მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უნდა მივირთვათ ციტრუსები
რატომ უნდა მივირთვათ ციტრუსები

ზამ­თარ­ში და ადრე გა­ზა­ფხულ­ზე ხი­ლი­სა და კენკრის ნაკ­ლე­ბო­ბას ციტ­რუ­სე­ბი გვი­ნა­ზღა­უ­რებს. ჩვენ­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ფორ­თო­ხა­ლი, მან­და­რი­ნი, ლი­მო­ნი. გარ­და კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სა, მათ სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც აქვთ. ფორ­თო­ხა­ლი ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო ციტ­რუ­სად ით­ვლე­ბა. მას ლი­მო­ნი მოს­დევს, ლი­მონს - გრე­ი­პფ­რუ­ტი და მან­და­რი­ნი. რით არის ციტ­რუ­სე­ბი სა­სარ­გებ­ლო? უწი­ნა­რეს ყოვ­ლი­სა, იმით, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი შე­ი­ცავს ლი­მო­ნის მჟა­ვას, C, P, B ვი­ტა­მი­ნებს, კა­რო­ტინს (პრო­ვი­ტა­მინ A-ს).

ამას­თან, სხვა ხი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, დაკ­რე­ფი­ლი ციტ­რუ­სე­ბი დიდ­ხანს, გვი­ან გა­ზა­ფხუ­ლამ­დეც კი ინარ­ჩუ­ნე­ბენ სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს. რა თქმა უნდა, ზო­მი­ე­რე­ბა აქაც სა­ჭი­როა. ცნო­ბი­ლია, რომ ციტ­რუ­სე­ბი ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ებს უდე­ბენ სა­თა­ვეს (ამი­ტომ ალერ­გი­ი­სად­მი მიდ­რე­კილ ადა­მი­ა­ნებს ისი­ნი ეკ­რძა­ლე­ბათ), მათ­მა ჭარბმა მი­ღე­ბამ კი შე­საძ­ლოა კა­ნის გაყ­ვით­ლე­ბაც გა­მო­იწ­ვი­ოს.

მან­და­რი­ნი - ხა­ლი­სის მომ­გვრე­ლი ნა­ყო­ფი

მი­იჩ­ნე­ვა, რომ მან­და­რი­ნი ხა­ლი­სი­სა და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის მომ­გვრე­ლი ხი­ლია. ალ­ბათ, ამი­ტო­მაც არის, რომ სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა მან­და­რი­ნის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მან­და­რი­ნის რბი­ლო­ბი და წვე­ნი მდი­და­რია ვი­ტა­მი­ნე­ბით, მა­ტებს მა­დას და ხელს უწყობს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას. გარ­და ამი­სა, ფი­ტონ­ცი­დე­ბის შემ­ცვე­ლო­ბის წყა­ლო­ბით ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბიც აქვს. მან­და­რი­ნის წვე­ნის გა­რე­გა­ნი გა­მო­ყე­ნე­ბა კარ­გია რძი­ა­ნა­სა და სო­კო­ვა­ნი ინ­ფექ­ცი­ე­ბის დროს. ასე­ვე ცნო­ბი­ლია მისი შე­შუ­პე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბა. იგი შე­სა­ნიშ­ნა­ვად წმენ­დს ორ­გა­ნიზმს ლორ­წოს­გან, ამი­ტომ თუ ბავ­შვს ხვე­ლა აწუ­ხებს, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, ყო­ველ დი­ლით და­ლი­ოს ერთი ჭიქა მან­და­რი­ნის წვე­ნი, ხოლო ბრონ­ქი­ტი­სა და ტრა­ქე­ი­ტის დროს მან­და­რი­ნის ქერ­ქის ნა­ხარ­ში სვას. მან­და­რი­ნი კუჭ-ნაწ­ლავ­საც უხ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით - მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს. გარ­და ამი­სა, მი­იჩ­ნე­ვა, რომ მან­და­რი­ნის წვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი­დან ჰელ­მინ­თე­ბის­გან (ჭი­ე­ბის­გან) გა­მო­ძე­ვე­ბა­საც უწყობს ხელს. და­სას­რულ, კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ: ციტ­რუ­სე­ბის უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მო­გი­ტანთ სი­კე­თეს, თუ ბავ­შვს მათ­ზე ალერ­გია არ აქვს. დის­ბაქ­ტე­რი­ო­ზის დროს კარ­გი იქ­ნე­ბა, მო­უმ­ზა­დოთ ბავ­შვს გემ­რი­ე­ლი კერ­ძი - მო­ხარ­შუ­ლი ბრინ­ჯი ფორ­თოხ­ლის ქერ­ქით. გრძე­ლი ბრინ­ჯი მო­ხარ­შეთ; ცალ­კე გა­ამ­ზა­დეთ კარ­გად გა­რე­ცხი­ლი და წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ფორ­თოხ­ლის ქერ­ქი და ბრინ­ჯის მო­ხარ­შვამ­დე 10-15 წუ­თით ადრე ჩა­უშ­ვით ქვაბ­ში. და­ა­ხუ­რეთ თავ­ზე. და­ატ­კბეთ გე­მოვ­ნე­ბით. აჭა­მეთ პა­ტა­რას თბილ-თბი­ლი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რატომ უნდა მივირთვათ ციტრუსები

რატომ უნდა მივირთვათ ციტრუსები

ზამთარში და ადრე გაზაფხულზე ხილისა და კენკრის ნაკლებობას ციტრუსები გვინაზღაურებს. ჩვენში ყველაზე გავრცელებულია ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი. გარდა კვებითი ღირებულებისა, მათ სამკურნალო დანიშნულებაც აქვთ. ფორთოხალი ყველაზე სასარგებლო ციტრუსად ითვლება. მას ლიმონი მოსდევს, ლიმონს - გრეიპფრუტი და მანდარინი. რით არის ციტრუსები სასარგებლო? უწინარეს ყოვლისა, იმით, რომ ყველა მათგანი შეიცავს ლიმონის მჟავას, C, P, B ვიტამინებს, კაროტინს (პროვიტამინ A-ს).

ამასთან, სხვა ხილისგან განსხვავებით, დაკრეფილი ციტრუსები დიდხანს, გვიან გაზაფხულამდეც კი ინარჩუნებენ სასარგებლო თვისებებს. რა თქმა უნდა, ზომიერება აქაც საჭიროა. ცნობილია, რომ ციტრუსები ალერგიულ რეაქციებს უდებენ სათავეს (ამიტომ ალერგიისადმი მიდრეკილ ადამიანებს ისინი ეკრძალებათ), მათმა ჭარბმა მიღებამ კი შესაძლოა კანის გაყვითლებაც გამოიწვიოს.

მანდარინი - ხალისის მომგვრელი ნაყოფი

მიიჩნევა, რომ მანდარინი ხალისისა და დადებითი ემოციების მომგვრელი ხილია. ალბათ, ამიტომაც არის, რომ სადღესასწაულო სუფრა მანდარინის გარეშე წარმოუდგენელია. მანდარინის რბილობი და წვენი მდიდარია ვიტამინებით, მატებს მადას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. გარდა ამისა, ფიტონციდების შემცველობის წყალობით ანტიმიკრობული თვისებებიც აქვს. მანდარინის წვენის გარეგანი გამოყენება კარგია რძიანასა და სოკოვანი ინფექციების დროს. ასევე ცნობილია მისი შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს ლორწოსგან, ამიტომ თუ ბავშვს ხველა აწუხებს, რეკომენდებულია, ყოველ დილით დალიოს ერთი ჭიქა მანდარინის წვენი, ხოლო ბრონქიტისა და ტრაქეიტის დროს მანდარინის ქერქის ნახარში სვას. მანდარინი კუჭ-ნაწლავსაც უხდება, განსაკუთრებით - მადის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებების დროს. გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ მანდარინის წვენი ორგანიზმიდან ჰელმინთებისგან (ჭიებისგან) გამოძევებასაც უწყობს ხელს. დასასრულ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ციტრუსების უნიკალური თვისებები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგიტანთ სიკეთეს, თუ ბავშვს მათზე ალერგია არ აქვს. დისბაქტერიოზის დროს კარგი იქნება, მოუმზადოთ ბავშვს გემრიელი კერძი - მოხარშული ბრინჯი ფორთოხლის ქერქით. გრძელი ბრინჯი მოხარშეთ; ცალკე გაამზადეთ კარგად გარეცხილი და წვრილად დაჭრილი ფორთოხლის ქერქი და ბრინჯის მოხარშვამდე 10-15 წუთით ადრე ჩაუშვით ქვაბში. დაახურეთ თავზე. დაატკბეთ გემოვნებით. აჭამეთ პატარას თბილ-თბილი.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"