სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Sophie Villy – უცხოეთში წარმატებული ქართველი მომღერალი დიდი გეგმებით
Sophie Villy – უცხოეთში წარმატებული ქართველი მომღერალი დიდი გეგმებით

Sophie Villy-ს ნამ­დვი­ლი გვა­რი ხუ­ციშ­ვი­ლია. გო­გო­ნა, რო­მელ­საც ამო­მა­ვალ ვარ­სკვლავს უწო­დე­ბენ, 1990 წელს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. 14 წლის იყო, რო­დე­საც, წარ­მა­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სპორტზე უარი თქვა და მუ­სი­კო­სის გზა არ­ჩია. ამ­ჯე­რად უკ­რა­ი­ნა­ში მოღ­ვა­წე­ობს, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ მისი ერთ-ერთი გა­ჩე­რე­ბაა, რად­გან კონ­ცერ­ტებს შტა­ტებ­სა და ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მარ­თავს. სო­ფი­ზე სტა­ტია ჟურ­ნალ "გარ­დი­ან­შიც" გა­მოქ­ვეყ­ნდა. მისი სიმ­ღე­რა Pოსი­ტი­ონ უკვე ექ­ვსი თვეა, რაც ისეთ ცნო­ბილ რა­დი­ო­სად­გუ­რებ­ში ტრი­ა­ლებს, რო­გო­რი­ცაა BBC და კა­ლი­ფორ­ნი­ის წამ­ყვა­ნი რა­დი­ო­სად­გუ­რი KCRW. წარ­მა­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ყვე­ლა­ფე­რი წინ აქვს და ამის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თებს. სოფი მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში ჩავ­წე­რეთ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი კი­ევ­ში დაბ­რუნ­და.

- გრი­ბო­ე­დოვ­ზე ვცხოვ­რობ­დი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პირ­და­პირ. ამან ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია. ყო­ველ დი­ლას, დედა ფან­ჯრებს რომ აღებ­და, მშვე­ნი­ე­რი ჰან­გე­ბი შე­მო­დი­ო­და. ხუთი წლი­დან და­ვი­წყე მუ­სი­კა­ში მომ­ზა­დე­ბა, მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩემი სახ­ლის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ცხოვ­რობ­და. მამა ძა­ლი­ან მუ­სი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია, ვი­ნი­ლის დის­კე­ბის დიდი კო­ლექ­ცია ჰქონ­და. ყვე­ლა­ფე­რი როკ-ენ-რო­ლი­დან და­ი­წყო, "ბითლზი", "რო­ლინგ სთო­უ­ნი"...

ათი წლის ასა­კი­დან ჩე­მით და­ვი­წყე მუ­სი­კის მო­ძი­ე­ბა. ათწლედ­ში ოთხი წელი ვი­ა­რე, მაგ­რამ არ მომ­წონ­და კლა­სი­კუ­რი მიდ­გო­მა, სიმ­კაც­რე იყო და დღე­ში რვა სა­ა­თი ვერ ვი­მე­ცა­დი­ნებ­დი, ამი­ტომ სპორტზე გა­და­ვერ­თე. ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლია ირაკ­ლი ბარ­თა­ია, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი ცურ­ვა­ში და თა­ვი­დან ცურ­ვით და­ვი­წყე. რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, რომ ჩემი ასა­კის ბავ­შვე­ბი ევ­რო­პა­ში და­დი­ოდ­ნენ და მედ­ლებს იღებ­დნენ, მო­ტი­ვა­ცია გა­მიჩ­ნდა და ბევ­რს ვვარ­ჯი-შობ­დი. 12 წლის ასაკ­ში წყალ­ში ხტო­მა­ში სტრას­ბურ­გში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი.

- შემ­დეგ ტრავ­მა მი­ი­ღე.

- სპორ­ტის პე­რი­ოდ­ში მუ­სი­კას დავ­შორ­დი, მხო­ლოდ ვუს­მენ­დი, მაგ­რამ არა­ფერს ვწერ­დი. მე­ნის­კი გა­მი­წყდა და სი­ა­რუ­ლიც კი მი­ჭირ­და. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ თავ­ში რა­ღაც გა­და­მიტ­რი­ალ­და და გა­დავ­წყვი­ტე, მუ­სი­კას დავ­ბრუ­ნე­ბო­დი. ქი­რო­მან­ტი­ას თუ და­ვუ­ჯე­რებთ, ხელ­ზე მაქვს ნი­შა­ნი, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვლე­ბა. 14 წლი­დან გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა და­ვი­წყე. ჩვენს სახ­ლში ბევ­რი ხე­ლო­ვა­ნი იკ­რი­ბე­ბო­და. ავან­გარ­დში ვიზ­რდე­ბო­დი. თითო მოს­ვლა­ზე ერთ აკორდს მას­წავ­ლიდ­ნენ (იღი­მის). დე­დაც ხე­ლოვ­ნე­ბას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ახლა ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რია. 14 წლის ვი­ყა­ვი, მა­მამ კომ­პი­უ­ტე­რი რომ და­მიდ­გა, ახლა ვხვდე­ბი, რომ სწო­რად მო­იქ­ცა, რად­გან სხვაგ­ვა­რად ბევრ რა­მეს ვერ ვის­წავ­ლი­დი. პირ­ვე­ლი­ვე დღეს კომ­პი­უ­ტე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით რვა სხვა­დას­ხვა კომ­პო­ზი­ცია დავ­წე­რე. ძი­რი­თა­დად, ინ­გლი­სუ­რად ვმღე­რო­დი.

- სა­ქარ­თვე­ლო­დან რო­დის წახ­ვე­დი?

- დე­დით უკ­რა­ი­ნე­ლი ვარ და 2008 წლის ომის შემ­დეგ კი­ევ­ში გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო. ახა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ხალ­ხი. სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი. პა­ბებ­ში, კლუ­ბებ­ში დავ­დი­ო­დი და მივ­ხვდი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, იქაც შეც­ვლი­ლი­ყო ჩემი ცხოვ­რე­ბა. მუ­სი­კო­სი რა­დი­ონ სავ­ჩუ­კი გა­ვი­ცა­ნი. მო­ე­წო­ნა ჩემი მუ­სი­კა და გა­და­წყვი­ტა, სა­ერ­თო პრო­ექ­ტი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ერთ თვე­ში კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თეთ. ექვს თვე­ში და­ვი­შა­ლეთ და სო­ლო­კა­რი­ე­რა და­ვი­წყე. აკუს­ტი­კურ და ელექტრო­გი­ტა­რა­ზე ვუკ­რავ­დი. პირ­ვე­ლად მა­შინ შე­მა­და­რეს ბობ დი­ლანს. გა­ლე­რე­ებ­ში ვა­წყობ­დი სა­ღა­მო­ებს, ნელ-ნელა გა­მიც­ნო უკ­რა­ი­ნელ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიც წა­მო­ვი­და.

- პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოს­ვლა უკ­რა­ი­ნა­ში რო­დის გქონ­და?

- 2012 წელს "ქოქ­ტე­ბე­ლის ჯაზ-ფეს­ტი­ვალ­ზე". სცე­ნა ზღვას­თან იდგა, სამი ათა­სი კაცი ეს­წრე­ბო­და. სცე­ნა­ზე გას­ვლის შემ­დეგ ამე­რი­კუ­ლი ფოლ­კის აკა­პე­ლა და­ვი­წყე. პირ­ვე­ლი­ვე ბგე­რა­ზე ხალ­ხი სცე­ნას­თან მოგ­როვ­და. ამის შემ­დეგ ამე­რი­კა­ში გა­ვემ­გზავ­რე. ფლო­რი­და­ში ფეს­ტი­ვალ­ზე მი­მიწ­ვი­ეს. შემ­თხვე­ვით მი­პო­ვეს "იუ­თუბ­ზე". გი­ტა­რი­თა და ჩე­მოდ­ნით მარ­ტო წა­ვე­დი, არ ვი­ცო­დი, წინ რა მე­ლო­და. ერთ თვეს ვა­პი­რებ­დი დარ­ჩე­ნას და ფეს­ტი­ვა­ლის შემ­დეგ ჩემს მე­გო­ბარ­თან ნიუ-იორკში უნდა გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი. გავ­რის­კე, არ ვი­ცო­დი, რე­ა­ლუ­რად ვინ იყ­ვნენ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, მაგ­რამ 37 სა­ა­თი რომ ხარ გზა­ში, მთა­ვა­რია და­ის­ვე­ნო. ძა­ლი­ან კარ­გი ხალ­ხი აღ­მოჩ­ნდა და ხუთი დღე გავ­ჩერ­დი მათ­თან. ნიუ-იორკში გა­დას­ვლის შემ­დეგ აკ­ლი­მა­ტი­ზა­ცია და­მე­წყო და ცუ­დად გავ­ხდი, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ ცოტა დრო მქონ­და და ყვე­ლა წამი უნდა გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ვი­ძიე Open Mic, ამ პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით ერთი სა­ა­თით ადრე რე­გის­ტრირ­დე­ბი, ნო­მერს გა­ნი­ჭე­ბენ, ოცი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სავ­სე დარ­ბა­ზის წინ გა­მო­დი­ხარ და რაც გინ­და გა­ა­კე­თე. პირ­ვე­ლად მა­ნ­ჰე­ტენ­ზე პა­ტა­რა პაბ­ში გა­მო­ვე­დი, ღა­მის 12 სა­ა­თი იყო. სცე­ნა­ზე ას­ვლის შემ­დეგ ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და. მა­შინ მივ­ხვდი, რომ სწორ ად­გი­ლას ვი­ყა­ვი. რამ­დე­ნი­მე გა­მოს­ვლა მქონ­და და შემ­დეგ ერთ-ერთ პო­პუ­ლა­რულ კლუბ თჰე Bიტ­ტერ End-ში კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა შე­მომ­თა­ვა­ზეს. ჩემ­თვის ეს მარ­თლა და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს ცნო­ბი­ლი შტორ­მი "სენ­დი" მოხ­და, ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მთე­ლი მა­ნ­ჰე­ტე­ნი გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო და კონ­ცერ­ტი ჩა­ი­შა­ლა.

იხი­ლეთ სრუ­ლი­ად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

Sophie Villy – უცხოეთში წარმატებული ქართველი მომღერალი დიდი გეგმებით

Sophie Villy – უცხოეთში წარმატებული ქართველი მომღერალი დიდი გეგმებით

Sophie Villy-ს ნამდვილი გვარი ხუციშვილია. გოგონა, რომელსაც ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ, 1990 წელს თბილისში დაიბადა და გაიზარდა. 14 წლის იყო, როდესაც, წარმატების მიუხედავად, სპორტზე უარი თქვა და მუსიკოსის გზა არჩია. ამჯერად უკრაინაში მოღვაწეობს, მაგრამ ეს მხოლოდ მისი ერთ-ერთი გაჩერებაა, რადგან კონცერტებს შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მართავს. სოფიზე სტატია ჟურნალ ''გარდიანშიც'' გამოქვეყნდა. მისი სიმღერა Pოსიტიონ უკვე ექვსი თვეა, რაც ისეთ ცნობილ რადიოსადგურებში ტრიალებს, როგორიცაა BBC და კალიფორნიის წამყვანი რადიოსადგური KCRW. წარმატების მიუხედავად დარწმუნებულია, რომ ყველაფერი წინ აქვს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. სოფი მშობლიურ ქალაქში ჩავწერეთ, რამდენიმე დღეში კი კიევში დაბრუნდა.

- გრიბოედოვზე ვცხოვრობდი კონსერვატორიის პირდაპირ. ამან ჩემს ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. ყოველ დილას, დედა ფანჯრებს რომ აღებდა, მშვენიერი ჰანგები შემოდიოდა. ხუთი წლიდან დავიწყე მუსიკაში მომზადება, მასწავლებელი ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა. მამა ძალიან მუსიკალური ადამიანია, ვინილის დისკების დიდი კოლექცია ჰქონდა. ყველაფერი როკ-ენ-როლიდან დაიწყო, ''ბითლზი'', ''როლინგ სთოუნი''...

ათი წლის ასაკიდან ჩემით დავიწყე მუსიკის მოძიება. ათწლედში ოთხი წელი ვიარე, მაგრამ არ მომწონდა კლასიკური მიდგომა, სიმკაცრე იყო და დღეში რვა საათი ვერ ვიმეცადინებდი, ამიტომ სპორტზე გადავერთე. ოჯახის ახლობელია ირაკლი ბართაია, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ცურვაში და თავიდან ცურვით დავიწყე. როდესაც დავინახე, რომ ჩემი ასაკის ბავშვები ევროპაში დადიოდნენ და მედლებს იღებდნენ, მოტივაცია გამიჩნდა და ბევრს ვვარჯი-შობდი. 12 წლის ასაკში წყალში ხტომაში სტრასბურგში ევროპის ჩემპიონი გავხდი.

- შემდეგ ტრავმა მიიღე.

- სპორტის პერიოდში მუსიკას დავშორდი, მხოლოდ ვუსმენდი, მაგრამ არაფერს ვწერდი. მენისკი გამიწყდა და სიარულიც კი მიჭირდა. ოპერაციის შემდეგ თავში რაღაც გადამიტრიალდა და გადავწყვიტე, მუსიკას დავბრუნებოდი. ქირომანტიას თუ დავუჯერებთ, ხელზე მაქვს ნიშანი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც რადიკალურად იცვლება. 14 წლიდან გიტარაზე დაკვრა დავიწყე. ჩვენს სახლში ბევრი ხელოვანი იკრიბებოდა. ავანგარდში ვიზრდებოდი. თითო მოსვლაზე ერთ აკორდს მასწავლიდნენ (იღიმის). დედაც ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული, ახლა ინტერიერის დიზაინერია. 14 წლის ვიყავი, მამამ კომპიუტერი რომ დამიდგა, ახლა ვხვდები, რომ სწორად მოიქცა, რადგან სხვაგვარად ბევრ რამეს ვერ ვისწავლიდი. პირველივე დღეს კომპიუტერის საშუალებით რვა სხვადასხვა კომპოზიცია დავწერე. ძირითადად, ინგლისურად ვმღეროდი.

- საქართველოდან როდის წახვედი?

- დედით უკრაინელი ვარ და 2008 წლის ომის შემდეგ კიევში გადავედით საცხოვრებლად. რთული პერიოდი იყო. ახალი უნივერსიტეტი, ხალხი. სრულ იზოლაციაში ვიყავი. პაბებში, კლუბებში დავდიოდი და მივხვდი, რომ შეიძლებოდა, იქაც შეცვლილიყო ჩემი ცხოვრება. მუსიკოსი რადიონ სავჩუკი გავიცანი. მოეწონა ჩემი მუსიკა და გადაწყვიტა, საერთო პროექტი გაგვეკეთებინა. ერთ თვეში კონცერტი გავმართეთ. ექვს თვეში დავიშალეთ და სოლოკარიერა დავიწყე. აკუსტიკურ და ელექტროგიტარაზე ვუკრავდი. პირველად მაშინ შემადარეს ბობ დილანს. გალერეებში ვაწყობდი საღამოებს, ნელ-ნელა გამიცნო უკრაინელმა მაყურებელმა და შემოთავაზებებიც წამოვიდა.

- პირველი სერიოზული გამოსვლა უკრაინაში როდის გქონდა?

- 2012 წელს ''ქოქტებელის ჯაზ-ფესტივალზე''. სცენა ზღვასთან იდგა, სამი ათასი კაცი ესწრებოდა. სცენაზე გასვლის შემდეგ ამერიკული ფოლკის აკაპელა დავიწყე. პირველივე ბგერაზე ხალხი სცენასთან მოგროვდა. ამის შემდეგ ამერიკაში გავემგზავრე. ფლორიდაში ფესტივალზე მიმიწვიეს. შემთხვევით მიპოვეს ''იუთუბზე''. გიტარითა და ჩემოდნით მარტო წავედი, არ ვიცოდი, წინ რა მელოდა. ერთ თვეს ვაპირებდი დარჩენას და ფესტივალის შემდეგ ჩემს მეგობართან ნიუ-იორკში უნდა გავჩერებულიყავი. გავრისკე, არ ვიცოდი, რეალურად ვინ იყვნენ ორგანიზატორები, მაგრამ 37 საათი რომ ხარ გზაში, მთავარია დაისვენო. ძალიან კარგი ხალხი აღმოჩნდა და ხუთი დღე გავჩერდი მათთან. ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ აკლიმატიზაცია დამეწყო და ცუდად გავხდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ცოტა დრო მქონდა და ყველა წამი უნდა გამომეყენებინა. ინტერნეტში მოვიძიე Open Mic, ამ პროგრამის საშუალებით ერთი საათით ადრე რეგისტრირდები, ნომერს განიჭებენ, ოცი წუთის განმავლობაში სავსე დარბაზის წინ გამოდიხარ და რაც გინდა გააკეთე. პირველად მანჰეტენზე პატარა პაბში გამოვედი, ღამის 12 საათი იყო. სცენაზე ასვლის შემდეგ ყველა გაოცებული მიყურებდა. მაშინ მივხვდი, რომ სწორ ადგილას ვიყავი. რამდენიმე გამოსვლა მქონდა და შემდეგ ერთ-ერთ პოპულარულ კლუბ თჰე Bიტტერ End-ში კონცერტის გამართვა შემომთავაზეს. ჩემთვის ეს მართლა დაუჯერებელი იყო, მაგრამ მეორე დღეს ცნობილი შტორმი ''სენდი'' მოხდა, ხუთი დღის განმავლობაში მთელი მანჰეტენი გაჩერებული იყო და კონცერტი ჩაიშალა.

იხილეთ სრულიად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება