სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ქადაგიძე-ჟვანიას პირველი კომენტარი დაკითხვის შემდეგ: "ექსპერტიზამ არსებული სიტუაცია არ უნდა მიჩქმალოს"
ნინო ქადაგიძე-ჟვანიას პირველი კომენტარი დაკითხვის შემდეგ: "ექსპერტიზამ არსებული სიტუაცია არ უნდა მიჩქმალოს"

თუკი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, ექ­სპერ­ტი­ზამ ზუს­ტად უნდა უპა­სუ­ხოს და მი­ნი­მუმ არ უნდა მიჩ­ქმა­ლოს არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ექ­სპერტ ლე­ვან ჩა­ჩუ­ას წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ზე და­კი­თხვი­სას ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მე­უღ­ლემ, ნინო ქა­და­გი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა მის­თვის სა­ეჭ­ვოა. "ზუ­რას საქ­მე­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი შე­კი­თხვაა. როცა ამ­დე­ნი შე­კი­თხვაა, ექ­სპერ­ტი­ზა უნდა ჩა­ტარ­დეს ზუს­ტად, რომ პა­სუ­ხე­ბი იყოს გა­ცე­მუ­ლი. თუ სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბია, ექ­სპერ­ტი­ზამ უნდა და­ად­გი­ნოს, რის გამო იყო ეს. ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი უნდა გა­ე­ცეს და არ იყოს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ისე, რომ მი­ნი­მუმ მიჩ­ქმა­ლოს არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია", - გა­ნა­ცხა­და ნინო ჟვა­ნი­ამ.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­კი­თხვის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვა­ზე, რა პო­ზი­ცია აქვს მას ჟვა­ნი­ას ცხედ­რის შე­საძ­ლო ექ­სჰუ­მა­ცი­ა­ზე, ქა­და­გი­ძემ კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თა.

ამას­თან, მან აღ­ნიშ­ნა, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში და "უნდა შე­ვეშ­ვათ იმას, რომ ეს საქ­მე სა­ნა­ხა­ო­ბად გა­და­ვაქ­ცი­ოთ". "პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­ვეშ­ვათ იმას, რომ ეს საქ­მე სა­ნა­ხა­ო­ბად გა­და­ვაქ­ცი­ოთ. პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მშვიდ და სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში ტარ­დე­ბა და და­ვიც­ვათ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნინო ქა­და­გი­ძემ სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ.

სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში კი მას შე­კი­თხვა და­უს­ვეს, შე­ნიშ­ნა თუ არა მე­უღ­ლის ცხე­დარ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. რო­გორც ნინო ქა­და­გი­ძემ აღ­ნიშ­ნა, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ უნა­ხავს. შე­ნიშ­ნა მხო­ლოდ ლა­ქე­ბი. ტუჩ­ზე ნაჭ­დე­ვი კი ნახა გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებ­ში არ­სე­ბულ ფო­ტო­ზე.

იხი­ლეთ ასე­ვე: ნინო ქა­და­გი­ძე ლე­ვან ჩა­ჩუ­ას - თქვენ და სა­ა­კაშ­ვი­ლი აქამ­დე უნდა დამ­ლა­პა­რა­კე­ბო­დით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ნინო ქადაგიძე-ჟვანიას პირველი კომენტარი დაკითხვის შემდეგ: "ექსპერტიზამ არსებული სიტუაცია არ უნდა მიჩქმალოს"

ნინო ქადაგიძე-ჟვანიას პირველი კომენტარი დაკითხვის შემდეგ: "ექსპერტიზამ არსებული სიტუაცია არ უნდა მიჩქმალოს"

თუკი ზურაბ ჟვანიას სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, ექსპერტიზამ ზუსტად უნდა უპასუხოს და მინიმუმ არ უნდა მიჩქმალოს არსებული სიტუაცია, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ექსპერტ ლევან ჩაჩუას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე დაკითხვისას ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ქადაგიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზა მისთვის საეჭვოა. "ზურას საქმეზე ძალიან ბევრი შეკითხვაა. როცა ამდენი შეკითხვაა, ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს ზუსტად, რომ პასუხები იყოს გაცემული. თუ სისხლჩაქცევებია, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რის გამო იყო ეს. ამომწურავი პასუხები უნდა გაეცეს და არ იყოს ჩატარებული ისე, რომ მინიმუმ მიჩქმალოს არსებული სიტუაცია", - განაცხადა ნინო ჟვანიამ.

სასამართლო პროცესზე დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა პოზიცია აქვს მას ჟვანიას ცხედრის შესაძლო ექსჰუმაციაზე, ქადაგიძემ კომენტარი არ გააკეთა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს სამუშაო გარემოში და "უნდა შევეშვათ იმას, რომ ეს საქმე სანახაობად გადავაქციოთ". "პროცესი მიმდინარეობს. შევეშვათ იმას, რომ ეს საქმე სანახაობად გადავაქციოთ. პროცესი ძალიან მშვიდ და სამუშაო გარემოში ტარდება და დავიცვათ ეს მდგომარეობა", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ.

სასამართლო დარბაზში კი მას შეკითხვა დაუსვეს, შენიშნა თუ არა მეუღლის ცხედარზე დაზიანებები. როგორც ნინო ქადაგიძემ აღნიშნა, დაზიანებები არ უნახავს. შენიშნა მხოლოდ ლაქები. ტუჩზე ნაჭდევი კი ნახა გამოძიების მასალებში არსებულ ფოტოზე.

იხილეთ ასევე: ნინო ქადაგიძე ლევან ჩაჩუას - თქვენ და სააკაშვილი აქამდე უნდა დამლაპარაკებოდით

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ