მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ფანჯიკიძე ელჩებს მიმართავს
მაია ფანჯიკიძე ელჩებს მიმართავს

აპი­რე­ბენ თუ არა ელ­ჩე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­ტო­ვე­ბას, ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნის­ტრ მაია ფან­ჯი­კი­ძეს ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს. რო­გორც ფან­ჯი­კი­ძემ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ოფის­თან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ის მო­უ­წო­დებს ყვე­ლა ელჩს გა­აგ­რძე­ლონ მუ­შა­ო­ბა.

"მე არ ვიცი, რა ცნო­ბებს ეყ­რდნო­ბა ეს ინ­ფორ­მა­ცია, მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. ყვე­ლა ელჩი არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფი­გუ­რა, თა­ვად გა­და­წყვე­ტენ, რა უნდა გა­ა­კე­თონ. მე ზო­გი­ერთ მათ­გან­თან მქონ­და სა­უ­ბა­რი და მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, გა­აგ­რძე­ლონ მუ­შა­ო­ბა, რომ საქ­მე არ და­ზი­ან­დეს", - გა­ნა­ცხა­და ფან­ჯი­კი­ძემ.

ამას­თან, კი­თხვა­ზე, თუ რო­გორ აპი­რებს საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას მაია ფან­ჯი­კი­ძე და რა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი აქვს, ფან­ჯი­კი­ძემ გა­ნა­ცხა­და, "ყვე­ლა­ფერს გა­ი­გებთ თა­ვის დრო­ზე, მე ახლა მო­ვე­დი ჩემს ნა­თე­სავ­თან, ოჯა­ხის წევრთან", - გა­ნა­ცხა­და ფან­ჯი­კი­ძემ.

ელ­ჩე­ბის გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მას შემ­დეგ გავ­რცელ­და, რაც სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, მაია ფან­ჯი­კი­ძემ და მის­მა ყვე­ლა მო­ად­გი­ლემ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და­ტო­ვეს.

რო­გორც იტა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა, კახა სი­ხა­რუ­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მის­თვის უც­ნო­ბია ინ­ფორ­მა­ცია ელ­ჩე­ბის გა­და­გო­მის შე­სა­ხებ. სი­ხა­რუ­ლი­ძე აცხა­დებს, რომ ელ­ჩის პოს­ტის და­ტო­ვე­ბას არ გეგ­მავს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ასე­ვე და­უ­კავ­შირ­და გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს, ლადო ჭან­ტუ­რი­ას, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ შეხ­ვედ­რა აქვს და ამ კი­თხვა­ზე პა­სუხს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გას­ცემს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მივ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნატო-ში ლე­ვან დო­ლი­ძემ, რო­მე­ლიც "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წევ­რის ვიქ­ტორ დო­ლი­ძის ძმაა, პოს­ტი უკვე და­ტო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მაია ფანჯიკიძე ელჩებს მიმართავს

მაია ფანჯიკიძე ელჩებს მიმართავს

აპირებენ თუ არა ელჩები თანამდებობების დატოვებას, ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ მაია ფანჯიკიძეს ინფორმაცია არ აქვს. როგორც ფანჯიკიძემ "თავისუფალი დემოკრატების" ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, ის მოუწოდებს ყველა ელჩს გააგრძელონ მუშაობა.

"მე არ ვიცი, რა ცნობებს ეყრდნობა ეს ინფორმაცია, მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. ყველა ელჩი არის დამოუკიდებელი ფიგურა, თავად გადაწყვეტენ, რა უნდა გააკეთონ. მე ზოგიერთ მათგანთან მქონდა საუბარი და მოვუწოდებ ყველას, გააგრძელონ მუშაობა, რომ საქმე არ დაზიანდეს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ამასთან, კითხვაზე, თუ როგორ აპირებს საქმიანობის გაგრძელებას მაია ფანჯიკიძე და რა სამომავლო გეგმები აქვს, ფანჯიკიძემ განაცხადა, "ყველაფერს გაიგებთ თავის დროზე, მე ახლა მოვედი ჩემს ნათესავთან, ოჯახის წევრთან", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ელჩების გადადგომის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ და მისმა ყველა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს.

როგორც იტალიაში საქართველოს ელჩმა, კახა სიხარულიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისთვის უცნობია ინფორმაცია ელჩების გადაგომის შესახებ. სიხარულიძე აცხადებს, რომ ელჩის პოსტის დატოვებას არ გეგმავს.

"ინტერპრესნიუსი" ასევე დაუკავშირდა გერმანიაში საქართველოს ელჩს, ლადო ჭანტურიას, რომელმაც განაცხადა, რომ შეხვედრა აქვს და ამ კითხვაზე პასუხს მოგვიანებით გასცემს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატო-ში ლევან დოლიძემ, რომელიც "თავისუფალი დემოკრატების" წევრის ვიქტორ დოლიძის ძმაა, პოსტი უკვე დატოვა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა