სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კახას ფრჩხილის ფასი არ ხარ" - "ნაციონალების" თავდასხმა მარგველაშვილზე და ღია პროტესტი პარლამენტში
"კახას ფრჩხილის ფასი არ ხარ" - "ნაციონალების" თავდასხმა მარგველაშვილზე და ღია პროტესტი პარლამენტში

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბამ, პრე­ზი­დენ­ტის სი­ტყვით გა­მოს­ვლის შემ­დეგ, სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი და­ტო­ვა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზად ის ფაქ­ტი და­ა­სა­ხე­ლა, რომ ოპო­ზი­ცი­ას არ ეძ­ლე­ვა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის საქ­ცი­ელს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ სა­მარ­ცხვი­ნო უწო­და, თა­ვად უსუ­ფაშ­ვილს კი გოგა ხა­ჩი­ძე "პრო­ცე­დუ­რულ დიქ­ტა­ტო­რად" მო­იხ­სე­ნი­ებს და წერს:

გოგა ხა­ჩი­ძე:

პრე­ზი­დენ­ტი მო­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში და მოგ­ვმარ­თა.

ყვე­ლას მა­გივ­რად უპა­სუ­ხა უსუ­ფაშ­ვილ­მა და წა­ვი­და.

არც კი­თხვე­ბი, არც დე­ბა­ტე­ბი, არც აზ­რის გა­მოთ­ქმა.

აი, ასე­თია პარ­ლა­მენ­ტის თავ­ჯდო­მა­რის მიერ დად­გე­ნი­ლი "პრო­ცე­დუ­რუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის" წე­სე­ბი.

პ.ს. "პრო­ცე­დუ­რუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის" სა­ხე­ლით მოქ­მე­დი უსუ­ფაშ­ვი­ლი, "პრო­ცე­დუ­რულ დიქ­ტა­ტო­რად" ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი და მა­რი­ამ სა­ჯა­ია, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ეს ორი დე­პუ­ტა­ტი, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლის შემ­დეგ, მას კახა ბენ­დუ­ქი­ძის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ახ­სე­ნე­ბენ და ცხა­დია, იმ პე­რი­ოდსაც, რო­დე­საც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრო­ბის დროს "აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს" ავ­ტო­რი­ზა­ცია გა­უ­უქ­მდა.

ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი:

კახა ბენ­დუ­ქი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა და მისი მდევ­ნე­ლი, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვით ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, ახლა გვე­სა­უბ­რე­ბა უზო­გა­დეს ცნე­ბებ­ზე, ოდ­ნავ შე­წუ­ხე­ბუ­ლი მისი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბის­გან მისი უპა­ტივ­ცემ­ლო­ბით და თა­ვის მარ­თლე­ბის ტო­ნით.

რა უსა­მარ­თლო­ბაა!

მა­რი­ამ სა­ჯა­ია:

პრე­ზი­დენ­ტი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე გვე­სა­უბ­რა და მერე გა­ა­ბი­თუ­ტა ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მელ­საც თვი­თონ წარ­მო­ად­გენს!

ჯერ იმით რომ წი­ნა­მორ­ბე­დი აკ­რი­ტი­კა და შე­უ­რა­ცხყო; შემ­დეგ პრო­ცე­დუ­რუ­ლი დიქ­ტა­ტუ­რის "მამა" პარ­ლა­მენ­ტის სპი­კერს, თა­ვი­სი სურ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, და­თან­ხმდა დე­ბა­ტე­ბის არ-გა­მარ­თვა­ზე...

ახლა ლა­ივ­ში თავს იმარ­თლებს, აპ­რა­ვებს, პარ­ლა­მენ­ტი არ არის დე­ბა­ტე­ბის ად­გი­ლიო...

უხერ­ხემ­ლო­ბაც ასე­თი უნდა!

კი­ა­რა­და - პლას­ტე­ლი­ნო­ბა.

პარ­ლა­მენ­ტში არა, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ყო­ველ­თვის გა­მოკ­ვე­თი­ლად იცავს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა" და პარ­ტი­ის იდე­ო­ლო­გი­ას მათი აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ქეთა გა­ბი­ა­ნი, რო­მე­ლიც ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლას. ის ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი­სა და მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას პა­თოსს იზი­ა­რებს.

ქეთა გა­ბი­ა­ნი:

რაო მარ­გველ, გა­გი­ხარ­და ხომ კახა რომ გარ­და­იც­ვა­ლა?....

პირ­ვე­ლი ხომ მა­გას და­ე­ტა­კე მი­ნის­ტრო­ბი­სას.... აუ....

კა­ხას ფე­ხის ფრჩხი­ლის ფასი არ ხარ, რომ იცო­დე არც შენ და არც შენი ნაგ­ვის კო­ა­ლი­ცია...

იმას რაც მოხ­და, არას­დროს გა­პა­ტი­ებთ!

იბაზ­რე ეხლა ტრი­ბუ­ნი­დან, ხო ეგ გინ­დო­და...

ტფუი თქვე­ნი........... !, - წერს ქეთა გა­ბი­ა­ნი.

ვი­დეო არ­ქი­ვი­დან: "სა­მარ­ცხვი­ნო და მა­ტყუ­ა­რა ადა­მი­ა­ნი ხარ" - კახა ბენ­დუ­ქი­ძე გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს

იხი­ლეთ კახა ბენ­დუ­ქი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბი თეგ­ზე #კახა ბენ­დუ­ქი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"კახას ფრჩხილის ფასი არ ხარ" - "ნაციონალების" თავდასხმა მარგველაშვილზე და ღია პროტესტი პარლამენტში

"კახას ფრჩხილის ფასი არ ხარ" - "ნაციონალების" თავდასხმა მარგველაშვილზე და ღია პროტესტი პარლამენტში

საპარლამენტო უმცირესობამ, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი ბობოხიძემ დარბაზის დატოვების მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ ოპოზიციას არ ეძლევა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების საქციელს პარლამენტის თავმჯდომარემ სამარცხვინო უწოდა, თავად უსუფაშვილს კი გოგა ხაჩიძე "პროცედურულ დიქტატორად" მოიხსენიებს და წერს:

გოგა ხაჩიძე:

პრეზიდენტი მოვიდა პარლამენტში და მოგვმართა.

ყველას მაგივრად უპასუხა უსუფაშვილმა და წავიდა.

არც კითხვები, არც დებატები, არც აზრის გამოთქმა.

აი, ასეთია პარლამენტის თავჯდომარის მიერ დადგენილი "პროცედურული დემოკრატიის" წესები.

პ.ს. "პროცედურული დემოკრატიის" სახელით მოქმედი უსუფაშვილი, "პროცედურულ დიქტატორად" ჩამოყალიბდა.

ჩიორა თაქთაქიშვილი და მარიამ საჯაია, "ნაციონალური მოძრაობის" ეს ორი დეპუტატი, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, მას კახა ბენდუქიძის მიმართ დამოკიდებულებას ახსენებენ და ცხადია, იმ პერიოდსაც, როდესაც გიორგი მარგველაშვილის განათლების მინისტრობის დროს "აგრარულ უნივერსიტეტს" ავტორიზაცია გაუუქმდა.

ჩიორა თაქთაქიშვილი:

კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა და მისი მდევნელი, რომელიც შემთხვევით ჩვენი პრეზიდენტი გახდა, ახლა გვესაუბრება უზოგადეს ცნებებზე, ოდნავ შეწუხებული მისი თანამზრახველებისგან მისი უპატივცემლობით და თავის მართლების ტონით.

რა უსამართლობაა!

მარიამ საჯაია:

პრეზიდენტი ინსტიტუტების პატივისცემაზე გვესაუბრა და მერე გააბითუტა ინსტიტუტი, რომელსაც თვითონ წარმოადგენს!

ჯერ იმით რომ წინამორბედი აკრიტიკა და შეურაცხყო; შემდეგ პროცედურული დიქტატურის "მამა" პარლამენტის სპიკერს, თავისი სურვილის წინააღმდეგ, დათანხმდა დებატების არ-გამართვაზე...

ახლა ლაივში თავს იმართლებს, აპრავებს, პარლამენტი არ არის დებატების ადგილიო...

უხერხემლობაც ასეთი უნდა!

კიარადა - პლასტელინობა.

პარლამენტში არა, მაგრამ სოციალურ მედიაში ყოველთვის გამოკვეთილად იცავს "ნაციონალურ მოძრაობასა" და პარტიის იდეოლოგიას მათი აქტიური მხარდამჭერი ქეთა გაბიანი, რომელიც ასევე გამოეხმაურა მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლას. ის ჩიორა თაქთაქიშვილისა და მარიამ საჯაიას პათოსს იზიარებს.

ქეთა გაბიანი:

რაო მარგველ, გაგიხარდა ხომ კახა რომ გარდაიცვალა?....

პირველი ხომ მაგას დაეტაკე მინისტრობისას.... აუ....

კახას ფეხის ფრჩხილის ფასი არ ხარ, რომ იცოდე არც შენ და არც შენი ნაგვის კოალიცია...

იმას რაც მოხდა, არასდროს გაპატიებთ!

იბაზრე ეხლა ტრიბუნიდან, ხო ეგ გინდოდა...

ტფუი თქვენი........... !, - წერს ქეთა გაბიანი.

ვიდეო არქივიდან: "სამარცხვინო და მატყუარა ადამიანი ხარ" - კახა ბენდუქიძე გიორგი მარგველაშვილს

იხილეთ კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სტატიები თეგზე #კახა ბენდუქიძე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა