სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუშაობენ თუ არა შსს-ს თანამშრომლები, ე.წ. ოდეერები საზოგადოებრივ მაუწყებელში
მუშაობენ თუ არა შსს-ს თანამშრომლები, ე.წ. ოდეერები საზოგადოებრივ მაუწყებელში

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლო" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, ე.წ. ოდე­ე­რე­ბის შე­სა­ხებ ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის, თბი­ლი­სის მე­რი­ის, მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ი­სა და შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის შემ­დეგ "ოდე­ე­რი" სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­შიც არის გამ­წე­სე­ბუ­ლი.

"სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ემ­ზარ გო­გუ­ა­ძე გა­სულ წელს სა­უბ­რობ­და. გო­გუ­ა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შსს-ს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი ირაკ­ლი ცი­ბა­ძე დი­რექ­ტო­რის გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლი­სათ­ვის უნ­დობ­ლო­ბის სა­კი­თხის გა­მო­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ზი­ცი­ის შეც­ვლას სთხოვ­და, რის სა­ნაც­ვლო­დაც მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბას პირ­დე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ირაკ­ლი ცი­ბა­ძე გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მრჩე­ვე­ლი იყო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში და გა­ნა­ცხა­და, რომ მის გა­და­ყე­ნე­ბას არ აპი­რებ­და. შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით კი, ირაკ­ლი ცი­ბა­ძე სა­მი­ნის­ტრო­ში არ მუ­შა­ობ­და.

2012 წელს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, 04/06/1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ირაკ­ლი ცი­ბა­ძეს შსს-ს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მე­სა­მე სამ­მარ­თვე­ლოს მე­ო­თხე სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის (სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე) თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა. 2013 და 2014 წლე­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით კი, ცი­ბა­ძე კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უშიშ­რო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ოფი­ცერ­თა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სია.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლოს" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნოს კო­მი­სი­ის ვებგ­ვერ­დზე არ­სე­ბუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თის წარ­დგე­ნის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მო­ნი­ტო­რინ­გის საბ­ჭოს წევ­რმა ემ­ზარ გო­გუ­ა­ძემ და მის­მა ორმა კო­ლე­გამ ამო­იც­ნეს 04/06/1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ირაკ­ლი ცი­ბა­ძე. მათ მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ირაკ­ლი ცი­ბა­ძე დღემ­დე მუ­შა­ობს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში", - ნათ­ქვა­მია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მუშაობენ თუ არა შსს-ს თანამშრომლები, ე.წ. ოდეერები საზოგადოებრივ მაუწყებელში

მუშაობენ თუ არა შსს-ს თანამშრომლები, ე.წ. ოდეერები საზოგადოებრივ მაუწყებელში

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, ე.წ. ოდეერების შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, თბილისის მერიის, მთავრობის კანცელარიისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შემდეგ "ოდეერი" საზოგადოებრივ მაუწყებელშიც არის გამწესებული.

"საზოგადოებრივ მაუწყებელში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის არსებობის შესახებ სამეურვეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე გასულ წელს საუბრობდა. გოგუაძის განცხადებით, შსს-ს კონტრდაზვერვის თანამშრომელი ირაკლი ციბაძე დირექტორის გიორგი ბარათაშვილისათვის უნდობლობის საკითხის გამოცხადებასთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას სთხოვდა, რის სანაცვლოდაც მაღალ თანამდებობას პირდებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ დაადასტურა, რომ ირაკლი ციბაძე გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო უსაფრთხოების საკითხებში და განაცხადა, რომ მის გადაყენებას არ აპირებდა. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით კი, ირაკლი ციბაძე სამინისტროში არ მუშაობდა.

2012 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 04/06/1977 წელს დაბადებული ირაკლი ციბაძეს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს მეოთხე სამსახურის უფროსის (სამმართველოს უფროსის მოადგილე) თანამდებობა ეკავა. 2013 და 2014 წლების დეკლარაციების მიხედვით კი, ციბაძე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უშიშროების საკითხებში ოფიცერთა მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" თანამშრომლების მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნოს კომისიის ვებგვერდზე არსებული ფოტოსურათის წარდგენის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს წევრმა ემზარ გოგუაძემ და მისმა ორმა კოლეგამ ამოიცნეს 04/06/1977 წელს დაბადებული ირაკლი ციბაძე. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ციბაძე დღემდე მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელში", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა