებ­ში მხო­ლოდ მო­ხარ­შულ ქა­თამს, კიტრს და იო­გურტს მი­ვირ­თმევ. შიმ­ში­ლი და კა­ლო­რი­ე­ბის დათ­ვლა არ შე­მიძ­ლია. ვი­საც აწუ­ხებს ჭარ­ბი წონა, ჯო­ბია ახლა მი­ხე­დოს და ნელ-ნელა მი­აღ­წი­ოს სა­სურ­ველ შე­დეგს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

- ცე­ლუ­ლი­ტი თუ გაქვთ და რო­გორ ებ­რძვით მას?

- ად­გი­ლებ­ზე. ქალი, რო­მე­ლიც იტყვის, ცე­ლუ­ლუ­ტის პრობ­ლე­მა არ მაქ­ვსო, ან ან სუ­პერ­მო­დე­ლია, ან მა­ტყუ­ა­რა. მეც მა­წუ­ხებს ცე­ლუ­ლი­ტი. ვერ ვი­ტყვი, რომ ისე­თი ცე­ლუ­ლი­ტი მაქვს, ვერ გა­ვივ­ლი-თქო, მაგ­რამ მაქვს ისე­თი, რო­მელ­საც თქვენც და­ი­ნა­ხავთ. ცა­რი­ე­ლი ბოთ­ლი ფან­ტას­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა ცე­ლუ­ლი­ტის მო­სა­შო­რებ­ლად. უბ­რა­ლოდ, უნდა ირტყა პრობ­ლე­მურ ზო­ნებ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პლასტმა­სის ბოთ­ლი.

- სტრი­ე­ბიც გაქვთ?

- სხვა­თა შო­რის, გა­მიქ­რა სტრი­ე­ბი, იმი­ტომ რომ ერთ წე­ლი­წად­ში გა­ვი­ზარ­დე და რომ გა­ვი­წე­ლე, მა­შინ გა­მიჩ­ნდა. ნაკ­ლი ყვე­ლას გვაქვს. სტე­რე­ო­ტი­პე­ბი, რომ მო­დე­ლე­ბი არი­ან იდე­ა­ლუ­რე­ბი, სი­სუ­ლე­ლეა. ყვე­ლა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი არის ყალ­ბი, ჯო­ბია ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ვი­ცხოვ­როთ, რომ ში­ნა­გა­ნად ვი­ყოთ სუფ­თა და ჯან­მრთე­ლე­ბი, რაც მთა­ვა­რია. თუ ში­ნა­გა­ნად ვიქ­ნე­ბით ჯან­მრთე­ლი, ერთი-ორი სტრია არა­ფერს დაგ­ვაკ­ლებს.

- სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზებ­ში და­დი­ხართ?

- ვცდი­ლობ ვი­ა­რო, მაგ­რამ სირ­ბილ­თან ვერ ვმე­გობ­რობ. მი­ჭირს, ვქო­ში­ნებ, მიყ­ვარს იოგა და სხვა­ნა­ი­რი დატ­ვირ­თვა. კი შე­მიძ­ლია მო­გა­ტყუ­ოთ და ვთქვა, რომ სულ ვვარ­ჯი­შობ, მაგ­რამ ასე არაა.

- თმას რო­გორ უვ­ლით?

- ჩემი სა­ი­დუმ­ლო ისაა, რომ სა­ლო­ნებს უარ­ვყოფ. არც ვი­ღე­ბავ და არც ვი­ვარ­ცხნი სა­ლონ­ში. ზუს­ტად ვიცი, რომ სა­ლონ­ში შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას კლი­ენ­ტი ჰყავ­დეს, ეჩ­ქა­რე­ბო­დეს სა­დღაც და დაგწ­ვას. შენ თვი­თონ მა­ინც უკე­თე­სად იკე­თებ. მე მაქვს დაგ­რძე­ლე­ბუ­ლი თმა და ეს პრობ­ლე­მუ­რი ზო­ნაა, ვცდი­ლობ სხვა­დას­ხვა ზე­თე­ბით და ნიღ­ბე­ბით გა­ვა­ჯან­სა­ღო. თმის უთოს და ფენს არ ვი­კა­რებ.

- ცნო­ბი­ლია, რომ 7 წლი­დან იღე­ბავ თმას...

- კი, ბავ­შვო­ბი­დან ვი­ღე­ბავ. მა­შინ უბ­რა­ლოდ წი­თურ ხნას ვი­დებ­დი თმა­ზე, მერე გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში, პრო­ტეს­ტი როცა გაქვს, ხან მწვა­ნე ვი­ყა­ვი, ხან წი­თე­ლი, ხან ლურ­ჯი. მერე ქე­რად შე­ვი­ღე­ბე, მაგ­რამ და­მიწ­ვეს თმა იმ დო­ნე­ზე, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, და­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

- ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია შენი ფოტო, რო­მე­ლიც გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში გაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რად ხარ შეც­ვლი­ლი, რა გა­ა­კე­თე ამის­თვის?

- ბევ­რმა და­წე­რა პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ას მი­მარ­თაო. არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია, გამ­ბე­და­ო­ბა არ მქო­ნია. გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ხან მარ­ჯვე­ნა ყური გეზ­რდე­ბა, მერე ფეხი და ა.შ. მაგ­რამ მა­ინც არ ვი­ყა­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლო სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, არა მი­შავ­და რა. ბე­ბი­ამ მი­თხრა, ქალი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი 25 წლის მერე არი­სო და მგო­ნი ასეა, რად­გან იხ­ვე­წე­ბი.

- ცნო­ბი­ლია, რომ ბავ­შვო­ბა­ში კან­ფე­ტე­ბის დი­ე­ტით საკ­მა­ოდ და­ი­კე­ლით წო­ნა­ში...

- ეს გარ­და­ტე­ხის პე­რი­ო­დის პრობ­ლე­მაა. როცა ყვე­ლას გახ­დო­მა უნდა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და გახ­დო­მა გა­დავ­წყვი­ტე. კან­ფე­ტე­ბის დი­ე­ტა და­ვი­წყე და ათ დღე­ში ათი კილო და­ვი­კე­ლი. მას შემ­დეგ აღარ მო­მი­მა­ტია, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბა და­ვი­ზი­ა­ნე. დღე­ში 2 კო­ლოფ კან­ფეტს ვჭამ­დი.

- მკერ­დის ფორ­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ან გა­საზ­რდე­ლად ხში­რად მი­მარ­თა­ვენ მა­სა­ჟებს და სხვა­დას­ხვა მე­თო­დებს, თა­ვად თუ მი­მარ­თავთ ამას?

- მა­სა­ჟებს იკე­თე­ბენ? რა სა­სა­ცი­ლო სა­ნა­ხა­ო­ბა იქ­ნე­ბა მკერ­დის მა­სა­ჟი. ჯერ­ჯე­რო­ბით არ დამ­ჭირ­ვე­ბია. ან შე­იძ­ლე­ბა მჭირ­დე­ბა და არ ვიცი. მგო­ნია, რომ სა­ში­შია მკერ­დის მა­სა­ჟე­ბი. რად­გან მკერ­დი ბომ­ბაა და ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ.

- მა­კი­აჟს მხო­ლოდ გა­და­ღე­ბებ­ზე იკე­თებთ?

- მიყ­ვარს მა­კი­ა­ჟი, მაქვს ჩემი სუნ­დუ­ქი, გი­ჟი­ვით დილა რომ თენ­დე­ბა, ვი­წყებ მა­კი­ა­ჟის კე­თე­ბას, რომ ვიყო სიმ­პა­ტი­უ­რი. დე­და­ჩე­მი სულ მე­ხუმ­რე­ბა, 14 სარ­თუ­ლი­ან კორ­პუსს იდებ სა­ხე­ზეო. მიყ­ვარს ფე­ნა­ფე­ნა ე.წ. კიმ კარ­და­ში­ა­ნის მა­კი­ა­ჟი. აქ რომ და­ი­თხე­ლებ, იქ რომ მო­ი­მა­ტებ გრიმს.

- რას ურ­ჩევთ მან­დი­ლოს­ნებს?

- სოფი ლო­რენ­მა თქვა, მე მაქვს დიდი პირი, მოკ­ლე ფე­ხე­ბი, ვერ შე­ვე­დი "მის იტა­ლი­ის" ოცე­ულ­ში, მაგ­რამ იმ­დე­ნად მჯე­რა, რომ ლა­მა­ზი ვარ, ამა­ში და­ვარ­წმუ­ნე მთე­ლი სამ­ყა­როო. და­ი­ჯე­რეთ, რომ ხართ ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზე­ბი და იყა­ვით სა­ინ­ტე­რე­სო­ე­ბი, იმი­ტომ რომ სი­ლა­მა­ზე მალე მი­დის, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი კი ყო­ველ­თვის ლა­მა­ზია.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ნუკიმ ყველაფერი გაამხილა - სექსსიმბოლოს თავის მოვლის ყველა მეთოდი და გამომწვევი ფოტოები

ნუკიმ ყველაფერი გაამხილა - სექსსიმბოლოს თავის მოვლის ყველა მეთოდი და გამომწვევი ფოტოები

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ყოველთვის ფორმაშია. როგორ ახერხებს ამას, თავად ნუკი გიამბობთ.

- ნუკი, როგორ ახერხებთ მუდმივად ფორმაში ყოფნას?

- ეს თქვენ გეჩვენებათ ალბათ ასე, თორემ მეც ვიმატებ და ვიკლებ წონაში. ძალიან კარგია უზმოზე შვრიის ფაფა ხილთან ერთად. ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. სახის კანისთვის ძალიან კარგია მჭადის ფქვილის სკრაბი, ბევრი ხალხური მეთოდით მისარგებლია. ჩემს გარდა ჩემი ოჯახის ყველა წევრი წიწკვია, მე ვარ ისეთი, განში გავდივარ. როგორც კი მოვიმატებ, განტვირთვის დღეებს ვაწყობ. ცუდია უკიდურესობაში გადავარდნა. ჯობია თავიდანვე რეჟიმში ვიყოთ და სწორად ვიკვებოთ, ვიდრე სასტიკ დიეტაზე. მე ხორცისტი ვარ, ხორცის გარეშე არ შემიძლია, განტვირთვის დღეებში მხოლოდ მოხარშულ ქათამს, კიტრს და იოგურტს მივირთმევ. შიმშილი და კალორიების დათვლა არ შემიძლია. ვისაც აწუხებს ჭარბი წონა, ჯობია ახლა მიხედოს და ნელ-ნელა მიაღწიოს სასურველ შედეგს.

იხილეთ ფოტოგალერეა

- ცელულიტი თუ გაქვთ და როგორ ებრძვით მას?

- ადგილებზე. ქალი, რომელიც იტყვის, ცელულუტის პრობლემა არ მაქვსო, ან ან სუპერმოდელია, ან მატყუარა. მეც მაწუხებს ცელულიტი. ვერ ვიტყვი, რომ ისეთი ცელულიტი მაქვს, ვერ გავივლი-თქო, მაგრამ მაქვს ისეთი, რომელსაც თქვენც დაინახავთ. ცარიელი ბოთლი ფანტასტიური საშუალებაა ცელულიტის მოსაშორებლად. უბრალოდ, უნდა ირტყა პრობლემურ ზონებში ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლი.

- სტრიებიც გაქვთ?

- სხვათა შორის, გამიქრა სტრიები, იმიტომ რომ ერთ წელიწადში გავიზარდე და რომ გავიწელე, მაშინ გამიჩნდა. ნაკლი ყველას გვაქვს. სტერეოტიპები, რომ მოდელები არიან იდეალურები, სისულელეა. ყველაფერი გაკეთებული არის ყალბი, ჯობია ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, რომ შინაგანად ვიყოთ სუფთა და ჯანმრთელები, რაც მთავარია. თუ შინაგანად ვიქნებით ჯანმრთელი, ერთი-ორი სტრია არაფერს დაგვაკლებს.

- სავარჯიშო დარბაზებში დადიხართ?

- ვცდილობ ვიარო, მაგრამ სირბილთან ვერ ვმეგობრობ. მიჭირს, ვქოშინებ, მიყვარს იოგა და სხვანაირი დატვირთვა. კი შემიძლია მოგატყუოთ და ვთქვა, რომ სულ ვვარჯიშობ, მაგრამ ასე არაა.

- თმას როგორ უვლით?

- ჩემი საიდუმლო ისაა, რომ სალონებს უარვყოფ. არც ვიღებავ და არც ვივარცხნი სალონში. ზუსტად ვიცი, რომ სალონში შეიძლება ვიღაცას კლიენტი ჰყავდეს, ეჩქარებოდეს სადღაც და დაგწვას. შენ თვითონ მაინც უკეთესად იკეთებ. მე მაქვს დაგრძელებული თმა და ეს პრობლემური ზონაა, ვცდილობ სხვადასხვა ზეთებით და ნიღბებით გავაჯანსაღო. თმის უთოს და ფენს არ ვიკარებ.

- ცნობილია, რომ 7 წლიდან იღებავ თმას...

- კი, ბავშვობიდან ვიღებავ. მაშინ უბრალოდ წითურ ხნას ვიდებდი თმაზე, მერე გარდატეხის ასაკში, პროტესტი როცა გაქვს, ხან მწვანე ვიყავი, ხან წითელი, ხან ლურჯი. მერე ქერად შევიღებე, მაგრამ დამიწვეს თმა იმ დონეზე, რომ იძულებული გავხდი, დამეგრძელებინა.

- ინტერნეტში გავრცელებულია შენი ფოტო, რომელიც გარდატეხის ასაკში გაქვს გადაღებული, რადიკალურად ხარ შეცვლილი, რა გააკეთე ამისთვის?

- ბევრმა დაწერა პლასტიკურ ქირურგიას მიმართაო. არაფერი გამიკეთებია, გამბედაობა არ მქონია. გარდატეხის ასაკში ხან მარჯვენა ყური გეზრდება, მერე ფეხი და ა.შ. მაგრამ მაინც არ ვიყავი უკმაყოფილო საკუთარი გარეგნობით. დარწმუნებული ვიყავი, არა მიშავდა რა. ბებიამ მითხრა, ქალი ყველაზე ლამაზი 25 წლის მერე არისო და მგონი ასეა, რადგან იხვეწები.

- ცნობილია, რომ ბავშვობაში კანფეტების დიეტით საკმაოდ დაიკელით წონაში...

- ეს გარდატეხის პერიოდის პრობლემაა. როცა ყველას გახდომა უნდა. შეყვარებული ვიყავი და გახდომა გადავწყვიტე. კანფეტების დიეტა დავიწყე და ათ დღეში ათი კილო დავიკელი. მას შემდეგ აღარ მომიმატია, მაგრამ ჯანმრთელობა დავიზიანე. დღეში 2 კოლოფ კანფეტს ვჭამდი.

- მკერდის ფორმის შესანარჩუნებლად ან გასაზრდელად ხშირად მიმართავენ მასაჟებს და სხვადასხვა მეთოდებს, თავად თუ მიმართავთ ამას?

- მასაჟებს იკეთებენ? რა სასაცილო სანახაობა იქნება მკერდის მასაჟი. ჯერჯერობით არ დამჭირვებია. ან შეიძლება მჭირდება და არ ვიცი. მგონია, რომ საშიშია მკერდის მასაჟები. რადგან მკერდი ბომბაა და ფრთხილად უნდა ვიყოთ.

- მაკიაჟს მხოლოდ გადაღებებზე იკეთებთ?

- მიყვარს მაკიაჟი, მაქვს ჩემი სუნდუქი, გიჟივით დილა რომ თენდება, ვიწყებ მაკიაჟის კეთებას, რომ ვიყო სიმპატიური. დედაჩემი სულ მეხუმრება, 14 სართულიან კორპუსს იდებ სახეზეო. მიყვარს ფენაფენა ე.წ. კიმ კარდაშიანის მაკიაჟი. აქ რომ დაითხელებ, იქ რომ მოიმატებ გრიმს.

- რას ურჩევთ მანდილოსნებს?

- სოფი ლორენმა თქვა, მე მაქვს დიდი პირი, მოკლე ფეხები, ვერ შევედი "მის იტალიის" ოცეულში, მაგრამ იმდენად მჯერა, რომ ლამაზი ვარ, ამაში დავარწმუნე მთელი სამყაროო. დაიჯერეთ, რომ ხართ ყველაზე ლამაზები და იყავით საინტერესოები, იმიტომ რომ სილამაზე მალე მიდის, საინტერესო ადამიანი კი ყოველთვის ლამაზია.

იხილეთ ფოტოგალერეა

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს