პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერიკო კალანდია ''თავისი შვილის მამას'' ეძებს - ნინა პოლიტიკური მოვლენების გადაფარვას აპირებს
ვერიკო კალანდია ''თავისი შვილის მამას'' ეძებს - ნინა პოლიტიკური მოვლენების გადაფარვას აპირებს

სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" მომ­ღე­რა­ლი ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი და მსა­ხი­ო­ბი ვე­რი­კო კა­ლან­დია გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი არი­ან, ერ­თად აგ­ვა­რე­ბენ ყვე­ლა პრობ­ლე­მას და ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხში ერ­თმა­ნეთს გვერ­დში უდ­გა­ნან. იმის გარ­კვე­ვა გა­დავ­წყვი­ტეთ, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც ასე შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან თუ არა და მათ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ.

- თქვე­ნი ნაც­ნობ­მე­გობ­რო­ბა სე­რი­ალს უკავ­შირ­დე­ბა თუ მა­ნამ­დეც იც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს?

ნინა:

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" რომ და­მი­რე­კეს, როლ­ზე უნდა მოგ­სინ­ჯო­თო, ისე გავ­ქან­დი, არც მი­კი­თხავს, რა როლი უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. რად­გან მა­ნამ­დე სე­რი­ალ­ში არ მქონ­და ნა­თა­მა­შე­ბი, თა­ვი­დან ძა­ლი­ან და­ვი­ძა­ბე და შე­მე­შინ­და, მაგ­რამ იქ მი­სულს დამ­ხვდა მო­ღი­მა­რი ვე­რი­კო, ისე იცი­ნო­და, რომ ყვე­ლა კბი­ლი უჩან­და. მის მი­მართ თა­ვი­დან­ვე და­დე­ბი­თად გან­ვე­წყვე.

ვე­რი­კო:

- ნი­ნამ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მო­იყ­ვა­ნეს ამ რო­ლის­თვის, ამ დროს ნინა მო­ვი­და სა­ო­ცარ ფორ­მა­ში, შლა­პით. შე­მო­ვი­და თუ არა, მის­გან პო­ზი­ტი­ვი წა­მო­ვი­და. მოგ­ვცეს დრო, რომ წაგ­ვე­მე­ცა­დი­ნა, ახალ­გაც­ნო­ბი­ლე­ბი კარ­გი ნაც­ნო­ბე­ბი­ვით ჩა­ვუ­ჯე­ქით, გა­ვი­ა­რეთ ტექ­სტი და სულ ორი დუბ­ლი ჩავ­წე­რეთ, შე­დე­გით კი ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი დავ­რჩით.

ნინა:

- ჩემი და ვე­რი­კოს გმი­რე­ბი გა­დაბ­მუ­ლი მე­გობ­რე­ბი არი­ან, რე­ა­ლუ­რად ჩვენ შო­რის არ­სე­ბუ­ლი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, პრობ­ლე­მა გამ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ მგო­ნი, ისე ვიც­ვამ და ისე ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს, რომ დიდი სხვა­ო­ბა არ ჩანს. მოკ­ლედ, ამ მცი­რე სინ­ჯის შემ­დეგ მი­თხრეს, წადი და ათ წუთ­ში მოდი გა­და­ღე­ბა­ზეო, ისე ვი­ნერ­ვი­უ­ლე, და­ვი­შო­კე…. ვი­ფიქ­რე, ამ ტექსტს წა­ვი­ღებ, ერთი 4-5 დღე ვი­მე­ცა­დი­ნებ და ისე მი­ვალ გა­და­ღე­ბა­ზე-მეთ­ქი. შორ­ტი ჩა­იც­ვი და მო­დიო – მა­შინ­ვე რომ მი­თხრეს, გული გა­მის­კდა.

ვე­რი­კო:

- მოკ­ლედ, პირ­ვე­ლი­ვე დღეს დავ­მე­გობ­რდით და ეს ურ­თი­ერ­თო­ბა დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

ნინა:

- ვე­რი­კო ძა­ლი­ან კე­თი­ლი, მე­გობ­რუ­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, სულ იღი­მის, რაც მარ­თლა და­სა­ფა­სე­ბე­ლია, რად­გან ქარ­თვე­ლებს ღი­მი­ლი გვი­ჭირს, მი­ხა­რია, რომ მისი სა­ხით მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე.

ვე­რი­კო:

- ისე კარ­გად და­მა­ხა­სი­ა­თე, მე რაღა ვთქვა შენ­ზე, არ ვიცი. ნინა ძა­ლი­ან უშუ­ა­ლო და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია.

ნინა:

- ვე­რი­კოს ტოლი გო­გო­ნე­ბი ას­ჯერ და­ბე­რე­ბუ­ლე­ბი და და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ეს კი­დევ ისე­თი გუ­ლუბ­რყვი­ლოა, ისეთ შე­კი­თხვებს მის­ვამს, რომ სი­ცი­ლით ვკვდე­ბი, ხან მგო­ნია, მე­ღა­და­ვე­ბა.

- ნინა ჭო­რე­ბის სა­კი­თხში გა­მობ­რძმე­დი­ლია, მაგ­რამ ვე­რი­კო, შენ შე­სა­ხებ თუ გსმე­ნია რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და რო­გორ რე­ა­გი­რებ?

ვე­რი­კო:

- ძი­რი­თა­დად, ვი­ზუ­ალს უს­ვა­მენ ხაზს, ამ­ბო­ბენ, რომ ტუ­ჩე­ბი და­ბე­რი­ლი მაქვს, თვა­ლე­ბი აწე­უ­ლი, ცხვი­რი გა­კე­თე­ბუ­ლი, თურ­მე გა­თხო­ვი­ლი ვარ და შვი­ლი მყავს, ოღონდ მამა ვი­ნაა, არ ვიცი, თუ მა­პოვ­ნი­ნე­ბენ, კარ­გია. მახ­სოვს, პირ­ვე­ლად ყვე­ლა­ზე მე­ტად რა მე­წყი­ნა. სე­რი­ალ­ში რომ გა­მოვ­ჩნდი, თა­ვი­დან კო­მენ­ტა­რებს ვკი­თხუ­ლობ­დი და ერთ-ერ­თმა და­წე­რა, ფუ, ეს გოგო "ნუ პა­გა­დის" მგელს ჰგავ­სო, თა­ვი­დან ცოტა გავ­ბრაზ­დი, მაგ­რამ ახლა მე­ცი­ნე­ბა (იცი­ნის).

ნინა:

- მე მო­მიხ­სე­ნი­ე­ბენ, რო­გორც აწყო­ბილს, არა­და, ცხვი­რი და ტუჩი მაქვს მხო­ლოდ გა­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ თუ კი­დევ რამე დამ­ჭირ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­კე­თებ. ჩემ­ზე წე­რენ, ჯექ­სონს ჰგავ­სო, ზოგი ზვე­რევს მა­და­რებს. ახლა უკვე აღარ ვკი­თხუ­ლობ კო­მენ­ტა­რებს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ხინ­ჯოს ის გე­ძა­ხის, ვი­საც თა­ვად აქვს პრობ­ლე­მა ამ მხრივ. შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნის ნამ­ღე­რი, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი როლი არ მო­გე­წო­ნოს, მაგ­რამ გა­რეგ­ნო­ბა­ზე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ცინ­ვა, უბ­რა­ლოდ, არ მეს­მის.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ვერიკო კალანდია ''თავისი შვილის მამას'' ეძებს - ნინა პოლიტიკური მოვლენების გადაფარვას აპირებს

ვერიკო კალანდია ''თავისი შვილის მამას'' ეძებს - ნინა პოლიტიკური მოვლენების გადაფარვას აპირებს

სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' მომღერალი ნინა წკრიალაშვილი და მსახიობი ვერიკო კალანდია განუყრელი მეგობრები არიან, ერთად აგვარებენ ყველა პრობლემას და ნებისმიერ საკითხში ერთმანეთს გვერდში უდგანან. იმის გარკვევა გადავწყვიტეთ, რეალურ ცხოვრებაშიც ასე შეხმატკბილებულები არიან თუ არა და მათთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

- თქვენი ნაცნობმეგობრობა სერიალს უკავშირდება თუ მანამდეც იცნობდით ერთმანეთს?

ნინა:

- ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' რომ დამირეკეს, როლზე უნდა მოგსინჯოთო, ისე გავქანდი, არც მიკითხავს, რა როლი უნდა შემესრულებინა. რადგან მანამდე სერიალში არ მქონდა ნათამაშები, თავიდან ძალიან დავიძაბე და შემეშინდა, მაგრამ იქ მისულს დამხვდა მოღიმარი ვერიკო, ისე იცინოდა, რომ ყველა კბილი უჩანდა. მის მიმართ თავიდანვე დადებითად განვეწყვე.

ვერიკო:

- ნინამდე საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე ადამიანი მოიყვანეს ამ როლისთვის, ამ დროს ნინა მოვიდა საოცარ ფორმაში, შლაპით. შემოვიდა თუ არა, მისგან პოზიტივი წამოვიდა. მოგვცეს დრო, რომ წაგვემეცადინა, ახალგაცნობილები კარგი ნაცნობებივით ჩავუჯექით, გავიარეთ ტექსტი და სულ ორი დუბლი ჩავწერეთ, შედეგით კი ყველა კმაყოფილი დავრჩით.

ნინა:

- ჩემი და ვერიკოს გმირები გადაბმული მეგობრები არიან, რეალურად ჩვენ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა შეიძლებოდა, პრობლემა გამხდარიყო, მაგრამ მგონი, ისე ვიცვამ და ისე ვაკეთებ ყველაფერს, რომ დიდი სხვაობა არ ჩანს. მოკლედ, ამ მცირე სინჯის შემდეგ მითხრეს, წადი და ათ წუთში მოდი გადაღებაზეო, ისე ვინერვიულე, დავიშოკე…. ვიფიქრე, ამ ტექსტს წავიღებ, ერთი 4-5 დღე ვიმეცადინებ და ისე მივალ გადაღებაზე-მეთქი. შორტი ჩაიცვი და მოდიო – მაშინვე რომ მითხრეს, გული გამისკდა.

ვერიკო:

- მოკლედ, პირველივე დღეს დავმეგობრდით და ეს ურთიერთობა დღემდე გრძელდება.

ნინა:

- ვერიკო ძალიან კეთილი, მეგობრული, მოწესრიგებული ადამიანია, სულ იღიმის, რაც მართლა დასაფასებელია, რადგან ქართველებს ღიმილი გვიჭირს, მიხარია, რომ მისი სახით მეგობარი შევიძინე.

ვერიკო:

- ისე კარგად დამახასიათე, მე რაღა ვთქვა შენზე, არ ვიცი. ნინა ძალიან უშუალო და ყურადღებიანია.

ნინა:

- ვერიკოს ტოლი გოგონები ასჯერ დაბერებულები და დაპატარავებულები არიან, ეს კიდევ ისეთი გულუბრყვილოა, ისეთ შეკითხვებს მისვამს, რომ სიცილით ვკვდები, ხან მგონია, მეღადავება.

- ნინა ჭორების საკითხში გამობრძმედილია, მაგრამ ვერიკო, შენ შესახებ თუ გსმენია რაიმე განსაკუთრებული და როგორ რეაგირებ?

ვერიკო:

- ძირითადად, ვიზუალს უსვამენ ხაზს, ამბობენ, რომ ტუჩები დაბერილი მაქვს, თვალები აწეული, ცხვირი გაკეთებული, თურმე გათხოვილი ვარ და შვილი მყავს, ოღონდ მამა ვინაა, არ ვიცი, თუ მაპოვნინებენ, კარგია. მახსოვს, პირველად ყველაზე მეტად რა მეწყინა. სერიალში რომ გამოვჩნდი, თავიდან კომენტარებს ვკითხულობდი და ერთ-ერთმა დაწერა, ფუ, ეს გოგო ''ნუ პაგადის'' მგელს ჰგავსო, თავიდან ცოტა გავბრაზდი, მაგრამ ახლა მეცინება (იცინის).

ნინა:

- მე მომიხსენიებენ, როგორც აწყობილს, არადა, ცხვირი და ტუჩი მაქვს მხოლოდ გაკეთებული, მაგრამ თუ კიდევ რამე დამჭირდება, აუცილებლად გავიკეთებ. ჩემზე წერენ, ჯექსონს ჰგავსო, ზოგი ზვერევს მადარებს. ახლა უკვე აღარ ვკითხულობ კომენტარებს, მაგრამ ყველაზე მეტად მახინჯოს ის გეძახის, ვისაც თავად აქვს პრობლემა ამ მხრივ. შეიძლება, ადამიანის ნამღერი, შესრულებული როლი არ მოგეწონოს, მაგრამ გარეგნობაზე როგორ შეიძლება დაცინვა, უბრალოდ, არ მესმის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"