სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გაგუდა შვილმკვდარმა დედამ 4 წლის ბავშვი - ტრაგედიის უცნობი დეტალები
რატომ გაგუდა შვილმკვდარმა დედამ 4 წლის ბავშვი - ტრაგედიის უცნობი დეტალები

4 წლის ლიზი შენ­გე­ლი­ას შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი 11 ნო­ემ­ბერს გა­ცხად­და. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, შენ­გე­ლი­ე­ბის ბი­ცო­ლა, 38 წლის მზია ნი­ნუა და­ა­კა­ვეს. თურ­მე მან ჯერ თა­ვის მე­უღ­ლეს­თან აღი­ა­რა ბავ­შვის მკვლე­ლო­ბა და შემ­დეგ პო­ლი­ცი­ე­ლებს დე­ტა­ლუ­რად უამ­ბო, რო­გორ გა­გუ­და ბა­ლი­შით 4 წლის პა­ტა­რა. ეს აღი­ა­რე­ბა მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის სრუ­ლი შოკი იყო. შენ­გე­ლი­ებ­მა ბავ­შვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მოს­ვე­ნე­ბა და­კარ­გეს და ცდი­ლობ­დნენ, და­ედ­გი­ნათ მისი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი. მათ ვერ აეხ­სნათ, რა­ტომ და­ი­ღუ­პა სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი. სწო­რედ ამის და­სად­გე­ნად, ცხე­დარს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და. ამ დას­კვნის მო­ლო­დინ­ში იყ­ვნენ, როცა ყვე­ლა­ფე­რი გა­ცხად­და და შო­კის მომ­გვრე­ლი ამ­ბა­ვი შე­ი­ტყვეს. მათი შვი­ლი ბი­ცო­ლას მო­ეკ­ლა.

აი, რა გვი­ამ­ბო პა­ტა­რა გო­გო­ნას დე­დამ, ლელა ახა­ლა­ძემ:

- სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ღა­ნირ­ში ვცხოვ­რობ, ოჯახ­თან ერ­თად. ორი შვი­ლი მყავ­და. უფ­რო­სი გო­გო­ნა, ლი­ზი­კო, 4 წლის იყო, პა­ტა­რა ბიჭი 2 წლის მყავს. ამ სახ­ლში ჩვენ­თან ერ­თად, ჩემი მაზ­ლი და მისი ოჯა­ხიც ცხოვ­რობს. ჩვენ­თან სტუმ­რად ხში­რად მო­დი­ო­და ჩემი მე­უღ­ლის ბი­ცო­ლა, მზია ნი­ნუა. მას ამ ზა­ფხულს მდი­ნა­რე ცხე­ნის­წყალ­ში 11 წლის შვი­ლი და­ეხრჩო. შვილმკვდა­რი დედა გვე­ცო­დე­ბო­და და ვცდი­ლობ­დით, მის­თვის ტკი­ვი­ლი შეგ­ვემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა. ის ჩვე­ნი სახ­ლი­დან 2 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით ცხოვ­რობს. სახ­ლში რომ მო­დი­ო­და, პა­ტა­რებს ეთა­მა­შე­ბო­და. ზოგ­ჯერ ჩვენ­თა­ნაც რჩე­ბო­და ღა­მით და ჩვენც დავ­რჩე­ნილ­ვართ მას­თან. მკვლე­ლო­ბამ­დე, მო­ვი­და და ლი­ზი­კოს უთხრა, - წამო, ჩემს სახ­ლში წა­გიყ­ვან, კან­ფე­ტებს და "პე­ჩე­ნი­ებს" გი­ყი­დი, მა­ცი­ვარ­ში ქათ­მის ბარ­კლე­ბი მაქვს და იმა­საც შე­გიწ­ვა­ვო. იმ დღეს ბავ­შვი არ გაჰ­ყვა.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რატომ გაგუდა შვილმკვდარმა დედამ 4 წლის ბავშვი - ტრაგედიის უცნობი დეტალები

რატომ გაგუდა შვილმკვდარმა დედამ 4 წლის ბავშვი - ტრაგედიის უცნობი დეტალები

4 წლის ლიზი შენგელიას შემზარავი მკვლელობის დეტალები 11 ნოემბერს გაცხადდა. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, შენგელიების ბიცოლა, 38 წლის მზია ნინუა დააკავეს. თურმე მან ჯერ თავის მეუღლესთან აღიარა ბავშვის მკვლელობა და შემდეგ პოლიციელებს დეტალურად უამბო, როგორ გაგუდა ბალიშით 4 წლის პატარა. ეს აღიარება მოკლულის ოჯახის წევრებისთვის სრული შოკი იყო. შენგელიებმა ბავშვის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მოსვენება დაკარგეს და ცდილობდნენ, დაედგინათ მისი სიკვდილის მიზეზი. მათ ვერ აეხსნათ, რატომ დაიღუპა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი. სწორედ ამის დასადგენად, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ამ დასკვნის მოლოდინში იყვნენ, როცა ყველაფერი გაცხადდა და შოკის მომგვრელი ამბავი შეიტყვეს. მათი შვილი ბიცოლას მოეკლა.

აი, რა გვიამბო პატარა გოგონას დედამ, ლელა ახალაძემ:

- სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში ვცხოვრობ, ოჯახთან ერთად. ორი შვილი მყავდა. უფროსი გოგონა, ლიზიკო, 4 წლის იყო, პატარა ბიჭი 2 წლის მყავს. ამ სახლში ჩვენთან ერთად, ჩემი მაზლი და მისი ოჯახიც ცხოვრობს. ჩვენთან სტუმრად ხშირად მოდიოდა ჩემი მეუღლის ბიცოლა, მზია ნინუა. მას ამ ზაფხულს მდინარე ცხენისწყალში 11 წლის შვილი დაეხრჩო. შვილმკვდარი დედა გვეცოდებოდა და ვცდილობდით, მისთვის ტკივილი შეგვემსუბუქებინა. ის ჩვენი სახლიდან 2 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს. სახლში რომ მოდიოდა, პატარებს ეთამაშებოდა. ზოგჯერ ჩვენთანაც რჩებოდა ღამით და ჩვენც დავრჩენილვართ მასთან. მკვლელობამდე, მოვიდა და ლიზიკოს უთხრა, - წამო, ჩემს სახლში წაგიყვან, კანფეტებს და "პეჩენიებს" გიყიდი, მაცივარში ქათმის ბარკლები მაქვს და იმასაც შეგიწვავო. იმ დღეს ბავშვი არ გაჰყვა.

იხილეთ სტატია სრულად

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია