სამხედრო
მოზაიკა
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატიმარს ხორცი საკუთარი კბილებით აქვს ამოჭმული - "მხოლოდ ბედუკაძის ფილმებზე გვაქვს რეაქცია?"
პატიმარს ხორცი საკუთარი კბილებით აქვს ამოჭმული - "მხოლოდ ბედუკაძის ფილმებზე გვაქვს რეაქცია?"

"აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუ­მის ცი­ხე­ში 25 წლის პა­ტი­მარ­მა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო, რის შემ­დე­გაც ის გლ­და­ნის #7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ად­ვო­კატ მა­რი­ნა კა­კა­უ­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტი­მარს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ზე სა­ერ­თო ჯამ­ში 80 ნა­კე­რი ადევს. მი­სი­ვე თქმით, თვით­და­ზი­ა­ნე­ბა ბა­თუ­მის #3 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის გამო მი­ი­ღო.

"პა­ტი­მა­რი გან­მარ­ტავს, რომ მის მი­მართ ჰქონ­და ად­გი­ლი არა­ა­და­მი­ა­ნურ, სას­ტიკ მო­პყრო­ბას. კერ­ძოდ, ის ჰყავ­დათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტი­პის სა­კან­ში ხე­ლებ­ზე და ფე­ხებ­ზე ბორ­კი­ლე­ბით, იყო ნა­ცე­მი, მას­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა, რა­მაც მი­იყ­ვა­ნა იმ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე, რომ სა­კუ­თარ თავს მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი; მათ შო­რის, პა­ტი­მარს ამოჭ­მუ­ლი აქვს ხორ­ცი თით­ზე სა­კუ­თა­რი კბი­ლე­ბით", - აცხა­დებს "აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან" სა­უბ­რი­სას პა­ტიმ­რის ად­ვო­კა­ტი მა­რი­ნა კა­კა­უ­რი­ძე.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტიმ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. რაც შე­ე­ხე­ბა და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას, პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა შე­სა­ხებ კა­ნო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უწყე­ბა მე­დი­ის­თვის არ ასა­ჯა­რო­ებს.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში რე­აქ­ცია მოჰ­ყვა, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ეს რე­აქ­ცია არ არის სა­თა­ნა­დოდ მწვა­ვე. "არ მეს­მის ჩვე­ნი ხმა. რა ხდე­ბა? მარ­ტო ვი­ზუ­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და ბე­დუ­კა­ძის ფილ­მებ­ზე გვაქვს რე­აქ­ცია?", -წერს Facebook-ზე ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

პატიმარს ხორცი საკუთარი კბილებით აქვს ამოჭმული - "მხოლოდ ბედუკაძის ფილმებზე გვაქვს რეაქცია?"

პატიმარს ხორცი საკუთარი კბილებით აქვს ამოჭმული - "მხოლოდ ბედუკაძის ფილმებზე გვაქვს რეაქცია?"

"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, ბათუმის ციხეში 25 წლის პატიმარმა თვითდაზიანება მიიღო, რის შემდეგაც ის გლდანის #7 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადვოკატ მარინა კაკაურიძის ინფორმაციით, პატიმარს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე საერთო ჯამში 80 ნაკერი ადევს. მისივე თქმით, თვითდაზიანება ბათუმის #3 დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო მიიღო.

"პატიმარი განმარტავს, რომ მის მიმართ ჰქონდა ადგილი არაადამიანურ, სასტიკ მოპყრობას. კერძოდ, ის ჰყავდათ განსაკუთრებული ტიპის საკანში ხელებზე და ფეხებზე ბორკილებით, იყო ნაცემი, მასზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედება, რამაც მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ საკუთარ თავს მიაყენა დაზიანებები; მათ შორის, პატიმარს ამოჭმული აქვს ხორცი თითზე საკუთარი კბილებით", - აცხადებს "აჭარის ტელევიზიასთან" საუბრისას პატიმრის ადვოკატი მარინა კაკაურიძე.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას, პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის გათვალისწინებით, უწყება მედიისთვის არ ასაჯაროებს.

ინფორმაციის გამოქვეყნებას სოციალურ ქსელებში რეაქცია მოჰყვა, თუმცა ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ეს რეაქცია არ არის სათანადოდ მწვავე. "არ მესმის ჩვენი ხმა. რა ხდება? მარტო ვიზუალურ ინფორმაციაზე და ბედუკაძის ფილმებზე გვაქვს რეაქცია?", -წერს Facebook-ზე ერთ-ერთი მომხმარებელი.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია