სამხედრო
მოზაიკა
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინელი ჭანკვეტაძე, ლიკა ქავჟარაძე და მარინა კახიანი თამამ სცენებში - "ვინც გაუნათლებელია, მისთვის ეს ეროტიკაა"
ნინელი ჭანკვეტაძე, ლიკა ქავჟარაძე და მარინა კახიანი თამამ სცენებში - "ვინც გაუნათლებელია, მისთვის ეს ეროტიკაა"

ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში, ცოტა ხნის წინ რე­ჟი­სორ შოთა კა­ლან­და­ძის ახა­ლი ფილ­მი "მე­დუ­ზა გორ­გო­ნე­ბი" გა­მოჩ­ნდა. ისე­ვე, რო­გორც კა­ლან­და­ძის სხვა ფილ­მე­ბი, თა­მა­მი კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა არც ამ კი­ნო­სუ­რათ­შია. ფილმში მთა­ვარ რო­ლებს ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე, ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე, მა­რი­ნა კა­ხი­ა­ნი, მზია მაღ­ლა­კე­ლი­ძე და ნუცა შან­ში­აშ­ვი­ლი თა­მა­შო­ბენ.

რო­გორ შე­იქ­მნა ფილ­მი "მე­დუ­ზა გორ­გო­ნე­ბი", ამა­ზე Ambebi.ge ფილ­მის რე­ჟი­სორს, შოთა კა­ლან­და­ძეს ესა­უბ­რა.

- ეს არის ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის კი­ნო­ლექ­სე­ბი, ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გია, ჩემი პე­და­გო­გე­ბი სულ მას­წავ­ლიდ­ნენ ბერ­ძნულ მხატ­ვრო­ბას. მუდ­მი­ვად ამის შე­სა­ხებ ვსა­უბ­რობ­დით. რო­დე­საც კი­ნო­ში შევ­ცუ­რე, მო­მინ­და ამ მო­ტი­ვებ­ზე ფილ­მი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. მე­დე­აც გა­კე­თე­ბუ­ლი მაქვს, ნა­წი­ლი. მი­თო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, ერთი მე­დუ­ზა გორ­გო­ნაა, მაგ­რამ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში თა­ვი­სუფ­ლად შე­გიძ­ლია გა­და­ას­ხვა­ფე­რო. ეს არის ფოტო, პო­ე­ტუ­რი კი­ნო­ლექ­სი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლამ ვერ გა­ი­გოს, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და ბევ­რი ნახ­ვა აქვს ფილ­მს. უკაც­რა­ვად სხვა რე­ჟი­სო­რებს, მაგ­რამ რო­გორც ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ-პორ­ტა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მი­თხრეს, სა­დაც ფა­სი­ა­ნი იყო ჩემი ფილ­მე­ბის ნახ­ვა, სხვა ფილ­მებ­თან შე­და­რე­ბით ჩემი ფილ­მე­ბი იყი­დე­ბო­და და მი­თხრეს, უფა­სო უნდა გავ­ხა­დო­თო. რუ­სულ სა­ი­ტებ­ზეც პო­პუ­ლა­რუ­ლია ეს ფილ­მი. ასე­ვე, მად­ლო­ბას ვე­ტყვი გერ­მა­ნი­ა­ში და რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს, რომ­ლებ­მაც ჩემი "ფე­ის­ბუქ გვერ­დე­ბი" გახ­სნეს.

- ფილ­მი იწყე­ბა ერო­ტი­უ­ლი კად­რე­ბით, შენი აზ­რით, ეს გა­ნა­პი­რო­ბებს ფილ­მის ასეთ პო­პუ­ლა­რო­ბას?

- თა­მა­მი სცე­ნე­ბი და­ვარ­ქვათ ამას. ვინც გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლია, მის­თვის ერო­ტი­კაა, მაგ­რამ ვი­საც კინო ეს­მის, მათ­თვის ეს ერო­ტი­კა არ არის. უხერ­ხუ­ლია სა­კუ­თარ თავ­ზე იმის თქმა, ეს ხე­ლოვ­ნე­ბაა, თუ არა. ერო­ტი­უ­ლი ფილ­მია მათ­თვის, ვი­საც არ ეს­მის ხე­ლოვ­ნე­ბა. მაგ­რამ მა­თაც მად­ლო­ბას ვე­უბ­ნე­ბი, რად­გან ნა­ხუ­ლო­ბენ. მად­ლო­ბას ვე­უბ­ნე­ბი მსა­ხი­ო­ბებს, ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძეს, მზია მაღ­ლა­კე­ლი­ძეს, მა­რი­ნა კა­ხი­ანს, ნუცა შან­ში­აშ­ვილს, ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს. მე­უბ­ნე­ბი­ან, ჰო­ლი­ვუ­დის ნე­ბის­მი­ერ დიდ მსა­ხი­ობს შე­შურ­დე­ბო­და ასეთ ფილმში თა­მა­ში და ასე­თი სა­ხე­ე­ბის შექ­მნა. ზონ­დის სცე­ნა თვი­თონ ნი­ნე­ლიმ მო­ი­ფიქ­რა. ჩვენ მე­ო­რე ფილმზე ვი­მუ­შა­ვეთ ერ­თად. გე­ნი­ო­სია ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე და მად­ლო­ბა. ახალ­გაზ­რდე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ თა­მამ ორ­გი­ებ­ში, ასე­ვე ცირა კუპ­რაშ­ვი­ლი. როცა ხე­ლოვ­ნე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, თუ ადა­მი­ა­ნი ჭკვი­ა­ნი და ნი­ჭი­ე­რია, წინ გა­ი­ხე­დავს. მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ ეს ფილ­მი ის­ტო­რი­ა­ში შევა, ასე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვის გა­და­უ­ღია, ახა­ლი ეს­თე­ტი­კაა, ამას უფრო მე­ტად გა­მო­ამ­ჟღავ­ნებს დრო. ეს არ არის ვულ­გა­რუ­ლო­ბა.

- რთუ­ლია ზღვა­რის დაც­ვა, მსგავ­სი სცე­ნე­ბი ვულ­გა­რუ­ლი რომ არ გახ­დეს?

- მინ­და ათ­მა­გად მო­ვა­ხერ­ხო. ბევ­რი ადა­მი­ა­ნია, ვინც მინ­და გა­და­ვი­ღო, ახალ­გაზ­რდებს გა­ნათ­ლე­ბა არ აქვთ და ჰგო­ნი­ათ, რად­გან თა­მა­მი სცე­ნაა, ესაა ერო­ტი­კა. მერე წლე­ბი რომ გა­დის, მე­უბ­ნე­ბი­ან, რო­გორ მივ­ქა­რე, რომ მა­შინ არ დავ­თან­ხმდიო.

- დიდი ხანი მუ­შა­ობ­დით ფილმზე?

- დიდ­ხანს ვემ­ზა­დე­ბო­დით. კი­დევ კარ­გი, 3 თვით იყო ნუცა შან­ში­აშ­ვი­ლი ჩა­მო­სუ­ლი თბი­ლის­ში. ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე გან­სა­კუთ­რე­ბით ემ­ზა­დე­ბო­და ამ რო­ლის­თვის. მა­რი­ნას პა­რი­კი ძლივს ვი­შო­ვეთ, და­ახ­ლო­ე­ბით 3 თვე ვემ­ზა­დე­ბო­დით სა­ხე­ე­ბის შექ­მნის­თვის. თვი­თონ გა­და­ღე­ბა კი ერთი დღე გაგ­რძელ­და. ხან რა არ მოს­წონ­დათ მსა­ხი­ო­ბებს და ხან რა. ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლი იყო ნუცა შან­ში­აშ­ვილ­თან მუ­შა­ო­ბა, ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს­თან. ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე ნამ­დვი­ლი მე­დუ­ზა გორ­გო­ნაა. არ­სე­ბობს ისე­თი გე­ნი­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი, ვი­საც დრო სჭირ­დე­ბა შე­ვი­დეს როლ­ში, იფიქ­როს, აწონ-და­წო­ნოს და ა.შ. რო­გო­რე­ბიც არი­ან ნი­ნე­ლი და მა­რი­ნა. იმის გარ­და, რომ თა­მა­შო­ბენ, ძა­ლი­ან ლა­მა­ზე­ბი არი­ან.

- თა­ვი­დან­ვე იცოდ­ნენ მსა­ხი­ო­ბებ­მა ფილმში თა­მა­მი სცე­ნე­ბი რომ შე­ვი­დო­და?

- სა­ერ­თოდ არ მინ­დო­და ასე­თი სცე­ნე­ბი, მაგ­რამ როცა გა­და­ვი­ღე, რა­ღაც მაკ­ლდა და და­ვუ­მა­ტე. როცა ხა­ტავ, ხომ არ იცი, რა ჩრდი­ლე­ბი უნდა და­უ­მა­ტო თა­ვი­დან? წი­ნას­წარ არას­დროს არ ვიცი, რა გა­მო­ვა. ჩემი ფილ­მე­ბი არ არის ტრა­დი­ცი­უ­ლი. ეს რან­გით უფრო მა­ღა­ლი ფილ­მია. ამა­ზე თა­მა­მი სცე­ნე­ბი მი­ნა­ხია, მაგ­რამ თუ არ ვცდე­ბი, არ არის რე­ი­ტინ­გუ­ლი ის ფილ­მე­ბი. ასე რომ, მხო­ლოდ მარ­ტო სი­შიშ­ვლეს ვერ მი­ვა­წერთ ფილ­მის პო­პუ­ლა­რო­ბას.

- ცნო­ბი­ლია, რომ მსა­ხი­ო­ბე­ბი უფა­სოდ გთან­ხმდე­ბი­ან რო­ლებ­ზე?

- მსა­ხი­ო­ბებ­მა იცი­ან, ვის­თან მი­დი­ან სა­თა­მა­შოდ. იცი­ან მათ ნიჭს არ შევ­ზღუ­დავ და გა­მო­ვა­ჩენ, ალ­ბათ ამი­ტო­მაც მთან­ხმდე­ბი­ან.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ნინელი ჭანკვეტაძე, ლიკა ქავჟარაძე და მარინა კახიანი თამამ სცენებში - "ვინც გაუნათლებელია, მისთვის ეს ეროტიკაა"

ნინელი ჭანკვეტაძე, ლიკა ქავჟარაძე და მარინა კახიანი თამამ სცენებში - "ვინც გაუნათლებელია, მისთვის ეს ეროტიკაა"

ინტერნეტ-სივრცეში, ცოტა ხნის წინ რეჟისორ შოთა კალანდაძის ახალი ფილმი "მედუზა გორგონები" გამოჩნდა. ისევე, როგორც კალანდაძის სხვა ფილმები, თამამი კადრების ნაკლებობა არც ამ კინოსურათშია. ფილმში მთავარ როლებს ლიკა ქავჟარაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, მარინა კახიანი, მზია მაღლაკელიძე და ნუცა შანშიაშვილი თამაშობენ.

როგორ შეიქმნა ფილმი "მედუზა გორგონები", ამაზე Ambebi.ge ფილმის რეჟისორს, შოთა კალანდაძეს ესაუბრა.

- ეს არის ბერძნული მითოლოგიის კინოლექსები, ბავშვობიდან მიყვარს ბერძნული მითოლოგია, ჩემი პედაგოგები სულ მასწავლიდნენ ბერძნულ მხატვრობას. მუდმივად ამის შესახებ ვსაუბრობდით. როდესაც კინოში შევცურე, მომინდა ამ მოტივებზე ფილმი გამეკეთებინა. მედეაც გაკეთებული მაქვს, ნაწილი. მითოლოგიის მიხედვით, ერთი მედუზა გორგონაა, მაგრამ ხელოვნებაში თავისუფლად შეგიძლია გადაასხვაფერო. ეს არის ფოტო, პოეტური კინოლექსი, რომელიც შეიძლება ყველამ ვერ გაიგოს, მაგრამ ქართველები ნიჭიერი ადამიანები არიან და ბევრი ნახვა აქვს ფილმს. უკაცრავად სხვა რეჟისორებს, მაგრამ როგორც ერთ-ერთი ინტერნეტ-პორტალის წარმომადგენლებმა მითხრეს, სადაც ფასიანი იყო ჩემი ფილმების ნახვა, სხვა ფილმებთან შედარებით ჩემი ფილმები იყიდებოდა და მითხრეს, უფასო უნდა გავხადოთო. რუსულ საიტებზეც პოპულარულია ეს ფილმი. ასევე, მადლობას ვეტყვი გერმანიაში და რუსეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, რომლებმაც ჩემი "ფეისბუქ გვერდები" გახსნეს.

- ფილმი იწყება ეროტიული კადრებით, შენი აზრით, ეს განაპირობებს ფილმის ასეთ პოპულარობას?

- თამამი სცენები დავარქვათ ამას. ვინც გაუნათლებელია, მისთვის ეროტიკაა, მაგრამ ვისაც კინო ესმის, მათთვის ეს ეროტიკა არ არის. უხერხულია საკუთარ თავზე იმის თქმა, ეს ხელოვნებაა, თუ არა. ეროტიული ფილმია მათთვის, ვისაც არ ესმის ხელოვნება. მაგრამ მათაც მადლობას ვეუბნები, რადგან ნახულობენ. მადლობას ვეუბნები მსახიობებს, ნინელი ჭანკვეტაძეს, მზია მაღლაკელიძეს, მარინა კახიანს, ნუცა შანშიაშვილს, ლიკა ქავჟარაძეს. მეუბნებიან, ჰოლივუდის ნებისმიერ დიდ მსახიობს შეშურდებოდა ასეთ ფილმში თამაში და ასეთი სახეების შექმნა. ზონდის სცენა თვითონ ნინელიმ მოიფიქრა. ჩვენ მეორე ფილმზე ვიმუშავეთ ერთად. გენიოსია ნინელი ჭანკვეტაძე და მადლობა. ახალგაზრდები მონაწილეობენ თამამ ორგიებში, ასევე ცირა კუპრაშვილი. როცა ხელოვნებაზეა საუბარი, თუ ადამიანი ჭკვიანი და ნიჭიერია, წინ გაიხედავს. მაპატიეთ, მაგრამ ეს ფილმი ისტორიაში შევა, ასეთი საქართველოში არავის გადაუღია, ახალი ესთეტიკაა, ამას უფრო მეტად გამოამჟღავნებს დრო. ეს არ არის ვულგარულობა.

- რთულია ზღვარის დაცვა, მსგავსი სცენები ვულგარული რომ არ გახდეს?

- მინდა ათმაგად მოვახერხო. ბევრი ადამიანია, ვინც მინდა გადავიღო, ახალგაზრდებს განათლება არ აქვთ და ჰგონიათ, რადგან თამამი სცენაა, ესაა ეროტიკა. მერე წლები რომ გადის, მეუბნებიან, როგორ მივქარე, რომ მაშინ არ დავთანხმდიო.

- დიდი ხანი მუშაობდით ფილმზე?

- დიდხანს ვემზადებოდით. კიდევ კარგი, 3 თვით იყო ნუცა შანშიაშვილი ჩამოსული თბილისში. ნინელი ჭანკვეტაძე განსაკუთრებით ემზადებოდა ამ როლისთვის. მარინას პარიკი ძლივს ვიშოვეთ, დაახლოებით 3 თვე ვემზადებოდით სახეების შექმნისთვის. თვითონ გადაღება კი ერთი დღე გაგრძელდა. ხან რა არ მოსწონდათ მსახიობებს და ხან რა. ყველაზე ადვილი იყო ნუცა შანშიაშვილთან მუშაობა, ლიკა ქავჟარაძესთან. ლიკა ქავჟარაძე ნამდვილი მედუზა გორგონაა. არსებობს ისეთი გენიალური მსახიობები, ვისაც დრო სჭირდება შევიდეს როლში, იფიქროს, აწონ-დაწონოს და ა.შ. როგორებიც არიან ნინელი და მარინა. იმის გარდა, რომ თამაშობენ, ძალიან ლამაზები არიან.

- თავიდანვე იცოდნენ მსახიობებმა ფილმში თამამი სცენები რომ შევიდოდა?

- საერთოდ არ მინდოდა ასეთი სცენები, მაგრამ როცა გადავიღე, რაღაც მაკლდა და დავუმატე. როცა ხატავ, ხომ არ იცი, რა ჩრდილები უნდა დაუმატო თავიდან? წინასწარ არასდროს არ ვიცი, რა გამოვა. ჩემი ფილმები არ არის ტრადიციული. ეს რანგით უფრო მაღალი ფილმია. ამაზე თამამი სცენები მინახია, მაგრამ თუ არ ვცდები, არ არის რეიტინგული ის ფილმები. ასე რომ, მხოლოდ მარტო სიშიშვლეს ვერ მივაწერთ ფილმის პოპულარობას.

- ცნობილია, რომ მსახიობები უფასოდ გთანხმდებიან როლებზე?

- მსახიობებმა იციან, ვისთან მიდიან სათამაშოდ. იციან მათ ნიჭს არ შევზღუდავ და გამოვაჩენ, ალბათ ამიტომაც მთანხმდებიან.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება