სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით დაემუქრა მაკა ასათიანის ქმარი "მაესტროს" ჟურნალისტებს
რით დაემუქრა მაკა ასათიანის ქმარი "მაესტროს" ჟურნალისტებს

პრე­სის მი­მო­ხილ­ვა| "პრა­იმ ტა­ი­მი", რით და­ე­მუქ­რა კოტე გო­გე­ლია თათ­ბირ­ზე თა­ნამ­შრომ­ლებს (სტა­ტი­ის მცი­რე ვერ­სია)

"მა­ესტრო­ზე" სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა. თეა სი­ჭი­ნა­ვა­სა და ვახო სა­ნა­ი­ას შემ­დეგ არხი სამ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა და­ტო­ვა. "სუ­ბი­ე­ქუტ­რი აზ­რის" წამ­ყვა­ნებს, თე­ო­ნა გე­გე­ლი­ა­სა და დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძეს შემ­ცვლე­ლე­ბი არ­ხმა უმოკ­ლეს დრო­ში მო­უ­ძებ­ნა, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ჟურ­ნა­ლისტს, მაკა ცინ­ცა­ძეს, მისი ად­გი­ლი კვლავ ვა­კან­ტუ­რია, ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რო­ბენ. აცხა­დე­ბენ, რომ არ სურთ "ნა­გავ­ში ქექ­ვა", ერ­თა­დერ­თი, რა­საც აცხა­დე­ბენ, არის ის, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი უვი­ცი და უცო­დი­ნა­რი მფლო­ბე­ლე­ბის­გან დაც­ვას სა­ჭი­რო­ე­ბენ. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში "მა­ესტროს"ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი დაც­ვას კოტე გო­გე­ლი­ას­გან ითხო­ვენ. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გო­გე­ლი­ამ "გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი"თათ­ბი­რი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში წინა კვი­რა­ში ჩა­ა­ტა­რა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც სწო­რედ ამ თათ­ბირ­მა და­აჩ­ქა­რა. "პრა­იმ­ტა­ი­მის"ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს ორი თვის ხელ­ფა­სი არ აქვთ აღე­ბუ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა, გო­გე­ლი­ამ მათ "გა­მო­ფხიზ­ლე­ბა"ურ­ჩია და სამ­სხა­უ­რე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბით და­ე­მუქ­რა... თათ­ბი­რი­დან გა­მო­სუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დაბ­ნე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ, რად­გან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად თა­ვად იყ­ვნენ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი, სა­ნაც­ვლოდ კი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის რის­ხვა და­იმ­სა­ხუ­რეს, უმ­რავ­ლე­სო­ბამ ჩათ­ვა­ლა, რომ კოტე გო­გე­ლი­ას ტონი და სი­ტყვე­ბი არას­წო­რად იყო შერ­ჩე­უ­ლი.

ზუს­ტად ამ თათ­ბი­რის შემ­დეგ და­წე­რეს გან­ცხა­დე­ბე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ჯერ თე­ო­ნა გე­გე­ლი­ამ და მოგ­ვი­ა­ნე­ბით დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძემ. თე­ო­ნას გან­ცხა­დე­ბით, არ­ცერთ მათ­განს არ სურ­და ტე­ლე­ვი­ზი­ის და­ტო­ვე­ბა, თუმ­ცა აი­ძუ­ლეს...

თე­ო­ნა გე­გე­ლია, "მა­ესტროს"ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი:

- წა­მოს­ვლა გვა­ი­ძუ­ლეს. ხან გა­და­ცე­მის ფორ­მატს ცვლიდ­ნენ ისე, რო­გორც თა­ვად უნ­დო­დათ; ხან ამ­ბობ­დნენ, რომ კვი­რა­ში ერთხელ უნდა გა­სუ­ლი­ყო გა­და­ცე­მა ეთერ­ში; ხან ამ­ბობ­დნენ, რომ ყო­ველ­დღი­უ­რი უნდა გამ­ხდა­რი­ყო; ხან ამ­ბობ­დნენ, თუ გვინ­და, მოგ­ცემთ ხელ­ფასს და თუ გვინ­და, არ მოგ­ცემ­თო. იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ამი­ტომ წა­მო­ვე­დით, თა­ვად არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას რომ არ ეთ­ქვა, ჩვენ აზ­რზე არ ვართ, რა­ტომ წა­ვიდ­ნე­ნო, ფე­ის­ბუკ­ზე რაც დავ­წე­რე, იმა­საც არ დავ­წერ­დი. ძა­ლი­ან გულ­და­წყვე­ტი­ლი ვარ, ისე­დაც ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ ამ­ბავს.

თა­მარ გონ­გა­ძე

გა­ზე­თი "პრა­იმ­ტა­ი­მი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რით დაემუქრა მაკა ასათიანის ქმარი "მაესტროს" ჟურნალისტებს

რით დაემუქრა მაკა ასათიანის ქმარი "მაესტროს" ჟურნალისტებს

პრესის მიმოხილვა| "პრაიმ ტაიმი", რით დაემუქრა კოტე გოგელია თათბირზე თანამშრომლებს (სტატიის მცირე ვერსია)

"მაესტროზე" სკანდალი გრძელდება. თეა სიჭინავასა და ვახო სანაიას შემდეგ არხი სამმა ჟურნალისტმა დატოვა. "სუბიექუტრი აზრის" წამყვანებს, თეონა გეგელიასა და დიანა ტრაპაიძეს შემცვლელები არხმა უმოკლეს დროში მოუძებნა, რაც შეეხება საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტს, მაკა ცინცაძეს, მისი ადგილი კვლავ ვაკანტურია, ყოფილი თანამშრომლები დეტალებზე არ საუბრობენ. აცხადებენ, რომ არ სურთ "ნაგავში ქექვა", ერთადერთი, რასაც აცხადებენ, არის ის, რომ ჟურნალისტები უვიცი და უცოდინარი მფლობელებისგან დაცვას საჭიროებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში "მაესტროს"ყოფილი ჟურნალისტები დაცვას კოტე გოგელიასგან ითხოვენ. ცნობილი გახდა, რომ გოგელიამ "გაფართოებული"თათბირი ტელევიზიაში წინა კვირაში ჩაატარა და ჟურნალისტების საბოლოო გადაწყვეტილებაც სწორედ ამ თათბირმა დააჩქარა. "პრაიმტაიმის"ინფორმაციით, ტელევიზიაში ჟურნალისტებს ორი თვის ხელფასი არ აქვთ აღებული, მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, გოგელიამ მათ "გამოფხიზლება"ურჩია და სამსხაურების გარეშე დატოვებით დაემუქრა... თათბირიდან გამოსული თანამშრომლები დაბნეულები იყვნენ, რადგან უკმაყოფილების გამოსახატავად თავად იყვნენ მომზადებულები, სანაცვლოდ კი ხელმძღვანელობის რისხვა დაიმსახურეს, უმრავლესობამ ჩათვალა, რომ კოტე გოგელიას ტონი და სიტყვები არასწორად იყო შერჩეული.

ზუსტად ამ თათბირის შემდეგ დაწერეს განცხადებები ერთმანეთის მიყოლებით ჯერ თეონა გეგელიამ და მოგვიანებით დიანა ტრაპაიძემ. თეონას განცხადებით, არცერთ მათგანს არ სურდა ტელევიზიის დატოვება, თუმცა აიძულეს...

თეონა გეგელია, "მაესტროს"ყოფილი თანამშრომელი:

- წამოსვლა გვაიძულეს. ხან გადაცემის ფორმატს ცვლიდნენ ისე, როგორც თავად უნდოდათ; ხან ამბობდნენ, რომ კვირაში ერთხელ უნდა გასულიყო გადაცემა ეთერში; ხან ამბობდნენ, რომ ყოველდღიური უნდა გამხდარიყო; ხან ამბობდნენ, თუ გვინდა, მოგცემთ ხელფასს და თუ გვინდა, არ მოგცემთო. იყო აბსოლუტურად ველური დამოკიდებულება. ამიტომ წამოვედით, თავად არხის ხელმძღვანელობას რომ არ ეთქვა, ჩვენ აზრზე არ ვართ, რატომ წავიდნენო, ფეისბუკზე რაც დავწერე, იმასაც არ დავწერდი. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, ისედაც ძალიან განვიცდი ამ ამბავს.

თამარ გონგაძე

გაზეთი "პრაიმტაიმი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია