სატელევიზიო შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავები" მორიგ ეპიზოდში კიდევ ერთი წყვილის, ნინი ბადურაშვილისა და ოთო ფოლადაშვილის გარეშე დარჩა, - მაყურებელმა მათ საჭირო რაოდენობის SMS არ გაუგზავნა და მათ შოუ დატოვეს.
როგორც ჩანს, მაყურებლისგან განსხვავებით, საკუთარი გამოსვლით კმაყოფილია თავად ნინი ბადურაშვილი, რომელიც შოუს დასრულების შემდეგ Facebook-ზე წერს, რომ მათ მიერ შესრულებული ცეკვა კარგი იყო და პროექტიც ღირსეულად დატოვეს...
"მთავარი ის არის, რომ კარგი ცეკვა იყო და ღირსეულად დავტოვეთ პროექტი. მადლობა ყველას და პირველ რიგში ოთოს", - წერს მომღერალი.