კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინა ხელისუფლება ამავე მიმართულებით არ მიდიოდა?" - კოკო გამსახურდია ალასანიას მოხსნაზე
"წინა ხელისუფლება ამავე მიმართულებით არ მიდიოდა?" - კოკო გამსახურდია ალასანიას მოხსნაზე

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, კოკო გამ­სა­ხურ­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მოხ­სნას და შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა. გამ­სა­ხურ­დია სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრებს იხ­სე­ნებს, რომ­ლე­ბიც თა­ვის დრო­ზე სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით გა­დად­გნენ.

"ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბამ გა­დად­გო­მამ­დე არც თუ უშო­რეს წარ­სულ­ში გა­დამ­ტყორ­ცნა, რო­დე­საც მა­ღა­ლი ტრი­ბუ­ნი­დან სსრკ-ს ბოლო სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ქარ­თუ­ლი გვა­რით და ყურს რომ ჭრი­და ისე­თი და­სავ­ლურ-ქარ­თულ-აქ­ცენ­ტი­ა­ნი რუ­სუ­ლით წარ­მოთ­ქვა: "ძიქ­ტა­ტუ­რა ნას­ტუ­პა­ეტ... ნე რუ­გა­ე­ტე მე­ნია".

რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას გა­მოს­ვლას, იქ ყვე­ლა აქ­ცენტს თა­ვი­სი ად­გი­ლი ქონ­და მი­ჩე­ნი­ლი. იყო კრი­ტი­კუ­ლიც, კო­ო­პე­რა­ტი­უ­ლიც და კონ­სტრუქ­ტი­უ­ლიც, ისიც ჩან­და, რომ სხვა გზა არა აქვს. თა­ვის­თა­ვად პა­რა­დოქ­სია სა­კი­თხის ასე და­ყე­ნე­ბა - პი­როვ­ნე­ბას და პი­როვ­ნე­ბა­თა ჯგუფს ხელს ახ­ლებ და ამით პრო­ცესს, კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში "ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას" ხელ­ყოფ. არა, ეს რა ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბა­ში ვტო­პავთ მა­ინც, თუკი ეს მარ­თლაც ასეა.

რა­ტომ­ღაც ვფიქ­რობ, ბე­დის­წე­რად ხომ არ ექცა პოსტსაბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მა: გა­ვიხ­სე­ნოთ თენ­გიზ კი­ტო­ვა­ნი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის პრე­ტენ­დენ­ტი - გა­დად­გა და წა­ვი­და რკონ­ში. მერე იცით. გი­ორ­გი ყარ­ყა­რაშ­ვი­ლი. მი­ნის­ტრი - გა­დად­გო­მის წინ ტან­კე­ბიც შე­იყ­ვა­ნა უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს ეზო­ში, რო­მელ­თაც გა­ის­რო­ლეს, მერე იცით. ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, მი­ნის­ტრი, გა­დად­გა და მერე მო­უ­წია ხმა­უ­რი­ა­ნი ტე­ლე­ჩარ­თვე­ბით ევ­რო­პი­დან ახალ­ა­ხა­ლი იმ­პულ­სე­ბის მი­ცე­მა აქ­ცი­ე­ბის­თვი­საც და სკან­და­ლე­ბის­თვი­საც. არა, ღმერ­თმა­ნი, ირაკ­ლი ალა­სა­ნია ამათ­ზე გა­ცი­ლე­ბით პო­ზი­ტი­უ­რი და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ხეა, რა შე­და­რე­ბაა.

თა­ვად მე ქარ­თულ­ზე არა­ნაკ­ლებ ევ­რო­პულ კულ­ტუ­რა­ზე გავზრდილ­ვარ. პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც იმ­თა­ვით­ვე ეს ორი­ენ­ტა­ცია მი­კა­ვია და პუ­ტი­ნის რუ­სე­თის მხრი­დან ია­რა­ღის ლეს­ვას შეშ­ფო­თე­ბით და გან­გა­შის გან­წყო­ბი­ლე­ბით შევ­ყუ­რებ. მომ­კა­ლით და მა­ინც ყურს მჭრის ყვე­ლაფ­რის ტო­ტა­ლურ სა­ზო­მად და კრი­ტე­რი­უ­მად ერთი მა­გი­უ­რი სი­ტყვის გა­მო­ცხა­დე­ბა - ესაა "ევ­რო­ატ­ლან­ტუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია". არ ვიცი, რამ­დენ­ჯერ იხ­მა­რა იგი გა­მომ­სვლელ­მა. იგი თით­ქოს ძვე­ლაღ­თქმი­სე­უ­ლი იე­ღო­ვა­სა­ვი­თაა - ყვე­ლა­ფერს თა­ვის­თა­ვად მო­აგ­ვა­რებს, გა­დაჭ­რის, თა­ვის ად­გილ­ზე და­ა­ლა­გებს, იგი თით­ქოს პა­ნა­ცე­აა. ან წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით არ მი­დი­ო­და? და ვინც ასე არ ფიქ­რობს, რო­გორც მი­ნი­მუმ პა­სი­უ­რი "ევ­რა­ზის­ტი" ხომ გა­მო­დის? ჰოდა ამ მო­ცე­მუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვფიქ­რობ, რომ აჯო­ბებ­და მა­ი­და­ნი­ზა­ცი­ას მა­ინც ავ­ცდე­ნი­ლი­ყა­ვით, ჩვენ ასე­თი მას­შტა­ბის გახ­ლეჩ­ვას შე­საძ­ლოა ვე­ღარ გა­ვუძ­ლოთ", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"წინა ხელისუფლება ამავე მიმართულებით არ მიდიოდა?" - კოკო გამსახურდია ალასანიას მოხსნაზე

"წინა ხელისუფლება ამავე მიმართულებით არ მიდიოდა?" - კოკო გამსახურდია ალასანიას მოხსნაზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კოკო გამსახურდია სოციალურ ქსელში ირაკლი ალასანიას მოხსნას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. გამსახურდია საქართველოს თავდაცვის მინისტრებს იხსენებს, რომლებიც თავის დროზე სხვადასხვა მიზეზით გადადგნენ.

"ალექსი პეტრიაშვილის განცხადებამ გადადგომამდე არც თუ უშორეს წარსულში გადამტყორცნა, როდესაც მაღალი ტრიბუნიდან სსრკ-ს ბოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართული გვარით და ყურს რომ ჭრიდა ისეთი დასავლურ-ქართულ-აქცენტიანი რუსულით წარმოთქვა: "ძიქტატურა ნასტუპაეტ... ნე რუგაეტე მენია".

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას გამოსვლას, იქ ყველა აქცენტს თავისი ადგილი ქონდა მიჩენილი. იყო კრიტიკულიც, კოოპერატიულიც და კონსტრუქტიულიც, ისიც ჩანდა, რომ სხვა გზა არა აქვს. თავისთავად პარადოქსია საკითხის ასე დაყენება - პიროვნებას და პიროვნებათა ჯგუფს ხელს ახლებ და ამით პროცესს, კონკრეტულ შემთხვევაში "ევროინტეგრაციას" ხელყოფ. არა, ეს რა ჩამორჩენილობაში ვტოპავთ მაინც, თუკი ეს მართლაც ასეა.

რატომღაც ვფიქრობ, ბედისწერად ხომ არ ექცა პოსტსაბჭოთა საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადადგომა: გავიხსენოთ თენგიზ კიტოვანი, თავდაცვის მინისტრობის პრეტენდენტი - გადადგა და წავიდა რკონში. მერე იცით. გიორგი ყარყარაშვილი. მინისტრი - გადადგომის წინ ტანკებიც შეიყვანა უშიშროების სამინისტროს ეზოში, რომელთაც გაისროლეს, მერე იცით. ირაკლი ოქრუაშვილი, მინისტრი, გადადგა და მერე მოუწია ხმაურიანი ტელეჩართვებით ევროპიდან ახალახალი იმპულსების მიცემა აქციებისთვისაც და სკანდალებისთვისაც. არა, ღმერთმანი, ირაკლი ალასანია ამათზე გაცილებით პოზიტიური და ცივილიზებული სახეა, რა შედარებაა.

თავად მე ქართულზე არანაკლებ ევროპულ კულტურაზე გავზრდილვარ. პოლიტიკურადაც იმთავითვე ეს ორიენტაცია მიკავია და პუტინის რუსეთის მხრიდან იარაღის ლესვას შეშფოთებით და განგაშის განწყობილებით შევყურებ. მომკალით და მაინც ყურს მჭრის ყველაფრის ტოტალურ საზომად და კრიტერიუმად ერთი მაგიური სიტყვის გამოცხადება - ესაა "ევროატლანტური ინტეგრაცია". არ ვიცი, რამდენჯერ იხმარა იგი გამომსვლელმა. იგი თითქოს ძველაღთქმისეული იეღოვასავითაა - ყველაფერს თავისთავად მოაგვარებს, გადაჭრის, თავის ადგილზე დაალაგებს, იგი თითქოს პანაცეაა. ან წინა ხელისუფლება ამავე მიმართულებით არ მიდიოდა? და ვინც ასე არ ფიქრობს, როგორც მინიმუმ პასიური "ევრაზისტი" ხომ გამოდის? ჰოდა ამ მოცემულობის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ აჯობებდა მაიდანიზაციას მაინც ავცდენილიყავით, ჩვენ ასეთი მასშტაბის გახლეჩვას შესაძლოა ვეღარ გავუძლოთ", - წერს გამსახურდია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს