სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღარიბაშვილმა ალასანიას უჭკუო ავანტიურისტი უწოდა - "კარგია, რომ ჩამოვიშორეთ ასეთი მოღალატე გუნდიდან"
ღარიბაშვილმა ალასანიას უჭკუო ავანტიურისტი უწოდა - "კარგია, რომ ჩამოვიშორეთ ასეთი მოღალატე გუნდიდან"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან გა­და­ყე­ნე­ბულ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას "ავან­ტუ­რისტს", "უჭ­კუ­ო­სა" და "ამ­ბი­ცი­ურს" უწო­დებს.

"ბიზ­ნე­სიც შეშ­ფო­თე­ბუ­ლია და აინ­ტე­რე­სებს, რა­ი­მე ხომ არ ხდე­ბა. რა თქმა უნდა, არა­ფე­რი ხდე­ბა და არც არა­ფე­რი მოხ­დე­ბა. ჩვენ ათი და ასი ალა­სა­ნი­ას მსგავ­სი ავან­ტუ­რე­ბი­საც კი არ გვე­ში­ნია და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ აბ­სურ­დულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს მარ­ტი­ვად გა­დავ­ლა­ხავთ, მაგ­რამ ის, რაც მან გა­ა­კე­თა სა­ა­კაშ­ვი­ლის სტილ­ში, ძა­ლი­ან ბევრ კი­თხვას ბა­დებს. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ მის მხა­რეს აღ­მოჩ­ნდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც, მე ვთვლი, რომ არი­ან ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი, ჩვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი, მე მათ გულ­წრფე­ლო­ბა­ში ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ისი­ნიც არი­ან მო­ტყუ­ე­ბუ­ლი, დიდ შეც­დო­მას ჩა­დი­ან, რად­გან არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეს პი­როვ­ნე­ბას და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის. ეს მათი არ­ჩე­ვა­ნია და ისი­ნიც გა­ი­ზი­ა­რე­ბენ იმ დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მათ მიერ ჩა­დე­ნილ შეც­დო­მას­თან. მინ­და ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას ვუ­თხრა, რომ ვართ ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო, ძლი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ჩვე­ნი სიძ­ლი­ე­რე გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სწო­რედ ჩვენს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბა­ში. ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ გა­მარ­თუ­ლად და ჩვენ არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ შეგ­ვექ­მნე­ბა არც მთავ­რო­ბა­ში და არც პარ­ლა­მენ­ტში", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რის თქმით, არ არ­სე­ბობს არა­ვი­თა­რი კრი­ზი­სის სა­შიშ­რო­ე­ბა და საფრ­თხე.

"ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა მყა­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა პარ­ლა­მენ­ტში და მთავ­რო­ბა გა­აგ­რძე­ლებს კი­დევ უფრო ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ო­ბას. მე­ო­რე მხრივ, ცუ­დიც არ არის, ის, რომ მალე მოხ­და ასე­თი მო­ღა­ლა­ტე ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­მო­შო­რე­ბა ჩვე­ნი გუნ­დი­დან, ეს უკე­თე­სია ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ჩვე­ნი გუნ­დის­თვის. მათ არ ეცო­დე­ბათ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ჩვე­ნი ხალ­ხი, რაც სა­წყე­ნია. გუ­შინ რაც გა­ა­კე­თეს ეს არის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. მოგ­ვი­წევს კი­დევ ერთი ორი კვი­რა ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბა, რომ ყვე­ლა აბ­სურ­დუ­ლი კი­თხვა მოვხსნათ, მაგ­რამ ჩვენ ამას შევ­ძლებთ. მინ­და, მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ვუ­წო­დო, რომ დამ­შვიდ­დნენ, რე­ა­ლუ­რად არა­ფე­რი ხდე­ბა - ერთი ავან­ტუ­რის­ტი, უჭ­კუო და ამ­ბი­ცი­უ­რი მი­ნის­ტრი ჩა­მო­შორ­და მთავ­რო­ბას, ამით ცუ­დიც არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. მინ­და გა­ვიხ­სე­ნო, რომ ერ­თა­დერ­თი მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც ღიად ლო­ბი­რებ­და და მფარ­ვე­ლობ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" იყო ირაკ­ლი ალა­სა­ნია, და­წყე­ბუ­ლი გიგი უგუ­ლა­ვა­თი, ბო­კე­რი­ა­თი. ასე რომ, ჩემ­ში ყვე­ლა კი­თხვას აქვს პა­სუ­ხი", - გან­მარ­ტა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ასე­ვე იხი­ლეთ| "მეფე და ჩიტი" - ნა­თია ფან­ჯი­კი­ძის რე­აქ­ცია ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ ალა­სა­ნი­ას სა­ჯა­როდ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| "მო­სახ­ლე­ო­ბა ბევრ სი­ურპრიზს ნა­ხავს" - ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას ალა­სა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სი­ურპრი­ზებს პირ­დე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ღარიბაშვილმა ალასანიას უჭკუო ავანტიურისტი უწოდა - "კარგია, რომ ჩამოვიშორეთ ასეთი მოღალატე გუნდიდან"

ღარიბაშვილმა ალასანიას უჭკუო ავანტიურისტი უწოდა - "კარგია, რომ ჩამოვიშორეთ ასეთი მოღალატე გუნდიდან"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებულ ირაკლი ალასანიას "ავანტურისტს", "უჭკუოსა" და "ამბიციურს" უწოდებს.

"ბიზნესიც შეშფოთებულია და აინტერესებს, რაიმე ხომ არ ხდება. რა თქმა უნდა, არაფერი ხდება და არც არაფერი მოხდება. ჩვენ ათი და ასი ალასანიას მსგავსი ავანტურებისაც კი არ გვეშინია და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ აბსურდულ წინააღმდეგობებს მარტივად გადავლახავთ, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა სააკაშვილის სტილში, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ძალიან სამწუხაროა, რომ მის მხარეს აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც, მე ვთვლი, რომ არიან ჩვენი მეგობრები, ჩვენი თანამებრძოლები, მე მათ გულწრფელობაში ვარ დარწმუნებული. სამწუხაროდ, ისინიც არიან მოტყუებული, დიდ შეცდომას ჩადიან, რადგან არჩევანი გააკეთეს პიროვნებას და სახელმწიფოს შორის. ეს მათი არჩევანია და ისინიც გაიზიარებენ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც დაკავშირებულია მათ მიერ ჩადენილ შეცდომასთან. მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ვართ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ხელისუფლება და ჩვენი სიძლიერე გამოიხატება სწორედ ჩვენს დემოკრატიულობაში. ჩვენი ინსტიტუტები მუშაობენ გამართულად და ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა არ შეგვექმნება არც მთავრობაში და არც პარლამენტში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, არ არსებობს არავითარი კრიზისის საშიშროება და საფრთხე.

"ჩვენ გვეყოლება მყარი უმრავლესობა პარლამენტში და მთავრობა გააგრძელებს კიდევ უფრო ეფექტურად მუშაობას. მეორე მხრივ, ცუდიც არ არის, ის, რომ მალე მოხდა ასეთი მოღალატე ადამიანების ჩამოშორება ჩვენი გუნდიდან, ეს უკეთესია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი გუნდისთვის. მათ არ ეცოდებათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, რაც საწყენია. გუშინ რაც გააკეთეს ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. მოგვიწევს კიდევ ერთი ორი კვირა ინტენსიურად მუშაობა, რომ ყველა აბსურდული კითხვა მოვხსნათ, მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ. მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, რომ დამშვიდდნენ, რეალურად არაფერი ხდება - ერთი ავანტურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა მთავრობას, ამით ცუდიც არაფერი მომხდარა. მინდა გავიხსენო, რომ ერთადერთი მინისტრი, რომელიც ღიად ლობირებდა და მფარველობდა "ნაციონალებს" იყო ირაკლი ალასანია, დაწყებული გიგი უგულავათი, ბოკერიათი. ასე რომ, ჩემში ყველა კითხვას აქვს პასუხი", - განმარტა ღარიბაშვილმა.

ასევე იხილეთ| "მეფე და ჩიტი" - ნათია ფანჯიკიძის რეაქცია ღარიბაშვილის მიერ ალასანიას საჯაროდ შეურაცხყოფაზე

ასევე დაგაინტერესებთ| "მოსახლეობა ბევრ სიურპრიზს ნახავს" - ღარიბაშვილი მოსახლეობას ალასანიასთან დაკავშირებულ სიურპრიზებს პირდება

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა